• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! Doqtors OK! Doctors

#OK! არა სენს არსენისაგან ცხოვრება აქ და ახლა – არსენ გვენეტაძე

October 12, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

OK!-ს ოქტომბრის ერთ-ერთი მთავარი გმირი ადამიანია, რომელმაც არა მხოლოდ კიბო დაამარცხა, არამედ საკუთარი გამოცდილება შთაგონებად გარდაქმნა და საკუთარ თავში აღმოაჩინა ოპტიმიზმისა და სიყვარულის უსაზღვრო ძალა. არსენ გვენეტაძის ისტორია სიკვდილის შიშზე გამარჯვებაა, სიცოცხლის ხელახლა აღმოჩენაა. ეს არის ამბავი კაცზე, რომელიც დღეს ცხოვრობს აქ და ახლა, მისი ყოველი დღე მადლიერებით, ზრუნვითა და სიყვარულითაა სავსე. წარმოგიდგენთ თსუ-ის ასოცირებულ პროფესორს, გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგს, „ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის“ ხელმძღვანელს, საქართველოში კოგნიტურ-შემეცნებითი არტის დამფუძნებელს და ბედნიერების ელჩს – არსენ გვენეტაძეს.

 

 

 

 

ბატონო არსენ, გაიხსენეთ პირველი ემოციები, როდესაც გაიგეთ დიაგნოზის შესახებ.

რა თქმა უნდა, სანამ კარგად გავაცნობიერე ჩემი დიაგნოზი, მანამდე სხვა ღელვა იყო… წიგნში „სიკვდილის გაუქმება“, გიორგი კეკელიძემ სრულად აღწერა ჩემი ამბავი. ეს იყო ცხოვრების ის ეტაპი, როდესაც სირთულე და გამოწვევა მივიღე და ვთქვი, რა შეიძლება ყველაზე უარესი მოხდეს? – მოვკვდე, რა მოხდა მერე? ყველანი ვიბადებით და ვკვდებით, თუმცა მივხვდი, რომ სიცოცხლის შანსი მაინც არსებობდა… ამიტომაც გადავედი მოქმედებაზე. დოკუმენტურ ფილმში „სკოლა ცხოვრებისა“, კარგად ჩანს ის მომენტი, როდესაც ამ დიაგნოზს მეუბნებიან. მახსოვს, რეჟისორმა მკითხა – რა ვქნა, გავაგრძელო გადაღებაო? – გააგრძელე, ჩვენ ვიღებთ ცხოვრებას, ვნახოთ, როგორი გაგრძელება ექნება მას, გადავრჩები თუ… გადავრჩი და ეს ფილმიც გადაიღეს, დღეს კი მე აქ ვარ და ვაგრძელებ ცხოვრებას.

დღესაც, როდესაც გამოკვლევებზე წელიწადში რამდენიმეჯერ მივდივარ, წინა დღეს ემოციურად მეტად დატვირთული ვარ (ხომ შესაძლებელია სხვა ორგანოზე კიბო მქონდეს)… მაგრამ მივხვდი ერთ რამეს, სანამ არ დამდგარა ზუსტად ის დრო, სანამ არ გეტყვიან, რომ გაქვს, მანამდე ღელვა წაგებიანია, ხოლო თუ დადგება ეს დრო, მერე ვნახოთ. ცხოვრება ვისწავლე აქ და ახლა. ძალიან აქტიური ცხოვრება მაქვს, სანამ ძალა შემწევს, ვცხოვრობ. დილის 7-ის მერე აქტიურად იწყებს ჩემი გონება და სხეული მოქმედებას, საღამოს, სადღაც 12 საათისთვის სრულდება. შუადღეს 10-15 წუთი აუცილებლად მძინავს. მაქვს ეს ნიჭი – ერთდროულად ბევრ რამეზე ვიფიქრო – ჩემს წიგნებზე, ლექსებზე, საავადმყოფოზე, პაციენტებზე, ინტერვიუებზე და მრავალი სხვ. სწორად ვაფასებ ჩემს შესაძლებლობებს, რაც ვიცი, რომ არ გამოვა, ხელს არ ვკიდებ.

 

რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც კიბოზე გაიმარჯვეთ?

სიცოცხლის სიყვარული გაათმაგდა, სიკვდილის შიში სრულად დავძლიე და ძეგლი დავუდგი კუს ტბაზე 4-ტონიანი – „მზის ამოსვლა“ ჰქვია, და ზედ აწერია: „ეძღვნება ადამიანებს, ვინც სიკვდილის შიში დაძლია. კიბოგადატანილი არსენ გვენეტაძე“.

რას ნიშნავს, სიკვდილის შიში დავძლიე? იმას, რომ მივხვდი, ნებისმიერ დროს შეიძლება გარდავიცვალო, ამის გამო კი თუ მუდმივ შიშში ვიქენი, როდისღა ვიცხოვრო? ამიტომ ვცხოვრობ აქ და ახლა.

 

 

რა გაძლევთ ძალას, რომ მუდმივად ოპტიმიზმით შეხედოთ ცხოვრებას?

როგორც კიბოგადატანილი, უკვე 15 წელია… ჩემი ცხოვრების მიზანია უკეთესი გავხადო ეს სამყარო. ეს მისია ორ სიტყვაში ეტევა: ზრუნვა და სიყვარული, ცხოვრება აქ და ახლა.

ათჯერ რომ დავიბადო, ათივეჯერ ექიმობას ავირჩევდი და ათივეჯერ რეპროდუქტოლოგიას. როგორც ექიმი, ვზრუნავ ახალი სიცოცხლის ჩასახვაზე.

როგორც მენტორი, ჩემი ინიციატივით ფსიქოლოგები ატარებენ ონლაინსაუბრებს „ზრუნვა სიყვარულია“.

მომავალ მშობლებთან 2023 წლიდან 72 ასეთ შეხვედრას 600-ზე მეტი ოჯახი დაესწრო. ეს საქმე იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მისი გაგრძელება ჩემს ანდერძშიც კი შევიტანე. როგორც კიბოს გადარჩენილი, ვზრუნავ ონკოსიფხიზლეზე. 100-ზე მეტ ახალგაზრდას დავეხმარეთ კიბოს ადრეული აღმოჩენით, და დღეს ყველა მათგანი სრულიად ჯანმრთელია.

ვცდილობ ყველა პრობლემას ვუპოვო გასაღები. ვარ ოპტიმისტი სწორუპოვარი, მიჯობს, მკვდარიც კი ვიღიმებოდე.

Ars Vitae (სიცოცხლის ხელოვნება) დავარქვი ჩემს ერთ-ერთ ახალ სკულპტურას!

 

 

„ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის“ გუნდი

ჩვენი კლინიკა ყოველდღიურად ქმნის 3-4 ახალ სიცოცხლეს. 2009 წლიდან დღემდე 8033 ახალი ორსულობა შევქმენით (2025 წლის აგვისტოს მონაცემებით) და ამ წუთშიც, როცა მე აქ ვსაუბრობ, ახალი სიცოცხლე იქმნება და იბადება. როგორ შეიძლება ჩემი პროფესია არ მაბედნიერებდეს?!

ხშირად ვამბობ, პიროვენების 85% ადამიანურ ურთიერთობებშია, 15% – პროფესიულ წარმატებაში. ჩემი, როგორც ექიმის, და ჩემი გუნდის წევრების ცხოვრება ასეთია – ის 15%-იც მუდმივად პაციენტებთან, ადამიანებთან გვიწევს, ანუ 100% გამოდის რეპროდუქტოლოგისთვის – ადამიანებთან ურთიერთობა და პროფესიული ქმედება.

ექიმის ზრუნვა საკუთარი პიროვნების მიმართ და ექიმის ზრუნვა პაციენტზე, ეს რეალური გამარჯვების ძალაა! მე და ჩემმა კლინიკამ ძალიან ბევრ ადამიანს ავაცილეთ კიბოს სირთულე, რადგან დროულად აღმოვუჩინეთ. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ზრუნვა სიყვარულია!

 

 

 

რა იქნება თქვენი გზავნილი იმ ადამიანებისთვის, ვინც კიბოს ებრძვის?

არა სენს არსენისაგან! გააჩნია, როგორ შეხვდები სირთულეს. სიმშვიდით თუ შეხვდები, განვითარებაც შესაბამისი ექნება. ერთ-ერთ ჩემს ნახატს ჰქვია ემოციური ინტელექტი – თუ შენ შეგიძლია ემოციების მართვა, მაშინ შენი სიცოცხლის ხარისხი არის მაღალი. თუ ცხოვრებას ართულებ, მაშინ რთულია.

კიბო უცებ არ აღმოცენდება ხოლმე, მას დრო სჭირდება, უმეტეს შემთხვევაში ასეა, არის გამონაკლისებიც… ამიტომაც მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტიკა, თუ ადრევე იპოვე, შემდეგ უკვე იოლად განკურნებადია. ძალიან ბევრ ადამიანს ავაცილე კიბოს სირთულე, რადგან დროულად აღმოვუჩინეთ პირადად მე და ჩემმა კლინიკამ.

მეორე მხრივ, სულ ვფიქრობ – საშინაო დავალებას ვეძახი ჩემი გონებისთვის. დავუშვათ, ისეთი რამ დამემართა, რომ ვერ მოევლება კიბოს, გავრცელებულია სრულიად. მაშინ უნდა მივიღო მე ის დრო, რაც დამრჩენია. სიცოცხლის ხანგრძლივობა კი არ არის მთავარი, არამედ სიცოცხლის ხარისხი. მნიშვნელოვანია არა სიცოცხლე ვამდიდროთ დღეებით, არამედ დღეები ვამდიდროთ სიცოცხლით. ვხუმრობ ხოლმე, ერთ დღეში სამ დღეს ვატევ-მეთქი. ერთმა მიპასუხა, მეტსაც ატევ, მგონიო. ვცხოვრობ იმდენს, რამდენიც შემიძლია, და შემიძლია უკიდეგანოდ ბევრი.

სიცოცხლე ერთხელ გვეძლევა, მხოლოდ ერთხელ, ამიტომ უნდა გავაცნობიეროთ ის. სიცოცხლე გახდა ბედნეირება, როცა ვისწავლე მასზე ზრუნვა და მისი ფერება. ადამიანი ბედნიერებისთვისაა მოვლენილი, იცხოვრეთ აქ და ახლა!

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! VERVE – რეალობად ქცეული დიდი ხნის იდეა
OK! Business

#OK! VERVE – რეალობად ქცეული დიდი ხნის იდეა

November 12, 2025
#OK! ნაბაკევიდან ბერლინამდე – ნათია თოდუა
Slider Area

#OK! ნაბაკევიდან ბერლინამდე – ნათია თოდუა

November 12, 2025
#OK! გარდაქმნა შიგნიდან – როცა ჯანმრთელობა ხდება სიყვარულის ფორმა
OK! Doctors

#OK! გარდაქმნა შიგნიდან – როცა ჯანმრთელობა ხდება სიყვარულის ფორმა

November 11, 2025
#OK! ინოვაციური მიდგომები თანამედროვე სტომატოლოგიაში – ირაკლი ჩაჩუას პროფესიული ხედვა
Health & Beauty

#OK! ინოვაციური მიდგომები თანამედროვე სტომატოლოგიაში – ირაკლი ჩაჩუას პროფესიული ხედვა

November 11, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! DAVID KOMA-ს 2023 წლის Resort  კოლექცია

#OK! DAVID KOMA-ს 2023 წლის Resort კოლექცია

June 29, 2022
#OK! ინტერვიუ მარიამ ქობულიასთან

#OK! ინტერვიუ მარიამ ქობულიასთან

January 3, 2022
#OK! Doctors – სოფიო კამლაძე

#OK! Doctors – სოფიო კამლაძე

October 7, 2024
#OK! ნაომი კემპბელი The Red Sea International Film ფესტივალის წითელ ხალიჩაზე

#OK! ნაომი კემპბელი The Red Sea International Film ფესტივალის წითელ ხალიჩაზე

December 14, 2021

კვირის ჰიტები

როცა ემპათია ხდება სტრატეგია – ბიზნესის ტრანსფორმაციის ახალი ხედვა

როცა ემპათია ხდება სტრატეგია – ბიზნესის ტრანსფორმაციის ახალი ხედვა

November 11, 2025
#OK! Health&Beauty – თაკო გვაზავა

#OK! Health&Beauty – თაკო გვაზავა

November 11, 2025
#OK! რეტროგრადული მერკური დაიწყო – რისი გაკეთება არ შეიძლება?

#OK! რეტროგრადული მერკური დაიწყო – რისი გაკეთება არ შეიძლება?

November 10, 2025
#OK! ბუკინგემის სასახლეში დედოფალ ელისაბედ II-ის სამოსს გამოფენენ

#OK! ბუკინგემის სასახლეში დედოფალ ელისაბედ II-ის სამოსს გამოფენენ

November 12, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები