რეკლამა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
რეკლამა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
რეკლამა
მთავარი Gastro

#OK! ახალი სასტუმრო ქალაქის შუაგულში და მისი შეფმზარეული სანდრო გელაშვილი

November 3, 2022
საკითხავი დრო: 1 min read
რეკლამა

„რამადა თბილისი“ ივნისის ბოლოს, ვერაზე, მელიქიშვილის 10 ნომერში გაიხსნა და სტუმრებს 125 კომფორტულ ოთახს სთავაზობს. სასტუმროს მართავს „ამბერ ჯგუფი“ − ქართული კომპანია, რომელიც სტუმარ-მასპინძლობის სექტორს 2019 წელს სასტუმრო „გუდაური ლოჯის“ გახსნით შეუერთდა. ბრენდი „რამადა“ „უინდემის“ ჯგუფის წევრია, რომელიც 95 ქვეყანაში 9000-ზე მეტ სასტუმროს აერთიანებს. რესტორანი „ვერა“ სასტუმროს მთავარი თავშეყრის ადგილია. მისი მენიუ დიდი შრომის შედეგად შეიქმნა და როგორც უცხოელ, ისე ქართველ სტუმრებს საუზმის, სადილისა და ვახშმის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. დღეს კი რესტორანზე უფრო დეტალურად მისი შეფმზარეული − სანდრო გელაშვილი გვიამბობს.

 

 

სანდრო, მადლობა მასპინძლობისთვის. მოგვიყევით თქვენ შესახებ.

კულინარიით პირველად 12 წლის ასაკში დავინტერესდი. საკუთარ სამზარეულოში პირველი ხაჭაპური გამოვაცხვე, რომელიც თურმე მესხურ ქადიანს წააგავდა, თუმცა ეს მოგვიანებით გავიგე. პროფესიის არჩევაზე ბევრი არ მიფიქრია. მზარეულობა ბავშვობიდან მსურდა. როგორც ხშირად გსმენიათ, კულინარია მეც ბებიამ შემაყვარა, მასთან ერთად კერძების მზადებაში დიდ დროს ვატარებდი და ბევრი რამ მისგან ვისწავლე.

 

როდის დაიწყო თქვენი კულინარიული თავგადასავალი?

კულინარიაში 12 წელია ვსაქმიანობ. კარგად შევისწავლე როგორც ქართული, ისე იტალიური და აზიური სამზარეულოები. ვიმუშავე ქვეყნის წამყვან სასტუმროებსა და რესტორნებში, გამოცდილი და კრეატიული შეფმზარეულების გვერდით. შეფმზარეულობა მუდმივი აღმოჩენებისა და სიახლეების ძიებაა. ახლაც განვაგრძობ სწავლას და ვცდილობ არ შევწყვიტო განვითარება. სწორედ ამიტომ მიყვარს ასე ძალიან ჩემი პროფესია.

 

 

გაგვაცანით რესტორანი „ვერა“. 

სასტუმრო „რამადა თბილისი“ 2022 წლის ივნისში გაიხსნა. მასთან ერთად გავხსენით რესტორანიც, სადაც სტუმრებს როგორც ევროპული, ისე ქართული კერძებით ვმასპინძლობთ. მისი სახელი შენობის განსაკუთრებული ადგილმდებარეობის გამო შევარჩიეთ და „ვერა“ დავარქვით.

რას გვეტყვით აუცილებლად დასაგემოვნებელ კერძებზე?

„ვერას“ მენიუზე ბევრი ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ სტუმრებისთვის ევროპული და ქართული გემოების სინთეზი შეგვეთავაზებინა. ვფიქრობ, ჩვენმა სტუმრებმა აუცილებლად უნდა დააგემოვნონ ქათმის ღვიძლის პაშტეტი კარამელიზებული ხახვით, ფორთოხლის ცედრის მურაბითა და ჩვენთან გამომცხვარი უგემრიელესი ჩირეულით სავსე პურით. ასევე, ბურგერი შავი ტრიუფელის სოუსით. იმედია ამპარტავნებაში არ ჩამომართმევთ, თუ ვიტყვი, რომ ქალაქში ერთ-ერთი საუკეთესო ბურგერი ჩვენთან მზადდება. იტალიური სამზარეულოდან გამოვყოფდი იტალიელებისთვის კარგად ცნობილ „ვიტელო ტონატოს“ და ტოსკანურ წვნიანს, რომელიც ძალიან ჰგავს ქართული პურის ხარჩოს. ასევე, არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი ახლად შექმნილი, განსაკუთრებული გვიანი საუზმის მენიუ, სადაც თავმოყრილია ყველასათვის საყვარელი, უგემრიელესი კერძები დღის საუკეთესო დასაწყისისთვის.

 

დღეს, სარესტორნო ბაზარზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ორგანულ ბიოპროდუქტს. თქვენს მენიუში რამდენად მნიშვნელოვანია ორგანული საკვები?

ჩვენ მუდმივად ვთანამშრომლობთ ფერმერებთან, რომელთაც 100%-ით ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი მოჰყავთ. დიდ ყურადღებას ვაქცევთ სუფთა და ჯანსაღ პროდუქციას. როცა კერძი მაღალი ხარისხის ინგრედიენტებით მზადდება, ჯანსაღთან ერთად, განსაკუთრებულად გემრიელიცაა.

 

თქვენთვის, როგორც შეფმზარეულისთვის, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი?

ჩემთვის, როგორც შეფმზარეულისთვის, მნიშვნელოვანია მომხმარებლისთვის სიახლის შეთავაზება, მათი სურვილების მოსმენა და გათვალისწინება. რაც მთავარია, კმაყოფილი სტუმარი, რომელიც ჩვენთან სტუმრობის შემდეგ კვლავ სიხარულით დაბრუნდება.

 

მის: პ. მელიქიშვილის 10, თბილისი, საქართველო

ტელ: 032 244 77 77

ვებგვერდი: ramada.com

ელ.ფოსტა: [email protected]

facebook.com/RamadaTbilisi

ტექსტი: ქეთევან მაჭავარიანი

ფოტო: ალექსეი სეროვი

რეკლამა
რეკლამა

ასევე გაეცანი

OK! Luca Polare რაც ყველაზე ძალიან მიყვარს… – ვრცლად ქართული ბრენდის სიახლეების შესახებ
Gastro

OK! Luca Polare რაც ყველაზე ძალიან მიყვარს… – ვრცლად ქართული ბრენდის სიახლეების შესახებ

February 1, 2023
#OK! 2023 წლის ასტროლოგიური პროგნოზი – ინტერვიუ მიხეილ ცაგარელთან
Décor

#OK! როგორ გავაწყოთ 2023 წლის საახალწლო სუფრა

January 4, 2023
#ok! „ტყუპების საღვინე სახლი ნაფარეულში“ 25 წლისაა
Gastro

#ok! „ტყუპების საღვინე სახლი ნაფარეულში“ 25 წლისაა

December 8, 2022
#OK! შეფთან სახლში – გიორგი იოსავას კინო სამზარეულოში
Gastro

#OK! შეფთან სახლში – გიორგი იოსავას კინო სამზარეულოში

December 1, 2022
რეკლამა

ახლა კითხულობენ

#OK! “ბედნიერება წვრილმანებშია” – 81 წლის ალ პაჩინოს კადრები ინტერნეტს იპყრობს (ვიდეო)

#OK! “ბედნიერება წვრილმანებშია” – 81 წლის ალ პაჩინოს კადრები ინტერნეტს იპყრობს (ვიდეო)

February 17, 2022
Miniland-ის ფართო ასორტიმენტში აუცილებლად იპოვით ნებისმიერ ნივთს, რომელიც შეიძლება, დასჭირდეს თქვენს პატარას

Miniland-ის ფართო ასორტიმენტში აუცილებლად იპოვით ნებისმიერ ნივთს, რომელიც შეიძლება, დასჭირდეს თქვენს პატარას

June 6, 2022
#OK! შორენა ბეგაშვილი და ევა ბარბაქაძე სტამბოლში ისვენებენ!

#OK! შორენა ბეგაშვილი და ევა ბარბაქაძე სტამბოლში ისვენებენ!

September 16, 2021
#OK! დღეს კრის ჯენერი 67 წლის გახდა: როგორ მოიპოვა ვარსკვლავმა “ყველაზე მაგარი დედისა და მენეჯერის” სტატუსი

#OK! დღეს კრის ჯენერი 67 წლის გახდა: როგორ მოიპოვა ვარსკვლავმა “ყველაზე მაგარი დედისა და მენეჯერის” სტატუსი

November 5, 2022
რეკლამა

კვირის ჰიტები

#OK! “სტილის დედოფალი” – ქეით მიდლტონის მონოქრომული სტილი და “ალექსანდრ მაკქუინის” ბლეიზერი, რომელმაც ყველას ყურადღება მიიპყრო

#OK! “სტილის დედოფალი” – ქეით მიდლტონის მონოქრომული სტილი და “ალექსანდრ მაკქუინის” ბლეიზერი, რომელმაც ყველას ყურადღება მიიპყრო

February 1, 2023
#OK! დღეს ჰარი სტაილსი 29 წლის გახდა: თაობის ერთ-ერთი ყველაზე ექსცენტრიული სტილის მქონე მამაკაცი იუბილარია

#OK! დღეს ჰარი სტაილსი 29 წლის გახდა: თაობის ერთ-ერთი ყველაზე ექსცენტრიული სტილის მქონე მამაკაცი იუბილარია

February 1, 2023
#OK! იტალიური სილამაზისა და ფრანგული ელეგანტურობის შერწყმა – გაიცანით ვენსან კასელისა და მონიკა ბელუჩის ქალიშვილი დევა კასელი

#OK! იტალიური სილამაზისა და ფრანგული ელეგანტურობის შერწყმა – გაიცანით ვენსან კასელისა და მონიკა ბელუჩის ქალიშვილი დევა კასელი

February 1, 2023
#OK! USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს

#OK! USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს

January 28, 2023
რეკლამა
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×