• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Décor

#OK! AnoArt-ის ხელნაკეთი უნიკალური დეკორაციები მხოლოდ შენთვის

November 7, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

ჩვენი სივრცის მოწყობისას მნიშვნელოვანია ვიზუალური ესთეტიკა. სწორედ ამიტომ, დეკორისთვის ვარჩევთ ისეთ ნივთებს, რომლებიც ჩვენს გემოვნებას კარგად ასახავს. ამით ხაზს ვუსვამთ ინდივიდუალიზმს, რათა ჩვენი სივრცე გამოვიდეს უნიკალური. სწორედ ინტერიერისთვის განკუთვნილ ნივთს გთავაზობთ ქართული ბრენდი „ანოარტი“. საუბარია ხელნაკეთ, უნიკალურ საათებზე. როგორც ბრენდის დამფუძნებელი, ანა ჯავახია ამბობს, პირველი საათი საკუთარი სახლისთვის შექმნა, რამაც ბევრი ადამიანის მოწონება დაიმსახურა და სწორედ ამ დროს გადაწყვიტა, შეექმნა კიდევ ერთი საათი, შემდეგ კიდევ ერთი… და დღეს უკვე სხვადასხვა სახლს „ანოარტის“ უნიკალური საათები ალამაზებს.

 

უპირველესად გაგვეცანით და გვესაუბრეთ „ანოარტის“ პროდუქციაზე.

პროფესიით ვარ მხატვარი და გრაფიკული დიზაინერი. ბავშვობიდან მაინტერესებდა მხატვრობა და ხელნაკეთი დეკორაციების შექმნა. შემდგომ უკვე გადავწყვიტე შემესწავლა ინტერიერის დიზაინი და დავეუფლე სხვადასხვა პროგრამას. მიწევდა ძირითადად კომპიუტერთან მუშაობა, მე კი უფრო მეტი მინდოდა, პარალელურად ვქმნიდი აბსტრაქტულ ნამუშევრებს და დავუფლე არტეპოქსიდს, რათა შემექმნა უცხო ნაკეთობა, დეკორისთვის აუცილებელი ნივთი. ამ ყველაფერს მეგობართან ერთად განვიხილავდი და ამ დროს გაჩნდა საათის იდეაც. დრო ხომ ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა, დროის მაჩვენებელი კი ორმაგად დახვეწილი, გამორჩეული და უნიკალური უნდა იყოს.

ადამიანი, დრო და ხელოვნება… საოცარ კავშირს ვიღებთ ამ სამი სიტყვის შერწყმით.

თითოეული ადამიანი განსხვავებულად აღიქვამს დროს და სხვადასხვა მნიშვნელობას ანიჭებს ამ განსაზღვრებას. ასევეა ხელოვნებაც − თვალი აღიქვამს, გონება იაზრებს და გარკვეული წარმოდგენა და ემოცია ექმნება რეალურ ცხოვრებაზე.

ამ ეტაპზე „ანოარტი“ მომხმარებელს სთავაზობს ხელნაკეთ უნიკალურ კედლის საათებს. დამკვეთს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შეარჩიოს სხვადასხვა ზომის, ფორმის, ფერისა და ასევე, ბუნებრივი ქვებით დამზადებული დეკორაციები.

სად არის თქვენი პროდუქციის შეძენა შესაძლებელი?

„ანოარტის“ პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ონლაინ, თუმცა მიმდინარეობს მოლაპარაკება სხვადასხვა შოურუმში განსათავსებლად.

როგორია თქვენთვის პროდუქციაზე მუშაობის პროცესი?

ჩემი ნამუშევრებით მინდა გადმოვცე საკუთარი ემოციები, ერთგვარი ვიზუალიზაცია მოვახდინო ამით, თუმცა ასევე, ვცდილობ ბოლომდე ჩართული იყოს ის ადამიანიც, ვისთვისაც ეს საათი იქმნება. აუცილებლად ვითვალისწინებ მის გემოვნებას, ხასიათს და მისი სივრცის ინტერიერს, რათა შევქმნა ის საათი, რომელიც ყველაზე იდეალურად მოერგება მას. თითქოს დამკვეთის აზრებს და გემოვნებას გადმოვცემ ჩემი ხელით.

 

რა გამოარჩევს „ანოარტს“ ყველაზე მეტად?

ჩემს შემოქმედებას გამოარჩევს „ანოარტის“ სლოგანი: „უნიკალურობა მხოლოდ შენთვის“. „ანოარტი“ ორიენტირებულია როგორც დეკორაციების უნიკალურობაზე, ასევე ხარისხსა და მომხმარებლის ჩართულობაზე მიმდინარე პროცესში.

რისგან იღებთ ინსპირაციას?

ინსპირაციას ვიღებ ჩემი დამოკიდებულებიდან საქმისადმი. მუდმივად ვეძებ სიახლეებს, შემდეგ ვაკვირდები დეტალებს, დეტალებიდან ვქმნი ესკიზებს და პროცესი მკარნახობს, რა შეიძლება გამოვიდეს ნაკეთობიდან.

 

სამომავლო გეგმები…

მინდა აღვნიშნო, რომ კმაყოფილი მომხმარებელი მაძლევს უდიდეს სტიმულს, რათა უფრო განვვითარდე, შევთავაზო ბევრი სიახლე და გაცილებით მეტი შევქმნა. „ანოარტის“ სამომავლო გეგმებია, განათავსოს თავისი ექსპონატები სხვადასხვა შოურუმში, რა თქმა უნდა, დაამატოს და ყოველ ჯერზე განაახლოს პროდუქცია. ერთი პროდუქტი უკვე ჩაშვებული გვაქვს გამოსაცდელად და სულ მალე ნახავთ „ანოარტის“ ფეისბუქ-გვერდსა და ინსტაგრამზე. ასევე, ვგეგმავ ახალი სერვისის − დიზაინერის კონსულტაციის დამატებას, რაც გულისხმობს ადგილზე მისვლას, რათა ვნახო და კარგად შევისწავლო ინტერიერი და სხვადასხვა ნიუანსი გავიარო მასთან ერთად.

 

ასევე გაეცანი

#OK! სასადილო მაგიდა და სკამები თუ ბარის კომპლექტი – რომელია სწორი არჩევანი შენი სამზარეულოსთვის
Décor

#OK! სასადილო მაგიდა და სკამები თუ ბარის კომპლექტი – რომელია სწორი არჩევანი შენი სამზარეულოსთვის

July 8, 2025
#OK! KPI Studios  ჩვენ ვქმნით ინტერიერს თქვენი კომფორტისთვის
Décor

#OK! KPI Studios ჩვენ ვქმნით ინტერიერს თქვენი კომფორტისთვის

June 17, 2025
#OK! Inspiration Home Store – თანამედროვე სახლის ესთეტიკით შთაგონებული პროექტი
Décor

#OK! Inspiration Home Store – თანამედროვე სახლის ესთეტიკით შთაგონებული პროექტი

May 27, 2025
#OK! მხატვარი კულისებს მიღმა – ნინო სურგულაძის სამყარო
Décor

#OK! მხატვარი კულისებს მიღმა – ნინო სურგულაძის სამყარო

May 8, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! “არასდროს მიმიმართავს პლასტიკური ქირურგისთვის და არც ბოტოქსი გამიკეთებია, ჩემი სილამაზის საიდუმლო მხოლოდ JLo Beauty-ია” – ჯენიფერ ლოპესი

#OK! “არასდროს მიმიმართავს პლასტიკური ქირურგისთვის და არც ბოტოქსი გამიკეთებია, ჩემი სილამაზის საიდუმლო მხოლოდ JLo Beauty-ია” – ჯენიფერ ლოპესი

December 30, 2022
#OK! დევიდ კომამ ბრენდის უახლესი 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის ready-to-wear კოლექცია წარადგინა

#OK! დევიდ კომამ ბრენდის უახლესი 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის ready-to-wear კოლექცია წარადგინა

September 19, 2022
#INSTA INSPIRATION – სალომე ტოშკუა

#INSTA INSPIRATION – სალომე ტოშკუა

April 11, 2025
#OK! თამთა შავიძე კლინიკა „ლაზერ მედზე“, სამომავლო გეგმებსა და მისწრაფებებზე

#OK! თამთა შავიძე კლინიკა „ლაზერ მედზე“, სამომავლო გეგმებსა და მისწრაფებებზე

September 11, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ვარსკვლავები დემნა გვასალიას ბოლო ჩვენებაზე

#OK! ვარსკვლავები დემნა გვასალიას ბოლო ჩვენებაზე

July 9, 2025
#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“

July 13, 2025
#OK! ვინ არის პსჟ-ს ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას მეორე ნახევარი?

#OK! ვინ არის პსჟ-ს ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას მეორე ნახევარი?

July 14, 2025
#OK! ცეკვის ხელოვნება

#OK! ცეკვის ხელოვნება

July 10, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები