• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Slider Area

#OK! 45+ ნინჩო ჯიბლაძე

October 7, 2024
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

უკვე წლებია, სოციალურ ქსელებში ახალი აქტივობა – 40+ გამოჩნდა. მისი ინიციატორი OK!-ს ყოფილი მთავარი რედაქტორი, კომპანია „გალფის“ ვიცე-პრეზიდენტი, ნინო (ნინჩო) ჯიბლაძეა.

მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, ნინჩო ნამდვილად იქცა მოტივატორად და ჯანსაღი ცხოვრების სტილის პროპაგანდისტად საქართველოში. დიდია გამოხმაურებები მის ბლოგებზეც. ამ თემაზე სასაუბროდ OK!-ს ნინო ხალისით დაგვთანხმდა.

 

ეთანხმებით თუ არა გამოთქმას, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია?

ასაკს, როგორც ახალგაზრდისთვის, ასევე უკვე ასაკში შესული ადამიანისთვის აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები. ძალიან ბევრს ვფიქრობ, ვწერ, ვსაუბრობ, ვკითხულობ და ინფორმაციას ვეცნობი, თუ რა ხდება ქალის ორგანიზმზში 40 წლის შემდეგ.

ის, რასაც ამხელა დროს ვუთმობ ყოველდღიურად, ზუსტად მოიცავს 40+-ს. პირადად ჩემთვის 40+ ასაკი აღმოჩნდა ცხოვრების ის პერიოდი, როდესაც ყველაზე მეტად ვიგრძენი, რამდენად ბედნიერი შეიძლება იყოს ადამიანი და რომ ბედნიერება არის უსაზღვრო.

 

 

თქვენი ბლოგებით ძირითადად ქალებს მიმართავთ, მათ გოგოებს უწოდებთ…

დიახ, ჩვენ გოგოები ვართ, ვისი ასაკიც 40 წელს გადასცდა. ამ პერიოდში დიდი მენტალური და ფიზიკური ცვლილებებია. ამ საკითხზე ბევრი ექიმი, ფსიქოლოგი მუშაობს. სიტემატურად ვეცნობი სიახლეებს და მინდება, სხვებსაც გავუზიარო ეს ინფორმაცია. როცა თავს ცოტა მძიმედ, დეპრესიულად გრძნობთ… ყველაზე კარგად მუშაობს სხვა ადამიანებზე ზრუნვა, ნებისმიერი სახით. მათზე, ვისაც უჭირს და დახმარება სჭირდება, ამით, უპირველესად, საკუთარ თავს ეხმარებით.

რა თქმა უნდა, თუ ძალა შეგწევთ, სცადეთ – ერთ-ერთი საუკეთესო თერაპიაა. თუნდაც არავინ არაფერს გთხოვდეთ – გაიხსენეთ და მოიკითხეთ, შესთავაზეთ დახმარება.

საკუთარი თავის სიყვარული, პატივისცემა და საკუთარ თავზე ზრუნვა არის ყველაზე მთავარი რამ, რასაც აუცილებლად აღმოაჩენთ, 40 წელს როცა გადასცდებით. ამიტომაც – დაიწყეთ რაც შეიძლება ადრე. 7 მთავარი პრინციპი, რაც 40 პლიუსში მეხმარება, თავი გაცილებით ახალგაზრდად ვიგრძნო:

  1. კვების რეჟიმი, რომელმაც გაამართლა კონკრეტულად ჩემზე – ინტერვალური კვებაა. დროებს თავად ვარეგულირებ და მივიღე მკაცრი გადაწყვეტილება, აღარ დავარღვიო ჩემი ოქროს ინტერვალი და რაც არ უნდა ხდებოდეს, დავიცვა 7/17-ზე საათობრივი კვება;
  1. პირველი ლუკმა თუ ყლუპი. აუცილებლად უნდა იყოს არა ტკბილი – ჩემია ლიმონი ან ვაშლის ძმარი. დილას მჟავიანობის დაბალანსება არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი რამ ჩვენი ჯანმრთელობისთვის.
  1. წყალი – 1 ლიტრამდე წყალი დილას, და კიდევ 4-5 ჭიქა დღის განმავლობაში 19.00 საათამდე.
  1. ფიზიკური აქტივობა – ნებისმიერი აქტივობა, რაც გვიხდება. ფეხით სიარული და იოგას ვარჯიშები – კვირაში სამი-ოთხი დღე, თითო საათი.
  1. სხვადასხვა პროცედურა – მე უმეტესად სახლში მიყვარს პროცედურების ჩატარება – თმის, კანის მოსავლელად. მაგრამ ასევე ხან ძალიან მიხდება და მიყვარს მასაჟის კურსი, გოგირდის აბანო და ყველაფერი, რაც თავის მოვლას ეხება, არა მანქანებით და უთოსმაგვარი დანადგარებით.
  1. ძილის დარეგულირება – ძალიან მნიშვნელოვანია 7 საათი სრულყოფილი ძილი მაინც. ზოგადად, გოგოებმა უნდა ვისწავლოთ დასვენება – დასვენება, დღის 30-წუთიანი ძილით ძალიან სასარგებლოა.
  1. საჭირო ვიტამინები თუ კვებითი დანამატები / ჩემია კოლაგენი, სპირულინა, ძილის წინ მაგნეზიუმი.

გულით მინდა მჯეროდეს, ყველაფერი საუკეთესო იწყება ზუსტად საკუთარი თავის გაძლიერებით და პატივისცემით! ასე რომ, გოგოებო – ევროპისკენ მიმავალ გზაზე ლამაზად და კოხტად უნდა გამოვიყურებოდეთ და კიდევ – გაუმარჯოს ჩვენს პატარა და დიდ წარმატებებს!

სწორი კვება, ფიზიკური დატვირთვა, ნორმალური ძილი და თავის მოვლის სახლური პროცედურები და პატარ-პატარა ჯადოსნური ხრიკები ნებისმიერი ადამიანისთვის ხელმისაწვდომია დღეს. სულ მინდა ყველა გოგოს ვუთხრა, ვურჩიო, გავაგებინო – რომ საკუთარი თავის სიყვარული არის ყველაზე მთავარი და ზუსტად ეს ზრუნვა, ფორმაში ყოფნის ყველა მცდელობა, ყველა წინ გადადგმული ნაბიჯი ფიზიკური სიძლიერისკენ, ყველა დაკლებული კილოგრამი, ყველა პატარა და დიდი მიღწევა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ალბათ ერთ-ერთი მთავარი რამ, რაც დაგვეხმარება, მომავალში ვიყოთ საკუთარ თავში დარწმუნებულები, ვიყოთ ძლიერები და ლამაზები, ვიყოთ თავისუფლები და მივაღწიოთ იმ მიზნებს, რაც გულში გვაქვს.

 

 

რას ეტყოდით ჩვენს მკითხველს?

ყველა 40+ ადამიანს მინდა მივმართო და ვუთხრა, რომ ზუსტად ამ ასაკიდან იწყება ყველაფერი კარგი. უკვე საუკეთესოდ იცი, რა გიყვარს, რა გიხდება, რა გინდა, რისთვის ხარ მზად. იშორებ ყველაფერ ზედმეტს. უფრო უკეთ აფასებ დროს. ის დრო, რასაც გამონახავ, აუცილებლად იქნება ფასეული, წუთები იქნება ძვირფასი. ყველაფერი იქნება მეტად განსაზღვრული, მაგრამ საინტერესო და სასარგებლო იმისთვის, რისთვისაც მთელი სიცოცხლე ემზადებოდი, რომ სრულყოფილი ცხოვრება გქონოდა. სრულყოფილი ცხოვრება არ არის მხოლოდ ასაკზე დამოკიდებული, ამისთვის საჭიროა რაღაცების გაკეთება.

მნიშვნელოვანია ჯანსაღი ჩვევები, რომელიც ერგება ჩევენს ორგანიზმს, მათ შორის კვება, ვარჯიში და სხვადასხვა აქტივობა, მოგზაურობა…

რაც ასაკი გემატება, ადამიანი უფრო და უფრო მეტად იყვარებ და აფასებს საკუთარ თავს. გემეტება საკუთარი თავისთვის ის, რაც ძალიან დიდი ხანი გინდოდა, მაგრამ ვერ გააკეთე. ეს არის სურვილების შესრულების ასაკი. გოგონებო, არ დაგეზაროთ, შეუსრულეთ საკუთარ თავს პატარ-პატარა სურვილები. გამოყავით დრო იმისთვის, რომ თქვენს შვილებს ჰყავდეთ ლამაზი, ჯანმრთელი და ბედნიერი დედა.

 

 

ტექსტი: ციაკო ღამბაშძე

ფოტო: ალექსეი სეროვი, OK! არქივი

ასევე გაეცანი

#OK! 2026 წლის გრემის გამარჯვებულთა სია
OK! News

#OK! 2026 წლის გრემის გამარჯვებულთა სია

February 2, 2026
#OK! დემნას ეპოქა Gucci-ში
Fashion

#OK! დემნას ეპოქა Gucci-ში

February 2, 2026
#OK! სკანდალური წასვლის შემდეგ პირველად, ჯონ გალიანო Dior-ის ჩვენებაზე გამოჩნდა
OK! News

#OK! სკანდალური წასვლის შემდეგ პირველად, ჯონ გალიანო Dior-ის ჩვენებაზე გამოჩნდა

January 29, 2026
#OK! ოჯახური სკანდალის ფონზე ვიქტორია ბექჰემს საფრანგეთში საპატიო ორდენი გადასცეს
OK! News

#OK! ოჯახური სკანდალის ფონზე ვიქტორია ბექჰემს საფრანგეთში საპატიო ორდენი გადასცეს

January 27, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! “ირინა შეიკი ყოველთვის იმას იღებს, რაც სურს” – მოდელი ამერიკული Elle-ის გარეკანზე

#OK! “ირინა შეიკი ყოველთვის იმას იღებს, რაც სურს” – მოდელი ამერიკული Elle-ის გარეკანზე

November 15, 2023
#OK! ქალაქისგან შორს და ბუნებასთან ახლოს – ნათელა გრიგალაშვილის ფოტოკადრები

#OK! ქალაქისგან შორს და ბუნებასთან ახლოს – ნათელა გრიგალაშვილის ფოტოკადრები

April 4, 2024
#OK! ნინო ჩხეიძემ Youtube-სგან ჯილდო მიიღო!

#OK! ნინო ჩხეიძემ Youtube-სგან ჯილდო მიიღო!

September 25, 2021
#OK! “ჰამბურგერის ქვედაბოლო და ჰოთდოგის კაბა” – Moschino-ს 2022 წლის რესორთ კოლექცია

#OK! “ჰამბურგერის ქვედაბოლო და ჰოთდოგის კაბა” – Moschino-ს 2022 წლის რესორთ კოლექცია

July 5, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ჩხრეკა X-ის ოფისებში – საფრანგეთის პროკურატურამ ილონ მასკი დაკითხვაზე დაიბარა

#OK! ჩხრეკა X-ის ოფისებში – საფრანგეთის პროკურატურამ ილონ მასკი დაკითხვაზე დაიბარა

February 3, 2026
#OK! ოდრი ჰეპბერნის გულსაბნევი აუქციონზე 450 000 დოლარად გაიყიდა

#OK! ოდრი ჰეპბერნის გულსაბნევი აუქციონზე 450 000 დოლარად გაიყიდა

February 3, 2026
#OK! საგრადა ფამილია – 143 წლიანი მშენებლობა დასასრულს მიუახლოვდა

#OK! საგრადა ფამილია – 143 წლიანი მშენებლობა დასასრულს მიუახლოვდა

January 30, 2026
#OK! დემნას ეპოქა Gucci-ში

#OK! დემნას ეპოქა Gucci-ში

February 2, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები