• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! News

#OK! 7 უცნობი ფაქტი დონალდ და მელანია ტრამპების ურთიერთობიდან

February 7, 2026
საკითხავი დრო: 3 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

მათი ქორწინება წინააღმდეგობებით სავსეა: ასაკობრივი სხვაობა, ტრამპის არცთუ იდეალური რეპუტაცია და Trophy Wife-ის დამღა, რომელიც პრესამ პირველ ლედის მიაკერა…

  1. პირველი შეხვედრისას მელანიამ დონალდს ტელეფონის ნომერი არ მისცა

მელანია კნავსმა და დონალდ ტრამპმა ერთმანეთი 1998 წელს, ნიუ-იორკში, მოდის კვირეულზე გაიცნეს. მიუხედავად იმისა, რომ მილიარდერი მარტო არ იმყოფებოდა, მან გრძელფეხება მოდელი მაშინვე შეამჩნია და როგორც კი მისი თანმხლები ქალბატონი ცოტა ხნით განმარტოვდა, მელანიასთან მივიდა.

„ჩემი ტელეფონის ნომერი რომ მიმეცა, ერთ–ერთი ქალი ვიქნებოდი მათ შორის, ვისაც ის ურეკავდა. მინდოდა გამეგო, როგორი იყო მისი განზრახვა. მამაკაცზე ბევრის გაგება შეიძლება იმის მიხედვით, თუ რომელ ნომერს გიტოვებს. მან თავისი ყველა ნომერი დამიტოვა.“ — აღნიშნა მელანია ტრამპმა GQ-სთან ინტერვიუში.

  1. ნიშნობის ბეჭედი ფასდაკლებით

დონალდ ტრამპს რომანტიკოსს ვერ ვუწოდებთ, თუმცა ხელგაშლილობას ნამდვილად ვერ დავუწუნებთ. მილიარდერმა მელანიასთვის ნიშნობის ბეჭედი თავად შეარჩია. მედიის ცნობით, მომავალმა პრეზიდენტმა 12 კარატიან ბრილიანტის ბეჭედში 1.5 მილიონი დოლარი გადაიხადა.  აღსანიშნავია, რომ მილიარდერმა აქაც ფული დაზოგა და საიუველირო ბრენდის რეკლამირების სანაცვლოდ, ბეჭედი სოლიდური მნიშვნელოვანი ფასდაკლებით შეიძინა.

„მხოლოდ სულელი იტყოდა – არა, გმადლობთ, მირჩევნია ბრილიანტში მილიონით მეტი გადავიხადო“, – განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში ტრამპმა.

  1. ზოგი მიიჩნევს, რომ ქორწინება ფიქტიურია

ასაკობრივი სხვაობა (ტრამპი მეუღლეზე 24 წლით უფროსია), ტრამპის ფინანსური მდგომარეობა და ფეთქებადი ხასიათი და მელანიას ერთი შეხედვით, მორჩილი ბუნება საზოგადოებაში ბევრ კითხვებს ბადებდა. ზოგი ფიქრობს, რომ წყვილის კავშირი ფიქტიურია, რადგან მათ საერთო არაფერი აქვთ. მეუღლეებს მუდმივად უწევთ ამ ჭორების უარყოფა – მელანია ამტკიცებს, რომ მათ შორის მიზიდულობა პირველივე შეხვედრისას გაჩნდა, დონალდის თქმით კი, ისინი ერთმანეთს იდეალურად ეწყობიან.

„ვფიქრობ, ადამიანთან სიყვარულისა და კმაყოფილების გრძნობის გარეშე ვერ იცხოვრებ. მდიდრულ ბინას ან თვითმფრინავს ვერ ჩაეხუტებით, მათ ვერ დაელაპარაკებით“ – თქვა მელანია ტრამპმა The New York Times-თან ინტერვიუში.

არაკეთილმოსურნეების პროგნოზების მიუხედავად, მელანია ქმართან მისი პირველი საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგაც დარჩა.

  1. ტრამპი მელანიას წონის მომატების უფლებას არ აძლევს

55 წლის მელანია ტრამპი ბრწყინვალე ფიზიკურ ფორმაშია, რაც გავრცელებული ხმების თანახმად, დონალდ ტრამპის დამსახურებაა. ამბობენ, რომ მან მელანიას გასუქება აუკრძალა. უცხოურ ტაბლოიდებს თუ დავუჯერებთ, დონალდი იმდენადაა შეპყრობილია მელანიას გარეგნობით, რომ დაორსულების უფლება მხოლოდ იმ პირობით მისცა, თუ ფორმას სწრაფად დაიბრუნებდა. სხვათა შორის,მელანიამ პირობა  ბრწყინვალედ შეასრულა.

  1. მელანიას მეუღლისთვის ხელის ჩაკიდება არ უყვარს

უცხოური პრესა ხშირად წერს იმაზე, რომ მელანიას მეუღლისთვის ხელის ჩაკიდება არ უყვარს და ხშირად ტრამპის ხელს უხეშად იცილებს.

„ყოველთვის ვეთანხმები თუ არა დონალდს? არა და ვფიქრობ, ეს  ჯანსაღი ურთიერთობისთვის ნორმალურია. მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ყოველთვის ეთანხმება. არ აქვს მნიშვნელობა, ვისი ცოლი ხარ, შენ უნდა განაგრძო საკუთარი ცხოვრებით ცხოვრება.“ – ამბობს მელანია.

ასეა თუ ისე, მელანიას უკვე შეარქვეს „ყველაზე სევდიანი პირველი ლედი“ – ღიმილი მის სახეზე იშვიათი სტუმარია.

  1. დონალდი მელანიას ღალატობდა?

ბოლო წლების განმავლობაში ტრამპის პირადი ცხოვრებიდან ბევრი უსიამოვნო ამბავი გასაჯაროვდა. მაგალითად, გამოცემა People-ის ჟურნალისტმა, ნატაშა სტოინოფმა მილიარდერი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. გარდა ამისა, საზოგადოებამ მოისმინა ტრამპის სატელეფონო საუბარი, სადაც ის ქალებთან თავისუფალ ურთიერთობებზე ტრაბახობდა. ტრამპის სავარაუდო „მსხვერპლთა“ შორის მწერალ ელიზაბეთ კეროლს და პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსს ასახელებენ.

მელანია ამ ქალბატონების აღიარებებზე ან კომენტარს არ აკეთებს ან მეუღლის მხარეს იჭერს.

„ეს სიტყვები ჩემთვის შეურაცხმყოფელი და უადგილო იყო. მან ბოდიში მომიხადა და მე ეს ბოდიში მივიღე. ჩვენ წინ მივიწევთ“ — ასე შეაფასა მელანიამ სიტუაცია CNN-თან ინტერვიუში.

  1. მელანია დონალდ ტრამპის მთავარი დასაყრდენია

მელანია მეუღლეს ყველაფერში მხარს უჭერს. ნიშნობის შემდეგ დონალდმა ჟურნალისტ სინდი ადამსს გამოუტყდა, რომ მელანიასთან გატარებული ხუთი წელი მის ცხოვრებაში ყველაზე წარმატებული იყო. „მან დაამტკიცა, რომ შემიძლია ვენდო. ჩვენ ხუთი წელია ერთად ვართ და ეს ხუთი წელი ჩემთვის ყველაზე ნაყოფიერი გამოდგა. ვფიქრობ, მელანიას ამაში დიდი წვლილი მიუძღვის“, — განაცხადა ტრამპმა.

შესაძლოა, მელანიას პირველი ლედის როლი მართლაც არ მოსწონს – რაშიც მას დასავლური პრესა ხშირად ბრალს სდებს, თუმცა ყოფილი მოდელი თავის მოვალეობებს კეთილსინდისიერად ასრულებს და მათგან თავის დაღწევას არ ცდილობს.

ასევე დაგაინტერესებთ

 

#OK! „მელანია“- ს პრემიერაზე ტრამპმა ცოლს ჭკვიანი და გავლენიანი ქალი უწოდა

გაიგე მეტი: დონალდ ტრამპიმელანია ტრამპი

ასევე გაეცანი

#OK! SAG Awards 2026-ის გამარჯვებულთა სია
OK! News

#OK! SAG Awards 2026-ის გამარჯვებულთა სია

March 2, 2026
#OK! კაროლინ ბესეტის მინიმალისტური სტილი, რომელიც მსოფლიოს შთაგონების წყაროდ იქცა
Fashion

#OK! კაროლინ ბესეტის მინიმალისტური სტილი, რომელიც მსოფლიოს შთაგონების წყაროდ იქცა

March 1, 2026
#OK! Netflix-ის უარის შემდეგ Warner Bros Discovery-ი  Paramount-მა შეიძინა
OK! News

#OK! Netflix-ის უარის შემდეგ Warner Bros Discovery-ი Paramount-მა შეიძინა

March 2, 2026
#OK! კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
OK! News

#OK! კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

March 1, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! 40+

#OK! 40+

April 15, 2025
#OK! ოჯახური სკანდალის ფონზე ვიქტორია ბექჰემს საფრანგეთში საპატიო ორდენი გადასცეს

#OK! ოჯახური სკანდალის ფონზე ვიქტორია ბექჰემს საფრანგეთში საპატიო ორდენი გადასცეს

January 27, 2026
#OK! ჯიმი კიმელი ჩარლი კირკის მკვლელობაზე გაკეთებული განცხადების გამო ABC-ს ეთერიდან  მოხსნეს

#OK! ჯიმი კიმელი ჩარლი კირკის მკვლელობაზე გაკეთებული განცხადების გამო ABC-ს ეთერიდან მოხსნეს

September 21, 2025
#OK! რა ხდება „თეატრში“?

#OK! რა ხდება „თეატრში“?

June 7, 2023

კვირის ჰიტები

#OK! რომელ ფილმებში იყო გამოყენებული ნამდვილი ძვირფასეულობა

#OK! რომელ ფილმებში იყო გამოყენებული ნამდვილი ძვირფასეულობა

February 24, 2026
#OK! მეტროსადგურიდან ბრიტანული ვოგის წინა ყდამდე – ინდოელი მოდელის შთამბეჭდავი ისტორია

#OK! მეტროსადგურიდან ბრიტანული ვოგის წინა ყდამდე – ინდოელი მოდელის შთამბეჭდავი ისტორია

February 25, 2026
#OK! Swarovski – ის ბრჭყვიალა იმპერიის შექმნის ისტორია

#OK! Swarovski – ის ბრჭყვიალა იმპერიის შექმნის ისტორია

February 26, 2026
#OK! SAG Awards 2026-ის გამარჯვებულთა სია

#OK! SAG Awards 2026-ის გამარჯვებულთა სია

March 2, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები