• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! 5 საუკეთესო წიგნი მოგზაურობაზე

August 7, 2021
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ორჰან ფამუქი „სტამბოლი. მოგონებათა ქალაქი“ –  ორჰან ფამუქის მელანქოლიური ნაწარმოები სტამბოლს არა მხოლოდ თავისი ამოუცნობი და მშვიდი იერით, არამედ ოსმანური იმპერიისდროინდელი დიდებულებით წარმოგვიდგენს. ბავშვობასა და ახალგაზრდობაზე თხრობისას, მწერალი ქალაქს გვაცნობს, როგორც ამოცანას, რომელიც უნდა გავიცნოთ და შევიყვაროთ. ნაწარმოების წაკითხვა ქალაქის რუკასთან ერთად არის რეკომენდებული.

პიტერ მეილი „წელიწადი პროვანსში“ – დღემდე, ეს ნაწარმოები საფრანგეთის საუკეთესო ტურისტულ წიგნად არის მიჩნეული. მასში მოთხრობილია ახალგაზრდა ინგლისელი  ცოლ-ქმრის ისტორია. მათ გააკეთეს ის, რაზეც ბევრი ადამიანი ოცნებობს: თავიანთი ყოფა რადიკალურად შეცვალეს, იყიდეს სახლი სამხრეთ საფრანგეთის ერთ-ერთ სოფელში და თავგადასავლებით აღსავსე ახალი ცხოვრება დაიწყეს.

პასკალ მერსიე „ღამის მატარებელი ლისაბონამდე“ – რომანის მთავარი გმირის, შვეიცარიელი პედაგოგის ცხოვრება მშვიდად და ერთფეროვნად მიედინებოდა, სანამ ერთხელ ხიდზე უცნობ პორტუგალიელ ქალს შეხვდებოდა. ამის შემდეგ ყველა მისი ფიქრი ამ ქალს და პორტუგალიას ეხება. საკუთარი თავისთვის მოულოდნელად, პედაგოგი ლისაბონში მიემგზავრება და უცხო ხალხის მიმზიდველ სამყაროში ეფლობა. პასკალ მერსიეს ეს ნაწარმოები ერთ-ერთ საუკეთესო ფილოსოფიურ რომანად არის მიჩნეული.

გრეგ მორტენსონი „3 ფინჯანი ჩაი“ – ისტორია იმაზე, თუ როგორ შეუძლია რიგით ადამიანს, რომელსაც სითამამის გარდა, არაფერი აბადია, მსოფლიო შეცვალოს. წიგნის ავტორი მუშაობდა ექთნად, ათენებდა მანქანაში, გადაიტანა საყვარელი დის სიკვდილი და მიზნად დაისახა, ყველაზე საშიში მთა დაელაშქრა. ექსპედიციაში მხოლოდ და მხოლოდ ადგილობრივი მცხოვრებლების წყალობით გადარჩა. ცივილიზაციისგან მოწყვეტილ სოფელში მოხვედრისას, მთავარი გმირი აანალიზებს, რომ ბავშვები ოცნებობენ, მაგრამ არ აქვთ შესაძლებლობა სკოლაში ისწავლონ და გადაწყვეტს სასწავლო პროცესს ორგანიზება გაუწიოს.

მარკ კურლანსკი „ჰავანა – პარადოქსების დედაქალაქი“

„ჰავანაში წინააღმდეგობები − ეს ცხოვრების სტილია. მოკლედ, თითქმის ყველა თანხმდება, რომ მეორე ასეთი ქალაქი მსოფლიოში არ არსებობს“, – წერს ამერიკელი მწერალი და ზუსტად იცის, რაზეც საუბრობს. სამეცნიერო-პოპულარული წიგნების ცნობილი ავტორი 30 წლის განმავლობაში რეგულარულად სტუმრობდა კუბას, იწერდა ცვლილებებს, ინტერესდებოდა მისი ისტორიით, ესაუბრებოდა ადგილობრივ მცხოვრებლებს. მისი დაუცხრომელი დაკვირვების, კირკიტისა და გამჭრიახობის წყალობით, წიგნის კითხვისას, ჰავანას ცხოვრების ნამდვილ რიტმს შევიგრძნობთ, რომელიც სავსეა საინტერესო დეტალებით მზიან ქალაქზე.

 

 

ასევე გაეცანი

#OK! თბილისის მახლობლად მდებარე საუკეთესო ტბები და ადგილები ერთდღიანი დასვენებისთვის
Travel

#OK! თბილისის მახლობლად მდებარე საუკეთესო ტბები და ადგილები ერთდღიანი დასვენებისთვის

July 14, 2026
#OK! თბილისის 5 საუკეთესო აუზი ზაფხულის ცხელი დღეებისთვის
Slider Area

#OK! თბილისის 5 საუკეთესო აუზი ზაფხულის ცხელი დღეებისთვის

June 26, 2026
#OK! 5 მიზეზი, რატომ უნდა ეწვიოთ ისლანდიას ზაფხულში
Travel

#OK! 5 მიზეზი, რატომ უნდა ეწვიოთ ისლანდიას ზაფხულში

June 23, 2026
#OK! რატომ უნდა მოხვდეს კვიპროსი თქვენს სამოგზაურო სიაში – კუნძული, რომელიც გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ საზაფხულო კურორტი
Travel

#OK! რატომ უნდა მოხვდეს კვიპროსი თქვენს სამოგზაურო სიაში – კუნძული, რომელიც გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ საზაფხულო კურორტი

June 16, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის კიდევ ერთი სკანდალური პროექტი

#OK! პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის კიდევ ერთი სკანდალური პროექტი

May 18, 2021
#OK! თქვენი სილამაზის გარანტი Piel Naturals

#OK! თქვენი სილამაზის გარანტი Piel Naturals

April 3, 2021
#OK! ვის დარჩება ვალენტინო გარავანის 2 მილიარდიანი ქონება?

#OK! ვის დარჩება ვალენტინო გარავანის 2 მილიარდიანი ქონება?

January 22, 2026
#OK! “მესამე ქორწილი” – კორტნი კარდაშიანის და ტრევის ბარკერის გლამურული საქორწინო ცერემონია

#OK! “მესამე ქორწილი” – კორტნი კარდაშიანის და ტრევის ბარკერის გლამურული საქორწინო ცერემონია

May 23, 2022

კვირის ჰიტები

#OK! Health&Beauty „ისი პარის“ სურნელოვანი სექტემბერი

#OK! Health&Beauty „ისი პარის“ სურნელოვანი სექტემბერი

September 12, 2026
#OK! “ქალთა სპორტის სექსუალიზაცია ჯერ კიდევ ნორმაა?“ – სიდნი სვინის რეკლამამ სპორტის სამყაროში უკმაყოფილება გამოიწვია

#OK! “ქალთა სპორტის სექსუალიზაცია ჯერ კიდევ ნორმაა?“ – სიდნი სვინის რეკლამამ სპორტის სამყაროში უკმაყოფილება გამოიწვია

September 16, 2026
#OK! Health&Beauty შემოდგომის პარფიუმი „ვულე ვუსგან“

#OK! Health&Beauty შემოდგომის პარფიუმი „ვულე ვუსგან“

September 12, 2026
„საკუთარ თავს დავპირდი, რომ არ ვიტირებდი“ – სელინ დიონი ექვსი წლის შემდეგ სცენას დაუბრუნდა

„საკუთარ თავს დავპირდი, რომ არ ვიტირებდი“ – სელინ დიონი ექვსი წლის შემდეგ სცენას დაუბრუნდა

September 14, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები