• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Décor

#OK! ბედნიერება დეტალებშია დაგეგმე შენთვის მნიშვნელოვანი დღე sophinas event styling-თან ერთად

November 7, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

სოფიო ხიზანიშვილმა ჯერ კიდევ პატარაობისას იცოდა, რომ ყველაზე დიდ ბედნიერებას რაიმე ახლის შექმნა ანიჭებდა. ჯერ იყო ახალი აქსესუარის დამზადება, შემდეგ ინტერიერის გაფორმება და ბოლოს − ღონისძიებების ორგანიზება. დღეს უკვე თავისი კომპანია − sophinas event styling აქვს, რომელიც საზოგადოებას სთავაზობს მნიშვნელოვანი დღის დაგეგმვა-ორგანიზებას.

როგორ გაჩნდა sophinas event styling-ის დაარსების იდეა?

ბავშვობიდან მიყვარდა ინტერიერისა თუ ექსტერიერის მოწყობა, გაფორმება. ვაკეთებდი ხელნაკეთ სამკაულებს, აქსესუარებს, სხვადასხვა ნივთს… ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებდა რაიმე ახლის შექმნა. შემდეგ უკვე, ზრდასრულ ასაკში მივხვდი, რომ ძალიან მომწონს სხვადასხვა ღონისძიებისა თუ წვეულების გაფორმება. როდესაც ჩემი ძველი ნაცნობისგან პირველი შემოთავაზება მივიღე, მეცადა ამ სფეროში ბედი და ქორწილი გამეფორმებინა, მაშინ მივხვდი რომ ეს შანსი არ უნდა გამეშვა ხელიდან. მას მერე კი არც გავჩერებულვარ და მივხვდი, რომ ეს არის საქმე, რომლის კეთება უდიდეს ბედნიერებას მანიჭებდა. ახლა კი უკვე მაქვს ჩემი კომპანია − sophinas event styling.

რა სახის მომსახურებას სთავაზობს კომპანია მომხმარებელს?

ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებლებს იუბილეს, ქორწილის, კორპორაციული წვეულებისა და სხვადასხვა ღონისძიების დაგეგმვას, ორგანიზებასა და დიზაინს, როგორც თბილისში, ისე საქართველოს ნებისმიერ კუთხეში და რაც მთავარია, სულსა და გულს, რომელიც მაქსიმალურად იხარჯება მათი ბედნიერებისთვის.

 

რამდენად დიდია კონკურენცია ბაზარზე?

ბოლო პერიოდში საკმაოდ ბევრი კომპანია გამოჩნდა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ კონკურენცია დიდია. ყველას თავის დამახასიათებელი სტილი და ხედვა აქვს, შესაბამისად, თითოეულს თავისი მომხმარებელი ჰყავს. პირადად მე, 10-ზე მეტ ივენთ-კომპანიას ვიცნობ და ძალიან თბილი, კოლეგიალური ურთიერთობა გვაქვს. შეიძლება ითქვას, რომ ერთმანეთს ყოველთვის მხარში ვუდგავართ, როცა ამის საჭიროებაა.

გვესაუბრეთ თქვენი კომპანიის უპირატესობებზე.

ძალიან მიყვარს ხალხთან ურთიერთობა, ყოველთვის ვცდილობ ზუსტად გავიგო დამკვეთის გემოვნება და სურვილი. აუცილებელია იცოდე, რა სურს დამკვეთს, რათა მათი მოლოდინი გაამართლო და მათი სურვილები განახორციელო. აქედან გამომდინარე, მომხმარებელთან ურთიერთობას ძალიან დიდ დროს ვუთმობთ, რასაც დამკვეთებიც ხშირად აღნიშნავენ.

ვცდილობთ მუდმივად განვვითარდეთ და არ ჩამოვრჩეთ ტენდენციებს, ამიტომაც შეძლებისდაგვარად ხშირად ახლდება ინვენტარი და დეკორაციების დიზაინი, რისთვისაც არ ვზოგავთ არც ფინანსებს და არც ენერგიას. მყავს ძალიან მშრომელი, პროფესიონალი და ერთგული გუნდი, რომლებსაც თამამად ვენდობი და ვეყრდნობი, რაც ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი და დიდი უპირატესობაა.

 

ვინ არიან თქვენი დამკვეთები? მხოლოდ ადგილობრივ დამკვეთებს ემსახურებით?

ძირითადად, ჩვენი დამკვეთები საქართველოს მოქალაქეები არიან, მაგრამ ხშირია უცხოელი წყვილებიც, რომლებსაც უფრო მეტი სითამამე და ნაკლები კონსერვატიულობა ახასიათებთ. მეტწილად გვაქვს ქორწილები. ამ საქმიანობის ყველაზე დიდი პლუსია მონაწილეობას იღებდე ადამიანებისათვის უმნიშვნელოვანესი დღის დაგეგმვასა და განხორციელებაში, და იზიარებდე მათ ბედნიერებას.

სამომავლო გეგმები…

ჩვენი სამომავლო გეგმები უფრო მასშტაბურ თემებზე გადასვლა და ადამიანებისათვის ყველა მომსახურების „ერთ სივრცეში“ შეთავაზებაა. ჩემი დიდი სურვილია, მქონდეს ივენთებისთვის განკუთვნილი სივრცე. გვაქვს ბევრი განუხორციელებელი იდეა-დიზაინი, რომლებსაც იმედია მალე ფრთებს შევასხამთ.

ასევე გაეცანი

#OK! City Event Georgia  ღონისძიება, რომელიც ისტორიად იქცევა
Décor

#OK! City Event Georgia ღონისძიება, რომელიც ისტორიად იქცევა

September 5, 2025
#OK! მარიანო ფორტუნი –  დიზაინერი, რომელმაც ქალები მჭიდრო კორსეტებისგან გაათავისუფლა
Décor

#OK! მარიანო ფორტუნი – დიზაინერი, რომელმაც ქალები მჭიდრო კორსეტებისგან გაათავისუფლა

August 6, 2025
#OK! შეისწავლე ეტიკეტი იქ, სადაც ცხოვრება ხელოვნებაა – Laka Ètiquette
Décor

#OK! შეისწავლე ეტიკეტი იქ, სადაც ცხოვრება ხელოვნებაა – Laka Ètiquette

July 17, 2025
ცხოვრება დაკიდებულ სივრცეებში – თბილისური პროექტი „კაზა სოლე“ – საერთაშორისო არქიტექტურული დიალოგის ნაწილი
Décor

ცხოვრება დაკიდებულ სივრცეებში – თბილისური პროექტი „კაზა სოლე“ – საერთაშორისო არქიტექტურული დიალოგის ნაწილი

July 16, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ტესტი: გამოიცანი მაღალი მოდის ბრენდები ლოგოების მიხედვით

#OK! ტესტი: გამოიცანი მაღალი მოდის ბრენდები ლოგოების მიხედვით

August 7, 2021
#OK! Street style ჰეილი ბიბერი: მოდელი კალიფორნიის ქუჩებში!

#OK! Street style ჰეილი ბიბერი: მოდელი კალიფორნიის ქუჩებში!

July 3, 2021
#OK! ანჯელინა ჯოლი ხანგრძლივი დროის შემდეგ გამოყვანილი სამოსით პირველად გამოჩნდა

#OK! ანჯელინა ჯოლი ხანგრძლივი დროის შემდეგ გამოყვანილი სამოსით პირველად გამოჩნდა

July 5, 2021
#OK! ჯენიფერ ლოპეზი და ბენ აფლეკი კვლავ ერთად არიან

#OK! ჯენიფერ ლოპეზი და ბენ აფლეკი კვლავ ერთად არიან

May 2, 2021

კვირის ჰიტები

#OK! „მორალურად მოძველებული“ სიმბოლო – როგორ გაჩნდა ლონდონში სატელეფონო ჯიხურები და რატომ შეღებეს ისინი წითლად?

#OK! „მორალურად მოძველებული“ სიმბოლო – როგორ გაჩნდა ლონდონში სატელეფონო ჯიხურები და რატომ შეღებეს ისინი წითლად?

September 8, 2025
#OK! „მინდა ჩემი თავის საუკეთესო ვერსია გავხდე“ — კრის ჯენერმა Vogue-ის ფოტოსესიისთვის პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა

#OK! „მინდა ჩემი თავის საუკეთესო ვერსია გავხდე“ — კრის ჯენერმა Vogue-ის ფოტოსესიისთვის პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა

September 6, 2025
#OK! „შექმნილია მილანში“ – როგორ დაიბადა ჯორჯო არმანის იმპერია

#OK! „შექმნილია მილანში“ – როგორ დაიბადა ჯორჯო არმანის იმპერია

September 6, 2025
#OK! ჩემპიონის მყუდრო ნავსაყუდელი – სანდრო ბაზაძე

#OK! ჩემპიონის მყუდრო ნავსაყუდელი – სანდრო ბაზაძე

September 9, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები