• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! News

#OK! სამოდელო ბიზნესის 6 განსხვავებული სახე

November 15, 2025
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

მოდის სამყაროში სილამაზე წარმავალი ტენდენციაა, რომელიც განსაზღვრავს როგორი უნდა იყოს „იდეალური“ სახე და სხეული, თუმცა, ისტორიამ უმრავი მაგალითი იცის, როდესაც დიდი ცხვირის ან ყურების, ჭორფლის ან კანის დეფექტის მქონე მოდელმა პოდიუმები დაიპყრო და მილიონების კერპი გახდა.

ლილი კოული

Sunday with Lily Cole: ‘I like a tidy house, but I don’t own an iron’

ქათქათა კანისა და ცეცხლოვანი თმების მქონე გოგონა საკუთარ გარეგნობას უპირატესობად არასოდეს მიიჩნევდა. ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როდესაც თექვსმეტი წლის ლილი ლონდონის სავაჭრო ცენტრში ბრიტანელმა მსახიობმა ბენჯამინ ჰარტმა შენიშნა. მან გოგონას ურჩია, რომ ძალები მოდელობაში მოესინჯა და ეს საბედისწერო რჩევა აღმოჩნდა. ცნობილ ფოტოგრაფ სტივენ მეიზელთან გადაღებას  ბრიტანულ Vogue-თან შრომითი ხელშეკრულება მოჰყვა. რამდენიმე თვეში ლილი კოული უჩვეულო გარეგნობის წითური გოგონასგან მსოფლიო დონის ვარსკვლავად გადაიქცა, რაც ამტკიცებს, რომ სილამაზე შეიძლება უცნაური და მარადიული იყოს.

მოლი ბეარი

Смесь гоблина и инопланетянки! Самая необычная модель Молли Бэйр,как девочка-эльф стала лицом Chanel - YouTube

მოლი ბეარის ისტორია ჰოლივუდურ სცენარს ჰგავს. ჩვიდმეტი წლის ამერიკელს დიდი, ღრმად ჩასმული თვალებით, მაღალი ღაწვებით და გამოწეული ყურებით, მოდელის კარიერაზე არასდროს უფიქრია. ნიუ-იორკში, სკოლის ექსკურსიის დროს, ის სამოდელო სააგენტოს თანამშრომელმა შენიშნა და მოდელად მუშაობა შესთავაზა. მოლი შეთავაზების მიმართ სკეპტიკურად იყო განწყობილი, მაგრამ სააგენტომ დაიყოლია, რომ ბედი ეცადა.

საბედისწერო შეხვედრიდან სულ რაღაც ერთი კვირის შემდეგ, მოლის სახე ბრიტანული და გერმანული ჟურნალების გარეკანებზე გამოჩნდა. მოდის ინდუსტრიამ მისი მოქნილობა და ცოცხალ მანეკენად გამოჩენის უნარი, რითიც დიზაინერების ყველაზე გიჟურ ფანტაზიებს განასახიერებდა, ღირსეულად დააფასა. ისეთ გიგანტებთან თანამშრომლობამ, როგორებიცაა Chanel, Prada და Fendi, მოლი ბეარის, როგორც თაობის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელის სტატუსი, განამტკიცა.

ქეით მოსი

Супермодель Кейт Мосс рассказала о травле из-за чрезмерной худобы | РБК Life

ქეით მოსის ფენომენმა მოდელების იმიჯის აღქმა ათასწლეულის მიჯნაზე რადიკალურად შეცვალა. მაღალი და ტანადი სუპერმოდელების ეპოქაში, მისი სუსტი ფიგურა და ნაკვთები, რომლებიც კლასიკურ სტანდარტებს ეწინააღმდეგებოდა გაოცებას იწვევდა. თუმცა, გლამურისგან დაცლილი გარეგნობა, იდეალურად ერგებოდა გრანჟის სტილს, რომელიც ძალას იკრეფდა.

ის ახალ ტენდენციებს არა მარტო  მოერგო, არამედ მათი სიმბოლო გახდა. დროთა განმავლობაში, მისი გამორჩეული სილამაზე, რომელმაც ოდესღაც ამდენი დავა გამოიწვია, მისაბაძი გახდა, რამაც არასტანდარტული გარეგნობის უამრავ გოგონას აღმოსავლეთ ევროპიდან და აზიიდან პოდიუმისკენ გზა გაუხსნა.

ვინი ჰარლოუ

Сегодня День рождения у Винни Харлоу - Одеське життя

კანადელმა მოდელმა ვინი ჰარლოუმ მოდის სამყაროში ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული უნიკალურობის თემა შემოიტანა. ვიტილიგომ, რომელიც კანის პიგმენტაციის ცვლილებებს და ღია ფერის ლაქებს იწვევს, სკოლის წლებში სასტიკი დაცინვის სამიზნედ აქცია. მის ცხოვრებაში გარდამტეხი მომენტი 2014 წელს, შოუში „ტოპ მოდელი ამერიკულად“ მონაწილეობის შემდეგ დადგა, სადაც ტაირა ბენქსმა მიიწვია.მიუხედავად იმისა, რომ ვინიმ ვერ გაიმარჯვა, მან თავისი „ნაკლი“ უნიკალურ მახასიათებლად აქცია და საერთაშორისო ყურადღება ვიტილიგოსკენ მიმართა. შოუს დასრულებისთანავე ვინის კარიერამ სწრაფი აღმავლობა დაიწყო. მალე ის Desigual სახე გახდა და შემდეგ სხვა მსხვილ კომპანიებთან, მათ შორის Diesel-თან და Swarovski-სთან, თანამშრომლობა დაიწყო. მოდელმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ფიზიკური მახასიათებელი არ უნდა გახდეს დაბრკოლება მიზნის მისაღწევის გზაზე.

როზი ჰანტინგტონ უიტლი

Рози Хантингтон-Уайтли рассказала о пластике и своих знаменитых губах | OK-magazine.ru

როზი თხუთმეტი წლის იყო, როდესაც თავისი ფოტოები ყველა სამოდელო სააგენტოს გაუგზავნა. თავიდან მოდის ინდუსტრიის რეაქცია თავშეკავებული იყო – ერთ-ერთმა გოგონა მხოლოდ ერთკვირიან სტაჟირებაზე ასისტენტად და არა მოდელად მიიწვია,  თუმცა, იმ კვირის ბოლოს უკვე მასთან შრომითი ხელშეკრულება დადო. სააგენტომ როზის პოტენციალი შენიშნა და პირველი პროფესიონალური ფოტოები გადაიღო.

მისი პრერაფაელიტების მსგავსი სახე და სავსე ტუჩები, რომლის გამოც სკოლაში დასცინოდნენ, მოდის სამყაროში შესასვლელი ბილეთი გახდა. მისი პირველი მნიშვნელოვანი წარმატება Levi’s-თან კონტრაქტი იყო, რასაც Teen Vogue-ის გარეკანისთვის ფოტოსესია მოჰყვა. 2006 წელს როზი Victoria’s Secret-ის გუნდს შეუერთდა. მისმა გამორჩეულმა სილამაზემ, რომელიც ბავშვურ ნაკვთებს ქალურ ფიგურასთან აერთიანებდა, ის ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სახედ აქცია. როზიმ დაამტკიცა, რომ არასტანდარტულ ნაკვთებს შეუძლიათ ახალი, სასურველი იმიჯი შექმნან.

მარიან იონკმანი

12 девушек, которых считали некрасивыми, а они стали супермоделями: Лопоухая Бэйр, пятнистая Харлоу и др

მარიანი პოდიუმზე მოდელების ახალი, თანამედროვე თაობის სახეს წარმოადგენს, რომელიც სტერეოტიპებს ებრძვის. მისმა გარეგნობამ მოდის სამყაროში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, თუმცა, თავად მარიანისთვის ეს დისკუსიები მეორეხარისხოვანი იყო.

თავისი უნიკალურობის მიღებით, მან წარმატებული კარიერის შექმნა შეძლო. 2018 წლიდან მუდმივად მსოფლიოს 50 საუკეთესო მოდელს შორისაა. მისი მონაწილეობა Saint Laurent-ის პარიზსა და ნიუ-იორკში ჩვენებებში იმის დასტურია, რომ ინდუსტრიამ მისი ატიპიური, გამორჩეული სილამაზე სრულად მიიღო. მისი გზა ევოლუციის ბოლო ეტაპს განასახიერებს, როდესაც უნიკალურობა გამოწვევა აღარაა და  ნორმად და ღირებულებად იქცა.

დღეს მოდის სამყაროს წარმატებით იპყრობენ ადამიანები, რომლებსაც ადრე ამ სფეროში მოხვედრაზე ოცნებაც კი არ შეეძლოთ. არატრადიციული გარეგნობის მოდელები სტერეოტიპებს ამსხვრევენ და ამტკიცებენ, რომ ყველაფრის მიუხედავად, შეუძლიათ ლამაზები, სასურველები და მოთხოვნადები იყვნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

 

#OK! პირველი მოდელები – როგორ იქმნებოდა მოდის ინდუსტრია?

 

ასევე გაეცანი

#OK! შარლ ლეკლერი და ალექსანდრა სან-მლუ დაქორწინდნენ
OK! News

#OK! შარლ ლეკლერი და ალექსანდრა სან-მლუ დაქორწინდნენ

March 2, 2026
#OK! ზენდაიამ და ტომ ჰოლანდმა საიდუმლოდ იქორწინეს
OK! News

#OK! ზენდაიამ და ტომ ჰოლანდმა საიდუმლოდ იქორწინეს

March 2, 2026
#OK! საუკეთესოდ ჩაცმული ვარსკვლავები SGA Awards-ზე
Fashion

#OK! საუკეთესოდ ჩაცმული ვარსკვლავები SGA Awards-ზე

March 2, 2026
#OK! SAG Awards 2026-ის გამარჯვებულთა სია
OK! News

#OK! SAG Awards 2026-ის გამარჯვებულთა სია

March 3, 2026

ახლა კითხულობენ

OK! მასპინძელი – ლემონსი

OK! მასპინძელი – ლემონსი

May 27, 2025
#OK! პატრიკ დემპსი წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცია!

#OK! პატრიკ დემპსი წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცია!

November 9, 2023
#OK! “კონფლიქტის გამწვავებასთან ერთად ზიანდებიან უდანაშაულო ბავშვებიც” – დევიდ ბექჰემი უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს

#OK! “კონფლიქტის გამწვავებასთან ერთად ზიანდებიან უდანაშაულო ბავშვებიც” – დევიდ ბექჰემი უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს

February 28, 2022
#OK! ნუცა ბუზალაძე American Idol-ის ფინალში ბრუნდება!

#OK! „მოდი ფოტო გადავიღოთ“ – ბრენდან ჯეიმს ფრეიზერის შეთავაზება ნუკი კოშკელიშვილს!

May 17, 2023

კვირის ჰიტები

#OK! რატომ გაქრა პოდიუმიდან მოდელი, რომელმაც მინი-კაბის მოდა დაამკვიდრა

#OK! რატომ გაქრა პოდიუმიდან მოდელი, რომელმაც მინი-კაბის მოდა დაამკვიდრა

February 27, 2026
#OK! GUCCI PRIMAVERA-დემნას პირველი ჩვენება მოდის სახლისთვის

#OK! GUCCI PRIMAVERA-დემნას პირველი ჩვენება მოდის სახლისთვის

March 1, 2026
#OK! როგორ დაიწყო მუსიკალური კლიპით 90-იანების სუპერმოდელების ეპოქა

#OK! როგორ დაიწყო მუსიკალური კლიპით 90-იანების სუპერმოდელების ეპოქა

February 24, 2026
#OK! ლუვრის ახალი დირექტორი კრისტოფ ლერიბო გახდა

#OK! ლუვრის ახალი დირექტორი კრისტოფ ლერიბო გახდა

February 26, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები