• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! ბარიატრიული ქირურგია – ჭარბი წონის კლების ყველაზე ეფექტური საშუალება

September 7, 2023
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

 

ბარიატრიული ქირურგია არის პათოლოგიური სიმსუქნის (მორბიდული სიმსუქნის) ოპერაციული მკურნალობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება. იგი ემსახურება ადამიანის ცხოვრების ხარისხისა და ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებას. სექტემბერში კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ განსაკუთრებული პირობა იმოქმედებს. ყველა პაციენტს, ვისაც აწუხებს ჭარბი წონა, მორბიდული სიმსუქნე, შეეძლება ისარგებლოს გია მოსიაშვილის უფასო კონსულტაციით და იმ შემთხვევაში, თუ ქირურგიული ოპერაციის საჭიროება იქნება, პაციენტი მიიღებს უპრეცედენტო ფასდაკლებას პროცედურასა და ოპერაციის შემდგომ პაციენტის მეთვალყურეობის პროგრამაზე. თუ რა ტიპის ოპერაციები ტარდება ჭარბი წონის კორექციისთვის კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“, ამის შესახებ უფრო ვრცლად ბარიატრიული ქირურგი გია მოსიაშვილი გვესაუბრა.

 

რა არის ბარიატრიული ქირურგია?

ბარიატრიულ ქირურგიას წონის დაკლების ქირურგიასაც უწოდებენ. ეს არის ქირურგიული ოპერაციების კატეგორია, რომელიც მიზნად ისახავს დაეხმაროს სიმსუქნის მქონე ადამიანებს წონის დაკლებაში. ოპერაციების დროს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე კეთდება ისეთი ტიპის ქირურგიული ცვლილებები, რომლის შემდეგაც პაციენტები იკლებენ წონას. ბოლო წლებში ტერმინი ბარიატრიული ქირურგია გასცდა პროფესიული წრეების ფარგლებს, უფრო ხშირად გაიგონებთ ყოველდღიურ საუბარში. ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, არის საზოგადოებაში ზედმეტი წონის ადამიანების საგრძნობი მატება.

 

როგორ ხდება მორბიდული სიმსუქნის განსაზღვრა და როგორ დგინდება, არსებობს თუ არა ქირურგიული მკურნალობის საჭიროება?

მორბიდული სიმსუქნის განსაზღვრისას ვიყენებთ ტერმინს „სხეულის მასის ინდექსი“. სხეულის მასის ინდექსის გასაგებად საკმარისია ვიცოდეთ ჩვენი სხეულის მასა და სიმაღლე. თუ სხეულის მასის ინდექსიც აღემატება 40-ს, ჩვენ ვსაუბრობთ მორბიდულ ანუ პათოლოგიურ სიმსუქნეზე.

პაციენტები სიმსუქნესთან ბრძოლას, რა თქმა უნდა, პირდაპირ ბარიატრიული ქირურგიით არ იწყებენ. ისინი, როგორც წესი, წლების განმავლობაში ებრძვიან სხეულის ზედმეტ წონას ყველა შესაძლო მეთოდით – დიეტა, ვარჯიში, მედიკამენტები. ბარიატრიული ქირურგიის აუცილებლობა დგება წონის დაკლების წარუმატებელი მცდელობების შემდეგ, ასევე, სიმსუქნესთან ასოცირებული თანმხლები დაავადების არსებობისას.

მტკიცებულებებზე დამყარებული ფაქტია, რომ მორბიდულად მსუქან პაციენტებში ბარიატრიული ოპერაცია რჩება წონასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტურ მკურნალობის საშუალებად.

 

 

რა დაავადებები შეიძლება გამოიწვიოს მორბიდულმა სიმსუქნემ? რამდენად საშიშია ის ჯანმრთელობისთვის?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მსუქან პაციენტებში ხშირია თანმხლები დაავადებების არსებობა. სიმსუქნე არის წინა პირობა ისეთი დაავადებების განვითარებისთვის, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, ჰიპერტონიული დაავადება, კარდიოვასკულური დაავადებები, ინსულტი, ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი ჰეპატიტი, მსხვილი სახსრების ართრიტები, ძილის აპნოე და ა. შ. ხაზგასასმელია ისიც, რომ მორბიდულ მსუქან პაციენტებში მაღალია ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკიც.

 

რა ტიპის ბარიატრიული ოპერაციები ტარდება „ნიუ ჰოსპიტალსში“ და რა სხვაობაა მათ შორის?

ბარიატრიული ქირურგიის განვითარების გზაზე ნაცადი იქნა ბევრი სხვადასხვა ტიპის ოპერაცია. არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო, ბევრი მათგანი უარყოფილია და აღარ გამოიყენება პათოლოგიური სიმსუქნის სამკურნალოდ. ბარიატრიული ოპერაციებიდან დღეისათვის ყველაზე მეტად გავრცელებულია სლივ-გასტრექტომია, იგივე კუჭის ვერტიკალური რეზექცია და კუჭის შუნტირების ოპერაციები. თუ სლივ-გასტრექტომიის დროს ხდება მხოლოდ კუჭის მოცულობის დაპატარავება, კუჭის შუნტირების, იმავე ბაიპასის ოპერაციების დროს ხდება როგორც კუჭის დაპატარავება, ისე საჭმლის მომნელებელი სისტემიდან წინასწარ განსაზღვრული სიგრძის წვრილი ნაწლავის გამოთიშვა.

ოპერაციის მეთოდის არჩევისას გასათვალისწინებელია როგორც პაციენტის სხეულის მასის ინდექსი, ასევე მისი თანმხლები დაავადებები, გენეტიკური წინასწარგანწყობები და სოციალური პირობები. როგორც ვხედავთ, ყველა პაციენტს ესაჭიროება ინდივიდუალური მიდგომა და ოპერაციული მკურნალობის სწორი მეთოდის შერჩევა. „ნიუ ჰოსპიტალსში“ ორივე ტიპის ბარიატრიული ოპერაციები ტარდება.

 

გვესაუბრეთ აღნიშნული ოპერაციების შედეგებზე, რამდენად ეფექტურია მორბიდულ სიმსუქნესთან საბრძოლველად?

კარგად დაგეგმილი წინა საოპერაციო მომზადება, სწორად შერჩეული ოპერაციის მეთოდი და პაციენტის პოსტოპერაციული მართვა არის წარმატებული ოპერაციული მკურნალობის წინა პირობა. პაციენტების უმრავლესობა ოპერაციიდან პირველ თვეებშივე საგრძნობლად იკლებს წონას. სტატისტიკურად დათვლილია, რომ 6 თვიდან ორ წლამდე პერიოდში პაციენტები იკლებენ ზედმეტი წონის 60-90%-ს. ბევრი მათგანი აღნიშნავს „თავიდან დაბადებას“, ოპერაციის შემდეგ ბევრი თანმხლები დაავადება „უკვალოდ“ ქრება, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში ხდება დაავადების რემისიაში გადასვლა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დიაბეტით გამოწვეული სხვადასხვა დაავადების პრევენციისთვის. პაციენტების უმრავლესობა ოპერაციიდან უკვე ერთ თვეში იწყებს ფიზიკურ აქტივობას, უმჯობესდება შრომისუნარიანობა, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ის ქალბატონი პაციენტები, რომლებმაც ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ შვილები გააჩინეს.

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! უთხარი არა სხვებს, რათა უთხრა საკუთარ თავს – დიახ
ინტერვიუ

#OK! უთხარი არა სხვებს, რათა უთხრა საკუთარ თავს – დიახ

March 7, 2026
#OK! ჰატერმანის მეთოდი – რევოლუცია, რომელიც სხეულს სისტემაში აბრუნებს
Health & Beauty

#OK! ჰატერმანის მეთოდი – რევოლუცია, რომელიც სხეულს სისტემაში აბრუნებს

March 7, 2026
#OK! ბედნიერების ვექტორი: როგორ ქმნიან ქალები შრომით, ნდობითა და თანადგომით უკეთეს მომავალს
ინტერვიუ

#OK! ბედნიერების ვექტორი: როგორ ქმნიან ქალები შრომით, ნდობითა და თანადგომით უკეთეს მომავალს

March 7, 2026
#OK! Art Line Studio – თითოეული პროექტი არის უნიკალური ისტორია, რომელსაც სივრცის ენით ვყვებით
Décor

#OK! Art Line Studio – თითოეული პროექტი არის უნიკალური ისტორია, რომელსაც სივრცის ენით ვყვებით

March 7, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! “ბალენსიაგას” ლითონის ჩექმები და ხელთათმანები 2021 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციიდან

#OK! “ბალენსიაგას” ლითონის ჩექმები და ხელთათმანები 2021 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციიდან

November 15, 2021
#OK! „აჭარული მზითვის ფერი“ – ირმა შარიქაძის დოკუმენტური ფილმი, წლის საუკეთესო ფილმად დასახელდა

#OK! „აჭარული მზითვის ფერი“ – ირმა შარიქაძის დოკუმენტური ფილმი, წლის საუკეთესო ფილმად დასახელდა

November 24, 2022
#OK! ტესტი: რამდენად კარგად იცნობ მაღალ მოდას

#OK! ტესტი: რამდენად კარგად იცნობ მაღალ მოდას

February 19, 2022
#OK! კენდალ ჯენერი მაიკლ კორსის 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის კამპანიაში

#OK! კენდალ ჯენერი მაიკლ კორსის 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის კამპანიაში

January 11, 2022

კვირის ჰიტები

#OK! შარლ ლეკლერი და ალექსანდრა სან-მლუ დაქორწინდნენ

#OK! შარლ ლეკლერი და ალექსანდრა სან-მლუ დაქორწინდნენ

March 2, 2026
#OK! ქართველი ქალები ემიგრაციაში

#OK! ქართველი ქალები ემიგრაციაში

March 6, 2026
#OK! წარმატებას თავად შენ ქმნი

#OK! წარმატებას თავად შენ ქმნი

March 7, 2026
#OK! ჰატერმანის მეთოდი – რევოლუცია, რომელიც სხეულს სისტემაში აბრუნებს

#OK! ჰატერმანის მეთოდი – რევოლუცია, რომელიც სხეულს სისტემაში აბრუნებს

March 7, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები