• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ანი პირველი OK! DECOR BOOK-ის მოწვეული რედაქტორის ამპლუაში

November 1, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

წარმოგიდგენთ OK! Decor Book-ის მოწვეულ რედაქტორს, ღონისძიებების ორგანიზატორ ანი პირველს, რომელიც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის ავტორია და უკვე მრავალჯერ გამხდარა მისი დაგეგმილი წვეულებები საზოგადოების ინტერესის წყარო. ანის ორგანიზებული პროექტები მუდმივად გამორჩეულია და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ხელწერა ყოველთვის თვალშისაცემია. მაშ ასე, გთავაზობთ ინტერვიუს ანი პირველთან.

ანი, თქვენ ხართ OK! Decor Book-ის მოწვეული რედაქტორი. გვიამბეთ, გქონიათ თუ არა მსგავსი გამოცდილება და რამდენად საინტერესო იყო თქვენთვის ნომერზე მუშაობის პროცესი?

სიმართლე გითხრათ, ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც პირველად მივიღე მსგავსი გამოცდილება. 19 წლის ასაკში ვმუშაობდი ჟურნალში კულტურის მიმართულებით 2-3 თვის განმავლობაში, მას შემდეგ არასოდეს მქონია მსგავსი გამოცდილება. ეს იყო პირველი შემოთავაზება და ძალიან დამაინტერესა, თუ გავართმევდი თავს და როგორი იქნებოდა საბოლოო შედეგი. ძალიან საინტერესო და სასიამოვნო იყო სამუშაო პროცესი, რადგან იმ თემებს შევეხეთ, რომელიც ჩემთან უშუალო კავშირშია.

 

რას წაიკითხავს მკითხველი OK! Decor Book-ში?

ყველაფერი, რასაც მკითხველი Decor Book-ში წაიკითხავს, უკავშირდება ჩემს პირად ვიზუალურ ემოციებს, რაც ამ ასაკამდე დამიგროვდა წლების განმავლობაში. ყველაფერი კონკრეტულ შთაბეჭდილებებთან არის პირდაპირ კავშირში. მაგალითად, ერთ-ერთია პარიზის ოპერა, რომელიც 17 წლის ასაკში ვნახე პირველად და ძალიან დიდი შთაბეჭდილება დამიტოვა. მახსოვს, რამხელა ემოცია გამოიწვია მისმა დანახვამ ჩემში. ასევე, მკითხველი წაიკითხავს ფოტოგრაფის შესახებ, რომელიც ძალიან მიყვარს და ჩემთვის სამაგიდო წიგნია მისი ნამუშევრები. ყველა ეს საკითხი წლების განმავლობაში დაგროვილი ინსპირაციისა და შთაბეჭდილებების ნაკრებია. იმედი მაქვს, მკითხველისთვისაც ისეთივე საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდება, როგორც ეს ჩემთვის პირველი ნახვისას იყო.

რატომ აირჩიეთ ეს პროფესია? როდის მიხვდით პირველად, რომ ეს საქმე გაინტერესებდათ?

ძალიან შემთხვევით მოხდა ჩემი ამ საქმიანობაში ჩართვა. პროფესიით მარკეტოლოგი ვარ და ძალიან ბევრი წლის განმავლობაში ვმუშაობდი ამ მიმართულებით. თავდაპირველად, ჩემი მეგობრების თხოვნით ჩავერთე ერთ-ერთ დიდ პროექტში ღონისძიების ორგანიზების კუთხით.

რეალურად, ჩემი საქმე ყოველთვის იკვეთებოდა  ამ პროფესიასთან, თუმცა საკუთარი პირდაპირი მიმართულება ღონისძიებების ორგანიზება არასოდეს ყოფილა. მიუხედავად ამისა, იმდენად მიმიზიდა და იმდენად სასიამოვნო აღმოჩნდა ის ემოცია, რაც პირველმა გამოცდილებამ მომიტანა, რომ მივხვდი − ვეღარ შეველეოდი. მაშინვე ძალიან კომფორტულად ვიგრძენი თავი ამ საქმეში და დღეს ეს უკვე ჩემს მთავარ საქმიანობად იქცა.

თქვენ მიერ ორგანიზებულ რომელიღაც ღონისძიებას ხომ ვერ გამოარჩევდით?

რთულია ერთი კონკრეტული ღონისძიების გამორჩევა, რადგან ყველა მათგანთან ძალიან მნიშვნელოვანი ემოციური კავშირი მაქვს, რაც, რასაკვირველია, სამუშაო პროცესზეც აისახება. შესაბამისად, თითოეული მათგანისთვის ძალიან დიდი ენერგია და რესურსი მაქვს გაღებული. აქედან გამომდინარე, ემოციურად ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მაინც იმ პირველ პროექტს გამოვყოფ, რადგან სწორედ ის იყო გადამწყვეტი ღონისძიება, რის გამოც ამ საქმიანობაში ჩავერთე.

უფრო ვრცლად გვიამბეთ თქვენი პირველი პროექტის შესახებ.

ჩემი მეგობრის − ნანიკო კლდიაშვილის და კახი ჟორდანიას ქორწილი უნდა ყოფილიყო „შატო მუხრანში“ და სწორედ ამას უკავშირდება ჩემი საქმიანობის დაწყებაც. თავად არ ცხოვრობდა საქართველოში და მთხოვა, ჩავრთულიყავი მისი ღონისძიების დაგეგმვაში და მიმეღო გადაწყვეტილებები მის მაგივრად, რადგან თავად ხშირად ვერ შეძლებდა ჩართვას. ძალიან დიდი სიამოვნებით დავთანხმდი ამ შემოთავაზებას. შევკარი გუნდი, რომელიც თავიდან ბოლომდე გაუწევდა ორგანიზებას კახისა და ნანიკოს ქორწილს. ძალიან ემოციური იყო მუშაობის პროცესი, რადგან საკმაოდ სპეციფიკური გახლდათ და ამასთან ერთად, ჩემი პირველი შეხება გახლდათ ამ პროფესიასთან. საბოლოო ჯამში, ძალიან კარგი გამოვიდა და მაშინ მივხვდი, რომ ზუსტად იქ მოვხვდი, სადამდეც ამდენი წელი მივდიოდი.

არის პროექტი, რომელსაც სიამოვნებით დაგეგმავდით?

დიახ. ამ გადმოსახედიდან, ინგლისის დედოფლის ვახშამს დავგეგმავდი სიამოვნებით.

 

რომელი დეკორატორის დაგეგმილ ღონისძიებებს გამოარჩევდით?

გამოვარჩევდი ტონი დუკეტის მიერ გაკეთებულ დეკორაციებს ფილმებსა და სარეკლამო რგოლებში. ასევე, ჟან-პოლ გუდის, რომელიც გრაფიკული დიზაინერია, მაგრამ აქვს გაკეთებული ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, თუნდაც ბასტილიის აღების დღე საფრანგეთში, რაც ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სანახაობრივი პერფორმანსია. ეს არის სპექტაკლი, რომელმაც ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

თქვენს შემთხვევაში რამდენად მნიშვნელოვანია იმ გარემოს დეკორი, ფერები, განათება… სადაც ხშირად გიწევთ ყოფნა? საიდან მოდის ინსპირაცია?

რასაკვირველია, უპირველესად, ძალიან მნიშვნელოვანია გარემო, სადაც გიწევს ცხოვრება, სეირნობა, მუშაობა, სტუმრად მისვლა. ბევრი უმნიშვნელოვანესი გარემოება არსებობს იმისათვის, რომ მქონდეს ინსპირაციები. ასევე, მნიშვნელოვანია მოგზაურობა და ბევრი ახალი ადგილის მონახულება. ძალიან დიდი ინსპირაცია მოდის თუნდაც ბევრი უმნიშვნელო დეტალისგან, რომლებსაც მომენტებში ვერც კი ვამჩნევთ.

ანი, თავისუფალ დროს რისი კეთება გიყვართ?

ჩემი ყოველდღიურობა არ არის რუტინული, რადგან ჩემი პროფესია საკმაოდ საინტერესოა, იქიდან გამომდინარეც, რომ არ მოითხოვს თუნდაც დილით ადრე სამსახურში წასვლას. ჩემი დღის განრიგი სრულიად აწყობილია ღონისძიების სპეციფიკაზე. ეს შეიძლება იყოს დღისით მუშაობა, ან ღამით თერთმეტზე იწყებოდეს და მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდეს. შესაბამისად, რუტინული დღის განრიგი არ მაქვს, რაც ჩემი საქმიანობის კიდევ ერთი ძალიან სასიამოვნო ნაწილია. უფრო მეტად მრავალფეროვანია და რეჟიმი არ ხდის მოსაბეზრებელს ჩემს საქმეს. ძალიან ცოცხალი პროცესია ღონისძიების დაგეგმვა, შესაბამისად, მგონია, რომ ამ პროფესიისთვის მთავარია იმპროვიზაცია, სწრაფი რეაგირება და გადაწყვეტილების მარტივად მიღება.

სამი სიტყვით დაახასიათეთ საკუთარი თავი.

მხიარული, ენერგიული და ადამიანებზე შეყვარებული.

 

 

ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი

ასევე გაეცანი

როგორ განსაზღვრავს თმის სტილი ჩვენს განწყობას – ირმა იასაღაშვილი
ინტერვიუ

როგორ განსაზღვრავს თმის სტილი ჩვენს განწყობას – ირმა იასაღაშვილი

December 21, 2025
#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში
OK! მენეჯერი

#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში

December 19, 2025
#OK! სუხიშვილების კონცერტი Carnegie Hall-ში
OK! News

#OK! სუხიშვილების კონცერტი Carnegie Hall-ში

December 20, 2025
#OK! ჩვენებური – ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე
OK! ბათუმი

#OK! ჩვენებური – ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე

December 19, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! აფხაზეთის უნიკალური კადრები ფრანგი ფოტოგრაფის ობიექტივში

#OK! აფხაზეთის უნიკალური კადრები ფრანგი ფოტოგრაფის ობიექტივში

March 30, 2021
#OK! ბრედლი კუპერის საოცარი გარდასახვა – მსახიობი ლეონარდ ბერნსტაინის როლში

#OK! ბრედლი კუპერის საოცარი გარდასახვა – მსახიობი ლეონარდ ბერნსტაინის როლში

May 31, 2022
#OK! ანოკოშა – ხელნაკეთი ჩანთებისა და აქსესუარების ქართული ბრენდი

#OK! ანოკოშა – ხელნაკეთი ჩანთებისა და აქსესუარების ქართული ბრენდი

April 10, 2023
# OK! Doctors – მაიკო წერეთლის სარედაქტორო

# OK! Doctors – მაიკო წერეთლის სარედაქტორო

November 20, 2025

კვირის ჰიტები

#OK!  რატომ ირჩევენ ტანდაბალი მამაკაცები მაღალ ქალებს

#OK! რატომ ირჩევენ ტანდაბალი მამაკაცები მაღალ ქალებს

December 16, 2025
#OK! „ცხენს სროლის ხმა არ უყვარს“ – როგორ შევხვდეთ 2026 წელს ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის რჩევებით?

#OK! „ცხენს სროლის ხმა არ უყვარს“ – როგორ შევხვდეთ 2026 წელს ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის რჩევებით?

December 17, 2025
#OK! გულის შეტევა ჰაერში – რა მოხდა თვითმფრინავში, რომლითაც 15 კარდიოლოგი მგზავრობდა?

#OK! გულის შეტევა ჰაერში – რა მოხდა თვითმფრინავში, რომლითაც 15 კარდიოლოგი მგზავრობდა?

December 15, 2025
#OK! ანა შამილაძის სარედაქტორო სვეტი OK! ბათუმისთვის

#OK! ანა შამილაძის სარედაქტორო სვეტი OK! ბათუმისთვის

December 16, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები