• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Fashion

#OK! ინდივიდუალური სტილი ყოველთვის მოდაშია – ინტერვიუ მოდის ბლოგერთან

March 3, 2023
საკითხავი დრო: 2 mins read

ჟურნალი OK! გაგაცნობთ ბლოგერს და ინფლუენსერს ნუცი გოგიტაშვილს, რომლისთვისაც  მოდა ყოველთვის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. თუ როგორია მისი ცხოვრება სოციალურ ქსელებში და მის მიღმა, ამ და სხვა საინტერესო თემებზე ნუცი გვესაუბრა.

 

როდის გაგიჩნდათ პირველად ინტერესი მოდის მიმართ? როდის დაიწყეთ ბლოგერობა?

 

პროფესიით ვარ ფილოლოგი, დიზაინერი და ფიტნესტრენერი. მოდით დავინტერესდი ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ჟურნალი „ბურდა“ გამოდიოდა. პატარა ვიყავი, მახსოვს დედა როგორ ნახულობდა ესკიზებს და იკერავდა იმის მსგავს მოდელებს, რასაც ჟურნალში ნახულობდა.  პირველად ტანსაცმელი მაშინ გადავაკეთე, როდესაც არ მომეწონა ჩემი საბანკეტო კაბა. ძალიან ლამაზი გამომივიდა და ყველას მოწონება დაიმსახურა. მას შემდეგ აქტიურად ვკერავდი სამოსს თარგის გარეშე, ეს იყო ერთგვარი მოტივაცია ჩემთვის, კერვა დამეწყო. რამდენიმე წლის შემდეგ განათლება მივიღე  მილანში, სასწავლებელში – Italian E-learing Fashion School (academy della moda).

 

რაც შეეხება ბლოგერობას, ეს იდეა ჩემს 14 წლის შვილსს, ბუბას გაუჩნდა. მან მირჩია ამ კუთხით გავაქტიურებულიყავი და სოციალური ქსელები გადმომეწერა. ხშირად მეუბნებოდა: „დე, ძალიან ლამაზი ხარ, ნიჭიერი და გემოვნებიანი. ვფიქრობ, გამოგივა ეს საქმე“.

 

ისე გამოვიდა, რომ ჩემი შვილი იყო ჩემი მთავარი მოტივატორი და დღემდე ასეა. ვფიქრობ, დედობა არის უდიდესი პასუხისმგებლობა და თან ბედნიერება.

 

 

რომელ სტილს ანიჭებთ უპირატესობას?

 

ჩემი უსაყვარლესი სტილია ვინტაჟი, ყველგან და ყველაფერში ვაქსოვ.  კომბინირებულ სტილს ვაკეთებ ხოლმე, რომ რაღაც დეტალი იგრძნობოდეს. მოდა ბრუნავს და კლასიკა არასდროს გადავა მოდიდან.

 

თქვენ ასევე ხართ ინფლუენსერი. გვესაუბრეთ, რა გზას გადის პოსტი, ვიდრე ფართო მასებისთვის გაზიარდება?

 

ვცდილობ განსხვავებული და დახვეწილი ინსტაგრამფიდი მქონდეს, არ იყოს ზედმეტად გადაპრანჭული და გარკვევით ჩანდეს, თუ რაზე ვარ ორიენტირებული.

პოსტს სანამ დავდებ, რა თქმა უნდა, ვფიქრობ სამიზნე აუდიტორიაზე და ვითვალისწინებ ყველა დეტალს, თუ რომელი ლუქი შევარჩიო, რომელი ლოკაცია, სად რა განათება გამომადგება, ვინ გადაიღოს და სხვ.

 

ვთვლი, რომ დღეს რთულია იყო განსხვავებული სხვა ინფლუენსერებისგან, თუმცა მე ვცდილობ არ ვგავდე სხვას და მქონდეს ჩემი ნიშა.

 

 

მთავარი ნიშა, რომელიც სხვებისგან გამოგარჩევთ?

 

ინდივიდუალური ხედვა და სტილი. ვფიქრობ, არავის არ ვგავარ. ჩემი გამორჩეული ნიშა არის ჩემი ინდივიდუალიზმი.

 

 

როგორია თქვენი თავის მოვლის რუტინა?

 

ამაზე შემიძლია უსასრულოდ ვისაუბრო, რადგან თავის მოვლის კულტურა დედამ ჩამინერგა. პატარაობიდან მაძლევდა რჩევებს და ორიენტირებული იყო იმაზე, მეიქაპის სწორად გაკეთება მცოდნოდა. ახლა რომ კეთდება ბლოგები, სადაც ყველა ჰყვება თავის მოვლის რუტინას, მე ამას 12 წლის ასაკში ვაკეთებდი. ჩემი ვიზუალური მხარე სწორი მოვლის დამსახურებაა.

 

აუცილებლად უნდა აღვნიშნო ჯანსაღი ცხოვრების რეჟიმი, რომელიც მოიცავს მოწესრიგებულ ძილს, ჯანმრთელ კვებას და არა დიეტას. ამ უკანასკნელის მომხრე ნამდვილად არ ვარ. გამხდარი არ ნიშნავს კარგ აღნაგობას. ვფიქრობ, თავის მოვლის რუტინა არის ერთ-ერთი უზადო თვისება და კულტურა, რაც ქალს შეიძლება გააჩნდეს.

 

სურვილმა, გამოვიყურებოდე კარგად, განაპირობა ინტერესი, მესწავლა ფიტნესი პროფესიულ დონეზე და ამჟამად ამითაც ვარ დაკავებული.

 

როგორია თქვენი ცხოვრება ინსტაგრამზე და მის მიღმა?

 

იყო ინფლუენსერი, არ არის ადვილი, რადგან საკმაოდ დიდი შრომას მოითხოვს და თითოეული პოსტის უკან ნიჭიერი ფოტოგრაფი ან ვიდეოგრაფი დგას.

 

რაც შეეხება ჩემს პირად ცხოვრებას, რადიკალურად განსხვავდება იმ ბრჭყვიალა ფოტოებისგან, რომელსაც ჩემი მიმდევრები ხედავენ. მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, რომელიც ყოველკვირა დადის ტაძარში, არის დედა, აქვს პროფესია და საქმე.

 

ხშირად უთქვამთ, სულ სხვანაირი გვეგონეო. ჩემი ინსტაგრამიდან გამომდინარე, ხანდახან ჩემზე მცდარი შეხედულებები უჩნდებათ.

 

 

დაბოლოს, რას ეტყოდით თქვენს გამომწერ ქალებს?

 

ჩემს გამომწერ ქალბატონებს და ზოგადად ქალებს ვეტყვი, რომ აქცენტი გააკეთონ საკუთარი თავის განვითარებაზე. ინტელექტია საჭირო პირველ რიგში. თემიდან გადავუხვევ და ვიტყვი, რომ ჩემს ოჯახს ჰქონდა ბრწყინვალე ბიბლიოთეკა და 12 წლის ასაკში 130 წიგნი წავიკითხე. პაპამ მაიძულა. მათ შორის იყო „გმირთა ვარამი“, რომელიც აბსოლუტურად შეუსაბამო იყო ჩემი ასაკისთვის, ხოლო „პარიზის ღვთისშობლის ტაძრის“ აღწერაზე ხომ საერთოდ ჩამომეძინა. მაგრამ გავიზარდე და უკვე დიდი ინტერესით წავიკითხე. რა თქმა უნდა, ვერც ჰიუგო, ვერც „ტრიუმფალური თაღი“ და ვერც გრაფინია კოსელი ვერ დაგეხმარებათ პრობლემის გადაჭრაში, მაგრამ ინტელექტს აიმაღლებთ. ვსაუბრობ ისევ და ისევ იმ რწმენასა და ძალებზე, რომელიც შეიძლება ქალმა გამოიმუშაოს და საკუთარი თავი განავითაროს.

 

ხშირად მესმის ფრაზა – „შენ ძლიერი ქალი ხარ და გამოგდის, შენ ლამაზი ხარ და ადვილად აღწევ მიზანს“. არა, არა და არა! მეც მაქვს პრობლემები, მეც ვტირი, მეც მტკენია და მიტკენია სხვისთვის. ისეც მომხდარა, რომ სწორედ ჩემმა სილამაზემ და გონებამ შემიქმნა პრობლემა, წინ არავინ მიშვებდა. ვინ გაპატიებს სილამაზეს და გონებას ერთად? მაგრამ არასოდეს დავნებებულვარ. კი, ეს ხასიათია უკვე, მაგრამ სანამ სხვისი თანდასწრებით ტირილის შეგრცხვებათ, სანამ არ აღიარებთ, რომ თქვენც მარცხდებით ან გტკივათ, სანამ საკუთარი თავის მოსმენას არ ისწავლით და სხვისი შეხედულებების პატივისცემას, მანამდე ყოველთვის უკან იქნებით.

 

უნდა ირწმუნოთ, რომ საუკეთესო ხართ საუკეთესოთა შორის და საუკეთესოს იმსახურებთ, უნდა იშრომოთ პირადი განვითარებისთვის და საკუთარი მარცხის მიუხედავად არ გშურდეთ სხვისი წარმატების. სულის სიმშვიდე უნდა პოვოთ და ირწმუნოთ თქვენი შესაძლებლობების, უნდა გაგაჩნდეთ საკუთარი თავის რწმენა. რწმენა ჩემთვის მთავარი იარაღია და მწამს იმის, რომ სანამ ადამიანი არ ნებდება, ის საკუთარ ბედზე ძლიერია.

 

სამომავლო გეგმები…

ძალიან მალე, გაზაფხულისთვის  შოურუმის გახსნას ვაპირებ. ამის შესახებ უფრო ვრცლად მომავალში თქვენთან ვისაუბრებ.

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ილია სტეფანოვი, მარინა ვასილჩუკი

 

ასევე გაეცანი

Auto Draft
ინტერვიუ

#OK! რუსუდან ლამპარაძე – მუდმივი სწრაფვა პიროვნული და პროფესიული განვითარებისკენ

May 22, 2025
#OK! Memorial Hospitals Group – სრული სამედიცინო მომსახურების ჯაჭვი ერთ სივრცეში
Health & Beauty

#OK! Memorial Hospitals Group – სრული სამედიცინო მომსახურების ჯაჭვი ერთ სივრცეში

May 15, 2025
#OK! სიყვარული ხელოვნების მიმართ, რომელსაც შეუძლია ადამიანის სულს შეეხოს და გზა აჩვენოს
ინტერვიუ

#OK! სიყვარული ხელოვნების მიმართ, რომელსაც შეუძლია ადამიანის სულს შეეხოს და გზა აჩვენოს

May 15, 2025
#OK! KO-Kaia – დახვეწილი, ელეგანტური და ხარისხიანი სამოსის მრავალფეროვანი არჩევანი
Fashion

#OK! KO-Kaia – დახვეწილი, ელეგანტური და ხარისხიანი სამოსის მრავალფეროვანი არჩევანი

May 15, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ირინა შეიკი Reformation-ის სამოსით: მოდელი პატარა ლეასთან ერთად!

#OK! ირინა შეიკი Reformation-ის სამოსით: მოდელი პატარა ლეასთან ერთად!

June 4, 2021
#OK! ირინა შეიკის თვალისმომჭრელი ფოტოსესია Elle-ისთვის

#OK! ირინა შეიკის თვალისმომჭრელი ფოტოსესია Elle-ისთვის

March 4, 2021
#OK! “იაკუძა ლაუნჯი” – ახალი აზიური გამოცდილება

#OK! “იაკუძა ლაუნჯი” – ახალი აზიური გამოცდილება

March 18, 2025
#OK! 11 გამორჩეული ჩაცმულობა Emily in Paris-ის მეორე სეზონიდან

#OK! 11 გამორჩეული ჩაცმულობა Emily in Paris-ის მეორე სეზონიდან

December 23, 2021

კვირის ჰიტები

#OK! სიყვარული ხელოვნების მიმართ, რომელსაც შეუძლია ადამიანის სულს შეეხოს და გზა აჩვენოს

#OK! სიყვარული ხელოვნების მიმართ, რომელსაც შეუძლია ადამიანის სულს შეეხოს და გზა აჩვენოს

May 15, 2025
Auto Draft

#OK! რუსუდან ლამპარაძე – მუდმივი სწრაფვა პიროვნული და პროფესიული განვითარებისკენ

May 22, 2025
#OK! Memorial Hospitals Group – სრული სამედიცინო მომსახურების ჯაჭვი ერთ სივრცეში

#OK! Memorial Hospitals Group – სრული სამედიცინო მომსახურების ჯაჭვი ერთ სივრცეში

May 15, 2025
#OK! KO-Kaia – დახვეწილი, ელეგანტური და ხარისხიანი სამოსის მრავალფეროვანი არჩევანი

#OK! KO-Kaia – დახვეწილი, ელეგანტური და ხარისხიანი სამოსის მრავალფეროვანი არჩევანი

May 15, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები