• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ალბინა ქაჯაია – საკუთარი თავის მოვლა საკუთარი თავის პატივისცემაა

May 2, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

 

საკუთარი თავის მოვლა საკუთარი თავის პატივისცემაა – ამ სიტყვების ავტორი ერთ-ერთი პირველი იყო საქართველოში, ვინც ქალებს ესთეტიკურ სილამაზეზე ზრუნვის საშუალება მისცა. უკვე 13 წელია საოჯახო ბიზნესს უძღვება და ამბობს, რომ მისი წარმატების საიდუმლო შრომისმოყვარეობა და საკუთარი პროფესიის სიყვარულია. ალბინა ქაჯაიამ მოახერხა და პაციენტების ნდობა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო ბაზარზეც მოიპოვა. სამეცნიერო ნაშრომებისა და საერთაშორისო პრიზების მფლობელისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კმაყოფილი პაციენტის ღიმილია. ალბინა ქაჯაია ამ დრომდე, ესთეტიკური მედიცინის კუთხით, საერთაშორისო ბაზარზე ერთადერთ ქართველ ტრენერად რჩება.  სწორედ მისი ეს გამოცდილება და სიახლეების მუდმივად ძიების სურვილია იმის მიზეზი, რომ „ტოტალ შარმი“ საქართველოში ინოვაციურ მეთოდებს ნერგავს. ესთეტიკური ცენტრის სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე თავად ალბინა ქაჯაიას ვესაუბრეთ და მასთან ინტერვიუ იმ დროზე საუბრით დავიწყეთ, როცა „ტოტალ შარმი“ ჯერ კიდევ არ არსებობდა.

 

თქვენი ცხოვრებისა და საქმიანობის გარკვეული პერიოდი სხვა ქვეყანას უკავშირდება, როგორც ვიცი, უკვე დაახლოებით 13 წელია საქართველოში ხართ. რატომ მიიღეთ საქართველოში ჩამოსვლის გადაწყვეტილება?

დიახ, გარკვეული პერიოდი რუსეთში ვცხოვრობდი. 13 წლის წინ მე და ჩემმა მეუღლემ დროებით ჩამოსვლის გადაწყვეტილება მივიღეთ, თუმცა საბოლოოდ აქ დავრჩით. 2014 წლის შემდეგ რუსეთში აღარ ვყოფილვარ და ამის მიზეზი პოლიტიკური ვითარებაა. მე აფხაზეთიდან ვარ, შესაბამისად, კარგად მესმის, რა არის ომი, ამიტომ უკრაინის მიმართ ჩემს პოზიციას მუდმივად გამოვხატავ და უკრაინელებს მხარდაჭერას ვუცხადებ.

 

მოგვიყევით, როგორ შეიქმნა „ტოტალ შარმი“, რომელიც უამრავი ქალის და არა მხოლოდ, საყვარელ და სანდო ადგილად იქცა?

დავამთავრე რუსეთის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ზოგადი მედიცინის სპეციალობით. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, რენტგენოლოგის განხრით, გავიარე რეზიდენტურა რუსეთის რენტგენისა და რადიოლოგიის სამეცნიერო ცენტრში, მოგვიანებით კი კიდევ ერთ რეზიდენტურაში ჩავაბარე და გავხდი დერმატო-ვენეროლოგი. ბოლო კურსზე ვიყავი, როცა გავთხოვდი, ჩემი მეუღლე პლასტიკური ქირურგი იყო და ამ ფაქტმა განაპირობა ჩემი ამ  სფეროთი დაინტერესება. მხოლოდ კომერციული მიზანი არასოდეს მქონია, მომწონს ფაქტი, რომ ადამიანებს გალამაზებაში ვეხმარები.

 

თქვენს საერთაშორისო წარმატებებზე მოგვიყევით… როგორც ვიცი,  არაერთ ქვეყანაში ხართ მიწვეული, როგორც საპატიო სტუმარი და ექიმი. რა ფორმით თანამშრომლობთ უცხოელ კოლეგებთან?

აქტიურად ვეწევი სამეცნიერო მუშაობას. ვწერ სამეცნიერო სტატიებს, რომლებიც ამერიკულ, ინგლისურ და საერთაშორისო გამოცემებში იბეჭდება. 2017 წელს ერთ-ერთ სამეცნიერო ნამუშევარში მონაკოს კონგრესზე მივიღე მთავარი პრიზი, რომელსაც ესთეტიკური სფეროს ოსკარად მოიხსენიებენ. 2018 წელს კი საქართველოში 10 ყველაზე ახალგაზრდა და პერსპექტიულ ექიმებს შორის მოვხვდი. აღსანიშნავია, რომ ქართული მედიცინის დონე მსოფლიო ბაზარზე საკმაოდ სერიოზულად გამოიყურება. 2016 წელს პლასტიკური ქირურგიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დავჯილდოვდი ბაქოში. თუმცა ყველაზე გამორჩეული თარიღი ჩემთვის 2021-2022 წელია.  ამ წელს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტისგან მივიღე საპატიო სიგელი დერმატოლოგიისა და ესთეტიკური მედიცინის დარგში შეტანილი წვლილისთვის. ამ  აღიარებას ჩემთვის სულ სხვა მნიშნელობა აქვს, სხვანაირად სასიამოვნოა, რადგან რასაც ვაკეთებ, ყველაფერს ამ ქვეყნის სახელით ვაკეთებ.

 

 

 

სხვადასხვა ქვეყანაში გიმუშავიათ. საინტერესოა, განსხვავდება თუ არა მუშაობის პროტოკოლი საქართველოში? გენეტიკურ მახასიათებლებს თუ ითვალისწინებთ?

როდესაც მივდივარ სხვა ქვეყანაში და ვატარებ ტრენინგებს ჩემს კოლეგებთან, რასაკვირველია, ვითვალისწინებ იმ ქვეყნის გენს და  რეგიონულ თავისებურებებს. რაც შეეხება პროტოკოლს, ჩვენი პროლტოკოლი არ განსხვავდება ევროპული პროტოკოლისგან, პირიქით, ესთეტიკური მედიცინის დონე საქართველოში ძალიან მაღალია. უფრო მეტიც, ამ სფეროში ბევრ ქვეყანას ვუსწრებთ. მაგალითად, დიდი მოცულობის ტუჩი ჩვენთან 10-15 წლის წინ იყო ტრენდული. ექიმების პროფესიული დონეც ძალიან მაღალია საქართველოში, თუმცა, სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როდესაც მომსახურების დონე დაბალია და ამით მომხმარებელი ზარალდება. თუმცა ძირითად შემთხვევაში საქართველო ესთეტიკური მედიცინის კუთხით ძალიან განვითარებულია.

 

„ტოტალ შარმი“ და მისი ექიმები ინოვაციური მეთოდებით არიან ცნობილი,  მკითხველს შევახსენოთ, რა ინოვაციური ესთეტიკური ჩარევების მიღება შეუძლიათ პაციენტებს თქვენს კლინიკაში?

ყველაზე მნიშვნელოვანი ინოვაცია ჩვენს კლინიკაში არის მცირე ინვაზიური მეთოდით აპტოს ძაფებით  სახის კანის დაჭიმვა. ასევე ჩვენი კლინიკა არის ამერიკული კომპანია „ალერგანის“ ოფიციალური წარმომადგენელი, რომელიც აწარმოებს ბოტოქსს. ეს არის ორიგინალი ამერიკული ბოტოქსი, რომელიც ბაზარზე პირველად გამოვიდა და დღემდე ყველაზე ხარისხიანია. ასევე გვაქვს უმაღლესი ხარისხის ფილერები. „ტოტალ შარმ ვაკეში“ წარმოდგენილია ბოლო მოდელის აპარატები. მათ შორის ერთ-ერთი აპარატი BTL EMFACE  იანვარში ყველაზე დიდ გამოფენაზე პარიზში, მარტში კი უკვე ვაკის ფილიალში იყო ხელმისაწვდომი. ეს არის აპარატი, რომელიც ცვლის ინიექციებს, შესაბამისად, პროცედურის შემდეგ არ არის რეაბილიტაციის საჭიროება და მას არ ახლავს სილურჯეები. მას შეუძლია შეცვალოს ბოტოქსის ინიექციები, აკეთებს ლიფტინგის პროცედურებს. ეს ის ინოვაციაა, რომლის ქონის ფუფუნებაც ბევრ ევროპულ ქვეყანასაც არ აქვს.

 

 

რაც შეეხება „ტოტალ შარმის“ გეგმებს, კიდევ ერთი ახალი კლინიკა ემატება თქვენს ცენტრს. მოგვიყევით, რა პროდუქტებით სარგებლობას შეძლებენ პაციენტები ადგილზე?

სიამაყით მინდა ვთქვა, რომ კიდევ უფრო გავაფართოეთ ჩვენი სერვისები და ჩვენს კლინიკას ახალი მიმართულება – ციფრული სტომატოლოგია დავამატეთ.  ჩვენ გთავაზობთ მსოფლიოში ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიებს. კლინიკაში გვაქვს რამდენიმე განყოფილება,  ერთ-ერთია ქირურგიის განყოფილება, სადაც ჩვენი ექიმები ნებისმიერი სირთულის იმპლანტანტებსა და სტომატოლოგიურ ოპერაციებს აკეთებენ.  ორთოპედიული ვინირებისა და გვირგვინების განყოფილება, სადაც შესაძლებელია კბილების  რესტავრაცია, მკურნალობა და გათეთრება Zoom 4-ის მეშვეობით. გვაქვს ასევე ორთოდონტიისა და პედიატრიული განყოფილებები, ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან პატარებს შესაძლოა განსაკუთრებული საჭიროებები ჰქონდეთ, რომლებზეც სწრაფი რეაგირებაა საჭირო.

სტომატოლოგია ჩემი ოცნება იყო და სიამაყით ვამბობ, რომ ამასაც მივაღწიე. როცა „ტოტალ შარმის“ გეგგმებზე ვსაუბრობთ, უნდა ვთქვა ისიც, რომ უახლოეს მომავალში ჩვენი კლინიკის ფილიალები გაიხსნება მიუნხენსა და ნიცაში. ჩვენი „ფრენჩაიზის“ პროექტის საშუალებით, ჩვენი ბრენდი საქართველოს ფარგლებს გარეთ გაფართოვდება.

 

 

ჩვენი ქვეყანა და არა მხოლოდ, შეიძლება ითქვას, მსოფლიო, სილამაზის სტანდარტების ჩარჩოებშია. სტერეოტიპებს ამ დრომდე ვებრძვით. საინტერესოა, რას ნიშნავს თქვენთვის სილამაზე? არსებობს თუ არა თავის მოვლის ოქროს წესი?

გეთანხმებით, დღეს არსებობს სილამაზის სტერეოტიპები და სტანდარტები. როდესაც ჩემთან მოდიან პაციენტები, ვურჩევ საკუთარი კონტურები შეინარჩუნონ. სწორი მიდგომაა, რომ 20 წლის ასაკში გოგოებმა სწორად აარჩიონ სახის კრემი და კანის მოვლის სხვა საშუალებები. აუცილებელია წელიწადში 2-3-ჯერ ჩაიტარონ სახის წმენდა ან არაინვაზიური პროცედურები, რათა აკნეს პრევენცია მოხდეს. მნიშვნელოვანია სახის კანის მუდმივი დატენიანება, რადგან მშრალ კანზე ნაოჭები ადვილად წარმოიქმნება. ამ რჩევების გათვალისწინება პატარა ასაკშია მნიშვნელოვანი, რადგან 30-40 წლის ასაკში გაჩენილი დიდი რაოდენობის ნაოჭი სწორედ დაგვიანებული ჩარევების დამსახურებაა. პრობლემაა რუჯი. ქართველებმა არ იციან მზისგან დამცავი კრემის გამოყენება, რაც ყველაზე მნიშნელოვანი პროდუქტია თავის მოვლის ყოველდღიურ რუტინაში. საჭიროა პატარა ასაკიდანვე ვასწავლოთ ჩვენს შვილებს კანის სწორად მოვლა  და ეს ვაქციოდ ჩვევად, როგორც პირის დაბანა, რათა შემდეგ არ მოგვიწიოს ძვირად ღირებული პროცედურების გაკეთებამ.

 

ფოტო: მაკა მეგრელიძე, ალექსეი სეროვი

ტექსტი: მარიამ სეთურიძე

ლოკაცია: IQ Studio, Total Charm Tbilisi

ასევე გაეცანი

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“
ინტერვიუ

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“

July 8, 2025
#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია
OK! ქუთაისი

#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია

July 8, 2025
#OK! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს – „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 5 წლისაა
ინტერვიუ

#OK! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს – „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 5 წლისაა

July 8, 2025
#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი
ინტერვიუ

#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი

June 26, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ემილი რატაკოვსკის გლამურული გამოჩენა Met Gala-ს წითელ ხალიჩაზე: მოდელი Vera Wang-ის კაბით

#OK! ემილი რატაკოვსკის გლამურული გამოჩენა Met Gala-ს წითელ ხალიჩაზე: მოდელი Vera Wang-ის კაბით

September 14, 2021
#OK! „ვფიქრობ, რომ ოჯახში სიყვარულისა და ერთმანეთზე ზრუნვის გარდა არც არაფერი უნდა იყოს.“ – ზუკა ხუციშვილი!

#OK! „ვფიქრობ, რომ ოჯახში სიყვარულისა და ერთმანეთზე ზრუნვის გარდა არც არაფერი უნდა იყოს.“ – ზუკა ხუციშვილი!

April 25, 2024
#OK! შეანელე სვლა – გაუფრთხილდი საკუთარ და სხვის სიცოცხლეს!

#OK! შეანელე სვლა – გაუფრთხილდი საკუთარ და სხვის სიცოცხლეს!

April 1, 2025
#OK! სელენა გომესმა კარიერის განმავლობაში “გრემის” ნომინაცია პირველად მიიღო

#OK! სელენა გომესმა კარიერის განმავლობაში “გრემის” ნომინაცია პირველად მიიღო

November 24, 2021

კვირის ჰიტები

#OK! „მაისის ეზოს“ მთავარი სიახლე მუდმივი განვითარების სურვილია, არ ვაპირებთ ერთ ადგილზე გაჩერებას

#OK! „მაისის ეზოს“ მთავარი სიახლე მუდმივი განვითარების სურვილია, არ ვაპირებთ ერთ ადგილზე გაჩერებას

July 10, 2025
#OK! „ლა ფეტი“: ხარისხზე ორიენტირებული საკონდიტრო, გამორჩეული გემოების კიდევ ერთი სახლი ქალაქში

#OK! „ლა ფეტი“: ხარისხზე ორიენტირებული საკონდიტრო, გამორჩეული გემოების კიდევ ერთი სახლი ქალაქში

July 10, 2025
#OK! ვირტუალური რეალობა შფოთვისა და დეპრესიის სამკურნალოდ – როგორ მუშაობს VR ფსიქოთერაპიაში?

#OK! ვირტუალური რეალობა შფოთვისა და დეპრესიის სამკურნალოდ – როგორ მუშაობს VR ფსიქოთერაპიაში?

July 10, 2025
#OK! Best Western Kutaisi – არა მხოლოდ საქართველოში, მსოფლიოშიც კი ერთ-ერთი საუკეთესო შედეგები გვაქვს

#OK! Best Western Kutaisi – არა მხოლოდ საქართველოში, მსოფლიოშიც კი ერთ-ერთი საუკეთესო შედეგები გვაქვს

July 10, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები