• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Travel

#OK! აღმოაჩინე დუბაი…

November 7, 2023
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი

 

მსოფლიოს ყველაზე მდიდრულ ქალაქ დუბაიში დასვენება ყველა სეზონზე ძალიან კარგი იდეაა, თუმცა შემოდგომა-ზამთრის გრილი და ცივი დღეებისთვის მზიანი დუბაი საუკეთესო გადაწყვეტილებაა. დუბაიში მოგზაურობა კონტრასტების ქალაქში მოგზაურობას ჰგავს, სადაც თანამედროვე მეტროპოლიის ენერგია და ტრადიციული უდაბნო ერთმანეთს ერწყმის. თქვენ შეგიძლიათ დატკბეთ უდაბნოს ულამაზესი პეიზაჟით, რომელიც ქალაქსაა გარშემორტყმული.

აღსანიშნავია დუბაის ცნობილი პლაჟები – წარმოუდგენლად მშვიდი წყალი, რომელიც ქალაქის ხასიათს მნიშვნელოვან შტრიხს სძენს. ასევე, შთამბეჭდავია „ბურჯ ხალიფა“, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენია.

ჟურნალი OK! გიზიარებთ ადგილებს, რომელსაც დუბაიში ყოფნისას აუცილებლად უნდა ესტუმროთ:

 

სასტუმრო Rixos Premium–ში დასვენება ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილებაა.

 

 

ეს არის ზღვისპირა მდიდრული რეზიდენცია, სადაც დინამიკური ქალაქის პეიზაჟი წყნარი ზღვის სანაპიროს ჰარმონიულად ერწყმის. კომფორტისა და სიამოვნების სინთეზი კი მდიდრული ცხოვრების გამოცდილებას გპირდებათ.

 

 

თქვენ ასევე, შეგიძლიათ მოინახულოთ დუბაის მომავლის მუზეუმი – Museum of the Future, რომელიც National Geographic-მა მსოფლიოს 14 ულამაზესი მუზეუმის სიაში შეიყვანა.

აქ გაეცნობით გლობალურ გარდაქმნებს, რომლებიც მომდევნო 50 წლის განმავლობაში მოხდება; ინოვაციებს, რომლებიც შექმნილია მთელი კაცობრიობის ცხოვრების გასაუმჯობესებლად, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი; ამასთანავე, ყურადღება გამახვილებულია კოსმოსის კვლევის მომავალზე, გარემოსდაცვით საკითხებსა და კლიმატის ცვლილებაზე.

შემდეგი გაჩერება კი – რესტორანი CE LA VI, MICHELIN გიდის მიხედვით ერთ-ერთი საუკეთესოა დუბაიში.

ის 54-ე სართულზე მდებარეობს და შესანიშნავი ადგილია ლანჩისა და სადილისთვის. აქ თქვენ შეგიძლიათ მიირთვათ უგემრიელესი კერძები და დატკბეთ დუბაის ერთ-ერთი ყველაზე საკულტო ღირსშესანიშნაობის, „ბურჯ ხალიფას“ ხედებით. მეგობრული პერსონალი და თანამედროვე კერძების გლობალური გავლენა აუცილებლად დაგამახსოვრებთ თავს.

თუ თქვენ ერთდროულად გსურთ დასვენება, კომფორტი და გემრიელი კერძების დაგემოვნება, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, მაშინ Atlantis The Royal-ს უნდა ესტუმროთ.

 

ადგილს, სადაც ყოველ წამს რაღაც წარმოუდგენელი და განსაკუთრებული ხდება. Atlantis The Royal-მა მსოფლიოში საუკეთესო შეფმზარეულები შეკრიბა, რათა სტუმრებმა ერთმანეთზე უკეთესი ახალი კერძები დააგემოვნონ.

მათ, ვისაც ბერძნული სამზარეულო გიყვართ, ეს შანსი არ უნდა გამოტოვოთ და MILOS-ის რესტორანს ესტუმროთ, რომელიც აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ხმელთაშუა ზღვის ბერძნული რესტორანი, სადაც ცნობილი შეფმზარეული, კოსტას სპილიადისი გიმასპინძლებთ და დაუვიწყარ გემოებს გპირდებათ.

 

დუბაის უდაბნოს საფარების მონახულება კი კომპანია Platinum Heritage-ს უნდა მიანდოთ.

ეკოტურიზმის საუკეთესო კომპანია დაუვიწყარ, შთამბეჭდავ და დასამახსოვრებელ თავგადასავლებს გპირდებათ. უდაბნოს თვალწარმტაცი ოაზისი, გიდები, რომლებიც საინტერესო ისტორიებს გვიყვებიან და ველური ბუნების ფაუნა, ეს ყველაფერი შენი ცხოვრების ორიგინალური და საინტერესო გამოცდილება იქნება, რომელიც არასოდეს დაგავიწყდება.

ჩვენი ბოლო გაჩერება არის Alserkal Avenue – თანამედროვე ხელოვნების გალერეების, ვიზუალური და საშემსრულებლო ხელოვნების ორგანიზაციების, დიზაინერებისა და ხელოსნობის სივრცეების აქტიური საზოგადოება.

აღნიშნული გამზირი მნიშვნელოვანი პლატფორმაა არაბეთის გაერთიანებული საემიროების ხელოვანებისა და კულტურული მოღვაწეების, კრეატიული მეწარმეებისა და ადგილობრივი ინიციატივებისთვის.

ეს ადგილები, რომელთაც ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ, დასასვენებლად და ახალი ემოციების შესაგროვებლად საუკეთესოა. რელაქსი, უგემრიელესი და დასამახსოვრებელი გემოები, ინოვაციების მუზეუმი და უდაბნოს საფარები, – ეს იმ უპირატესობათა მცირე ჩამონათვალია, რაც დუბაის, ტურისტული თვალსაზრისით, მიმზიდველსა და სასურველს ხდის. აღნიშნული მოგზაურობის დაგეგმვაში კი www.visitdubai.com დაგეხმარებათ.

ასევე გაეცანი

#OK! “რატომ დოჰა?” – რატომ გახდა ყატარის დედაქალაქი ასეთი მოთხოვნადი
Travel

#OK! “რატომ დოჰა?” – რატომ გახდა ყატარის დედაქალაქი ასეთი მოთხოვნადი

February 2, 2026
#OK! საუზმეზე შოკოლადი, სადილზე ლუდი  -15 საინტერესო ფაქტი ბელგიის შესახებ
Travel

#OK! საუზმეზე შოკოლადი, სადილზე ლუდი -15 საინტერესო ფაქტი ბელგიის შესახებ

October 10, 2025
#OK! როგორ დავგეგმოთ ბავშვებთან ერთად მოგზაურობა
OK! News

#OK! როგორ დავგეგმოთ ბავშვებთან ერთად მოგზაურობა

August 20, 2025
#OK! ინსპირაციისთვის: ყველაზე კრეატიულად გაფორმებული კარები მსოფლიოს გარშემო
OK! News

#OK! ინსპირაციისთვის: ყველაზე კრეატიულად გაფორმებული კარები მსოფლიოს გარშემო

August 19, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! LEM-ის „ნატვრის ხე“

#OK! LEM-ის „ნატვრის ხე“

April 7, 2021
#OK! EXCLUSIVE: როგორ გამოიყურება ბენ აფლეკის 8 მილიონ დოლარად ღირებული საკუთრება, სადაც ჯენიფერ ლოპესის და მისი ქორწილი გაიმართა

#OK! EXCLUSIVE: როგორ გამოიყურება ბენ აფლეკის 8 მილიონ დოლარად ღირებული საკუთრება, სადაც ჯენიფერ ლოპესის და მისი ქორწილი გაიმართა

September 8, 2022
#OK! 53 წლის ჯენიფერ ლოპესის ცეცხლოვანი ფოტოსესია Revolve-ის ახალი კოლექციისთვის

#OK! 53 წლის ჯენიფერ ლოპესის ცეცხლოვანი ფოტოსესია Revolve-ის ახალი კოლექციისთვის

March 17, 2023
#OK! ემა რობერტსი Violet Grey-სთვის! მსახიობის აქამდე უცნობი ფოტოები!

#OK! ემა რობერტსი Violet Grey-სთვის! მსახიობის აქამდე უცნობი ფოტოები!

March 22, 2021

კვირის ჰიტები

#OK! სიყვარულით გაკეთებული საქმე ყოველთვის ამართლებს – ნათია ბერიძე

#OK! სიყვარულით გაკეთებული საქმე ყოველთვის ამართლებს – ნათია ბერიძე

February 15, 2026
#OK! Rhode – ჰეილი ბიბერის მილიარდ დოლარიანი სილამაზის იმპერია

#OK! Rhode – ჰეილი ბიბერის მილიარდ დოლარიანი სილამაზის იმპერია

February 18, 2026
#OK! მიშელ იეოს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს

#OK! მიშელ იეოს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს

February 19, 2026
#OK! ვინ არის გოგონა, რომელსაც „მატილდა გვარლიანის ორეული“  შეარქვეს?

#OK! ვინ არის გოგონა, რომელსაც „მატილდა გვარლიანის ორეული“ შეარქვეს?

February 19, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები