• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! არასოდეს არ უნდა დანებდე ინტერვიუ კლინიკურ ონკოლოგთან

September 26, 2023
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

 

იყო პროფესიონალი ექიმი, ბევრ შრომასა და ძალისხმევას მოითხოვს. ამ პროფესიაში ერთ-ერთ სირთულეს პაციენტის ნდობის მოპოვება წარმოადგენს. ექიმმა უნდა შეძლოს და იპოვოს გზა, რომლითაც პაციენტს დაანახვებს რეალობას, მაგრამ არც იმედს დაუკარგავს – სწორედ ამ ბალანსის დაცვაა რთული მედიცინის იმ დარგში, რომელსაც ონკოლოგია ჰქვია.

დღევანდელმა ჩვენმა გმირმა მიზნად სიმსივნის დამარცხება დაისახა. როგორც ის აღნიშნავს, მნიშვნელოვანია ამაღლდეს ონკოლოგიური სიფხიზლე და მოხდეს დროული დიაგნოსტირება.

შეგახსენებთ, რომ ყოველწლიური სკრინინგი კიბოს განვითარების რისკს მინიმუმამდე ამცირებს და, რაც მთავარია, ამართლებს სიტყვებს, რომ კიბო განაჩენი არ არის!

ჟურნალი OK! გაგაცნობთ ისრაელ-საქართველოს სამედიცინო კველევითი კლინიკა „ჰელსიკორის“  კლინიკურ ონკოლოგს, ეკატერინე  არქანიას.

რა ადგილი უჭირავს თქვენს ცხოვრებაში პროფესიულ საქმიანობას?

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ არჩევანის წინაშე დავდექი, მედიცინის რომელი დარგი შემერჩია. იმ პერიოდში ჩემი თანაკურსელები უფრო მეტად კარდიოლოგიას, ქირურგიას ან გინეკოლოგიას ირჩევდნენ, ზოგიერთი მათგანი კი უცხოეთში წავიდა განათლების მისაღებად. სიმართლე გითხრათ, ჩემი ოცნებაც სწავლის ამერიკაში გაგრძელება იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ოჯახური პირობების გამო ვერ მოვახერხე.

ჩემი პირველი სამსახური გახლდათ  ლაბორატორია „ენმედც“-ში, სადაც ძალიან ბევრ, საინტერესო, თანამედროვე კვლევებს ატარებდნენ და სიმსივნის დიაგნოსტიკაში ახალ მეთოდებს ნერგავდნენ. მეც აქტიურად ვიყავი ჩართული ამ პროცესებში და შესაბამისად ონკოლოგიამ დამაინტერესა.

გადავწყვიტე ამ დარგს გავყოლოდი და მიზნად დავისახე სიმსივნის დამარცხება. სწორედ ეს ვუპასუხე პროფესორს, როცა მკითხა, რატომ ავირჩიე მედიცინის ეს მიმართულება.

საკმაოდ გრძელი გზა გამოვიარე, ბევრი დაბრკოლება გადავლახე, რომ საბოლოოდ ონკოლოგი გავმხდარიყავი. მჯერა, რომ ეს დაავადება არ არის განაჩენი და მედიცინა სიმსივნეზე გამარჯვებასთან ახლოს არის.

რას ნიშნავს თქვენთვის ეს პროფესია?

ჩემთვის ეს პროფესია არის საშუალება, დავეხმარო ადამიანებს, გაუმკლავდნენ ამ ვერაგ დაავადებას. თითოეული წარმატებული შემთხვევა, პაციენტის გაბრწყინებული სახე, როცა ვეუბნები, რომ დაავადებამ უკან დაიხია, ენით აღუწერელ ბედნიერებას მანიჭებს, ალბათ ასეთივე შეგრძნება აქვთ ბრძოლაში გამარჯვებულ მეომრებს.

რა მიგაჩნიათ თქვენი პროფესიის ყველაზე რთულ გამოწვევად?

ყველაზე რთული პაციენტის ნდობის მოპოვებაა. რთულია პირველი შეხვედრა, როცა დიაგნოზს აცნობ, განსაკუთრებით მაშინ, როცა შორს წასული, უკვე გავრცელებულია დაავადება. ამ დროს ადამიანი ზის შენ წინ, შემოგცქერის იმედის თვალით, შენ კი  არ იცი, საიდან დაიწყო, არ იცი, რა რეაქცია ექნება იმაზე, რომ მისი ჩვეული რუტინა შეიცვლება და გეგმები თავდაყირა დადგება.

მისი ბედი თითოეულ შენს სიტყვაზეა  დამოკიდებული. მიმაჩნია, რომ პაციენტს არაფერი არ უნდა დაუმალო, სრულად უნდა მიაწოდო ინფორმაცია მკურნალობის შესახებ, მან უნდა იცოდეს მოსალოდნელი შედეგებიც. ძალიან რთულია ყველაფერი ისე გააკეთო, რომ არ ეტკინოს და არ შეეშინდეს. საჭიროა ბალანსის დაცვა იმედსა და რეალობას შორის.

როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა ამ მიმართულებით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება?

სამწუხაროდ, ონკოლოგიური დაავადებების სიხშირე გაიზარდა. ძალიან ბევრი ოჯახი აღმოჩნდა ამ პრობლემის წინაშე, შესაბამისად, მოსახლეობის ინტერესიც გაიზარდა, თუმცა მაინც მგონია, რომ ამ მხრივ ინფორმირებულობა გვაკლია. ძირითადად, გავურბივართ მწვავე თემებსა და პრობლემებზე საუბარს, უფრო მეტი შემეცნებითი გადაცემა უნდა იყოს,  მეტი სტატია, რათა ონკოლოგიური სიფხიზლე ამაღლდეს.

საზოგადოებას უნდა ავუხსნათ, რომ აუცილებელია  სკრინინგის პროგრამების გავლა, რეკომენდაციების დაცვა, ხოლო ნებისმიერი არასასურველი სიმპტომის გამოვლინებისთანავე დროული ვიზიტი ექიმთან, რადგან ადრეული დიაგნოსტიკა ეფექტური მკურნალობის საწინდარია.

გვესაუბრეთ სიმპტომებზე. როგორ მივხვდეთ, რომ საფრთხის წინაშე ვდგავართ?

სიმპტომები და ნიშნები დამოკიდებულია სიმსივნური პროცესის ლოკალიზაციაზე, მის ზომაზე, თუ რა ზეგავლენას ახდენს ახლოს მდებარე ქსოვილებსა და ორგანოებზე, და რამდენად გავრცელებული პროცესია.

ზოგადი სიმპტომები შესაძლოა იყოს: ძლიერი საერთო სისუსტე, რაც დასვენების შემდეგაც გრძელდება, გაურკვეველი მიზეზით წონაში კლება, უმადობა, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, მკვრივი წარმონაქმნის არსებობა ძუძუში, კანზე ცვლილებები, ხალი, რომელიც მანამდე არ შეგიმჩნევიათ ან უკვე არსებულის  ცვლილება.

კვლევებს რეგულარულად თუ გავივლით, დაავადების არსებობას სიმპტომების გამოვლინებამდე აღმოვაჩენთ.

ეკატერინე, გაგვაცანით თქვენი ოჯახი…

ჩემი ოჯახი ვართ მე, დედაჩემი და ჩემი ოთხი შვილი:  ერთი გოგონა და სამი ვაჟი.  მეუღლე 9 წლის წინ უეცარი გულის შეტევით გარდამეცვალა. დედა ყოფილი პედაგოგია, ბავშვები – სკოლის მოსწავლეები. როგორც ყველა თანამედროვე ბავშვი, ესენიც კომპიუტერსა და ინტერნეტს არიან მიჯაჭვულები და უფრო სხარტი და განვითარებული გონება აქვთ.

სულ ცოტა ხნის წინ კი, ტყუპისცალების თხოვნით, ოჯახში ახალი წევრიც გაჩნდა, ბრიტანული ფისო  „კოვალსკი“.

რთულია გქონდეს წარმატებული კარიერა და იყო ოთხი შვილის დედა? 

სიმართლე გითხრათ, საკმაოდ რთულია, გქონდეს კარიერა და იყო დედა. ბავშვებს მეტი ყურადღება და სითბო სჭირდებათ,  რასაც ხშირად ვერ ვახერხებ, რადგან მთელი დღეები კლინიკაში ვარ. აღფრთოვანებული ვარ ხოლმე იმ ქალბატონებით, რომლებიც აქტიურად უთავსებენ კარიერას ოჯახს, მე ეს  ნაკლებად გამომდის. მთავარი ოჯახში დედაჩემია, ის ზრუნავს ბავშვების აღზრდა-განათლებაზე.  დედა რომ არა, ალბათ  ვერაფერს მივაღწევდი.

როგორ ფიქრობთ, რომელი თვისება, რა მოცემულობა განაპირობებს ადამიანის წარმატებას?

წარმატებას მიზანდასახულობა, ნებისყოფა, საქმის სიყვარული განაპირობებს. ხშირად ყოფილა სიტუაციები, როცა მქონია შეგრძნება, რომ ვერ შევძლებდი მიზნის მიღწევას, მაგრამ რაღაც პაუზის შემდეგ  ღრმად ჩამისუნთქავს და მითქვამს: არა, რაც უნდა იყოს, მე უნდა გადავლახო ეს დაბრკოლება. „არასოდეს არ დანებდე“ – ეს არის მთავარი ფრაზა ჩემს ცხოვრებაში.

სამომავლო გეგმები…

ვთვლი, რომ ჯერ კიდევ ბევრი უნდა გავაკეთო, რათა ჩემს ძირითად მიზანს მივაღწიო.  კლინიკა „ჰელსიკორის“ განახლებული  ონკოლოგიური დეპარტამენტი აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო პროგრამებში. ბევრი ახალი, საინტერესო  პროექტი იგეგმება ქიმიოთერაპიისა და იმუნოთერაპიის კუთხით. ონკოლოგია სწრაფად ვითარდება და ვფიქრობ, მალე შევძლებთ საბოლოოდ დავამარცხოთ ეს ვერაგი დაავადება.

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! Health&Beauty ეპოქალური ვერსაჩე
Health & Beauty

#OK! Health&Beauty ეპოქალური ვერსაჩე

September 12, 2026
#OK! Health&Beauty შემოდგომის პარფიუმი „ვულე ვუსგან“
Health & Beauty

#OK! Health&Beauty შემოდგომის პარფიუმი „ვულე ვუსგან“

September 12, 2026
#OK! Health&Beauty KORFF – სექტემბრის მაკიაჟის must-have თქვენს კოსმეტიკის ჩანთებში
Health & Beauty

#OK! Health&Beauty KORFF – სექტემბრის მაკიაჟის must-have თქვენს კოსმეტიკის ჩანთებში

September 12, 2026
#OK! Health&Beauty LANCASTER SUN PERFECT მზისგან ყოველდღიური უხილავი დაცვა და კანის კონკრეტული პრობლემის მიზნობრივი კორექცია
Health & Beauty

#OK! Health&Beauty LANCASTER SUN PERFECT მზისგან ყოველდღიური უხილავი დაცვა და კანის კონკრეტული პრობლემის მიზნობრივი კორექცია

September 12, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! თამარ გაზაშვილი – ქალი, რომელმაც სირთულეები ძალად და საკუთარი საქმე წარმატების გზად აქცია

#OK! თამარ გაზაშვილი – ქალი, რომელმაც სირთულეები ძალად და საკუთარი საქმე წარმატების გზად აქცია

October 6, 2026
#OK!-ისა და თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის ექსპერიმენტი – ჯანსაღი გახდომა მხოლოდ ერთ თვეში

#OK!-ისა და თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის ექსპერიმენტი – ჯანსაღი გახდომა მხოლოდ ერთ თვეში

November 8, 2022
#OK! ადრე და ახლა: 11 ვარსკვლავი და მათი სტილის ევოლუცია კარიერის დასაწყისიდან დღემდე

#OK! ადრე და ახლა: 11 ვარსკვლავი და მათი სტილის ევოლუცია კარიერის დასაწყისიდან დღემდე

June 21, 2022
#OK! ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმული ვარსკვლავები Billboard Music Awards-ის 2021 წლის წითელი ხალიჩიდან!

#OK! ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმული ვარსკვლავები Billboard Music Awards-ის 2021 წლის წითელი ხალიჩიდან!

May 24, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ზენდაია ბრიჯიტ მაკრონთან შეხვედრის გამო გააკრიტიკეს – რა მოხდა პარიზის მოდის კვირეულზე?

#OK! ზენდაია ბრიჯიტ მაკრონთან შეხვედრის გამო გააკრიტიკეს – რა მოხდა პარიზის მოდის კვირეულზე?

October 9, 2026
#OK! მაიკლ დუგლასმა კეტრინ ზეტა-ჯონსთან დაშორების დეტალები გაიხსენა – “გადავწყვიტეთ, გარკვეული დრო ცალ-ცალკე გაგვეტარებინა“

#OK! მაიკლ დუგლასმა კეტრინ ზეტა-ჯონსთან დაშორების დეტალები გაიხსენა – “გადავწყვიტეთ, გარკვეული დრო ცალ-ცალკე გაგვეტარებინა“

October 7, 2026
#OK! ჯიჯი ჰადიდი და ბრედლი კუპერი საქორწინო ბეჭდებით გამოჩნდნენ

#OK! ჯიჯი ჰადიდი და ბრედლი კუპერი საქორწინო ბეჭდებით გამოჩნდნენ

October 6, 2026
#OK! კაილი ჯენერი სამსახიობო დებიუტისთვის ემზადება – რა როლს შეასრულებს ვარსკვლავი ახალ სერიალში

#OK! კაილი ჯენერი სამსახიობო დებიუტისთვის ემზადება – რა როლს შეასრულებს ვარსკვლავი ახალ სერიალში

October 8, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები