• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Fashion

#OK! ცნობილი ტელეწამყვანები და მათი უნიკალური სტილი

October 1, 2021
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

ლოგიკურია, რომ ამ თემას ვეხები, რადგან თავადაც ტელეწამყვანი ვარ. ხშირად მიფიქრია იმაზე, თუ რატომაა ზოგი სახე უკვდავი და შეუცვლელი, ზოგი კი უბრალოდ არის. არსებობენ ტელეწამყვანები, რომლებსაც, ერთი შეხედვით, ყველა მონაცემი აქვთ, მაგრამ არავის ამახსოვრდება. ხვალ რომ ჩაანაცვლო მსგავსი სახით, ზეგ არც არავის გაახსენდება. ვფიქრობ, ტელეწამყვანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ორი პუნქტია − იყოს სანდო-გულწრფელი და იყოს დასამახსოვრებელი. თუ აკმაყოფილებ ამ ორ პუნქტს, მაშინ მაყურებლის სიყვარული ან სიძულვილი გარანტირებულია.

როდესაც გამორჩეულ ტელესახეებზე ვსაუბრობთ, პირველი, ვინც მახსენდება, გენიალური ბარბარა ვოლტესი და ლარი კინგი არიან − ამერიკული სატელევიზიო ეთერის ორი ტიტანი. გამორჩეული წამყვანის სტილისა და ლაპარაკის მანერით, მათ უნიკალური ეკრანული იმიჯი შექმნეს. გრძელვადიანი კარიერის განმავლობაში, ამ ორ ტელესახეს არასოდეს უღალატია საკუთარი იმიჯისათვის. მაყურებელმაც ზუსტად იცოდა, რას ელოდა მათგან.

კიდევ ერთი გამორჩეული სტილის მქონე ტელეწამყვანი ოპრა უინფრია. ბარბარასგან განსხვავებით, იგი იდეალურად „დავარცხნილი“ არასოდეს ყოფილა. ბარბარას სრულყოფილი ქალის იმიჯი ჰქონდა − მოწესრიგებული თმა, ჰარმონიულად შეხამებული სამოსი. იგი ხელმიუწვდომელი ტელესახე გახლდათ. ხოლო ოპრა „რეალური“ ქალია, რომელიც იცვამს ჯინსებს და სპორტულ ფეხსაცმელს. ის შენი მეგობარია. აქედან გამომდინარე, ტელეწამყვანისთვის მხოლოდ ინტელექტი და ნიჭი საკმარისი არ არის, მისთვის სწორად შერჩეული იმიჯი უმნიშვნელოვანესია. ეს კი არც ისე მარტივია. ტელეწამყვანისთვის მიზნობრივ აუდიტორიაზე მორგებული იმიჯის მუდამ შენარჩუნება საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვს.

 

რაც შეეხება ღამის იუმორისტულ შოუს, აქ საქმე გაცილებით მარტივადაა. თუ დააკვირდებით, მსგავსი ტელეშოუების წამყვანებს მხოლოდ ერთი დრეს-კოდი აქვთ. დევიდ ლეტერმანი, ტრევერ ნოა, ჯიმი კიმელი, ჯიმი ფელონი, კრეიგ ფერგიუსონი, სტეფან კოლბერტი, ჯონ სტიუარტი − მათ ზუსტად ერთი და იგივე სამოსი აცვიათ. ამ სატელევიზიო მიმდინარეობაში ტელესახეები უკვე დამკვიდრებულ იმიჯს ერგებიან, მხოლოდ მათი იუმორი ერთმანეთისგან განსხვავებულია.

საკუთარი უნიკალური იმიჯი, შესაბამისი სტილი და აუდიტორიაზე ბოლომდე მორგება − თუ ტელეწამყვანი ამ კომპონენტებს აკმაყოფილებს, ის მუდმივად იქნება რელევანტური.

ასევე გაეცანი

#OK! Unique Fashion Show New York 2026 – ქართული იდენტობა საერთაშორისო სცენაზე
Fashion

#OK! Unique Fashion Show New York 2026 – ქართული იდენტობა საერთაშორისო სცენაზე

February 20, 2026
#OK! კიმ კარდაშიანის $5 მილიარდიანი ბიზნეს იმპერია
Fashion

#OK! კიმ კარდაშიანის $5 მილიარდიანი ბიზნეს იმპერია

February 13, 2026
#OK! ქართველი მოდელი მაკო მაჭავარიანი ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალზე
Fashion

#OK! ქართველი მოდელი მაკო მაჭავარიანი ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალზე

February 7, 2026
#OK! მილა იოვოვიჩის 18 წლის ქალიშვილი Dior-ის ახალი სახე გახდა
Fashion

#OK! მილა იოვოვიჩის 18 წლის ქალიშვილი Dior-ის ახალი სახე გახდა

February 5, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! თამბაქოს ინდუსტრიის გიგანტი  10 წელიწადში დიდ ბრიტანეთში ტრადიციული სიგარეტის გაქრობას პროგნოზირებს

#OK! თამბაქოს ინდუსტრიის გიგანტი 10 წელიწადში დიდ ბრიტანეთში ტრადიციული სიგარეტის გაქრობას პროგნოზირებს

July 27, 2021
#OK! შეუძლებელი არაფერია

#OK! შეუძლებელი არაფერია

August 25, 2024
#OK! ვარსკვლავები, რომლებიც წითელ ხალიჩაზე გამჭვირვალე სამოსით გამოჩდნენ!

#OK! ვარსკვლავები, რომლებიც წითელ ხალიჩაზე გამჭვირვალე სამოსით გამოჩდნენ!

September 14, 2021
#OK! წარმატება, როგორც უწყვეტი პროცესი და გამოწვევებთან ადაპტაცია

#OK! წარმატება, როგორც უწყვეტი პროცესი და გამოწვევებთან ადაპტაცია

March 13, 2025

კვირის ჰიტები

#OK! ციური ვალსი – ზამთრის ბოლო დღეს ექვსი პლანეტა აღლუმზე შეიკრიბება

#OK! ციური ვალსი – ზამთრის ბოლო დღეს ექვსი პლანეტა აღლუმზე შეიკრიბება

February 22, 2026
#OK! ibis Styles საქართველოში გაფართოებას განაგრძობს და თბილისში ახალ სასტუმროს ხსნის

#OK! ibis Styles საქართველოში გაფართოებას განაგრძობს და თბილისში ახალ სასტუმროს ხსნის

February 23, 2026
#OK! ცნობილი მშობლების სელებრითი შვილები

#OK! ცნობილი მშობლების სელებრითი შვილები

February 18, 2026
#OK! ცნობილი ადამიანების 10 ყველაზე ძვირადღირებული ნიშნობის ბეჭედი

#OK! ცნობილი ადამიანების 10 ყველაზე ძვირადღირებული ნიშნობის ბეჭედი

February 21, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები