• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! Business

#OK! Airbag.ge – არა უბრალოდ სერვისი, არამედ საიმედო პარტნიორი

February 13, 2026

ზრუნავდე ადამიანების უსაფრთხოებაზე, მოითხოვს პასუხისმგებლობას, ყურადღებასა და სიზუსტეს. როდესაც შენი საქმიანობა მოიცავს საფრთხის პრევენციასა და სიცოცხლის გადარჩენას, მცირე დეტალსაც კი მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამიტომ ეფუძნება საავტომობილო ინდუსტრია ნდობას. ადამიანს უნდა სჯეროდეს, რომ ის დაცულია ისეთ მომენტებში, რომელთა პროგნოზირებაც თავად არ შეუძლია. Airbag.ge ის კომპანიაა, რომელიც საქართველოში ავტომობილის უსაფრთხოების სისტემაზე დიდი ხანია ზრუნავს და რომლის მთავარი ღირებულებაც მგზავრთა დაცულობაა. ინტერვიუში Airbag.ge-ს დამფუძნებელი, გვანცა ჯოხარიძე, გვესაუბრება კომპანიის წარმატების მიზეზზე, განვლილ გზასა და მათ შორის იმაზეც, თუ როგორია იყო ქალი ლიდერი სივრცეში, სადაც კაცები დომინირებენ.

 

 

გვანცა, პლატფორმა Airbag.ge 2015 წელს დაარსდა და დღეს ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია საქართველოში უსაფრთხოების სისტემის აღდგენის მიმართულებით. თქვენი აზრით, რამ განაპირობა თქვენი ასეთი წარმატება?

ჩვენი წარმატება ერთ რამეზეა დაფუძნებული – პასუხისმგებლობაზე. Airbag.ge შევქმენით როგორც სერვისი, რომელიც ავტომობილის უსაფრთხოების ყველაზე კრიტიკულ ნაწილზე ზრუნავს. აქ შეცდომის ფასი ძალიან მაღალია, ამიტომ თავიდანვე ავირჩიეთ ხარისხი, ტექნოლოგია და სრული გამჭვირვალობა. ჩვენ მივყვებით სტანდარტს, რომლის მიხედვითაც თითოეული მომსახურება სრულდება ორიგინალი დეტალებით, თანამედროვე მოწყობილობებითა და ინჟინრული სიზუსტით. ამას დაემატა სწრაფი მომსახურება, პროფესიონალიზმი და მომხმარებელთან გულწრფელი დამოკიდებულება. შედეგიც ისეთი გამოვიდა, რომ დღეს Airbag.ge არა უბრალოდ სერვისი, არამედ საიმედო პარტნიორია.

 

ადამიანის უსაფრთხოება თქვენი ბრენდის მთავარი ღირებულებაა. როგორ/რაში გამოიხატება ეს თქვენს ყოველდღიურ საქმიანობაში?

უსაფრთხოება ჩვენთვის გრძელვადიანი პასუხისმგებლობაა და არა უბრალოდ ლოზუნგი. ყოველდღე ვმუშაობთ ავტომობილების ისეთ კრიტიკულ ნაწილებთან, როგორებიცაა უსაფრთხოების ბალიშები, სენსორები, მოდულები და ღვედები. თითოეულის შეკეთება პირდაპირ გულისხმობს ადამიანის სიცოცხლეზე ზრუნვას. პრაქტიკულ სამუშაოსთან ერთად დიდ ყურადღებას ვუთმობთ უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. მომხმარებლებს ვუხსნით, როგორ მუშაობს მათი ავტომობილის უსაფრთხოების სისტემა, რა რისკებს ქმნის უხარისხო დეტალი და რატომ შეუძლია ერთ სწორად მიღებულ გადაწყვეტილებას სიცოცხლის გადარჩენა. ვქმნით და ვავრცელებთ საგანმანათლებლო კონტენტს, რომელიც საზოგადოებას ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიცავს.

 

გვანცა, თქვენ მუშაობთ ისეთ სფეროში, რომელშიც ტრადიციულად მამაკაცები დომინირებენ. რამ გიბიძგათ საავტომობილო ბიზნესში ჩართულიყავით?

ეს სფერო ჩემთან ბუნებრივად მოვიდა, რადგან Airbag.ge საოჯახო ბიზნესი იყო. ორი წლის წინ გადავწყვიტე პასუხისმგებლობა სრულად ამეღო და სერვისი ახალ, მაღალ სტანდარტზე ამეყვანა. თავიდანვე მქონდა სურვილი დამენახვებინა, რომ ავტომომსახურება შეიძლება სრულიად სხვა დონეზე განხორციელდეს – თანამედროვე გარემოში, პროფესიონალურად, გამჭვირვალე პროცესებითა და მომსახურებით, რაც მომხმარებელს შენდამი ნდობას უჩენს. როცა ამ სფეროში ჩაერთვები, გესმის, რა რეალური გავლენა აქვს შენს საქმეს ადამიანების ცხოვრებაზე. სწორედ ეს იყო ჩემი მთავარი მოტივაცია – კეთება საქმის, რომელსაც აქვს კონკრეტული შედეგი – ადამიანების სიცოცხლის დაცვა.

 

თქვენი აზრით, რა ღირებულებებს სძენს საავტომობილო სფეროს ქალური თვისებები?

მე პირადად არ მიყვარს თვისებების ქალურ და მამაკაცურ კატეგორიებად დაყოფა, პროფესიონალიზმს სქესი არ აქვს. ქალს ბიზნესში ყოველთვის შემოაქვს ხედვა, დეტალებზე ორიენტირება და ემპათია.

საავტომობილო სფეროში, სადაც ხშირად მხოლოდ ტექნიკურ ნაწილს უყურებენ, მე დამატებით შევიტანე მომხმარებელზე ზრუნვის კულტურა: კომუნიკაცია, კომფორტი, გამჭვირვალობა, სერვისის ადამიანური მხარე. ტექნიკური ცოდნა აუცილებელია, მაგრამ როდესაც ამას ემატება ემოციური ინტელექტი, შედეგი ბევრად მაღალი ხარისხის გამოდის.

 

როგორ შეაჯამებდით Airbag.ge-სთვის 2025 წელს? რა იყო ყველაზე დიდი მიღწევები და სირთულეები?

2025 წელი Airbag.ge-სთვის აქტიური განვითარებისა და წინსვლის წელი იყო. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა „აწარმოე საქართველოს“ მხარდაჭერა და მიღებული გრანტი, რომლის დახმარებითაც შევძელით სერვისის გაფართოება, სამუშაო სივრცის მოდერნიზება და ბიზნესპროცესების გაციფრულება. ეს ნაბიჯი მომსახურებას კიდევ უფრო სწრაფსა და გამჭვირვალეს გახდის. 2025 წლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა იყო უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიები. გარდა ამისა, დიდ წარმატებად მიმაჩნია მომხმარებლების ნდობის გაზრდაც. ავტომობილის უსაფრთხოების სისტემები ისეთი სფეროა, სადაც ნდობას ვერ იყიდი – ის მხოლოდ ხარისხითა და რეალური შედეგებით მოიპოვება. განვითარებას ყოველთვის თან სდევს სირთულეებიც, თუმცა ჩვენ ეს გვაძლევს მოტივაციას, რომ არასდროს გავჩერდეთ.

 

 

რა გასწავლათ განვლილმა წელმა პირადად თქვენ, როგორც ლიდერს?

ამ წელმა მასწავლა, რომ ლიდერობა მხოლოდ მართვა არ არის – ეს არის მუდმივი განვითარება. როცა ოჯახური ბიზნესიდან მოდიხარ, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია შეინარჩუნო ის ღირებულებები, რომლებზეც ყველაფერი აიგო, მაგრამ ასევე, დაამატო ახალი ენერგია და ხედვა. სწორედ ამ სინთეზმა გააძლიერა ჩვენი გუნდი. და რაც მთავარია: ლიდერი მხოლოდ მაშინ იზრდება, როცა არ ეშინია ახალი გამოწვევების. ყოველი სირთულე შესაძლებლობაა სწავლისა და გაძლიერების.

 

 

ტექსტი: მარიამ მათიაშვილი

ფოტო: გვანცა ზარქუა

ასევე გაეცანი

#OK! ibis Styles საქართველოში გაფართოებას განაგრძობს და თბილისში ახალ სასტუმროს ხსნის
Décor

#OK! ibis Styles საქართველოში გაფართოებას განაგრძობს და თბილისში ახალ სასტუმროს ხსნის

February 23, 2026
#OK! აჩი და შოთი არველაძეები
OK! Sport

#OK! აჩი და შოთი არველაძეები

February 22, 2026
#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა
OK! News

#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა

February 18, 2026
#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას - ქეთო ჭარელაშვილი
ინტერვიუ

#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას – ქეთო ჭარელაშვილი

February 18, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! „ჩემი ქმარი გრინჩს ჰგავს“ –  გვინეტ პელტროუ შობის დღეებში თავს მარტოსულად გრძნობს

#OK! „ჩემი ქმარი გრინჩს ჰგავს“ – გვინეტ პელტროუ შობის დღეებში თავს მარტოსულად გრძნობს

December 4, 2025
#OK! დიდი ეპოქის დასასრული – დონატელამ VERSACE-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელის პოზიცია დატოვა

#OK! დიდი ეპოქის დასასრული – დონატელამ VERSACE-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელის პოზიცია დატოვა

March 14, 2025
#OK! 83 წლის ალ პაჩინო 29 წლის შეყვარებულს დაშორდა

#OK! 83 წლის ალ პაჩინო 29 წლის შეყვარებულს დაშორდა

October 13, 2023
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის სექტემბრის ნომრისთვის

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის სექტემბრის ნომრისთვის

September 6, 2024

კვირის ჰიტები

#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას - ქეთო ჭარელაშვილი

#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას – ქეთო ჭარელაშვილი

February 18, 2026
#OK! რომელ ფილმებში იყო გამოყენებული ნამდვილი ძვირფასეულობა

#OK! რომელ ფილმებში იყო გამოყენებული ნამდვილი ძვირფასეულობა

February 24, 2026
#OK! მსახიობები, რომლებიც 2026 წელს 60 წლის იუბილეს აღნიშნავენ

#OK! მსახიობები, რომლებიც 2026 წელს 60 წლის იუბილეს აღნიშნავენ

February 18, 2026
#OK! ჯერ დაიჭირეს, მერე გამოუშვეს – სკანდალებში გახვეული ყოფილი პრინცი თავისუფალია

#OK! ჯერ დაიჭირეს, მერე გამოუშვეს – სკანდალებში გახვეული ყოფილი პრინცი თავისუფალია

February 20, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები