• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Gastro

#OK! Amosa − ახალი წელი ახალი ქართული ღვინით გემრიელი და მსუბუქი ღვინო ყველასათვის, ყველა სიტუაციაში

December 28, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

ქართული ბრენდი „ამოსა“ შეიქმნა ქართული ღვინის ახლებური იდეით. „ამოსას“ ღვინის კონცეფცია გულისხმობს ქართული ღვინის თავსმოხვეული სტერეოტიპებისგან გათავისუფლებას და მასში მხოლოდ ნამდვილი ფასეულობის დატოვებას. იმ ფასეულობის, რომელიც ქართულ ღვინოს ასე განსაკუთრებულსა და საყვარელს ხდის. ამ არცთუ მარტივი ამოცანის შესასრულებლად ცხადი გახდა, რომ ინდუსტრიაში ახალგაზრდების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია. „ამოსა“ მეგობრობას სთავაზობს ყველას, ვინც თანამედროვე ქართული ღვინის იდეას გაიზიარებს, ევროპული მეთოდისა და ქართული უნიკალური ჯიშების შერწყმით შეიქმნას პროდუქცია, რომელიც ადამიანებს მოჰგვრის სიამოვნებას და შეიტანს წვლილს მათ ბედნიერებაში. ამ იდეის განსახორციელებლად „ამოსამ“ საახალწლო კამპანიაც დაიწყო, სადაც გამარჯვებულებს შესაძლებლობა ექნებათ კომპანიის გუნდს შემოუერთდნენ. სწორედ ასე იწყება ნამდვილი მეგობრობა. OK! გაესაუბრა „ამოსას“ შემქმნელ თამარ მარკოზაშვილს და ნატა ჩიკვაიძეს, რომლებმაც გვიამბეს თავიანთი მეგობრობის შესახებ, ისაუბრეს ბრენდის ისტორიაზე და საახალწლო რჩევებიც მოგვცეს.

 

გვიამბეთ „ამოსას“ შექმნის ისტორია.

(თამარი):  „ამოსა“ სამი წლის წინ შევქმენით. მამაჩემი ღვინის მწარმოებელია და მის გზას მივყევი. ჩემი მიდგომა მისგან განსხვავებულია − თანამედროვეობა მეტ კარგ შესაძლებლობას გვაძლევს, ვიდრე ღვინის შექმნის მხოლოდ ტრადიციული მეთოდი. აქედან გამომდინარე, დავაარსე „ამოსა“, რომელიც აერთიანებს რამდენიმე სახეობის მსუბუქ და თანამედროვე ღვინოს.

(ნატა):  გახლავართ Food bloggerInstagram-ზე და ამჟამად 40 000-ზე მეტი გამომწერი ადევნებს თვალს ჩემს საქმიანობას. აღსანიშნავია ისიც, რომ ვქმნი თანამედროვე და მარტივად მოსამზადებელ რეცეპტებს. ამით გარკვეულწილად, ჩვენი ღვინის ხასიათსაც ვიმეორებ. დღეს ადამიანებს გვჭირდება მსუბუქი, გემრიელი, ნამდვილი და მარტივად მოსახმარი პროდუქტი და მოქმედება, რომელიც ბედნიერებას მოგვიტანს. სწორედ ამ საერთო ღირებულებებმა გაგვაერთიანა მე და თამარი, და გადავწყვიტეთ ერთად გვემუშავა „ამოსას“ განვითარებაზე.

მთავარი ნიშა, რომელიც „ამოსას“ ღვინოს გამოარჩევს…

(თამარი):  „ამოსას“ ღვინოს თანამედროვე ქართული გემოები გამოარჩევს. მიგვაჩნია, რომ ჩემი და ნატას მთავარი ღირებულება ჩვენი ქართული ნაწილია, რომელიც არასდროს არ უნდა დავკარგოთ. საქართველოს ღვინის 8000-წლოვანი წარმოების ისტორია აქვს, მაგრამ ეს იმას ან ნიშნავს, რომ თანამედროვეობას ფეხი არ უნდა ავუწყოთ. უმნიშვნელოვანესია განვვითარდეთ და შევძლოთ საკუთარ ტრადიციებთან სინთეზი, რომელიც ჩვენს ფუნდამენტს წარმოადგენს. გემოები, რომელსაც ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ, ქართული ყურძნის სუფთა ან შერეული უნიკალური ჯიშებისგან შექმნილ ნამდვილ ქართულ ღვინოშია გაერთიანებული. ყოველივე ამის შესაძლებლობას იძლევა ფაქტი, რომ დღეს საქართველოში 500-ზე მეტი ყურძნის ჯიშია წარმოდგენილი. შესაბამისად, გვსურს, რომ იმ უნიკალურობისგან, რომელიც ქართულ მეღვინეობას აქვს, შევქმნათ თანამედროვე, გემრიელი, ნამდვილი და მსუბუქი ღვინის სახეობები.

 

ამ ეტაპზე რამდენი სახეობის ღვინოს სთავაზობთ მომხმარებლებს?

(ნატა):  ამ ეტაპზე მომხმარებლებს ევროპული მეთოდითა და ყურძნის ქართული უნიკალური ჯიშებისგან დამზადებულ 12 სახეობის ღვინოს ვთავაზობთ − როგორც წითელს, ისე თეთრს. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩემთვის და თამარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი პროდუქცია იყოს ღვინის მოყვარულებისა და ფართო საზოგადოებისთვის სიამოვნებისა და ბედნიერების მომტანი.

საახალწლოდ რის გათვალისწინებას ურჩევდით ჩვენს მკითხველს ღვინის შერჩევის დროს?

(თამარი, ნატა):  აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა კერძს განსხვავებული ღვინო უხდება. ახლა კი განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებთ უშუალოდ საახალწლო ქართულ სუფრაზე და გეტყვით, რომ გოზინაყის საუკეთესო „პარტნიორი“ გახლავთ ქინძმარაული, ფხალეულის დაფის − თეთრი მშრალი ღვინის სახეობები, ხორცის კერძების − საფერავი, ზღვის პროდუქტების კი თეთრი ნახევრადტკბილი და მშრალი.

გლინტვაინის რეცეპტი AMOSA-სგან

გლინტვაინი ზამთრის შეუცვლელი სასმელია. ყველა თავისებურად ამზადებს, მაგრამ ის, რაც ყველას აერთიანებს, ერთი წესია: კარგი გლინტვაინი მხოლოდ კარგი ღვინით მზადდება.

გთავაზობთ „ამოსასეულ“ რეცეპტს:

საჭირო მასალა:

750 მლ წითელი ღვინო;

 150 გრ (ანუ 6 ს/კ) შაქარი;

 2 ნაჭერი ლიმონი;

 2 ნაჭერი ფორთოხალი;

 4 ცალი ანისის ვარსკვლავი;

 2 ცალი დარიჩინის ჩხირი;

 5 ცალი მიხაკის მარცვალი;

 1/4 ს/კ ილი.

მომზადების წესი:

ჩავასხათ ქვაბში AMOSA-ს საფერავი და დავუმატოთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტი. დავდგათ ქვაბი საშუალო ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე. მნიშვნელოვანია, არ აგვიდუღდეს გლინტვაინი, რათა არ დაკარგოს ალკოჰოლი და არომატები.

მორთეთ ფორთოხლის ნაჭრით და მიირთვით გემრიელად.

 

ასევე გაეცანი

#OK! ბუშონი – მრავალფეროვანი არჩევანი ღვინის მოყვარულებისთვის
Gastro

#OK! ბუშონი – მრავალფეროვანი არჩევანი ღვინის მოყვარულებისთვის

March 11, 2023
#OK! შოკმანჟე – სივრცე განსაკუთრებული მომენტებისთვის
Gastro

#OK! შოკმანჟე – სივრცე განსაკუთრებული მომენტებისთვის

March 11, 2023
#OK! ჯანსაღი კვების მნიშვნელობა ჯანმრთელობისთვის
Gastro

#OK! ჯანსაღი კვების მნიშვნელობა ჯანმრთელობისთვის

March 11, 2023
#OK! მარტივად მოსამზადებელი რეცეპტი
Gastro

#OK! მარტივად მოსამზადებელი რეცეპტი

March 11, 2023

ახლა კითხულობენ

#OK! წიგნის ჩუქების დღე – 23 აპრილი ახლოვდება!

#OK! წიგნის ჩუქების დღე – 23 აპრილი ახლოვდება!

April 17, 2021
#OK! ლია ელიავა სილამაზის ეტალონი

#OK! ლია ელიავა სილამაზის ეტალონი

April 11, 2021
#OK! კამილა კაბელოს პირველი გამოჩენა შონ მენდესთან დაშორების შემდეგ

#OK! კამილა კაბელოს პირველი გამოჩენა შონ მენდესთან დაშორების შემდეგ

November 25, 2021
#OK! Lil Nas X-მა VMA-ის დაჯილდოების მთავარი პრიზი მოიპოვა: ვარსკვლავი ცერემონიაზე ვერსაჩეს სამოსით მივიდა

#OK! Lil Nas X-მა VMA-ის დაჯილდოების მთავარი პრიზი მოიპოვა: ვარსკვლავი ცერემონიაზე ვერსაჩეს სამოსით მივიდა

October 11, 2021

კვირის ჰიტები

#OK! „მე პატარა ლუკა ჭოხო ვარ, გუშინ გავქრისტიანდი“ –  გიორგი ჭოხონელიძის და ანეტა ნიკურაძის შვილი გაქრისტიანდა

#OK! „მე პატარა ლუკა ჭოხო ვარ, გუშინ გავქრისტიანდი“ – გიორგი ჭოხონელიძის და ანეტა ნიკურაძის შვილი გაქრისტიანდა

March 27, 2023
#OK! გაიცანით პრინცესა ვიქტორია – მონარქი, რომელიც საქართველოს ესტუმრა

#OK! გაიცანით პრინცესა ვიქტორია – მონარქი, რომელიც საქართველოს ესტუმრა

March 30, 2023
#OK! ლედი გაგას საკულტო სასცენო ჩაცმულობები: მოდის აიქონის ყველაზე გამორჩეული მომენტები

#OK! ლედი გაგას საკულტო სასცენო ჩაცმულობები: მოდის აიქონის ყველაზე გამორჩეული მომენტები

March 28, 2023
#OK! Lionel Richie-ის მიძღვნილი სტატუსი ნუცა ბუზალაძეს!

#OK! Lionel Richie-ის მიძღვნილი სტატუსი ნუცა ბუზალაძეს!

April 1, 2023
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×