• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! არჩილ გელოვანის ცხოვრების სტილი

July 9, 2021
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

არჩილ გელოვანი OK! Health and Beauty Book-ის კიდევ ერთი ძალიან საინტერესო რესპონდენტია, რომელიც რამდენიმე სხვადასხვა რეგალიით შეგვიძლია მოვიხსენიოთ. გარდა საკუთარი საქმიანობისა, აქტიურად არის დაკავებული ჯანსაღი ცხოვრების წესით. მიუხედავად გადატვირთული რეჟიმისა, ყოველთვის ცდილობს დრო დაუთმოს ფიზიკურ აქტივობებს და ორგანიზმის გაჯანსაღების სხვადასხვა მეთოდს. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ინტერვიუში თავად წაიკითხავთ ბევრ საინტერესო ამბავს არჩილ გელოვანის ცხოვრებიდან.

გვიამბეთ თქვენს პროფესიაზე? რატომ და როდის აირჩიეთ იგი?

ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი დაკავებული ვიყავი ფინანსებით, მაგრამ მოგვიანებით, დაახლოებით 15 წლის წინ, ჩემი მეგობრის, ლევან კორინთელის წყალობით, სრულიად შემთხვევით მოვხვდი კინობიზნესში. ლევანმა, უბრალოდ, მთხოვა, პროექტში მიმეღო მონაწილეობა. სწორედ მისი დახმარებით მოვხვდი ამ არაჩვეულებრივ ხელოვნების დარგში, რომელიც ძალიან მომეწონა და ბოლო წლები ამით ვარ დაკავებული.

ბევრი გვსმენია თქვენს უნიკალურ კოლექციებზე. როდის და რისი შეგროვება დაიწყეთ პირველად?

ჩემი ოჯახი აგროვებს ფერწერულ ნამუშევრებს, თეატრალური დადგმების ესკიზებს, ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშს. პირადად მე, დაახლოებით 20 წლიდან ვაგროვებ ხელნაწერებს და წიგნებს, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოსთან. საკმაოდ დიდი კოლექცია მაქვს. ვაგროვებ სხვადასხვა ენაზე ნაბეჭდ წიგნებს და ხელნაწერებს, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, აუცილებლად საქართველოს უნდა უკავშირდებოდეს, თუნდაც ისტორიული ან დოკუმენტური მიმართულებით.

 

რატომ ხელნაწერები და წიგნები?

რასაკვირველია, სურვილზეა დამოკიდებული. ადამიანი, რომელიც კოლექციონერობით არის დაკავებული, მომართული უნდა იყოს იმისკენ, რაც მისი ინტერესის წყაროს წარმოადგენს. ის, რაც მე არ მომწონს, ვერასოდეს გახდება ჩემი კოლექციის ნაწილი, რომელ ავტორსაც უნდა ეკუთვნოდეს ეს ნამუშევარი. იგივე დამოკიდებულება მაქვს წიგნებზეც − ვაგროვებ და ვიძენ მხოლოდ ჩემი გემოვნებიდან გამომდინარე.

რას ან ვის შეუძლია ნებისმიერ შემთხვევაში განწყობა შეგიქმნათ?

უპირველესად, ჩემს შვილებს, რომლებსაც ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ ჩემს ცხოვრებაში. ვფიქრობ, არავის შეუძლია ჩემი განწყობის შეცვლა ან შექმნა ისე, როგორც მათ. ჩემი ოთხი წლის ქალიშვილი, რომელიც ძალიან პატარაა, მაგრამ დიდი გავლენა აქვს ჩემს განწყობაზე.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მუსიკა. ნაწარმოებს, რომელიც განსაკუთრებულად მომწონს, შეუძლია ჩემი განწყობის ამაღლება. თუნდაც სპექტაკლი, ბალეტი… ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი ჩემი ყოველდღიური ცხოვრების მრავალფეროვნებისთვის და განწყობის შესაქმნელად.

რამდენად და როგორ იცავთ ცხოვრების ჯანსაღ წესს?

მე მივეკუთვნები ადამიანთა იმ კატეგორიას, რომლებიც მუდმივად ზრუნავენ საკუთარ ჯანმრთელობაზე, კვირაში 5 დღე ვსეირნობ ველოსიპედით და დავდივარ 30-40 კილომეტრს დღეში. თუ ველოსიპედით არ დავდივარ, მაშინ აუცილებლად დავრბივარ ჩემს სახლთან, 40-50 წუთის განმავლობაში.

ასევე, არ ვსვამ და არ ვეწევი. ვიკვებები სწორად, 16-საათიანი შუალედით. დილის 10 საათზე იწყება ჩემი საუზმე და საღამოს 6 საათზე სრულდება. მივირთმევ მხოლოდ ჯანსაღ საკვებს.

როგორც ვიცით, ძალიან გიყვართ მოგზაურობა. რომელმა ქვეყანამ მოახდინა თქვენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება და რით?

12 წლის ასაკიდან ჩემს მშობლებთან ერთად დავიწყე მოგზაურობა სხვადასხვა ქვეყანაში. ამან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე. პირველი მოგზაურობა, რომელმაც ნამდვილად გამაოცა, გახლდათ იაპონიაში, როდესაც 13 წლის ვიყავი. ეს აღმოჩნდა ჩემთვის კულტურული შოკი. რასაკვირველია, კიდევ უამრავი ქვეყანა თუ ქალაქი იყო, რომელმაც დიდი შთაბეჭდილებები დამიტოვა, მაგრამ ტოკიომ სრულიად გამაკვირვა მისი განსხვავებული კულტურით.

დღემდე განხორციელებული უამრავი პროექტიდან, დაგვისახელეთ ის, რომელიც ყველაზე მეტად გეამაყებათ?

ჩემი ცხოვრების მთავარი მიღწევა ჩემი შვილები არიან − ამაზე უკეთესი არაფერი გამიკეთებია. ისინი მე ყოველდღე მაბედნიერებენ და მავსებენ ემოციებით.

რაც შეეხება კონკრეტულ პროექტს, ეს გახლდათ ქართული კინოს რესტავრაცია, რომელიც ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. მიზანი იყო გამოსახულების განახლება და პირვანდელი სახის დაბრუნება.

მიმაჩნია, რომ ჩემი მთავარი პროექტი ჯერ კიდევ არ განმიხორციელებია, მაგრამ უკვე წარმომიდგენია, როგორი იქნება იგი. მე მას აუცილებლად განვახორციელებ ახლო მომავალში.

 

ასევე გაეცანი

#OK! თაკო გვაზავა – Health and Beauty
Health & Beauty

#OK! თაკო გვაზავა – Health and Beauty

February 12, 2026
#OK! Emolas Corporation-ისა და „სუხიშვილების“ ისტორიული კონცერტი Carnegie Hall-ში
ინტერვიუ

#OK! Emolas Corporation-ისა და „სუხიშვილების“ ისტორიული კონცერტი Carnegie Hall-ში

February 12, 2026
#OK! ადამიანები სტიგმის მიღმა
ინტერვიუ

#OK! ადამიანები სტიგმის მიღმა

February 11, 2026
#OK! ილო ბეროშვილი – მე ჯერ პროცესში ვარ, უფრო მეტი დამრჩა, ვიდრე გამოვიარე
Slider Area

#OK! ილო ბეროშვილი – მე ჯერ პროცესში ვარ, უფრო მეტი დამრჩა, ვიდრე გამოვიარე

February 11, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! კენდალ ჯენერი სასმლის საკუთარი ბრენდისთვის პოზირებს: მოდელი GRIFFIN LIPSON-ის ობიექტივში

#OK! კენდალ ჯენერი სასმლის საკუთარი ბრენდისთვის პოზირებს: მოდელი GRIFFIN LIPSON-ის ობიექტივში

December 22, 2021
#OK! რა არის ყველაზე მთავარი ჯანსაღ ურთიერთობაში? – ინტერვიუ ფსიქოლოგ თინა როგავასთან

#OK! რა არის ყველაზე მთავარი ჯანსაღ ურთიერთობაში? – ინტერვიუ ფსიქოლოგ თინა როგავასთან

September 20, 2024
#OK! გაიცანით პრინცესა ვიქტორია – მონარქი, რომელიც საქართველოს ესტუმრა

#OK! გაიცანით პრინცესა ვიქტორია – მონარქი, რომელიც საქართველოს ესტუმრა

March 30, 2023
#OK! „მჯერა – ROI B GROUP-ის დაპროექტებული შენობა-ნაგებობები იქნება საქართველოს ყველა ქალაქსა თუ რაიონში“

#OK! „მჯერა – ROI B GROUP-ის დაპროექტებული შენობა-ნაგებობები იქნება საქართველოს ყველა ქალაქსა თუ რაიონში“

October 20, 2024

კვირის ჰიტები

#OK! დონალდ ტრამპმა სუპერბოულზე Bad Bunny-ის გამოსვლას სამარცხვინო უწოდა

#OK! დონალდ ტრამპმა სუპერბოულზე Bad Bunny-ის გამოსვლას სამარცხვინო უწოდა

February 9, 2026
#OK! თაკო გვაზავა – Health and Beauty

#OK! თაკო გვაზავა – Health and Beauty

February 12, 2026
#OK! როგორ გახდა სკოლის გუნდიდან გარიცხული მაიკლ ჯორდანი კალათბურთის ლეგენდა

#OK! როგორ გახდა სკოლის გუნდიდან გარიცხული მაიკლ ჯორდანი კალათბურთის ლეგენდა

February 12, 2026
#OK! NASA-მ ასტრონავტებს კოსმოსში iPhone-ის წაღების უფლება მისცა

#OK! NASA-მ ასტრონავტებს კოსმოსში iPhone-ის წაღების უფლება მისცა

February 9, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები