• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Travel

#OK! 5 საუკეთესო მიმართულება საქართველოში ზამთრის შვებულების გასატარებლად

თებერვალი 4, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

დასვენება და განტვირთვა წლის ნებისმიერ სეზონზე აუცილებელია ნებისმიერი ადამიანისთვის. ჩვენ გარშემო კი არის კურორტები, რომელიც სწორედ ზამთარშია ყველაზე ლამაზი, ჯადოსნური და დაუვიწყარი. ისეთი, როგორიც მხოლოდ ფილმებში თუ გვინახავს და იქიდან ყველაზე ლამაზი ზამთრის მოგონებებით დავბრუნდებით.

თხილამურებით ან სნოუბორდით სრიალი, ან რომელიღაც სხვა ზამთრის სპორტის სახეობა თუ თქვენი გატაცებაა, მაშინ ზამთარში მოგზაურობა რომ საუკეთესო რამაა, ამას თქმაც აღარ უნდა. მთავარია, სასურველი კურორტი შეარჩიოთ და ჩანთა გაამზადოთ.

 

კურორტი შოვი − მდებარეობს რაჭის კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე, ზემო რაჭაში. შოვი დაფარულია წიწვიანი/შერეული ტყის საფარით. შოვი თბილისიდან დაახლოებით 4 საათისა და 30 წუთის სავალ გზაზეა.

შოვი ზამთრის პერიოდში ზღაპრულად გამოიყურება. ამ ადგილის დიდი უპირატესობა მისი სამკურნალო დანიშნულების მქონე ჰავაა და ამ მიზნით, კურორტს უამრავი დამსვენებელი ჰყავს ყველა სეზონზე.

თუ გსურთ ბუნების გასაოცარი ხედებით ისიამოვნოთ, გაატაროთ ზამთრის შვებულება მყუდრო და შედარებით მშვიდ გარემოში, რაჭა, შოვი, განსაკუთრებული ადგილია ამისთვის.

 

 

ბორჯომი − უნიკალური ადგილია, თავისი ახლო მდებარეობით თბილისიდან და ირგვლივ არსებული საკურორტო ზონებით. თუ გეგმავთ ზამთრის შვებულების აქტიურად გატარებას და რა თქმა უნდა, გსურთ მოინახულოთ საქართველოს ღირსშესანიშნავი ადგილები, ბორჯომი თქვენი დაუვიწყარი დასვენებისთვის კარგი ადგილია.

 

სტეფანწმინდა (ყაზბეგი) − გამორჩეული ტურისტული ადგილია საქართველოში, რომელსაც უამრავი დამსვენებელი სტუმრობს როგორც ზაფხულის, ასევე ზამთრის სეზონზე. სტეფანწმინდა მდებარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1880 მეტრზე. თბილისიდან დაახლოებით 2 საათისა და 30 წუთის სავალ მანძილზე.

სტეფანწმინდა პატარა, მაგრამ ულამაზესი, მთებით გარშემორტყმული დაბაა. სტეფანწმინდაში გართობისა და დასვენების უამრავი შესაძლებლობა გექნებათ. დაბაში თოვლი უჩვეულოდ ადრე, ოქტომბრის დასაწყისშიც შეიძლება მოვიდეს. თოვლით გადათეთრებული სტეფანწმინდა ულამაზესია ამ პერიოდში. თუ გიყვართ ბუნება და მთიან ადგილებში დასვენება, შეგიძლიათ დატკბეთ ულამაზესი ხედებით. სტეფანწმინდაში დასვენების დიდი უპირატესობაა სანახაობრივი ადგილების მონახულება, რომელიც თქვენს მოგონებებს შთამბეჭდავს გახდის.

 

 

ბაკურიანი − პოპულარული სამთო-სათხილამურო კურორტია, რომელსაც ზამთარში უამრავი ადგილობრივი თუ უცხოელი დამსვენებელი სტუმრობს. ბაკურიანი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, თბილისიდან დაახლოებით 2 საათის სავალ მანძილზე მდებარეობს. არ არის აუცილებელი გიყვარდეთ სრიალი, რადგან ბაკურიანი მხოლოდ სრიალის მოყვარულთათვის არ შემოიფარგლება.

 

მესტია − ადმინისტრაციული ცენტრი ზემო სვანეთში, თბილისიდან დაახლოებით 7 საათის სავალ მანძილზეა. მესტია ყველა სეზონზე განსაკუთრებულად ლამაზია. გასაოცარი ხედები, მისთვის დამახასიათებელი განსხვავებული არქიტექტურა და კულტურა მესტიის დადებითი მხარეა.

მესტია ზამთარში გასაოცარ შთაბეჭდილებებს დაგიტოვებთ თავისი ბუნების სილამაზითა და მშვენიერებით. მესტიაში შეგიძლიათ იცხოვროთ და ზამთრის შვებულება იდეალურად მოიწყოთ, რადგან აქ ცხოვრების მაღალი დონეა. მესტიაში ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად დასვენება დაუვიწყარს გახდის, რადგან გართობის უამრავი საშუალება არსებობს. ამასთანავე, ფასები არ არის მაღალი და შეგიძლიათ მესტიაში ზამთრის შვებულება უყოყმანოდ დაგეგმოთ.

საქართველო თავის უცხოელ და ადგილობრივ, მათ შორის არამოთხილამურე დამსვენებლებს, მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს ზამთრის შვებულებისთვის.

 

ასევე გაეცანი

#OK! 5 ქვეყანა, რომლებსაც ზამთარში უნდა ეწვიოთ
Travel

#OK! 5 ქვეყანა, რომლებსაც ზამთარში უნდა ეწვიოთ

თებერვალი 4, 2022
#OK! Elsesi Racha Glamping – შეაგროვეთ დაუვიწყარი მოგონებები წლის ნებისმიერ სეზონზე
Travel

#OK! Elsesi Racha Glamping – შეაგროვეთ დაუვიწყარი მოგონებები წლის ნებისმიერ სეზონზე

თებერვალი 4, 2022
#OK! პანდემია და მოგზაურობა
Travel

#OK! პანდემია და მოგზაურობა

თებერვალი 4, 2022
#OK! TRAVEL BOX – თქვენი კომფორტული მოგზაურობისთვის
Travel

#OK! TRAVEL BOX – თქვენი კომფორტული მოგზაურობისთვის

თებერვალი 4, 2022

ახლა კითხულობენ

#OK! ორსული ადრიანა ლიმა Women in Motion-ის დაჯილდოებას დაესწრო – მოდელი წითელ ხალიჩაზე “რობერტო კავალის” კაბით გამოჩნდა

#OK! ორსული ადრიანა ლიმა Women in Motion-ის დაჯილდოებას დაესწრო – მოდელი წითელ ხალიჩაზე “რობერტო კავალის” კაბით გამოჩნდა

მაისი 24, 2022
#OK! ბელა ჰადიდი სამსახიობო კარიერის დაწყებას გეგმავს – ვარსკვლავის დებიუტი სერიალ Ramy-ის მესამე სეზონში შედგება

#OK! ბელა ჰადიდი სამსახიობო კარიერის დაწყებას გეგმავს – ვარსკვლავის დებიუტი სერიალ Ramy-ის მესამე სეზონში შედგება

აპრილი 4, 2022
#OK! ემილი რატაკოვსკი თეთრეულის საკუთარი ხაზისთვის – ახალბედა დედა Inamorata-სთვის

#OK! ემილი რატაკოვსკი თეთრეულის საკუთარი ხაზისთვის – ახალბედა დედა Inamorata-სთვის

აპრილი 14, 2021
#OK! “როდესაც ჩადიხარ ქვეყანაში, სადაც ყველა ერთმანეთს უდგას გვერდში, მაშინ ხვდები თუ რა გვაკლია ჩვენ” – შონ პენი

#OK! “როდესაც ჩადიხარ ქვეყანაში, სადაც ყველა ერთმანეთს უდგას გვერდში, მაშინ ხვდები თუ რა გვაკლია ჩვენ” – შონ პენი

აპრილი 13, 2022

კვირის ჰიტები

#OK! თითოეულ პროექტზე მუშაობისას ვგრძნობ თავისუფლებას

#OK! თითოეულ პროექტზე მუშაობისას ვგრძნობ თავისუფლებას

ივლისი 6, 2022
#OK! საქართველოში იბადებოდნენ… ინტერვიუ ლაშაო გაბუნიასთან

#OK! საქართველოში იბადებოდნენ… ინტერვიუ ლაშაო გაბუნიასთან

ივნისი 30, 2022
#OK! რედაქტორის არჩევანი

#OK! რედაქტორის არჩევანი

ივლისი 4, 2022
#OK! საქართველოზე შეყვარებულნი – ინტერვიუ ვანესა გუტიერესთან

#OK! საქართველოზე შეყვარებულნი – ინტერვიუ ვანესა გუტიერესთან

ივნისი 30, 2022
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×