• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Décor

#OK! ანტონიო გაუდი – კატალონიური მოდერნიზმი, უნიკალური პროექტები და განუმეორებელი დიზაინი

November 29, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

ყველამ კარგად ვიცით, თუ როგორი დიდებული არქიტექტორი იყო ანტონიო გაუდი. სწორედ მას მოიხსენიებენ „არქიტექტურის ტორეადორად“, „ქვის პოეტად“, „არქიტექტურის დანტედ“. ბუნების საიდუმლოებები საკუთარ მასწავლებლად და შემოქმედების მთავარ გენერატორად აქცია და კატალონიური გოტიკისა და ნაციონალური იტალიური სტილების შერწყმით შექმნა სრულიად უცხო, ფანტასტიკური ელემენტებით დატვირთული სტილი. მისი ნაგებობები მნახველში უდიდეს აღტაცებასა და ბუნებასთან საოცარი ერთიანობის განცდას ბადებს.

 

ცნობილი კატალონიელი არქიტექტორი 1852 წელს ქალაქ რეუსში, მჭედლების ოჯახში დაიბადა. ბავშვობაში სუსტი ჯანმრთელობის გამო გაუდი უმეტეს დროს საზაფხულო სახლში, რიუდონსში ატარებდა. დედის გარდაცვალების შემდეგ საცხოვრებლად ბარსელონაში გადავიდა. მოსამზადებელი კურსების გავლის შემდეგ ადგილობრივ არქიტექტურულ სკოლაში ჩააბარა, 26 წლის ასაკში კი თავის პროფესიაში დიპლომი აიღო.

1870 წლიდან თორმეტი წლის განმავლობაში გაუდი ორი გამოცდილი არქიტექტორის – ემილიო სალასა და ფრანცისკო ვილარის ხელმძღვანელობით მუშაობდა. სწორედ ამ დროს მიიღო გაუდიმ პრაქტიკული გამოცდილება და შეისწავლა ხელობა, ასრულებდა მცირე დავალებებს, მაგალითად, აპროექტებდა ღობეებსა და ფარნებს.

გაუდის ადრეული ნამუშევრები იმ დროს ევროპაში პოპულარული ნეოგოტიკური სტილით არის შესრულებული. ახალგაზრდა გაუდის შთააგონებდა და აღაფრთოვანებდა ფრანგი ხუროთმოძღვრის, ვიოლე ლე დუკის არქიტექტურა, რომელიც თავის დროზე ტაძრების ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ რესტავრატორად მიიჩნეოდა (დუკიმ დიდი როლი შეასრულა ნოტრ-დამის აღდგენაშიც).

გაუდის პირველი ნაგებობები: „ვისენსის სახლი“ (1883), „ელ კაპრიჩო“ (1883-85), „გუელ მანორის პავილიონი“ (1884-87) ,მიუხედავად იმისა, რომ ერთ პერიოდშია შექმნილი, ფორმითა და სტილით ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. ერთადერთი, რაც მათ აერთიანებს, ნეოგოტიკური სტილისთვის დამახასიათებელი დეკორატიული დეტალების დიდი რაოდენობაა.

გაუდის ცხოვრებაში გადამწყვეტი აღმოჩნდა შეხვედრა მეცენატ ეუსები გუელთან, რომელიც ახალგაზრდა არქიტექტორს ენდობოდა და იდეების განხორციელებაში ჯერ კიდევ მაშინ ეხმარებოდა, როცა გაუდის ჯერ საკმარისი პროფესიული გამოცდილება არ ჰქონდა. არქიტექტორსა და დამკვეთს შორის ურთიერთგაგება საერთო ინტერესებსა და გემოვნებას ეყრდნობოდა. გუელის დახმარებით გაუდიმ სრული შემოქმედებითობის, ფანტაზიისა და ნიჭიერების გამოვლენა შეძლო.

გუელის პროექტებზე მუშაობისას გაუდიმ საკუთარი თავი სხვადასხვა სტილში გამოსცადა და იმ დროისთვის წარმოუდგენელი ნაგებობები შექმნა. მის არქიტექტურაში ყველასთვის ნაცნობი მკაფიო ხაზების ნაცვლად ტალღოვანი, ჩახუჭუჭებული მონაკვეთები გაჩნდა. გაუდიმ, ფაქტობრივად, ერთმანეთს შეუთავსა აღმოსავლური და დასავლური სტილი, მშენებლობისას კი სხვადასხვა მასალა და ტექნიკა გამოიყენა.

1891 წელს გაუდის წმინდა საგვარეულო ტაძრის (Sagrada Familia) აშენება შესთავაზეს. იგი შეთავაზებას დათანხმდა და პროექტზე 1914 წლამდე მუშაობდა, მანამ, სანამ შენობების პროექტებზე მუშაობას შეწყვეტდა. უნიკალური „XX საუკუნის ტაძრის“ შექმნის იდეამ გაუდი იმდენად გაიტაცა, რომ მშენებლობა მთელი თავისი ცხოვრების მთავარ საქმედ აქცია. გაუდი შეეცადა შეექმნა „უნიკალურ სტილთა სინთეზი“, რომელიც ამ შენობის ღირსი იქნებოდა. მიზნის მისაღწევად არქიტექტორი, ფაქტობრივად, გარკვეული პერიოდის განმავლობაში არავის ესაუბრებოდა, კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა თავის სახელოსნოში, რომელიც სამშენებლო მოედანზე იყო განთავსებული. სახელოსნოდან მხოლოდ მშენებლობისთვის საჭირო სახსრების მოსაგროვებლად გამოდიოდა, რამდენადაც ტაძარი შემოწირულობებით შენდებოდა. გაუდიმ მშენებლობას 43 წელი შეალია, თუმცა ამბობენ, რომ ამ დროში გეგმის მხოლოდ მესამედი ნაწილის განხორციელება მოასწრო. არქიტექტორი ფიქრობდა, რომ ტაძარი „ახალი აღთქმის“ თანამედროვედ წაკითხვის შესაძლებლობას მისცემდა მნახველს. სწორედ ამიტომ ნაგებობაში თითოეულ ქვასა და ფიგურას სიმბოლური დატვირთვა აქვს და ისინი ბიბლიურ ისტორიებს მოგვითხრობენ.

1926 წლის 7 ივნისს ტაძრისკენ მიმავალ, ფიქრებში გართულ გაუდის ტრამვაი დაეჯახა. მას ჯიბეში საბუთები არ აღმოაჩნდა და იმის გამო, რომ მოკრძალებულად ეცვა, მათხოვრად მიიჩნიეს, ამიტომ დახმარების გასაწევად არ აჩქარებულან. გაუდი მხოლოდ მეორე დღეს იცნეს საავადმყოფოში, თუმცა უკვე დაგვიანებული იყო, და არქიტექტორი მესამე დღეს გარდაიცვალა.

 

BARCELONA,SPAIN-29.04.2017:La Sagrada Familia-impressive cathedral designed by Gaudi, which is being build since 19 March 1882

ასევე გაეცანი

#OK! KPI Studios  ჩვენ ვქმნით ინტერიერს თქვენი კომფორტისთვის
Décor

#OK! KPI Studios ჩვენ ვქმნით ინტერიერს თქვენი კომფორტისთვის

June 17, 2025
#OK! Inspiration Home Store – თანამედროვე სახლის ესთეტიკით შთაგონებული პროექტი
Décor

#OK! Inspiration Home Store – თანამედროვე სახლის ესთეტიკით შთაგონებული პროექტი

May 27, 2025
#OK! მხატვარი კულისებს მიღმა – ნინო სურგულაძის სამყარო
Décor

#OK! მხატვარი კულისებს მიღმა – ნინო სურგულაძის სამყარო

May 8, 2025
#OK! ჩემთვის მნიშვნელოვანია, საცხოვრებლის ინტერიერი ადამიანის პიროვნულ მახასიათებლებს გამოხატავდეს — ინტერვიუ მაია ძაძამიასთან
Décor

#OK! ჩემთვის მნიშვნელოვანია, საცხოვრებლის ინტერიერი ადამიანის პიროვნულ მახასიათებლებს გამოხატავდეს — ინტერვიუ მაია ძაძამიასთან

April 15, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! Elsa Tatoshvilis Permanent Make Up Studio – თქვენი სილამაზისა და თავდაჯერებულობის გარანტი

#OK! Elsa Tatoshvilis Permanent Make Up Studio – თქვენი სილამაზისა და თავდაჯერებულობის გარანტი

July 14, 2021
#OK! თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი „ოსკარის“ ნომინაციაზე დასხელდა!

#OK! თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი „ოსკარის“ ნომინაციაზე დასხელდა!

September 16, 2023
#OK! ემა სტოუნი დისნეის ფილმ Cruella-ს პრემიერაზე! მსახიობის კლასიკური იმიჯი!

#OK! ემა სტოუნი დისნეის ფილმ Cruella-ს პრემიერაზე! მსახიობის კლასიკური იმიჯი!

May 19, 2021
#OK! მე ჩემი პროფესია უსასრულოდ მაბედნიერებს – ბედნიერების ელჩი…

#OK! მე ჩემი პროფესია უსასრულოდ მაბედნიერებს – ბედნიერების ელჩი…

June 5, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ჯეფ ბეზოსმა ქორწილის ერთ-ერთი ლოკაცია შეცვალა

#OK! ჯეფ ბეზოსმა ქორწილის ერთ-ერთი ლოკაცია შეცვალა

June 25, 2025
#OK! ,,მინდა ჩემი შვილები ხედავდნენ, რომ მათი მამა კვლავ ფორმაშია” – დევიდ ბექჰემი

#OK! ,,მინდა ჩემი შვილები ხედავდნენ, რომ მათი მამა კვლავ ფორმაშია” – დევიდ ბექჰემი

June 19, 2025
#OK! როდესაც დრამი შეხვდა ბასს – ლიკა ევგენიძის და ნიკა კოჩაროვის წყვილი

#OK! როდესაც დრამი შეხვდა ბასს – ლიკა ევგენიძის და ნიკა კოჩაროვის წყვილი

June 22, 2025
#OK! სტეფანე

#OK! სტეფანე

June 22, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები