• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! მედიცინა და სიყვარული ერთად – აბულაძეების ოჯახური ტანდემი

June 6, 2024
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ქუთაისის სამედიცინო წრეებში გაზრდილმა ზუსტად იცოდა, რომ თავადაც ექიმი გამოვიდოდა და სიცოცხლეს ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვას მიუძღვნიდა. თუმცა, ის კი არ იცოდა, რომ სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ კურსზე, რეანიმაციულ განყოფილებაში, მისი ცხოვრების დიდ სიყვარულს შეხვდებოდა. ძალიან მალე საქართველოს დიდ ქირურგიულ ოჯახსაც შეუერთდა და გამორჩეული ადგილიც დაიკავა.

ეს ბესო აბულაძეა, თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების, დასავლეთის რეგიონული ცენტრის ქირურგიული სამსახურის ხელმძღვანელი, ზოგადი და ბარიატრიული ქირურგი.

მისი მეუღლე, ხათუნა ჩაკვეტაძე კი ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტლისა და კლინიკა „რეპროარტის“ ექიმი-ენდოკრინოლოგი, და ამავე დროს ქუთაისის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორია. წყვილს სამი შვილი, – 13 წლის მარიამი, 9 წლის კონსტანტინე და 7 წლის ანდრია ჰყავთ. ოჯახში ტრადიცია გრძელდება. მარიამი და კონსტანტინე ექიმობას აპირებენ, ანდრიას კი ახალი აღმოჩენები იზიდავს და მეცნიერებაზე ოცნებობს. პროფესიასა და მათ ოჯახურ იდილიაზე ბესო და ხათუნა თავად მოგვიყვებიან.

 

ექიმების ოჯახი ხართ, სამედიცინო სფეროში ძალიან წარმატებულები. როდესაც პროფესიას ირჩევდით, ალბათ გააზრებული გქონდათ, რომ ის ბევრ შრომას და თავდადებას მოითხოვდა. რას ნიშნავს თქვენთვის ექიმობა? როგორი უნდა იყოს ექიმი?

ხათუნა: ჩემს შემთხვევაში, პროფესიულ არჩევანზე ოჯახურ ტრადიციას გავლენა არ ჰქონია. იმ ასაკში, როცა პროფესიას ვირჩევდი, რთული იყო ექიმობასთან დაკავშირებული სირთულეების გააზრება, მთავარი მამოძრავებელი ძალა მაინც ის ენთუზიაზმი იყო, რითაც მეგონა, რომ ყოველთვის სხვების სიცოცხლის გადარჩენას შევძლებდი, რაც დამეთანხმებით, დიდი მოტივაციაა. ექიმობა, კერძოდ კი ენდოკრინოლოგია, ჩემთვის, მაღალი პროფესიონალიზმის გარდა, ასოცირდება გულისხმიერებასთან, თავდადებასა და მუდმივ განვითარებასთან.

ბესო: ექიმობა ჩემთვის დიდ პასუხისმგებლობასთან ასოცირდება, რომელიც ამავდროულად დიდ და უანგარო შრომას მოითხოვს. პროფესიის არჩევაზე ბევრი არ მიფიქრია, რადგან ჩემი მშობლების და ბებია–ბაბუების გარემოცვაში მხოლოდ მედიცინაზე იყო საუბარი.

 

საქართველოს სამედიცინო პორტალზე ღირსეული ადგილი უჭირავს ბესო აბულაძეს, როგორც ზოგად ქირურგს. წარმატებული ბარიატრიული ოპერაციების რაოდენობით კი რეგიონში ლიდერი ხართ. უამრავ ადამიანს დაუბრუნეთ, პირველ რიგში, ჯანმრთელობა, სილამაზე და სიცოცხლის ხალისი. რა გრძნობაა, როდესაც ხედავთ თქვენი შრომის შედეგს? ზოგადად, რას ნიშნავს ექიმისთვის გამოჯანმრთელებული და მადლიერი პაციენტი?

ბესო: დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის. ჩემთვის უზომო სიხარული და სიამაყეა გამოჯანმრთელებული და მადლიერი პაციენტი, რაც პროფესიული ზრდის მეტ სტიმულს მაძლევს.

 

 

ორივეს რთული და დატვირთული დღის რეჟიმი გაქვთ. რა დრო გრჩებათ ოჯახისთვის? როგორ გაქვთ გადანაწილებული საოჯახო საქმიანობები?

ხათუნა: დღის რეჟიმი მართლაც დატვირთული გვაქვს, ვცდილობთ ერთმანეთთან შევათავსოთ ოჯახი, კლინიკური საქმიანობა და ლექციები უნივერსიტეტში. მე ეს უფრო დაგეგმილად გამომდის, ქირურგის დღის განრიგი კი, მოგეხსენებათ, გაცილებით რთულია. დიდი ოჯახი გვაქვს, რამდენიმე თაობა ვცხოვრობთ ერთად და ყოველთვის ვცდილობთ ოჯახური საქმიანობის რაციონალურად გადანაწილებას, რაც სამ ბავშვთან ერთად იოლი ნამდვილად არაა, თუმცა სასიამოვნო გამოწვევაა.

ბესო: სამწუხაროდ, სამუშაო კვირის განმავლობაში ოჯახისთვის ცოტა დრო მრჩება, თუმცა მაქსიმალურად ვცდილობ ჩართული ვიყო ოჯახურ ცხოვრებაში, განსაკუთრებით ეს ხდება შაბათ–კვირას, როცა შედარებით მეტი დრო მაქვს შვილებთან გასატარებლად.

 

გაიხსენეთ რა ხდებოდა იმ დღეს, როდესაც პირველად შეხვდით ერთმანეთს?

ხათუნა: ჩვენი გაცნობა წლების წინ, შემთხვევით მოხდა და აქაც პროფესიამ ითამაშა გადამწყვეტი როლი. სამედიცინო უნივერსიტეტის ახალმა სტუდენტებმა რეანიმაციულ განყოფილებაში გავიცანით ერთმანეთი, სადაც დაიწყო ჩვენი დიდი მეგობრობა და შემდეგ დიდი სიყვარული.

ბესო: წლების წინ ერთი ჩვეულებრივი დღე ვაქციე არაჩვეულებრივად და ასე გრძელდება მას შემდეგ.

 

რა არის თქვენი ოჯახური თანაცხოვრების საიდუმლო?

ხათუნა: ვფიქრობ, საერთო ღირებულებები, დანარჩენი კი საიდუმლოდ დარჩეს.

ბესო: საიდუმლო საიდუმლოდ უნდა დარჩეს.

 

 

გიყვართ თუ არა სიურპრიზები, ხშირად ანებივრებთ ერთმანეთს?

ხათუნა: სასიამოვნო სიურპრიზები მიყვარს, თუმცა სიურპრიზების კეთების ფანტაზიით ბესო მეტად გამოირჩევა, მე კი მირჩევნია შევათანხმო, რა იქნება მისთვის სასურველი.

ბესო: სიურპრიზი ყოველთვის სასიამოვნოა. გარკვეული დღეების აღსანიშნავად ვცდილობ სიურპრიზი გავუკეთო.

 

მოგვიყევით ერთმანეთის საუკეთესო თვისებებზე.

ხათუნა: ბესოს კარგ თვისებებში გამოვარჩევდი: პროფესიისადმი უსაზღვრო სიყვარულს, ოჯახისადმი ერთგულებას, მიზანდასახულობასა და საოცარ ოპტიმიზმს.

ბესო: რომელი ერთი აღვნიშნო?

 

ვინ უფრო მეტ დროს ატარებს შვილებთან? რა არის ის მთავარი პრინციპები,რითაც შვილებს ზრდით და გსურთ, რომ მათ საზოგადოებაში ღირსეული ადგილი დაიმკვიდრონ?

ხათუნა: მოკლედ გეტყვით – დედა! ქირურგი ხშირად თავს არ ეკუთვნის და ამ მხრივ მესმის მამის მოუცლელობა, ამის მიუხედავად, ბესო მუდმივად ცდილობს ჩართული იყოს ბავშვების აღზრდაში, მათ აქტივობებში. მთავარი ღირებულებები კი, რითაც შვილებს ვზრდით, კაცთმოყვარეობა და საკუთარი ქვეყნის სიყვარულია.

ბესო: რა თქმა უნდა, ხათუნა. ღირებულებები: მამული, ენა და სარწმუნოება. პატივი ეცი მამასა და დედასა შენსა. ვფიქრობ, ამით ყველაფერი ნათქვამია.

 

რას ნიშნავს თქვენთვის ქუთაისი? გქონიათ თუ არა სხვაგან ცხოვრების შესაძლებლობა და რატომ დარჩით ქუთაისში?

ხათუნა: წლების მანძილზე ვცხოვრობდი თბილისში, ბევრი სასიამოვნო მოგონება მაქვს დედაქალაქთან დაკავშირებით, თუმცა ქუთაისი ის ქალაქია, სადაც ყველაზე საყვარელი და ერთგული ადამიანები მეგულებიან, სადაც ყოველთვის მიმიღებენ ისეთს, როგორიც ვარ!

ბესო: 12 წელი დადაქალაქში ცხოვრების შემდეგ ისევ ქუთაისში დავბრუნდი და ერთი წუთიც კი არ მინანია. დრო რომ უკან დავაბრუნოთ, ისევ ამ გადაწყვეტილებას მივიღებდი.

 

 

ტექსტი: დეა მანაგაძე

ფოტო: ნინი გორდაძე

ასევე გაეცანი

#OK! ერთადერთი კონკურენტი ჩემი გუშინდელი მეა – როგორ ვაქციოთ პატარ-პატარა მიზნები დიდ მწვერვალებად
ინტერვიუ

#OK! ერთადერთი კონკურენტი ჩემი გუშინდელი მეა – როგორ ვაქციოთ პატარ-პატარა მიზნები დიდ მწვერვალებად

November 6, 2026
#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები
ინტერვიუ

#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები

October 28, 2026
#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში
ინტერვიუ

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

October 26, 2026
#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად
ინტერვიუ

#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

October 19, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! სამოდელო ბიზნესის 6 განსხვავებული სახე

#OK! სამოდელო ბიზნესის 6 განსხვავებული სახე

November 15, 2025
#OK! #StreetStyle კაია გერბერი: მოდელი ლოს-ანჯელესის ქუჩებში!

#OK! #StreetStyle კაია გერბერი: მოდელი ლოს-ანჯელესის ქუჩებში!

April 30, 2021
OK! მიზანი, როგორც წარმატების საწინდარი – ინტერვიუ დალი კეკელიძესთან

OK! მიზანი, როგორც წარმატების საწინდარი – ინტერვიუ დალი კეკელიძესთან

May 15, 2024
#OK! მაია კნიაზევა – მოდის, თეატრისა და კულტურის სინთეზი

#OK! მაია კნიაზევა – მოდის, თეატრისა და კულტურის სინთეზი

June 12, 2026

კვირის ჰიტები

#OK! პიერპაოლო პიჩოლი Balenciaga-ს ტოვებს – დიზაინერი გადაწყვეტილებას ემოციური წერილით ეხმაურება

#OK! პიერპაოლო პიჩოლი Balenciaga-ს ტოვებს – დიზაინერი გადაწყვეტილებას ემოციური წერილით ეხმაურება

November 6, 2026
#OK! ერთადერთი კონკურენტი ჩემი გუშინდელი მეა – როგორ ვაქციოთ პატარ-პატარა მიზნები დიდ მწვერვალებად

#OK! ერთადერთი კონკურენტი ჩემი გუშინდელი მეა – როგორ ვაქციოთ პატარ-პატარა მიზნები დიდ მწვერვალებად

November 6, 2026
#OK! შარლ ლეკლერი და ალექსანდრა სან-მლუ მშობლები გახდნენ

#OK! შარლ ლეკლერი და ალექსანდრა სან-მლუ მშობლები გახდნენ

November 4, 2026
#OK! ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში Prada ხელით შექმნილ ანიმაციას ირჩევს – როგორ დაიბადა ბრენდის 2026 წლის სადღესასწაულო კამპანია

#OK! ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში Prada ხელით შექმნილ ანიმაციას ირჩევს – როგორ დაიბადა ბრენდის 2026 წლის სადღესასწაულო კამპანია

November 6, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები