• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Fashion

#OK! ახალი კოლექცია „მეთერსისგან“ – გაატარე ზაფხული კომფორტული და დახვეწილი სამოსით

ივნისი 6, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

ზაფხულის მოსვლასთან ერთად, თქვენ შეგიძლიათ განაახლოთ საკუთარი გარდერობი მრავალფეროვანი და, რაც მთავარია, ხარისხიანი სამოსით. ქართული ბრენდი „მეთერსი“ მომხმარებელს სთავაზობს დახვეწილი დიზაინის სამოსს, რომელიც ნატურალური ქსოვილით მზადდება. ახალი კოლექცია აერთიანებს ტილოს ორეულებს, კაბებს, ჩანთებს, შარფებს და ასე შემდეგ. თითოეული მოდელი განსაკუთრებული ესთეტიკით გამოირჩევა. უფრო დეტალურად ბრენდის შესახებ OK!-ის „მეთერსის“ დამფუძნებლები − გვანცა უბირია და ელენე კახიძე ესაუბრნენ.

 

რა იყო ბრენდის შექმნის იდეა?

„მეთერსი“ შეიქმნა 4 წლის წინ, 2018 წელს. ახალი ქართული ბრენდის შექმნის იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ გვსურდა მოდის ტენდენციები მეტად შეგვეტანა ქართველი მანდილოსნების გარდერობებში და მიგვეცა მათთვის საშუალება დაბალი დანახარჯებით მეტად გაეფერადებინათ ყოველდღიური რუტინა, შემოსილიყვნენ განსხვავებულად. ამ იდეის ირგვლივ გავერთიანდით ორი მეგობარი და შედეგად მივიღეთ „მეთერსი“.

 

 

გვესაუბრეთ „მეთერსის“ პროდუქციის შესახებ.

უნდა აღინიშნოს, რომ საწყის ეტაპზე მომხმარებლებს მხოლოდ შეზღუდული სახეობის პროდუქციას ვთავაზობდით. ასორტიმენტი მოიცავდა მხოლოდ ქალის ტანსაცმლის რამდენიმე დასახელების ერთეულს, თუმცა ამ ეტაპზე „მეთერსი“ აწარმოებს ქალის სამოსის სრულ ასორტიმენტს, მათ შორისაა საზღვაო ტანსაცმელი. გარდა ამისა, მომხმარებლებს შეუძლიათ ჩვენთან შეიძინონ სხვადასხვა აქსესუარი, როგორიცაა ჩანთები, შარფები, ლეპტოპის ჩასადები და სხვ.

 

რა გამოარჩევს „მეთერსის“ პროდუქციას ბაზარზე სხვა მსგავსი ნაწარმისგან?

ვფიქრობ, როდესაც ვსაუბრობთ სამოსზე, დღესდღეობით ძალიან მნიშვნელოვანია, ვიყოთ მოქნილები და შევძლოთ დროის მოკლე მონაკვეთში მომხმარებლებს შევთავაზოთ კარგი ხარისხის პროდუქცია ხელმისაწვდომ ფასად, რაც დამეთანხმებით, საკმაოდ რთული მისიაა. თუმცა, ვცდილობთ „მეთერსის“ კოლექციები იყოს მუდმივად განახლებადი, მრავალფეროვანი და ხელმისაწვდომი, რათა ყველა მანდილოსანს ჰქონდეს საშუალება ჩვენი დახმარებით გამოიყურებოდეს დახვეწილად და თავს გრძნობდეს კომფორტულად, თავდაჯერებულად. შესაბამისად, ვფიქრობთ, ბაზარზე სხვა ქართული ბრენდებისგან სწორედ დახვეწილი, მრავალფეროვანი კოლექციები და ხელმისაწვდომი ფასი გამოგვარჩევს.

 

 

ვინ ქმნის დიზაინს? რა სახის მასალას იყენებთ?

დიზაინს თვითონ ვქმნით. კერძოდ, ვაკვირდებით მოდის ტენდენციებს, ვთანხმდებით მოდელების საბოლოო სახეზე და შემდეგ ვუშვებთ წარმოებაში. რაც შეეხება გამოყენებულ მასალებს, ქსოვილის შერჩევის პროცესს ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ და ვცდილობთ, მაქსიმალურად ბუნებრივი და მაღალი ხარისხის მასალა გამოვიყენოთ. წარმოებაში ჩაშვებამდე შერჩეული მასალა გადის ტესტირებას, რათა თავიდან ავიცილოთ უხარისხო მასალის გამოყენებით გამოწვეული შესაძლო რისკი და მომხმარებელს შევთავაზოთ მაღალი ხარისხის პროდუქცია.

ჩვენთვის ცნობილია, რომ მომხმარებლებს მუდმივად განახლებად კოლექციებს სთავაზობთ. უფრო დეტალურად მოგვიყევით ამის შესახებ.

როგორც უკვე ვახსენეთ, ამ სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია მოქნილობა და სისხარტე, ვინაიდან დღესდღეობით სწრაფი მოდის პირობებში რთულია მომხმარებელს შესთავაზო ახალი და განსხვავებული, თანაც ხელმისაწვდომ ფასად, ვიდრე ამას მასმარკეტის წარმომადგენელი დიდი ბრენდები გააკეთებენ. შესაბამისად, ფართო აუდიტორიასთან ახალი კოლექციის წარდგენისთანავე ვიწყებთ ახალ ერთეულებზე ფიქრს და შემდეგ მიმდინარეობს იდეების დახვეწის პროცესი, ხორცშესხმა, ბოლოს კი იგეგმება გადაღებები, რათა არ ჩამოვრჩეთ მოდის თანამედროვე ტენდენციებს და რაც მთავარია, მომხმარებლებს შევთავაზოთ მრავალფეროვანი კოლექცია.

ასევე, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ფოტოსესიების დაგეგმვას და დიდ ენერგიას ვხარჯავთ ამ პროცესში. ფოტოები ჩვენი პროდუქციის პრეზენტაციის ერთადერთი საშუალებაა, ვინაიდან „მეთერსი“ მთლიანად ონლაინგარემოში ფუნქციონირებს.

 

 

ამჟამად სად შეუძლია მომხმარებელს თქვენი პროდუქციის შეძენა?

„მეთერსი“ გახლავთ ქალის ტანსაცმლის ონლაინმაღაზია, ჩვენი პროდუქციის დათვალიერება და შეძენა კი შესაძლებელია ჩვენს ოფიციალურ ვებგვერდზე: MATTERS.GE ასევე ჩვენს ფეისბუქ და ინსტაგრამგვერდებზე. იმისათვის, რომ მომხმარებლებისთვის გაგვემარტივებინა სასურველი ერთეულის ზომის ონლაინ შერჩევის პროცესი, შევქმენით ზომების დეტალური ცხრილი, რომელშიც გათვალისწინებულია თითოეული მახასიათებელი, რომელიც შერჩევის პროცესში არის მნიშვნელოვანი.

სამომავლო გეგმები…

სამომავლოდ უპირველესად ვგეგმავთ ჩვენი პროდუქციის გატანას ექსპორტზე და ამ მიმართულებაზე უკვე აქტიურად ვმუშაობთ. უკვე დავარეგისტრირეთ ჩვენი მაღაზია მსოფლიოს ყველაზე დიდი ხელნაკეთი ნივთების ონლაინმაღაზიის ვებგვერდზე ETSY.com და მაღაზიის შექმნის პროცესში ვართ AMAZON.COM-ზეც. ასევე, მომხმარებლების დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, ვგეგმავთ კიდევ უფრო გავაფართოოთ ასორტიმენტი და დავამატოთ მამაკაცისა და ბავშვის ხაზები.

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ასევე გაეცანი

#OK! თითოეულ პროექტზე მუშაობისას ვგრძნობ თავისუფლებას
Décor

#OK! თითოეულ პროექტზე მუშაობისას ვგრძნობ თავისუფლებას

ივლისი 6, 2022
#OK! საჭირო დროს საჭირო ადგილას – კუნძულზე შექმნილი „ნინოლას სამკაულების“ ისტორია
Fashion

#OK! საჭირო დროს საჭირო ადგილას – კუნძულზე შექმნილი „ნინოლას სამკაულების“ ისტორია

ივლისი 5, 2022
#OK! „შავდია“ − გამოხატე შენი თავი სამოსით
Fashion

#OK! „შავდია“ − გამოხატე შენი თავი სამოსით

ივლისი 4, 2022
#OK! ფოტოზე ადამიანის ემოციების აღბეჭდვა ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო პროცესია
ინტერვიუ

#OK! ფოტოზე ადამიანის ემოციების აღბეჭდვა ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო პროცესია

ივლისი 4, 2022

ახლა კითხულობენ

#OK! შორენა ბეგაშვილი ახალბედა დედობის დროინდელ საოცარ კადრებს გვიზიარებს

#OK! შორენა ბეგაშვილი ახალბედა დედობის დროინდელ საოცარ კადრებს გვიზიარებს

ოქტომბერი 23, 2021
#OK! 56 წლის სარა ჯესიკა პარკერის უახლესი ფოტოები And Just Like That-ის გადასაღები მოედნიდან

#OK! 56 წლის სარა ჯესიკა პარკერის უახლესი ფოტოები And Just Like That-ის გადასაღები მოედნიდან

ოქტომბერი 25, 2021
#OK! კაილი ჯენერი Kylie Skin-ისთვის! ვარსკვლავი საკუთარ ბრენდს არეკლამებს!

#OK! კაილი ჯენერი Kylie Skin-ისთვის! ვარსკვლავი საკუთარ ბრენდს არეკლამებს!

მარტი 12, 2021
#OK! “ის საკუთარ თავს აღარ ჰგავს” – რატომ გამოიწვია ჯიჯი ჰადიდის ახალმა ფოტოსესიამ საზოგადოების კრიტიკა

#OK! “ის საკუთარ თავს აღარ ჰგავს” – რატომ გამოიწვია ჯიჯი ჰადიდის ახალმა ფოტოსესიამ საზოგადოების კრიტიკა

მარტი 31, 2022

კვირის ჰიტები

#OK! კადრები კულისებიდან და პაპარაცული ფოტოები: ნიკოლ კიდმანი და კიტ ურბანი პარიზში, Balenciaga-ს ჩვენებაზე

#OK! კადრები კულისებიდან და პაპარაცული ფოტოები: ნიკოლ კიდმანი და კიტ ურბანი პარიზში, Balenciaga-ს ჩვენებაზე

ივლისი 7, 2022
#OK! საქართველოში იბადებოდნენ… ინტერვიუ ლაშაო გაბუნიასთან

#OK! საქართველოში იბადებოდნენ… ინტერვიუ ლაშაო გაბუნიასთან

ივნისი 30, 2022
#OK! gvantsas_cookbook – უგემრიელესი არომატები გვანცა მაჩაიძესთან ერთად

#OK! gvantsas_cookbook – უგემრიელესი არომატები გვანცა მაჩაიძესთან ერთად

ივლისი 5, 2022
#OK! რა კავშირშია კვებითი ქცევის დარღვევები ემოციასთან

#OK! რა კავშირშია კვებითი ქცევის დარღვევები ემოციასთან

ივლისი 4, 2022
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×