• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Travel
woman using laptop at tent on the beach at dusk

woman using laptop at tent on the beach at dusk

#OK! 2021 წლის სამოგზაურო ტრენდები

February 25, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

მსოფლიოში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად რჩება, თუ როგორი იქნება ტურიზმის განვითარების შემდგომი ეტაპები 2021 წელს. რაზე იქნება ყველაზე დიდი მოთხოვნა, რომელი მიმართულებები განვითარდება? Booking.com-ის, სხვადასხვა საერთაშორისო გამოცემისა და ორგანიზაციის გამოკითხვის შედეგად, 2021-ში აქტუალური იქნება შემდეგი ტიპის სამოგზაურო ტრენდები:

ველნეს-ტურიზმი

COVID-ის ეპოქაში შეიცვალა მოგზაურობის მოყვარულ ადამიანთა დამოკიდებულებები და ხედვები ტურიზმთან დაკავშირებით. ჯანმრთელობა და ველნესი არასოდეს ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორიც დღესაა. მოგზაურობის მთავარ პრიორიტეტად იქცა გამაჯანსაღებელი პროცედურები. ველნეს-დასვენება შესანიშნავი შესაძლებლობაა ჩვენი იმუნიტეტის ასამაღლებლად და ცხოვრების ჯანსაღი წესის შენარჩუნებისთვის.

დისტანციური მუშაობა + დასვენება, ე.წ. Bleisure Travel

მუშაობა-დასვენების მსურველთა რაოდენობა ძალიან გაზრდილია და ეს ტენდენცია შენარჩუნდება მთელი 2021-ის განმავლობაში. ის კომპანიებიც კი, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ეწინააღმდეგებოდნენ დროდადრო შინიდან მუშაობას, ახლა აღიარებენ, რომ ეს ახალი გარდაუვალი რეალობაა. აქედან გამომდინარე, არსებობს იმის ალბათობა, რომ დამქირავებლებს შესაძლოა გაუჭირდეთ კიდეც თანამშრომლების ოფისში დაბრუნება გარკვეული პერიოდის განმავლობაში. თუმცა უკვე დავრწმუნდით იმაში, რომ ეს არცთუ დიდ პრობლემას წარმოადგენს, პირიქით − თანამშრომელს შესაძლებლობა აქვს შექმნას თავისზე მორგებული კომფორტული გარემო და იმუშაოს ნებისმიერ დროს ნებისმიერი ადგილიდან.

 

A young woman kayaks through the backwaters of Monroe Island in Kollam District, Kerala, South India.

 

2021 წლის მეინსტრიმი ეკომოგზაურობა გახდება

2021 წელს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ადგილს ეკომეგობრული მოგზაურობა დაიკავებს. მოგზაურობის მოყვარულები უფრო მეტად გაიაზრებენ და გააცნობიერებენ, თუ რა გავლენას ახდენს მათი მოგზაურობა გარემოზე, თუნდაც ადგილობრივი ეკონომიკის მიმართულებით. ასევე რამდენად მნიშვნელოვანია ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება და ეკოსისტემის შენარჩუნება.

მოთხოვნა გაიზრდება იმ ადგილებში მოგზაურობაზე, სადაც უკეთესად გაუმკლავდნენ პანდემიას

გარკვეული პერიოდის შემდეგ, ჩვენ შევძლებთ ნათლად დავინახოთ, თუ რა გავლენა მოახდინა კორონავირუსმა მსოფლიოზე. ასევე გვეცოდინება, თუ რომელი ქვეყანა გაუმკლავდა პანდემიას უკეთესად. აქედან გამომდინარე, მოთხოვნაც უფრო გაიზრდება ამ ქვეყნებში მოგზაურობაზე. უსაფრთხოება ხომ ერთ-ერთ უმთავრეს როლს ასრულებს მოგზაურობის დასაგეგმად.

 

 

ადგილობრივი ტურიზმი

ადგილობრივი ტურიზმის როლი კვლავ აქტუალური იქნება. საზოგადოების დიდი ნაწილი საკუთარ ქვეყანაში მოიწყობს არდადეგებს და ეს შესანიშნავია. ამით ხელს შევუწყობთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას.

დასვენება უსაფრთხოებისა და სანიტარიის უმაღლესი სტანდარტით

COVID-19-მა უსაფრთხოების ზომების დაცვა კიდევ უფრო მნიშვნელოვან საფეხურზე აიყვანა. საზოგადოება უპირატესობას მიანიჭებს იმ ავიაკომპანიებს, აეროპორტებს და სასტუმროებს, რომლებიც მაქსიმალურად იცავენ ჯანმრთელობის და უსაფრთხოების ახალ საერთაშორისო სტანდარტს.

ვირტუალური მოგზაურობა

თუკი ნამდვილი მოგზაური ხართ, კარანტინი თქვენთვის ორმაგად რთულად გადასატანი აღმოჩნდებოდა, თუმცა ყველაფრიდან არსებობს გამოსავალი. ვირტუალური მოგზაურობა ტურიზმის კიდევ ერთი მთავარი ტენდენციაა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლებს შეუძლიათ დაათვალიერონ ყველაფერი შინიდან გაუსვლელად. ამისათვის კი შეიქმნა ონლაინტურები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს განვაგრძოთ ჩვენი თვალსაწიერის გაფართოება და დავათვალიეროთ ჩვენთვის საინტერესო ადგილები.

 

ასევე გაეცანი

#OK! Hot Travel Group – შენი შემდეგი თავგადასავალი აქ გელოდება
Travel

#OK! Hot Travel Group – შენი შემდეგი თავგადასავალი აქ გელოდება

October 8, 2024
#OK! Piazza Epigraph Hotel – საუკეთესო არჩევანი კომფორტული და სასიამოვნო დასვენებისთვის
Travel

#OK! Piazza Epigraph Hotel – საუკეთესო არჩევანი კომფორტული და სასიამოვნო დასვენებისთვის

September 16, 2024
#OK! ინოვაციური მობილური აპლიკაცია PLAN USA, რომელიც ტურისტებს მოგზაურობის დაგეგმვას გაუადვილებს
OK! News

#OK! ინოვაციური მობილური აპლიკაცია PLAN USA, რომელიც ტურისტებს მოგზაურობის დაგეგმვას გაუადვილებს

August 12, 2024
#OK! „პარკ რეზორთ წყალტუბო“ ბალნეოლოგიური კურორტი წყალტუბოს ცენტრალურ ნაწილში, ტყე-პარკის ტერიტორიაზე.
Gastro

#OK! „პარკ რეზორთ წყალტუბო“ ბალნეოლოგიური კურორტი წყალტუბოს ცენტრალურ ნაწილში, ტყე-პარკის ტერიტორიაზე.

June 9, 2024

ახლა კითხულობენ

#OK! ვიქტორია ბექჰემი საკუთარი ბრენდის 1350 ფუნტის ღირებულების კაბით!

#OK! ვიქტორია ბექჰემი საკუთარი ბრენდის 1350 ფუნტის ღირებულების კაბით!

July 13, 2021
#OK! 2023 წლის ასტროლოგიური პროგნოზი – ინტერვიუ მიხეილ ცაგარელთან

#OK! 2023 წლის ასტროლოგიური პროგნოზი – ინტერვიუ მიხეილ ცაგარელთან

December 20, 2022
#OK! ადელი 33 წლის გახდა: ვარსკვლავის სილამაზის ევოცულია ბავშვობიდან დღემდე

#OK! ადელი 33 წლის გახდა: ვარსკვლავის სილამაზის ევოცულია ბავშვობიდან დღემდე

May 5, 2021
#OK! ნანა – ვარსკვლავი ბათუმიდან

#OK! ნანა – ვარსკვლავი ბათუმიდან

November 28, 2023

კვირის ჰიტები

Auto Draft

#OK! რუსუდან ლამპარაძე – მუდმივი სწრაფვა პიროვნული და პროფესიული განვითარებისკენ

May 22, 2025
#OK! ქუთაისის ახალი ნომერი

#OK! ქუთაისის ახალი ნომერი

May 24, 2025
#OK! ბიზნესი და საზოგადოება – ერთად მეტი შეგვიძლია!

#OK! ბიზნესი და საზოგადოება – ერთად მეტი შეგვიძლია!

May 20, 2025
Auto Draft

#OK! ხელოვნებად ქცეული ყოველდღიურობა

May 24, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები