• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! აჩო ზამბახიძე და ქეთო პაპავა GASTRO BOOK-ის მოწვეული რედაქტორები

September 5, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

ამჯერად ჟურნალ OK!-ის დამატება Gastro Book-ია. მოწვეული რედაქტორები კი აჩო ზამბახიძე და ქეთო პაპავა არიან. თამამად გეტყვით, რომ ამ ნომერში მკითხველი საინტერესო, ასევე ძალიან მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებს გაეცნობა. მანამდე კი, მათ უკეთ გასაცნობად, აუცილებლად წაიკითხეთ ინტერვიუ ქეთოსთან და აჩოსთან.

აჩო, ქეთო, თქვენ ხართ OK! Gastro Book-ის მოწვეული რედაქტორები. გვიამბეთ ამ გამოცდილების შესახებ. პირველად ხართ რედაქტორის ამპლუაში?

სიმართლე გითხრათ, ჟურნალის მოწვეულ რედაქტორებად მე და ქეთო პირველად ვართ, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ უკვე 2 საავტორო კულინარიული წიგნი გვაქვს გამოშვებული და მესამეზე ვმუშაობთ, ასევე, ჟურნალ ფოკუსში/RESTორატორში 1 წლის განმავლობაში ვწერდით გასტრონომიული თემატიკის სტატიებს, რედაქტირება და ბეჭდურ მედიასთან ურთიერთობა ჩვენთვის ძალიან ახლოა. თუმცა, იყო მთელი ნომრის ხარისხსა და შინაარსზე პასუხისმგებელი, მაინც სხვა სპეციფიკა და გამოწვევაა.

რას წაიკითხავს მკითხველი Gastro Book-ში?

როცა თემებზე ფიქრი დავიწყეთ, ავტომატურად გაგვიჩნდა სურვილი, ყველა ჩვენთვის საინტერესო ამბავი წამოგვეწია, რაც მკითხველისთვის ახალი და შემეცნებითი იქნებოდა. გვინდოდა, მკითხველს გაეცნო გასტრონომიულ სფეროში მომუშავე საინტერესო ადამიანები, მათი ისტორიები და შემოქმედება. ამ ნომერში შეხვდებით ცნობილ შეფებს, გასტრომკვლევრებს, ე.წ. FOOD-ფოტოგრაფებს, პოდკასტერებს; მოისმენთ მათ სასარგებლო რჩევებს, სამომავლო გეგმებს, მათი ცხოვრებისა თუ შემოქმედების სირთულეებს და ძირითად გამოწვევებს, რაც ქმნის დღევანდელ გასტრონომიულ ატმოსფეროს ჩვენს ქვეყანაში.

პირადად თქვენ როდის დაინტერესდით გასტრონომიით?

ჩვენ 2014 წლიდან, მოყვარულების დონეზე დავიწყეთ კულინარიული ბლოგერობა, ვიღებდით ვიდეორეცეპტებს, ვწერდით სხვადასხვა ობიექტის კრიტიკას პოპულარულ ჟურნალებში. შემდეგ გამოვეცით ორი საავტორო კულინარიული წიგნი − „კულინარია ჰობად“ და „ქართული გემოს მემკვიდრეობა“. ახლა კი უკვე მესამე წიგნზე ვმუშაობთ. დღეს, ტელეკომპანია „ფორმულას“ დილის ეთერის თანაწამყვანები და გასტრონომიული რუბრიკის ავტორები გახლავართ.

 

„პაცცაზე“ მოგვიყევით.

„პაცცაზე“ სალაპარაკოდ, ალბათ ერთი მთლიანი ნომერი არ გვეყოფა. PAZZA იტალიურად ნიშნავს „გიჟს“. ზუსტად ასე, გიჟურად დაიწყო ჩვენი ბიზნესიც, რომელიც, სხვათა შორის, ჩვენი წიგნების რეალიზაციიდან შეგროვებული ფულადი სახსრებით დავიწყეთ, ნახევრად სარდაფში, აბაშიძის ქუჩაზე. მიგვაჩნია, რომ ქალაქში პიცის ელფერი შევცვალეთ − ნამდვილ, იტალიურ, კერძოდ კი, ნეაპოლიტანურ პიცებს ვაცხობთ, ფერმენტიზებული ცომითა და იტალიური ინგრედიენტებით. ხალხმა ისე შეიყვარა ჩვენი პიცა ამ წელიწად-ნახევარში, რომ ერთი თანამშრომლით დავიწყეთ და უკვე 19 ვართ, ორი ფილიალით, რომელთაგან ერთი მხოლოდ Take Away პრინციპით მუშაობს, მეორე კი უკვე რესტორნის ტიპია. გულწრფელად, ეს იყო აბსოლუტურად მოულოდნელი წარმატება და სრული სიგიჟე!

როგორია თქვენი ყოველდღიურობა პროფესიის მიღმა?

ჩვენი პროფესიებია ეკონომისტი და იურისტი, თუმცა კულინარია თუ ჰობად გვექცა, ახლა უკვე ჩვენი ძირითადი საქმიანობაა და ამის გარშემო ტრიალებს ჩვენთვის ყველაფერი. ჩვენი ყოველდღიურობაც შესაბამისია − „პაცცა“ და „ფორმულა“, ეს ჩვენი ორი სფეროა, სადაც მუდმივი კონცენტრაციაა საჭირო და მუდამ პულსზე უნდა გედოს ხელი, თორემ ერთი შეცდომაც კი შეიძლება ძალიან ძვირად დაგიჯდეს. წარმატების მართვა გაცილებით რთული აღმოჩნდა, ვიდრე კრიზისის.

რომელი კერძი გიყვართ ყველაზე მეტად?

ადრე ამაზე მარტივად გიპასუხებდით, დღეს − ვეღარ. რაც მეტად ეფლობი კულინარიაში, მით უფრო ხვდები, რომ რთულია გამოარჩიო ფავორიტი კერძ(ებ)ი, იმდენად ამოუწურავი და გამაოცებელია ყოველი ახალი აღმოჩენა.

როგორ წარმოგიდგენიათ ქართული გასტრონომიის განვითარება?

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ქართული გასტრონომია ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება, დღეს რთული პერიოდი აქვს. თითქოს ყველამ ერთი გეზი აიღო და უკვე გავიყინეთ. ის, რაც 1-2 წლის წინ ახალი იყო და ყველა ამაზე ვლაპარაკობდით, დღეს უკვე მოგვბეზრდა. ახალი სულია საჭირო, ახალი ხედვები და ახალი ექსპერიმენტები. მაგალითად, ჩვენდა გასაოცრად, ორი მიმართულებაა ძალიან სუსტი ქართულ კულინარიაში: თევზი და დესერტი (ქართულად − „ჩაროზი“), ჰოდა ძალიან კარგი იქნებოდა, ძველის გაცოცხლება-განახლებასთან ერთად, ეს ორი სეგმენტი დაგვეხვეწა, თორემ უსამართლობაა, შავი ზღვისა და უხვი ხილის ქვეყანაში, თევზეულისა და დესერტის მიმართულება ასეთი სუსტი გვქონდეს. იმედი ვიქონიოთ, რომ პერსპექტივა, რომელიც რეალურად აქვს ქართულ გასტრონომიას, თანამედროვე და მომავალი შეფების დახმარებით, სწორად იქნება რეალიზებული მსოფლიო ბაზარზე.

 

ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე

ფოტო: პირადი არქივიდან

ასევე გაეცანი

#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი
ინტერვიუ

#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი

June 26, 2025
#OK! სტეფანე
OK! კულტურა

#OK! სტეფანე

June 22, 2025
#OK! როდესაც დრამი შეხვდა ბასს – ლიკა ევგენიძის და ნიკა კოჩაროვის წყვილი
ინტერვიუ

#OK! როდესაც დრამი შეხვდა ბასს – ლიკა ევგენიძის და ნიკა კოჩაროვის წყვილი

June 22, 2025
#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე
Health & Beauty

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე

June 24, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! მარინა ოვსიანნიკოვა: ,,მცხვენია, რომ კრემლის პროპაგანდით ვიყავი დაკავებული’’

#OK! მარინა ოვსიანნიკოვა: ,,მცხვენია, რომ კრემლის პროპაგანდით ვიყავი დაკავებული’’

March 23, 2022
#OK! Chiffon – ქართული ხელნაკეთი სუფრა

#OK! Chiffon – ქართული ხელნაკეთი სუფრა

November 7, 2022
#OK! 5 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა იმოგზაუროთ საქართველოში

#OK! 5 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა იმოგზაუროთ საქართველოში

August 3, 2021
#OK! პერის ჰილტონი და კარტერ რეუმი დაქორწინდნენ: 40 წლის ლამაზმანი “ოსკარ დე ლა რენტას” საქორწილო კაბაში გადაღებულ პირველ კადრს აქვეყნებს

#OK! პერის ჰილტონი და კარტერ რეუმი დაქორწინდნენ: 40 წლის ლამაზმანი “ოსკარ დე ლა რენტას” საქორწილო კაბაში გადაღებულ პირველ კადრს აქვეყნებს

November 14, 2021

კვირის ჰიტები

#OK! როგორ მოხვდა ბრედ პიტი ანონინურ ალკოჰოლიკთა ჯგუფში?

#OK! როგორ მოხვდა ბრედ პიტი ანონინურ ალკოჰოლიკთა ჯგუფში?

June 30, 2025
#OK! HONOR 400 Series – 200MP ულტრა მკაფიო AI კამერა

#OK! HONOR 400 Series – 200MP ულტრა მკაფიო AI კამერა

June 27, 2025
#OK! “სახლში ხანძრის შემთხვევაში, პირველ რიგში წიგნებს გადავარჩენდი” – ცნობილი ვარსკვლავების საყვარელი წიგნები

#OK! “სახლში ხანძრის შემთხვევაში, პირველ რიგში წიგნებს გადავარჩენდი” – ცნობილი ვარსკვლავების საყვარელი წიგნები

June 29, 2025
#OK!  გიორგი ფოცხიშვილის მორიგი ტრიუმფი ჰოლანდიაში

#OK! გიორგი ფოცხიშვილის მორიგი ტრიუმფი ჰოლანდიაში

June 24, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები