• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! 4710 − უშბის სიმაღლის განუსაზღვრელობა ხელოვნებაში

April 4, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

4710 თანამედროვე ხელოვნების გალერეაა, რომელიც ქართველ ახალგაზრდა ხელოვანთა აღმოჩენის, წარდგენისა და მათი პოპულარიზაციის იდეით, ნინი დარჩიამ და ანა გაბელაიამ დააფუძნეს. გალერეა 2019 წელს დაარსდა და დღემდე არაერთი საინტერესო გამოფენის მასპინძლის როლი ერგო შენობაში, რომელიც სოლოლაკში, ამაღლების ქუჩაზე ერთ-ერთ პირველად აშენებულ სახლს წარმოადგენს. უძველესი ხის აივნებითა და გამორჩეული ექსტერიერით, 4710-ის გალერეა მნახველს შთაბეჭდილებებით მასში შებიჯებამდეც ავსებს და გალერეაში სტუმრობისას, კიდევ უფრო მეტ ინსპირაციას ჰპირდება… OK! 4710-ის ერთ-ერთ დამფუძნებელ ნინი დარჩიასთან ინტერვიუს გთავაზობთ, რომელიც პროექტის საძირკვლის ჩაყრიდან დღემდე განხორციელებულ იდეებამდე ყველა საინტერესო თავგადასავალზე გვიამბობს.

რომელი იდეის ირგვლივ გაერთიანდით და რა მიზნით შედგა თქვენი და ანა გაბელაიას თანამშრომლობა?

ჩემი და ანას თანამშრომლობა ჩვენს პროფესიას უკავშირდება. ორივემ თბილისის სამხატვრო აკადემიაში ვისწავლეთ ხელოვნების ისტორია და წლების განმავლობაში, ამ სფეროში სხვადასხვა გამოცდილება მივიღეთ. 2 წლის წინ გადავწყვიტეთ ჩვენი ხედვები გაგვეერთიანებინა და სხვებისთვისაც გაგვეზიარებინა, გალერეის სახით.

გალერეის სახელწოდებამდეც შემთხვევით, ერთად მივედით. 4710 − ეს არის უშბის სიმაღლე. აღმოჩნდა, რომ ამ მთისადმი ორივეს განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს.

გვიამბეთ გალერეის უახლესი გამოფენის შესახებ. ამჟამად ვის მასპინძლობთ და როგორია ზოგადად, გამოფენების ისტორია, მათი სპეციფიკა, თემატიკა 4710-ის ანგარიშზე?

26 თებერვლიდან გალერეა 4710 თამარ ნადირაძის სოლოგამოფენას „სადაც მივდივარ წყალი მომყვება“ მასპინძლობს, გამოფენა 28 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. გამოფენის გახსნამდე, ხელოვანთან ჩვენ 4 თვის განმავლობაში ვმუშაობდით, რა პერიოდშიც შეიქმნა ნამუშევრები, რომლებიც გამოფენაზეა წარმოდგენილი. ჩვენი გალერეის მთავარი ამოცანაა, ხელოვანს სრული თავისუფლება, ექსპერიმენტების საშუალება მისცეს, რასაც ყოველთვის ძალიან საინტერესო შედეგებამდე მივყავართ. ასე იყო თამარ ნადირაძის შემთხვევაშიც − მიმდინარე გამოფენაზე წარმოდგენილია თამარის თიხაზე შესრულებული ნამუშევრები და ნაქარგი, რომელიც ხელოვანის პირველი და ძალიან წარმატებული ცდაა. თამარ ნადირაძე პირველია, ვინც გალერეა 4710-ის ხელოვანი გახდა და ჩვენ მასთან გრძელვადიან თანამშრომლობას ვგეგმავთ. თამარ ნადირაძის შემდეგ, აპრილის დასაწყისში, კიდევ ერთი ჩვენი ხელოვანის − თორნიკე რობაქიძის პერსონალურ გამოფენას გავხსნით. თორნიკეს აქვს ნამუშევრების სერია, რომლის მედიუმი ტექსტია და გვინდა ეს ნამუშევრები დამთვალიერებელს პოეზიის სახით გავაცნოთ.

 

 

რას ანიჭებთ განსაკუთრებულ ყურადღებას გამოფენის ავტორების შერჩევისას? არიან მათ შორის უცხოელი არტისტებიც?

ამ ეტაპზე, მით უმეტეს პანდემიიდან გამომდინარე, გალერეა მხოლოდ ქართველ ხელოვანებთან თანამშრომლობს, თუმცა როცა 4710 გავხსენით, კონცეფცია რეზიდენციასაც მოიცავდა, რომელიც უცხოელ არტისტებს უმასპინძლებდა და გაცვლით პროგრამაზეც იმუშავებდა. იმედი გვაქვს, ამ იდეის განხორციელებას მალე შევძლებთ.

რაც შეეხება ხელოვანთა არჩევას, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი აღმოჩენაც. როდესაც თვალს მოვკრავთ საინტერესო ნამუშევრებს, შემდეგ ვიწყებთ ხელოვანზე დაკვირვებას. ეს ძალიან სასიამოვნო პროცესია და ჩვენი გალერეის კონცეფციის ერთ-ერთი ხიბლია. ძალიან ბევრი ხელოვანია, ვისთანაც უკვე ვთანამშრომლობთ და მომავალშიც ვაპირებთ თანამშრომლობას. განსაკუთრებულ ყურადღებას ხელოვანის ხედვას ვაქცევთ, თუ რამდენად რეფლექსირებს დღევანდელობაზე. ვფიქრობ, თანამედროვე ხელოვნებაში, მნიშვნელოვანია ხელოვანი დღევანდელობას გარკვეული ფორმით ასახავდეს.

რას მიიჩნევთ 4710-ის საქმიანობის მთავარ პრინციპებად, რომელიც ამ წარმატებულ პროექტს გამოარჩევს?

მთავარი პრინციპი, თუ შეიძლება ამას პრინციპი დაერქვას, ხელოვნების, ჩვენი საქმის სიყვარულია. ეს არის ის, რაზეც დგას ჩვენი გალერეაც და მთელი შემოქმედებითი პროცესიც.

როგორი ემოციაა თქვენთვის, როგორც კურატორებისთვის, თითოეული არტისტის ახლოს გაცნობა? რამდენად ახლებურ ხედვას გიყალიბებთ მათ შესახებ არტისტების მასპინძლობა?

რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვეცნობით მათ სამყაროს, ძალიან ხშირად მივდივართ მათთან სტუდიაში, ვეცნობით ახალ ნამუშევრებს, კვლევისა და დაკვირვების ობიექტებს; ვსაუბრობთ და შემდეგ მოდის უკვე თანამშრომლობის, გამოფენების იდეები.

ნინი, რას მიიჩნევთ თქვენი პროფესიის, კურატორობის, ყველაზე საგულისხმო დეტალად, რომელშიც საკუთარ თავს, ხასიათს ხედავთ? ხვდებით, რომ ამ მიზეზით დაუკავშირეთ ცხოვრება საკუთარ საქმეს?

უპირველესად, ადამიანებთან ურთიერთობას, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და რაც ძალიან მიყვარს. ასევე, ახალი ადამიანების გაცნობას, აღმოჩენას და შემდეგ ამ ახალი აღმოჩენების სხვისთვის ჩვენებას. კურატორობა ჩემთვის ძალიან საყვარელი საკომუნიკაციო საშუალებაა. ყოველი გამოფენის გახსნა და შემდეგი პერიოდი ჩემთვის უზომოდ მნიშვნელოვანი და საყვარელი დღეებია.

როგორ ჩნდება ახალი ნაბიჯების გადადგმის ინსპირაცია? როგორია 4710-ის სამომავლო გეგმები?

ახალი ნაბიჯების იდეები ხან საჭიროებიდან გამომდინარე ჩნდება, ხან ფიქრის პროცესში მოდის, ზოგჯერ კი შემთხვევითობას უკავშირდება.

საჭიროებიდან გამომდინარე, ჩვენი ახალი პროექტია ARTISCOOL, რომელიც ორიენტირებულია თანხის შეგროვებაზე, შემდეგ კი ხელოვანთა დაფინანსებაზე. #ARTISCOOL კამპანიის პირველი აქტივობის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში, ახალგაზრდა ხელოვანმა, მარი ყალაბეგაშვილმა გაიმარჯვა, რომელიც ლოტკინის მონუმენტზე ძალიან საინტერესო ნამუშევარს აკეთებს.

2021 წლის კალენდარი ძალიან საინტერესო გამოგვივიდა. თამარ ნადირაძის გამოფენის შემდეგ, თორნიკე რობაქიძის გამოფენას გავაკეთებთ, აპრილის ბოლოს კი ჯგუფურ გამოფენას ვგეგმავთ, სადაც ხელოვნების მოყვარულთათვის ძალიან სასიამოვნო სიურპრიზს ვამზადებთ. 

 

 

ტექსტი: ელენე ბერიძე

ფოტო: მაკა მეგრელიძე

ასევე გაეცანი

#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში
ინტერვიუ

#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში

November 22, 2025
ფოტოგრაფია – ეს არის მეხსიერება
OK! Business

ფოტოგრაფია – ეს არის მეხსიერება

November 24, 2025
GOGLA’s ახდენილი ოცნება – ნინო თუთბერიძე
OK! Business

GOGLA’s ახდენილი ოცნება – ნინო თუთბერიძე

November 20, 2025
#OK! VERVE – რეალობად ქცეული დიდი ხნის იდეა
OK! Business

#OK! VERVE – რეალობად ქცეული დიდი ხნის იდეა

November 17, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ბალენსიაგამ გუჩი ჩაანაცვლა და Lyst Index-ზე ყველაზე პოპულარული ბრენდი გახდა

#OK! ბალენსიაგამ გუჩი ჩაანაცვლა და Lyst Index-ზე ყველაზე პოპულარული ბრენდი გახდა

October 20, 2021
#OK! საქართველო ჩემი მეორე სამშობლოა – დარპან პრაშერი

#OK! საქართველო ჩემი მეორე სამშობლოა – დარპან პრაშერი

December 27, 2024
#OK! Fendi-ის 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის READY-TO-WEAR კოლექცია

#OK! Fendi-ის 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის READY-TO-WEAR კოლექცია

September 27, 2021
#OK! E-Motors Georgia-მ Jetour-ის სრულიად ახალი T2-ის მოდელი წარადგინა

#OK! E-Motors Georgia-მ Jetour-ის სრულიად ახალი T2-ის მოდელი წარადგინა

July 15, 2024

კვირის ჰიტები

OK! ახალი თაობის SMAS-ლიფტინგი და ლიპოლიზი საქართველოში – ინოვაციური ნაბიჯი ესთეტიკურ მედიცინაში

OK! ახალი თაობის SMAS-ლიფტინგი და ლიპოლიზი საქართველოში – ინოვაციური ნაბიჯი ესთეტიკურ მედიცინაში

November 27, 2025
#OK! თუ შესაძლებელია, რომ მოსწავლემ 11 წელიწადში აითვისოს პროგრამა, რატომ უნდა ისწავლოს 12 წელი? – ირაკლი კობახიძე

#OK! თუ შესაძლებელია, რომ მოსწავლემ 11 წელიწადში აითვისოს პროგრამა, რატომ უნდა ისწავლოს 12 წელი? – ირაკლი კობახიძე

November 26, 2025
#OK! მოდის ბლოგერს, რომელიც Vogue-ის გარეკანზე გამოჩნდა, ციხე ემუქრება

#OK! მოდის ბლოგერს, რომელიც Vogue-ის გარეკანზე გამოჩნდა, ციხე ემუქრება

November 27, 2025
#OK! ევროპარლამენტის რეზოლუციით, სოციალურ მედიაზე წვდომის მინიმალური ასაკი 16 წლით განისაზღვრა

#OK! ევროპარლამენტის რეზოლუციით, სოციალურ მედიაზე წვდომის მინიმალური ასაკი 16 წლით განისაზღვრა

November 26, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები