• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! News
HOLLYWOOD - MARCH 23:  Actor Adrien Brody poses with his Oscar for Best Performance by an Actor in a Leading Role for "The Pianist" during the 75th Annual Academy Awards at the Kodak Theater on March 23, 2003 in Hollywood, California.  (Photo by Frank Micelotta/Getty Images)

HOLLYWOOD - MARCH 23: Actor Adrien Brody poses with his Oscar for Best Performance by an Actor in a Leading Role for "The Pianist" during the 75th Annual Academy Awards at the Kodak Theater on March 23, 2003 in Hollywood, California. (Photo by Frank Micelotta/Getty Images)

#OK! “ახალი თაობის ალ პაჩინო“ – ედრიენ ბროუდი

June 6, 2022
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

მას შეუძლია პერსონაჟის გასათავისებლად კვირების განმავლობაში ყველასგან
იზოლირებული იყოს, ისწავლოს უცნობ ინსტრუმენტზე დაკვრა, გაითავისოს უცხო ენა
და წონაში საგრძნობლად მოიმატოს ან დაიკლოს… მას ხშირად მოიხსენიებენ როგორც
ახალი თაობის ალ პაჩინოდ. მიუხედავად იმისა, რომ ედრიენ ბროუდის შემოქმედება
ეგზომ მრავალფეროვანია, ფართო საზოგადოების აღიარება და დაუვიწყარი ოვაცია
შემსრულებელმა ფილმ „პიანისტით“ მიიღო. ახალი თაობის ლეგენდარული ვარსკვლავი
ედრიენ ბროუდი 2003 წელს, 29 წლის ასაკში გახდა ყველაზე ახალგაზრდა მსახიობი,
რომელმაც საუკეთესო მამაკაცი მსახიობის კატეგორიაში კინოაკადემიის უმაღლესი
ჯილდო მიიღო. ვლადისლავ შპილმანის პერსონაჟის სათამაშოდ მსახიობმა 13
კილოგრამი დაიკლო, შემდეგ კი არაჩვეულებრივი და დაუვიწყარი შესრულებისთვის
„ოსკარი“ დამსახურებულად მიიღო.

Adrien Brody felt “so stupid” after turning down The Lord of the Rings role

2022 წლის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფილმი არის Clean. თუმცა მაყურებლების
უმეტესობამ არ იცის, რომ თქვენ იყავით ერთ-ერთი სცენარის ავტორი. გადაღებების პროცესში
არაერთხელ აღნიშნეთ, რომ ეს ფილმი გარკვეულწილად იყო თვენივე იმედგაცრუების ანარეკლი,
რას გულისხმობთ ამაში?

„მარტივად რომ ვთქვათ, ყველა ჩვენგანისთვის აშკარაა, რომ სამყარო ავად არის. ჩვენ ბევრი
რამით ვართ დათრგუნულნი, ზოგჯერ ვიღებთ არასწორ გადაწყვეტილებას, ვკავდებით არასწორი
საქმით და ვეჯაჭვებით ჩვენთვის უსარგებლო ნივთებს. თითქოს ამ ფილმის მთავარი პერსონაჟიც
ირეკლავს საკუთარ გულგრილობას და ზიზღს სწორედ იმის მიმართ, რაც ხშირად ჩვენ
გვაბრკოლებს“.

„ჩვენ ვცხოვრობთ დეზინფორმაციის ეპოქაში. ადამიანებზე ზეგავლენას ახდენენ მენტალურად,
ფიზიკურად, ემოციურად, სამყაროში ბევრი ძალადობის შემთხვევაა, სუფევს აგრესიულობა.
როდესაც ვიზრდებოდი, ბევრ ასეთ შემთხვევას ვაწყდებოდი, ჰიპ-ჰოპის ჟანრი შესანიშნავად
აღწერს ასეთ ცხოვრებას და სიმართლეს უყვება საზოგადოებას, ის პოეტურია და ლირიკული. ამ
ფილმზე მუშაობის პროცესი კი იყო მცდელობა ვყოფილიყავი ამ მხრივ კრეატიული.“

Adrien Brody On 'Succession,' Playing Pat Riley, and the Dark Side of Winning an Oscar | GQ

როგორც ხშირად აღნიშნავთ, პერსონაჟი უფრო საინტერესოა, როდესაც ის არის თქვენგან
რადიკალურად განსხვავებული. გაქვთ თუ არა რაიმე საიდუმლო ტექნიკა, რომელიც უფრო
გიმარტივებთ როლის სიღრმისეულად გათავისებას?

„რა თქმა უნდა… მესმის, რომ ბევრი მსახიობისთვის რთულია მოირგონ როლი მათთვის
მინიმალურ დროში. ჩვენ ყველას გვაქვს გადატვირთული გრაფიკი, თუმცა ეს არ უნდა
გვიშლიდეს ხელს მუშაობაში. ადამიანებს ხშირად არ აქვთ პირადი სივრცე, განსაკუთრებით
ამჟამინდელ „ტექნოლოგიურ ეპოქაში“. მე ყოველთვის ვცდილობ ვიყო იზოლირებული და
შეძლებისდაგვარად ჩავიძირო ჩემს პერსონაჟში. მაქვს უსაზღვრო მოთმინება და ვიცი, რომ დრო,
რომელიც დამჭირდება როლის მოსარგებად ტყუილად არ გავა და ჩემი მონდომება და შრომა
უშედეგოდ არ ჩაივლის.“

„ეს არის ხელოვნების სილამაზე. ჩვენ, მსახიობებმა, არ უნდა დავიშუროთ ძალისხმევა
თითოეული ფილმისთვის. ხშირად არტისტების უმეტესობა მთელი ცხოვრების განმავლობაში
იტანჯება გარკვეული პრობლემებით, რაც შემდეგ მათ საქმიანობაზეც აისახება, ზოგიერთი
არტისტი კი არის პირიქით, მუშაობის პროცესს იყენებს ინსპირაციის წყაროდ და ამით ცდილობენ
დამალონ ცხოვრებისეული ტკივილი.“

Adrien Brody - IMDb

თქვენთვის არსებობს კონკურენტუნარიანი გარემო სხვა პროფესიებში, თუმცა არა
კინოინდუსტრიაში. რას გულისხმობთ?

„ბევრი ადამიანი მსახიობობას ძალიან კონკურენტუნარიან პროფესიად მიიჩნევს. მე არ მიყვარს
ჩვენი საქმის ასეთ კონტექსტში განხილვა. შეიძლება იყო კონკურენტუნარიანი სპორტში, ყველამ
იცის, რომ სპორტსმენი მოსაგებად იბრძვის, თუმცა მსახიობებზე ასე არ არის. რა თქმა უნდა,
გამარჯვებაა, როდესაც ფილმში მთავარი როლის შესრულების ბედნიერება გეძლევა, თუმცა
მთავარი პრიზი არის თვითონ მუშაობის პროცესი. თუ შენ გეძლევა შენი საყვარელი საქმის
კეთების საშუალება, რა თქმა უნდა, ყველანაირ შემთხვევაში იქნები მოგებული“.

„მე წლების განმავლობაში თითქმის შეუჩერებლად ვმუშაობდი, მაგრამ ყოველთვის იყო
პერიოდი, როდესაც რთული იყო მეპოვნა სამუშაო, რომელიც იქნებოდა შთამაგონებელი და
ინფორმაციული, როგორიც მაგალითად დღეს არის“.

Adrien Brody On 'Succession,' Playing Pat Riley, and the Dark Side of Winning an Oscar | GQ

უკვე დიდი ხანია კინოინდუსტრიაში მოღვაწეობთ. რომელი ფილმის გადაღებების დროს
გრძნობდით, რომ იზრდებოდით, როგორც მსახიობი?

„როდესაც ცხოვრებაში მიაღწევ თვალსაჩინო წარმატების გარკვეულ დონეს, სხვებს აქვთ
მოლოდინი, რომ შეინარჩუნებთ ამ ყოველივეს. რა თქმა უნდა, ყველა მსახიობს სურს
შეინარჩუნოს როგორც წარმატება, ასევე ხალხის სიყვარული, თუმცა ეს არის ძალიან რთული.“

„როგორც მსახიობი, თითქმის ყველა ფილმის გადაღების დროს იზრდები, თუმცა მინდა
გამოვარჩიო „პიანისტი“. დღეს ძალიან ცოტა ფილმი გამოდის ასეთი. გადაღებები იყო ძალიან
ინფორმაციული, მოსამზადებლად მქონდა 6 კვირაზე მეტი, ამ პერიოდში ვსწავლობდი შოპენის
ნაწარმოებებს, ძალიან იშვიათად მქონია ცხოვრებაში ასეთი შესაძლებლობები. ამ რამდენიმე
კვირის განმავლობაში ვიყავი იზოლირებული. დღევანდელ დღეს ეს თითქმის შეუძლებელია,
რადგან მარტო 5 კვირა შეიძლება მხოლოდ ფილმის გადაღებას დასჭირდეს“.

Look at Me Now | Adrien brody, Best actor oscar, Best actor

მიუხედავად იმისა, რომ უკვე მრავალი წელი გავიდა, თქვენს გულშემატკივრებს არ ავიწყდებათ
დღე, როდესაც მათ თქვენთვის ნანატრი „ოსკარის“ ჯილდო ხელში დააჭერინეთ. შეგიძლიათ
რამდენიმე სიტყვით გაიხსენოთ ეს მნიშვნელვანი დღე?

„მახსოვს საღამო, როდესაც ოსკარი მოვიგე, ამ პერიოდში მშობლებთან ერთად გესტჰაუსში
ვცხოვრობდი. მახსოვს, როგორ გადავკვეთე პოლიციის ბარიკადი, სადაც გულშემატკივრები
მელოდებოდნენ. ამ დროს „ოსკარი“ ხელში ვიღაცას გადავეცი, გვერდით მდგომმა ოფიცერმა კი
გამომხედა და მითხრა „ამას ნუ გააკეთებ“. მიუხედავად ამისა, მაინც მივეცი უფლება
გულშემატკივრებს ჩემი ჯილდო ხელში დაეჭირათ. ისინი იყვნენ გაოგნებულები, მე კი ვიყავი
აღფრთოვანებული. როდესაც სახლში მივედი და „ოსკარი“ მაგიდაზე დავდე დედაჩემმა თქვა, რომ
იქამდე ვიყავით ოჯახში სამნი, დაჯილდოების შემდგომ კი გავხდით ოთხნი“.

გაიგე მეტი: ედრიენ ბროუდი

ასევე გაეცანი

#OK! ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმული ვარსკვლავები გრემის რიგით 68-ე დაჯილდოებაზე
Fashion

#OK! ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმული ვარსკვლავები გრემის რიგით 68-ე დაჯილდოებაზე

February 2, 2026
#OK! „მელანია“- ს პრემიერაზე ტრამპმა ცოლს ჭკვიანი და გავლენიანი ქალი უწოდა
OK! News

#OK! „მელანია“- ს პრემიერაზე ტრამპმა ცოლს ჭკვიანი და გავლენიანი ქალი უწოდა

February 2, 2026
#OK! Adidas-ი ბობ მარლის პატივსაცემად სპორტულ ფეხსაცმელს გამოუშვებს
OK! News

#OK! Adidas-ი ბობ მარლის პატივსაცემად სპორტულ ფეხსაცმელს გამოუშვებს

February 2, 2026
#OK! 2026 წლის გრემის დაჯილდოების ყველაზე კაშკაშა კაბები
OK! News

#OK! 2026 წლის გრემის დაჯილდოების ყველაზე კაშკაშა კაბები

February 2, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ბლეიკ ლაივლის 10 ყველაზე გემოვნებიანი იმიჯი წითელი ხალიჩიდან!

#OK! ბლეიკ ლაივლის 10 ყველაზე გემოვნებიანი იმიჯი წითელი ხალიჩიდან!

June 6, 2021
#OK!12 რაუნდი  MIND LIKE A CHAMPION

#OK!12 რაუნდი MIND LIKE A CHAMPION

April 6, 2024
#OK! კუნძული ბალი – დაუვიწყარი დასვენებისა და განტვირთვისთვის!

#OK! კუნძული ბალი – დაუვიწყარი დასვენებისა და განტვირთვისთვის!

August 4, 2021
#OK! კარდაშიანები ახალ რეალითი შოუს იწყებენ

#OK! კარდაშიანები ახალ რეალითი შოუს იწყებენ

September 30, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ვიქტორია ბექჰემი საკუთარი ბრენდის – Victoria Beckham-ის სათვალის სარეკლამო კამპანიის სახე პირველად გახდა

#OK! ვიქტორია ბექჰემი საკუთარი ბრენდის – Victoria Beckham-ის სათვალის სარეკლამო კამპანიის სახე პირველად გახდა

January 30, 2026
#OK! ალ პაჩინო და რობერტ დე ნირო – 50 წლიანი მეგობრობა და თანამშრომლობა

#OK! ალ პაჩინო და რობერტ დე ნირო – 50 წლიანი მეგობრობა და თანამშრომლობა

January 31, 2026
#OK! თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

#OK! თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

February 2, 2026
#OK! ტადასი იანაი- ყველაზე მდიდარი ადამიანი იაპონიაში

#OK! ტადასი იანაი- ყველაზე მდიდარი ადამიანი იაპონიაში

January 30, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები