• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! News

#OK! 10 შემთხვევა, როდესაც ქეით მიდლტონმა პრინცესა დაიანას სტილი გაიმეორა

January 9, 2026
საკითხავი დრო: 3 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

დღეს ქეით მიდლტონის დაბადების დღეა. უელსის პრინცესა, პრინცი უილიამის მეუღლე და ბრიტანეთის მომავალი დედოფალი 1982 წლის 9 იანვარს, რიდინგში დაიბადა. სულ ახლახან, Vogue -მა ქეით მიდლტონი 2025 წლის ყველაზე მოდურ ცნობილ ადამიანად აღიარა. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ პრინცესა, რომელსაც სამშობლოში ინგლისური მოდის ეტალონად მიიჩნევენ, ხელიდან არ უშვებს შანსს, გარდაცვლილი დედამთილის, პრინცესა დიანას სტილი მოირგოს, რომელიც უზადო გემოვნებით გამოირჩეოდა. ერთად გავიხსენოთ ლუქები, რომლებითაც პრინცესა ქეითმა პრინცესა დიანას სტილი გააცოცხლა.

 

10 образов Кейт Миддлтон, скопированных у принцессы Дианы: найдите отличия, изображение №2

ორივე მათგანი ბრიტანელების განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობს და ორივე სტილის ხატად მიიჩნევა, ამიტომ ყველამ შენიშნა, რომ ელეგანტური თეთრი ლუქი თავსაბურავით, რომელიც ქეითმა 2012 წელს მალაიზიაში მოირგო, ძალიან წააგავს პრინცესა დაიანას სამოსს, რომელიც 1996 წელს, პაკისტანში ვიზიტის დროს ეცვა. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ქეითის შემთხვევაში სახელოები უფრო გამჭვირვალეა, ღილები კი უფრო დახვეწილი.

10 образов Кейт Миддлтон, скопированных у принцессы Дианы: найдите отличия, изображение №3

1986 წელს, იაპონიაში ვიზიტისას, კიოტოში გამართულ საზეიმო საღამოზე დაიანას Zandra Rhodes-ის კაბა ეცვა. მსგავსი, Jenny Packham-ის ბრჭყვიალა კაბა ქეითმა 2011 წელს, ARK-ის გალა-საღამოსთვის შეარჩია. ეს უბრალო დამთხვევაა, თუ დაიანას სტილმა არა მხოლოდ ქეითი, არამედ მოდის დიზაინერებიც შთააგონა?

 

10 образов Кейт Миддлтон, скопированных у принцессы Дианы: найдите отличия, изображение №4

2022 წელს, უიმბლდონის ტურნირის მეცხრე დღეს, კემბრიჯის ჰერცოგინია Alessandra Rich-ის მკაცრი სტილის კაბით გამოჩნდა. ეს მოდელი აშკარად Catherine Walker-ის ცისფერ, თეთრკოპლებიან კაბაზე მიგვანიშნებს, რომლითაც პრინცესა დაიანა 80-იან წლებში საზოგადოების წინაშე არაერთხელ წარდგა.

10 образов Кейт Миддлтон, скопированных у принцессы Дианы: найдите отличия, изображение №5

დაიანაც და ქეითიც ყოველწლიურად მონაწილეობდნენ დაღუპული ბრიტანელი სამხედროების ხსოვნის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიაში. ამ დღეს ხალხში „ყაყაჩოს დღეს“ უწოდებენ. წითელი ყვავილი, როგორც ხსოვნის სიმბოლო, სხვადასხვა თაობის ადამიანების სამოსზე ყოველთვის საპატიო ადგილს იკავებდა. სამგლოვიარო მუქი ფერების მიუხედავად, მონარქთა სამოსი მაინც მრავალფეროვანია, თუმცა 1991 და 2016 წლის ფოტოებს შორის პარალელის გავლება რთული არ არის.

 

10 образов Кейт Миддлтон, скопированных у принцессы Дианы: найдите отличия, изображение №6

2023 წლის თებერვალში, რაგბის მატჩზე დასასწრებად ქეითმა ისევ დიანას სტილით იხელმძღვანელა. ქეითის პალტო თეთრ-წითელი პალტო, რომელიც Catherine Walker-მა ინდივიდუალური შეკვეთით შექმნა,  Moschino-ს ორეულის სილუეტსა და ფერებს იმეორებს, რომელიც მის დედამთილს 1991 წლის ოქტომბერში ეცვა.

10 образов Кейт Миддлтон, скопированных у принцессы Дианы: найдите отличия, изображение №7

სტილის უწყვეტობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება, თუ ფოტოების გადაღების დროსა და ადგილს დავაკვირდებით: 1992 წლის ფოტოზე დაიანა იმ სკოლის კიბეებზე ჩამოდის, სადაც პრინცი ჰარი მიიყვანა, 2019 წლის 5 სექტემბერს კი მსგავს, ყვავილებიან კაბაში გამოწყობილმა ქეითმა სკოლაში პირველად წაიყვანა თავისი ქალიშვილი – პატარა პრინცესა შარლოტა.

 

10 образов Кейт Миддлтон, скопированных у принцессы Дианы: найдите отличия, изображение №8

Royal Ascot-ის დოღზე, რომელიც სამეფო ოჯახის ორგანიზებით ტარდება, ქეითმა დედამთილს პატივი კოპლებიანი კაბით მიაგო. დაიანას 1988 წლის ფოტო სწორედ ამ ღონისძიებაზეა გადაღებული. კაბის 2022 წლის ვერსიას საყელო დაემატა, თუმცა მაინც ადვილად საცნობი დარჩა.

10 образов Кейт Миддлтон, скопированных у принцессы Дианы: найдите отличия, изображение №9

კიდევ ერთი მშვენიერი მაგალითია ქეითის წითელი, ბრჭყვიალა კაბა, რომელიც მან 2022 წლის შობის აღსანიშნავად ჩაიცვა – ის ლედი დის 1984 წლის სამოსის მსგავსია.

10 образов Кейт Миддлтон, скопированных у принцессы Дианы: найдите отличия, изображение №10

2021 წლის მაისში, შოტლანდიაში ვიზიტისას, ქეითმა დედამთილის ლუქი თითქმის ზუსტად გაიმეორა – მას მკვეთრი ლურჯი პიჯაკი და იმავე ფერის პლისე-ქვედაბოლო (Zara და Hope) ეცვა. ერთადერთი  განსხვავება ისაა, რომ 1992 წლის პიჯაკი შედარებით გრძელი იყო.

10 образов Кейт Миддлтон, скопированных у принцессы Дианы: найдите отличия, изображение №11

და ბოლოს, 2011 წლის ღონისძიებაზე ქეითის შავი ხავერდის მდიდრული კაბა 1981 წელს, ლედი დაიანას ლონდონის Goldsmiths’ Hall-ში გამოჩენას მოგვაგონებს. კაბებს არა მხოლოდ უბრეტელო დიზაინი, არამედ დეკოლტეს ნატიფი გაფორმებაც აერთიანებს. სხვათა შორის, ეს  19 წლის დაიანას პირველი საჯარო გამოჩენა იყო უილიამის საცოლის სტატუსით. მან თავად მოინდომა ამ კაბის ჩაცმა და პირველ სკანდალშიც გაეხვა  – სამგლოვიარო ფერით სამეფო პროტოკოლი დაარღვია, მანქანიდან გადმოსვლისას კი ფოტოგრაფების წინაშე უნებლიედ, ზედმეტად ღია დეკოლტე გამოაჩინა.

ასევე დაგაინტერესებთ

 

#OK! ლეგენდარული პრინცესა დიანას საკულტო ფოტოები – ივლისში ის 64 წლის გახდებოდა

 

გაიგე მეტი: ლედი დაიანაქეით მიდლტონი

ასევე გაეცანი

#OK! Netflix-ის უარის შემდეგ Warner Bros Discovery-ი  Paramount-მა შეიძინა.
OK! News

#OK! Netflix-ის უარის შემდეგ Warner Bros Discovery-ი Paramount-მა შეიძინა.

March 1, 2026
#OK! კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
OK! News

#OK! კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

February 28, 2026
#OK! რიზ უიზერსპუნის ქალიშვილი წითელ ხალიჩას იპყრობს
OK! News

#OK! რიზ უიზერსპუნის ქალიშვილი წითელ ხალიჩას იპყრობს

February 27, 2026
#OK! ჯიმ კერი შეყვარებულია – ვინ არის 64 წლის მსახიობის რჩეული?
OK! News

#OK! ჯიმ კერი შეყვარებულია – ვინ არის 64 წლის მსახიობის რჩეული?

February 27, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! სახლში – ონისე ონიანი (ვიდეო)

#OK! სახლში – ონისე ონიანი (ვიდეო)

April 2, 2025
#OK! ჯიჯი ჰადიდი 2021 წლის Met Gala-ს წითელ ხალიჩაზე Dior-ის კაბით გამოჩნდა!

#OK! ჯიჯი ჰადიდი 2021 წლის Met Gala-ს წითელ ხალიჩაზე Dior-ის კაბით გამოჩნდა!

September 14, 2021
#OK! მუსიკა, როგორც ცხოვრების გზა …

#OK! მუსიკა, როგორც ცხოვრების გზა …

February 8, 2024
#OK! ქენდის სვეინფული Madame Figaro-ს 2021 წლის აპრილის ნომრის გარეკანზე

#OK! ქენდის სვეინფული Madame Figaro-ს 2021 წლის აპრილის ნომრის გარეკანზე

April 7, 2021

კვირის ჰიტები

#OK „სისხლიანი მთვარე“ 3 მარტს – მთვარის სრული დაბნელება ახლოვდება

#OK „სისხლიანი მთვარე“ 3 მარტს – მთვარის სრული დაბნელება ახლოვდება

February 24, 2026
#OK! Netflix-მა ერიკ დეინის ბოლო სიტყვები გაასაჯაროვა

#OK! Netflix-მა ერიკ დეინის ბოლო სიტყვები გაასაჯაროვა

February 22, 2026
#OK! BAFTA 2026 -ის კინოდაჯილდოების გამარჯვებულთა სია

#OK! BAFTA 2026 -ის კინოდაჯილდოების გამარჯვებულთა სია

February 24, 2026
#OK! მარტის თვის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

#OK! მარტის თვის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

February 25, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები