3 თებერვალს ერთ-ერთი ყველაზე მისტიკური ასტროლოგიური მოვლენა – სავსემთვარეობა გველის. ამჯერად ის ლომის ზოდიაქოს ნიშანში მოხდება, რაც ნიშნავს, რომ ნიღაბი უნდა მოვიხსნათ და საკუთარი სურვილების შესახებ უფრო თამამად განვაცხადოთ.
როგორც ცნობილია, ლომებს გამორჩეული პიროვნული ხიბლი აქვთ და კრიტიკის არ ეშინიათ. სავსემთვარეობა ამ ნიშანში თავდაჯერებას და ცვლილებების სურვილს შეგვმატებს. შესაძლოა, ზოგს ახალი ვარცხნილობისს გაკეთება, უჩვეულო სამოსის შეძენა ან სტილის რადიკალურად შეცვლა მოუნდეს – თამამად იმოქმედეთ და საკუთარი თავით დატკბით.

იმისათვის, რომ ამ ასტროლოგიური მოვლენიდან მაქსიმალურად დიდი სარგებელი მიიღოთ, შეაქეთ საკუთარი თავი, აღიარეთ საკუთარი მიღწევები და თვე საკუთარ თავზე ზრუნვით დაიწყეთ.
ვის ცხოვრებას შეცვლის 3 თებერვლის სავსემთვარეობა? ამის გასაგებად, გაეცანით ჩვენს პროგნოზს ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით:
ვერძი

სავსემთვარეობა ლომის ნიშანში თქვენს შემოქმედებით და რომანტიკულ ცხოვრებაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. დროა, საყვარელ გატაცებას დაუბრუნდეთ – ამან შეიძლებაა მოულოდნელი შემოსავალი მოგიტანოთ ან თვითშეფასება აგიმაღლოთ. ნუ დახარჯავთ დროს კამათსა და საყვედურებზე. აჯობებს, თქვენს რჩეულს გულწრფელად დაელაპარაკოთ და საკუთარი საზღვრები მკაფიოდ მონიშნოთ.
კურო

ლომი ყურადღებას თქვენს ემოციურ საფუძვლებსა და ოჯახურ ცხოვრებაზე გაამახვილებს. გათავისუფლდით ქცევის ძველი მოდელისგან, რომელიც თქვენს თვითშეფასებას თრგუნავს. გამონახეთ დრო მეგობრებისთვის, რომლებიც დიდი ხანია არ გინახავთ – შესაძლოა, ახლა ყველაზე მეტად მათთან სიახლოვე გჭირდებათ. ლომის ენერგია ახალი ნაცნობობის დაწყებაშიც დაგეხმარებათ.
ტყუპები

ეს პერიოდი მენტალური ქაოსისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ. სავსემთვარეობა ურთიერთობებში გულწრფელობას მოიტანს. გირჩევთ მხოლოდ სიმართლე თქვათ, რომ საკუთარ თავთან მართალი იყოთ. ლომის გავლენის დასასრულს ვნებითა და რომანტიკით სავსე პერიოდი გელით. მოულოდნელი შეთავაზებისთვის მზად უნდა იყოთ.
კირჩხიბი

ამ ნიშნის წარმომადგენლებს სავსემთვარეობის გავლენით ფინანსური ნაკადების გახსნა ელით. სამსახურში შესაძლებელია მნიშვნელოვანი სიახლე, რომლის შემდეგ კოლეგებისთვის მისაბაძ მაგალითად იქცევით. პირად ცხოვრებაში, საკუთარი სურვილების მიმართ მეტი ყურადღება გმართებთ. პარტნიორის გულის მოსაგებად საკუთარ სურვილებზე უარს ნუ იტყვით – მეტი სიმტკიცე გამოიჩინეთ.
ლომი

ეს სავსემთვარეობა თქვენი გარდასახვის დროა. სხვისი გავლენისგან გათავისუფლდებით და დაინახავთ, თქვენი პიროვნების რომელი ნაწილი ჩამოყალიბდა სხვების მოთხოვნით. ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარი თავი საჩუქრებით და ბუნებაში დასვენებით გაახაროთ. დათოვლილ ტყეში ან წყლის პირას სეირნობა საუკეთესო არჩევანი იქნება.
ქალწული

ამ მისტიკურ პერიოდში შესაძლოა სიზმრები, ინტუიციური შეგრძნებები და წარსული ცხოვრების გამოცდილება მნიშვნელოვანი გახდეს . ქალწულებო, საკუთარ თავს მოუსმინეთ და თქვენივე კითხვებზე პასუხს იპოვით. ყველა ვალდებულებას საკუთარ თავზე ნუ აიღებთ. მიეცით მეორე ნახევარს საშუალება, რომ რომანტიკული პაემანი დაგეგმოს, სადაც მთელი ყურადღება თქვენსკენ იქნება მოპყრობილი.
სასწორი

სავსემთვარეობის დროს თქვენი მეგობრული ურთიერთობები და სამომავლო გეგმები ყურადღების ცენტრში მოექცევა. დაფიქრდით, თქვენი გარემოცვიდან წინსვლაში ხელს ვინ გიშლით და გადაწყვეტილება თქვენს სასარგებლოდ მიიღეთ. პროფესიულ საქმიანობაში მომგებიანი პროექტების წყება გელით, რომელიც თქვენს შესაძლებლობებს სრულად გამოავლენს.
მორიელი

სავსემთვარეობა ყურადღებას თქვენს პროფესიულ საქმიანობასა და საჯარო იმიჯზე გაამახვილებს – მართლა გაფასებენ თუ უბრალოდ, სჭირდებით? ვარსკვლავები მოგიწოდებენ, რომ საკუთარ სურვილებზე ღიად ისაუბროთ, თუმცა პარტნიორთან ურთიერთობაში მეტი სიფრთხილე და წინდახედულება გმართებთ – წლის ყველაზე რომანტიკულ თვეში დაპირისპირება არაფერში გჭირდებათ.
მშვილდოსანი

თებერვალი თქვენში კონკურენციისა და მიზნების მიღწევის სურვილს გააღვიძებს. სავსემთვარეობა ლომში თქვენს თვალსაწიერს გააფართოებს. შესაძლოა, საკუთარი შესაძლებლობების საჯაროდ წარმოჩენის საშუალება მოგეცეთ. ხელიდან არ გაუშვათ შანსი, რომ თქვენი ღირსებებისა და უპირატესობების შესახებ ხმამაღლა განაცხადოთ.
თხის რქა

გირჩევთ კონტროლი ოდნავ მოადუნოთ – ეს თქვენი გამოცდაა. სავსემთვარეობა ურთიერთობებში გულწრფელობას და მოსმენის უნარს მოითხოვს. მიეცით საკუთარ თავს უფლება, რომ საზრუნავისგან სრულად დაისვენოთ. პაემნები, შვებულების დაგეგმვა და გადაწყვეტილებების მიღება ამჯერად თქვენს მეორე ნახევარს მიანდეთ.
მერწყული

წინ „გადატვირთვისა“ და ტრანსფორმაციის საოცარი პერიოდი გელით, რომელიც 3 თებერვალს დაიწყება. მოემზადეთ ახალი შესაძლებლობებისთვის, რომლებიც ყველა მხრიდან გამოჩნდება. ამან შესაძლოა ოჯახურ ურთიერთობებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს, მაგრამ პრიორიტეტების სწორად განაწილების შემთხვევაში ყველაფერი გამოგივათ.
თევზები

თქვენი შემოქმედებითი ნიჭი ლომის თავდაჯერებული ენერგიით საზრდოობს. ამ სავსემთვარეობისას შთაგონება რაიმე მნიშვნელოვანი პროექტის შესაქმნელად გეწვევათ, რაც საშუალებას მოგცემთ არა მხოლოდ სამსახურში, არამედ ცხოვრებაშიც ლიდერის პოზიციები დაიკავოთ. თავს ნუ აარიდებთ ახალ ნაცნობობას – ცოტაოდენი რომანტიკა არავის ავნებს.
ასევე დაგაინტერესებთ
#OK! სტივ ჯობსის ქალიშვილის საიდუმლო ქორწილი – წყვილი, რომელიც ცხენების სიყვარულმა გააერთიანა












