• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ანასტასია ბენდუქიძის მემკვიდრეობის ტვირთი

January 31, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

18 წლისამ გაიგო, რომ კახა ბენდუქიძის ქალიშვილი იყო. 25 წლის ასაკში, როცა მამაშვილობა შედგა, ჯერ მამა დაკარგა, ხოლო შემდეგ სასამართლო არკვევდა მისი მემკვიდრეობის საკითხს და ბოლოს, არცთუ იოლი საქმის გაძღოლა მოუწია. სჯერა, რომ შემთხვევით არაფერი ხდება და რომ ცუდ ამბავსაც შეიძლება კარგი გაგრძელება ჰქონდეს. პირველად ამ ინტერვიუს დროს დაფიქრდა, ეწყინა თუ არა, როცა მამამ დიდი ხნის შემდეგ გაუმხილა ამბავი, რომელმაც მისი ცხოვრება ამოაყირავა. ანასტასია ბენდუქიძის დამტვრეული ქართულით მოყოლილი ამბავი.

ბავშვობა

ძალიან ცელქი ვიყავი − ხან სად ვძვრებოდი, ხან სად. ბევრი ნაიარევიც მაქვს. მუდამ ბიჭებთან ერთად ვთამაშობდი. საქართველოში ხომ ამბობენ, თეფშს თუ არ მოაპრიალებ, ლამაზი ქმარი არ გეყოლებაო. დედაჩემი მეუბნებოდა, ბოლო ლუკმაში არის მთელი ძალა და აუცილებლად უნდა შეჭამოო. ბოლომდე ვჭამდი, იმიტომ, რომ მინდოდა, ყველაზე ძლიერი ვყოფილიყავი. ძალიან ენერგიული ვიყავი და მომწონდა ხალხთან კომუნიკაცია. მინდოდა ტელეწამყვანი ვყოფილიყავი. ახლა, სატელევიზიო შოუში რომ მოვხვდი, თითქოს ბავშვობის ოცნება ამიხდა.

დედამ მომცა თავისუფლება − ვაკეთებდი იმას, რაც მინდოდა. ვერ ვიტყვი, რომ მკაცრი არ იყო, თუმცა ხელს არ მიშლიდა ვყოფილიყავი ის, ვინც ვარ. ძალიან პატარა ასაკიდან ვიყავი დამოუკიდებელი. ყოველთვის მქონდა არჩევანის უფლება. შესაძლოა შემდეგ მომხვედროდა არასწორი არჩევანის გამო, მაგრამ ეს იყო თავისუფლება.

 

მამა

კახა რომ გავიცანი, 10 წლის ვიყავი. არასოდეს გამჩენია შეკითხვა, რატომ ატარებდა ეს ადამიანი ჩემთან ერთად ამდენ დროს. ყველას ეშინოდა და ერიდებოდა კახასი, მე − არა. ხშირად ვკამათობდით და მას ეს მოსწონდა. როგორც მოგვიანებით მივხვდი, უბრალოდ, ხედავდა, როგორ ვგავდით ერთმანეთს. როცა გავიგე, რომ კახა ჩემი ბიოლოგიური მამა იყო, ძალიან შეიცვალა ჩვენი ურთიერთობა. მანამდე მუდამ დედასთან ერთად დავდიოდი, შემდეგ − ყოველთვის კახასთან ერთად. ცნობიერება რით იწყება? − ვინ ვართ ჩვენ? როცა კახამ მითხრა, მე ვარ შენი ბიოლოგიური მამაო, ეს იყო პირველი გამოცდა ჩემს ცხოვრებაში. მაშინ ამოყირავდა ყველაფერი. მანამდე მეგონა, რომ ვარ რუსი და უცებ გაირკვა, რომ ქართველი ვარ. ეს ქვეყანა შორსაა, სხვა ენაზე საუბრობენ, სხვანაირი კულტურა აქვთ. დავიწყე ფიქრი, რა მაქვს გენში ქართული. შემდეგ ჩვენი მეგობრობა მამაშვილობაში გადაიზარდა, მაგრამ მაინც მეგობრებად დავრჩით. ხშირად კახამ უფრო მეტი იცოდა ჩემი პირადი ამბების, ვიდრე დედამ.

 

 

მემკვიდრეობა

 

კახა რომ გარდაიცვალა, მე მხოლოდ მამა არ დამიკარგავს. ძალიან დიდი სიცარიელე დამრჩა გულში. უცებ აღმოვჩნდი სხვა ქვეყანაში, სხვა კულტურაში, სხვა პროფესიაში. ენა არ ვიცოდი. 25 წლის ვიყავი და სხვა რაღაცები მიზიდავდა. ამ დროს უნდა მემართა ქვეყნის ორი საუკეთესო უნივერსიტეტი.

2016 წელს 10 კილოგრამი დავიკელი. ამ დროს დავასრულე სწავლა, დავიწყე მუშაობა, ცხოვრება დავალაგე. ბევრს ვმუშაობდი და ვიცოდი, რომ დასასვენებლად წასვლას ვერ ვახერხებდი. მოვძებნე საცურაო კოსტიუმი, გადავიღე ფოტო და განვათავსე ინსტაგრამზე. მეორე დღეს „ყვითელი“ პრესა გადაჭრელდა სათაურით: „კახა ბენდუქიძის შვილი სარკეში ტიტველი პოზირებს“. გავგიჟდი. მაშინ მივხვდი, რომ ან უნდა ვიყო ანასტასია ბენდუქიძე, რომელიც მართავს უნივერსიტეტებს, ან ჩვეულებრივი 25 წლის გოგო, რომელიც იმას აკეთებს, რაც სურს. სხვა გზა არ იყო. თავიდანვე ვიცოდი − კახასთვის ეს უნივერსიტეტები ძალიან მნიშვნელოვანი საქმე იყო და აუცილებლად უნდა გამეგრძელებინა.

კახა ბენდუქიძის შვილობა პასუხისმგებლობაა. რთული იყო 25 წლის ასაკში ამის საკუთარ თავზე აღება. მე კახა ბენდუქიძის შვილი ვარ და არ მაქვს უფლება, რამე გავაფუჭო. გამიმართლა, რომ კახამ დატოვა გუნდი, მათ გარეშე მე ვერაფერს შევძლებდი.

 

სიყვარული

 

შემდეგ გავიცანი ჩემი მეუღლე − ივანე მხეიძე. ხშირად დავდიოდი „სტრადაში“. მომწონდა ეს რესტორანი, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელია ივანე. მე Digital-მარკეტინგის დიპლომი მაქვს და ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მათ უნდა დავხმარებოდი. ნელ-ნელა ჯერ საქმეში და შემდეგ უკვე ოჯახურ ცხოვრებაში ჩართული აღმოვჩნდი. ჩემი მეუღლე პროფესიით ფიზიკოსია. კახა მუდამ მეუბნებოდა, ფიზიკოსები ყველაზე ჭკვიანი ხალხიაო. ასე მგონია, მოეწონებოდა ჩემი არჩევანი. ძალიან ჭკვიანი და წესიერი ადამიანია, უზომოდ ვუყვარვარ და საოცრად ყურადღებიანია. კახას გარდაცვალების შემდეგ ძალიან დიდი სიცარიელე დარჩა ჩემს გულში. კახა არ იყო მხოლოდ მამა − ჩემი მეგობარი, მესაიდუმლე გახლდათ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ამ სიცარიელეს ვინ შეავსებდა.

 

მიფიქრია, როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება 18 წლის ასაკში, იმ ერთ დღეს რომ არ გამეგო, ვინ ვიყავი სინამდვილეში. არ გადმოვიდოდი საცხოვრებლად საქართველოში, არ შევხვდებოდი ჩემს სიყვარულს და არ მექნებოდა განცდა, რომ შინ ვარ და თავს კარგად ვგრძნობ. ჩემი ხალხია, ჩემი ქვეყანაა და ვერ გავცვლი ვერაფერში.

 

ახლა რომ მამა ხედავდეს ჩემს გაკეთებულ საქმეს, მგონია იამაყებდა ჩემით − გავაგრძელე მისი საქმე, არ გავაფუჭე და განვავითარე. არ იყო იოლი, მაგრამ გაცილებით ძლიერი ვარ ახლა, ვიდრე მანამდე ვიყავი.

 

 

უცნაური დამთხვევა

 

კახა 13 ნოემბერს გარდაიცვალა. 1 ნოემბერს არის ჩემი დაბადების დღე და ამის შემდეგ ორი კვირა მუდამ ცუდ განწყობაზე ვარ ხოლმე. ორსულად რომ ვიყავი, ექიმმა მითხრა, მშობიარობის დღე 13 ნოემბერიაო. თარიღი, რომელიც მანამდე ძალიან არ მიყვარდა, გახდა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე სასიამოვნო მოლოდინის დღე. მართალია, ჩემი შვილი 12 ნოემბერს დაიბადა, მაგრამ მისმა დაბადებამ რაღაცნაირად გაანეიტრალა 13-ის მოლოდინი.

 

მთავარი ცხოვრებაში მაინც ისაა, რომ ჩვენი ბედი უნდა გვიყვარდეს. მამაჩემის გარდაცვალება ყველაზე ცუდი ამბავი იყო ჩემს ცხოვრებაში. ის რომ ცოცხალი ყოფილიყო, მე სულ სხვა ცხოვრება მექნებოდა, ალბათ სხვა ქვეყანაში. ახლა ძალიან ბედნიერი ვარ. რაღაცას რომ ვკარგავთ, აუცილებლად ვპოულობთ სხვა რამეს.

 

კახამ გარდაცვალებამდე 5 პუნქტის შესრულება მთხოვა: წონაში უნდა დაიკლო; ქართული უნდა ისწავლო; მეტი განათლება მიიღო; რაიმე საკუთარი ბიზნესი წამოიწყო, რომლის განვითარებაშიც მთელ შენს რესურსს გაიღებ და ბედნიერი ცხოვრება უნდა გქონდესო. პირველი სამი შესრულებულია. ახლა ჯერი ბიზნესზეა, მაქვს იდეა და ახლა ვფიქრობ, როგორ დავიწყო ამის განხორციელება. ამას რომ განვახორციელებ, ეს იქნება ჩემი მადლიერების გამოხატვა საქართველოს მიმართ.

ფოტო: მაკა მეგრელიძე
პროექტის ავტორი: ნიკა გომართელი
ვიზაჟი: ნინო სოფრომაძე
ტექსტის ავტორი: ქეთი ლომსაძე
ჩაცმულობა: Massimo Dutti
ლოკაცია: თბილისის იპოდრომი

 

ასევე გაეცანი

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე
Health & Beauty

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე

June 16, 2025
#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ
Gastro

#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ

June 17, 2025
#OK! სირთულეში ნაპოვნი შანსი: პანდემიის დროს ჩამოყალიბებული წარმატებული ბიზნესის საიდუმლო
OK! Business

#OK! სირთულეში ნაპოვნი შანსი: პანდემიის დროს ჩამოყალიბებული წარმატებული ბიზნესის საიდუმლო

June 17, 2025
#OK! მინიმალიზმში ნაპოვნი სრულყოფილება – ბრენდი, რომელიც ინოვაციურ დიზაინს ქმნის
OK! Business

#OK! მინიმალიზმში ნაპოვნი სრულყოფილება – ბრენდი, რომელიც ინოვაციურ დიზაინს ქმნის

June 17, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ვარსკვლავების უხერხული მომენტები წითელ ხალიჩაზე

#OK! ვარსკვლავების უხერხული მომენტები წითელ ხალიჩაზე

April 18, 2023
#OK! დღეს “სტილის აიქონი” 36 წლის გახდა – წარმოგიდგენთ ბევრისთვის აქამდე უცნობ და საინტერესო ფაქტები ბლეიკ ლაივლის შესახებ

#OK! დღეს “სტილის აიქონი” 36 წლის გახდა – წარმოგიდგენთ ბევრისთვის აქამდე უცნობ და საინტერესო ფაქტები ბლეიკ ლაივლის შესახებ

August 29, 2023
#OK! „კენარი“ 2021 წელს აფასებს

#OK! „კენარი“ 2021 წელს აფასებს

December 2, 2021
#OK! თუ ადამიანი გულით მოინდომებს, უცილებლად მიაღწევს საწადელს

#OK! თუ ადამიანი გულით მოინდომებს, უცილებლად მიაღწევს საწადელს

March 13, 2025

კვირის ჰიტები

#OK! ექსპერტების თმით, დღეში 7500 ნაბიჯი საკმარისია ნაადრევი სიკვდილიანობის პრევენციისთვის

#OK! ექსპერტების თმით, დღეში 7500 ნაბიჯი საკმარისია ნაადრევი სიკვდილიანობის პრევენციისთვის

June 21, 2025
#OK! ქუთაისში ბერმელის ახალი ფილიალი გაიხსნა – უფრო ახლოს თქვენს შესაძლებლობებთან

#OK! ქუთაისში ბერმელის ახალი ფილიალი გაიხსნა – უფრო ახლოს თქვენს შესაძლებლობებთან

June 18, 2025
#OK! ბლეიზ მეტრეველი – დიდი ბრიტანეთის საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის პირველი ქალი დირექტორი

#OK! ბლეიზ მეტრეველი – დიდი ბრიტანეთის საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის პირველი ქალი დირექტორი

June 16, 2025
#OK! რატომ არ იბანს დილით პირს სალმა ჰაიეკი? – მექსიკელი მსახიობის სილამაზის საიდუმლო

#OK! რატომ არ იბანს დილით პირს სალმა ჰაიეკი? – მექსიკელი მსახიობის სილამაზის საიდუმლო

June 20, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები