• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Slider Area

#OK! საზაფხულო საკითხავი

June 25, 2025
საკითხავი დრო: 3 mins read
დავით გაბუნიას საკითხავი 

 

წიგნებს არათუ სეზონი, არამედ გემოც, ფერი ან ფერებიც, ხასიათი, სუნი და კიდევ რა აღარა აქვთ. ყოფილა შემთხვევები, როცა არასწორ დროს ჩამოგვიღია თაროდან ზოგიერთი წიგნი და არ მოგვწონებია. ჰემინგუეის „მშვიდობით, იარაღო“ მახსენდება – სულ ზაფხულში ვცდილობდი წაკითხვას და ვერ წაიღო. მერე ერთხელ ბაკურიანში წავედი, სადაც ჩასვლიდან მეორე დღეს ფილტვების ანთება დამემართა და ბუხართან ვიჯექი რამდენიმე დღე, სახლიდან გაუსვლელად. აი, მაშინ წაიღო, თუ წაიღო ჰემინგუეიმ. ჰოდა, ეს წიგნი ჩემთვის ზამთრისაა. ჰემინგუეი მთლიანად ზამთრის მწერალია.

 

 

საზაფხულო წიგნებს რაც შეეხება – ძირითადად ისეთებია, რომლებიც სწრაფად, ხარბად და ძალდაუტანებლად იკითხება. მე სულ ასე წერას ვცდილობ. იმედია, გამომდის. ძალიან მინდა, რომ „თეთრ მაგნოლიაზე“ ასე თქვან. მოკლედ, მე ზაფხულის კაცი ვარ. შეიძლება შემდეგ წიგნში სხვაგან გადავუხვიო – გვიანი შემოდგომისკენ, მაგალითად.

 

„თეთრი მაგნოლია“ განსაკუთრებულია. თამარ ერაძის სახელით იმიტომ ვაქვეყნებ, რომ სერიალ „ხელოვნური სუნთქვის“ მწერალი პერსონაჟია, რომელიც ჩემ მიერ შექმნილ პერსონაჟებს შორის ყველაზე მეტად მიყვარს. ისიც მწერალია. სახელი და გვარი მისგან ვისესხე. ფსევდონიმის საჭიროებას ავხსნი: ამ წიგნის წერისას მარტო არ ვყოფილვარ, ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ერთი ახალგაზრდა ქალი, რომლის სახელსაც ვერ ვამხელ, მისივე თხოვნით, რომელიც მამხნევებდა, გვერდით მედგა, ყოველ დაწერილ გვერდს ყურადღებით კითხულობდა, შენიშვნებით მიბრუნებდა უკან და სულ სასარგებლო რჩევებს მაძლევდა. რამდენიმე პასაჟი, ფაქტობრივად, მისი დაწერილია წიგნში. ჰოდა, თამარ ერაძე მე და ის ვართ ერთად. ასეთი სასიამოვნო წერის პროცესი ცხოვრებაში პირველად მქონდა და ახლა უკვე ტრილოგიის მეორე წიგნის წერას შევუდექით ერთად. თან ორივენი ხელით ვწერთ. აუცილებლად. მე ფანქრით, ის უფრო კალმით.

 

 

მარიამ გურგენიშვილის „მარგალიტები“ ერთ-ერთმა პირველმა წავიკითხე ამ კონკურსის წყალობით. თუ არ იცით, აუცილებლად გირჩევდით. საბავშვო კონკურსის ჟიურის წევრიც ვიყავი და იქ თუთა ჯგუშიას ლექსები აღმოვაჩინე. ამასაც ძალიან გირჩევთ, ვისაც სკოლამდელი ასაკის ბავშვები გყავთ. კიდევ ორიოდე წიგნის რედაქტორობაც დამევალა, მათ შორის არის სომეხი მწერლის, არმენ ოჰანიანის ძალიან მაგარი მოთხრობების კრებული „ანტიმიმინო“, არ ინანებთ, ამასაც თუ წაიკითხავთ.

 

გიორგი კეკელიძის საკითხავი

 

ცხადია, კითხვა ყველა დროის თანამდევი უნდა იყოს, მაგრამ განცდის აზრით, ჩემთვის წიგნთან კავშირი მაინც ზაფხულის საქმეა. შეიძლება ეს განცდა ბავშვობისას, არდადეგებმა შვა, როცა ტექსტთან მეგობრობა სავალდებულო კი არა, სასიამოვნო უფრო იყო და ამ ინერციით მოგვყვება.

მგონი, სწორედ ესაა მიზეზი – მეტი მოცალეობა. გმირებთან გარე ფიქრის გარეშე რჩები, გარემო არ გაიძულებს, ფურცლებზე მოგზაურობისას ფიქრი გახლეჩილი გქონდეს და მთლიანად ნაწარმოების ნაწილი ხდები.

ბევრ ჟანრში ვმონაწილეობ და ყველგან სხვადასხვაა. პროზაში სხვა ადამიანი მაინტერესებს და მიბიძგებს, პოეზიაში – საკუთარი თავი, ზღაპრების წერისას – ორივე.

 

სანამ ადამიანს ექნება ფლობის ვნება, დანაღმული ნივთის განცდის მეხსიერებით – რაც გკარნახობს ტექსტის გარდა – იმ დროს, გარემოს, ადამიანებს, მოვლენებს, როცა კონკრეტულ წიგნს კითხულობდი და მისი დანახვისას ამ ყველაფერს გახსენებს – ბეჭდური წიგნი ცოცხალი იქნება.

წიგნი კაცობრიობის მეხსიერების ჯამია, აქამდე დაგროვილ გამოცდილებათა საკუთრად ქცევის ამბავი. წიგნია ის „რაზეც ვდუმვართ“, ანუ ჩვენ ვართ წიგნი – ფოლკნერისა არ იყოს. და წიგნი, გარდა ტექსტისა, არის ნივთი, რომელიც მეხსიერების მნიშვნელოვანი ნაწილია – ვინ გაჩუქა, რატომ გაჩუქა, როდის კითხულობდი, სად ინახავ, ვინ გახსენდება… და წიგნი არის მასზე გაკეთებული წარწერაც და ეს წარწერა შეიძლება ცალკე წიგნი იყოს.

მოდი, მარო მაყაშვილის დღიურებს გირჩევდით. ახლახან გამოსცა „პალიტრა L“-მა. თუ რატომ – დიდი ახსნა არ სჭირდება.

 

 

გაიხსენე წიგნი, რომელმაც შენს პირად ხედვებსა და ღირებულებებზე მნიშვნელოვნად იმოქმედა?

ამ კითხვაზე პირველი ყოველთვის ჰენრი დევიდ თოროს „უოლდენი ანუ ტყეში ცხოვრება“ მახსენდება. ვფიქრობ, ამ ტექსტმა ორ რამეზე იქონია ჩემ შემთხვევაში გადამწყვეტი გავლენა: 1. ანტიმარქსისტი ვარ; 2. არასოდეს ვექცევი ნივთების, სოციალური მდგომარეობის და საბანკო ანგარიშის ტყვეობაში, რადგან დამარწმუნა, რომ თავისუფლება თუ გინდა, პირველ რიგში, მინიმუმამდე უნდა დაიყვანო შენი დამოკიდებულება ასეთ რამეებზე. მაგრამ თუ ლიტერატურულ ტექსტებზე მიდგება საქმე, ერთს ვერ ვიტყვი, უფრო ჩამონათვალი გამომივა, მათი ნაწილი კი ასე გამოიყურება: „განძის კუნძული“, „პეპი გრძელიწინდა“, „პატარა პრინცი“, „სიბრძნე სიცრუისა“, „ვეფხისტყაოსანი“, „ნაცარქექია“, „ბეჭდების მბრძანებელი“, „ტომ სოიერის თავგადასავალი“, „ჰაკლბერი ფინის თავგადასავალი“, მოთხრობები შერლოკ ჰოლმსზე.

 

 

როგორ ფიქრობთ, რომელი ტექსტი უნდა წაიკითხოს ყველა ახალგაზრდამ საქართველოში და რატომ?

ლიტერატურასთან დაკავშირებით სიტყვებს „ყველამ“ და „უნდა“ არ ვიყენებ, თუმცა სურვილით ვისურვებდი, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა იკითხოს „ვეფხისტყაოსანი“, არა როგორც ცოდნის წყარო და სასკოლო სავალდებულო საკითხავი, არამედ როგორც წიგნი, რომელიც შეგიძლია სიამოვნებით იკითხო მთელი ცხოვრების განმავლობაში და არასოდეს გექნება წაკითხული იმ გაგებით, რა გაგებითაც ვამბობთ ხოლმე წიგნზე, რომ წაკითხული გვაქვს, გავიგეთ და აღარ მივუბრუნდებით. ეს მნიშვნელოვანი მგონია ბევრი გაგებით, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ ვფიქრობ, თუ რამე უპირატესობა აქვს ამ ქვეყანაში დაბადებას, ეს არის შესაძლებლობა, იკითხო ეს გენიალური ქმნილება ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე. ამ პლანეტაზე დაბადებული ადამიანების უმრავლესობა ხომ ისე მოკვდება, შანსიც კი არ ექნება, ადამიანურ ენაზე დაწერილი ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი ტექსტი წაიკითხოს. მხოლოდ ამიტომ ვფიქრობ ხოლმე, რომ ნებისმიერი ქართველის სავალალო შეცდომაა მისი წაუკითხაობა. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის საჩუქარი, რომელსაც ამ ქვეყანაში დაბადებული, ამ ენაზე მოლაპარაკე ყველა ადამიანი ვიღებთ და მისი გამოტოვება წარმოუდგენელი შეცდომა მგონია. როგორც ვთქვი, ლიტერატურასთან მიმართებით სიტყვებს „ყველა“ და „უნდა“ არ ვიყენებ ხოლმე, მაგრამ თუ „ვეფხისტყაოსანს“ არ კითხულობ, ჩემთვის გაუგებარია საერთოდ, ამ ქვეყანაში რა გინდა, აქ რატომ ცხოვრობ? ამ ქვეყანაში დაბადებას რა აზრი ჰქონდა მაშინ? ჩემი აზრით, „ვეფხისტყაოსანი“ არის ამ ქვეყნის არსებობის მიზეზიც და გამართლებაც, რადგან დანარჩენი რაც არ უნდა აიღო, ყველაფერს იპოვი სადმე სხვაგანაც, არა მხოლოდ ტოლ-სწორად, არამედ უკეთესსაც, ერთადერთი სიმაღლე, რაც, უბრალოდ, განუმეორებელია, „ვეფხისტყაოსანია“ და ამის გამოტოვებისთვის ნებისმიერი ადამიანი ცოდოა.

 

დავით ქართველიშვილის საკითხავი

 

მნიშვნელოვანია შთაბეჭდილებების გაზიარება. გარკვეულ კულტურებში არსებობს „წიგნის კლუბის“ ტრადიცია. ასეთი კლუბის მოწყობა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, თუნდაც საკუთარ სახლში ან ონლაინ. სამუშაო პრინციპიც უმარტივესია, კლუბის წევრები ირჩევენ ერთ წიგნს, კითხულობენ და შემდეგ იკრიბებიან და უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს. ზაფხული „წიგნის კლუბის“ შესაქმნელად საუკეთესო პერიოდია, თან მნიშვნელოვანი ის არის, რომ კლუბში მსგავსი ლიტერატურული გემოვნების ადამიანები წევრდებიან და, აქედან გამომდინარე, ავტორის და წიგნის შერჩევა არ იწვევს დიდ დავას. წარმოიდგინეთ, სხვანაირად რომ იყოს და ერთ კლუბში გაწევრდნენ ექსპერიმენტული ლიტერატურისა და თუნდაც სასიყვარულო რომანების მოყვარულები. არ მგონია, რომ რამეზე შეთანხმება მოახერხონ. დასკვნის სახით შემიძლია გითხრათ, რომ თავისუფალი დრო, კარგი ამინდი და რაღაც არა ყოველდღიურ, არამედ განსხვავებულზე საუბრის სურვილი ერთობლიობაში აქცევს ზაფხულს კითხვის ყველაზე აქტიურ სეზონად.

რჩეული წიგნების სია გრძელია. მხოლოდ ერთ წიგნს დავასახელებ, რომელიც რამდენიმე ხნის წინ გამომცემლობა „პალიტრა L“-მა გამოსცა. ეს არის მეოცე საუკუნის ოციან წლებში დაწერილი დემნა შენგელაიას რომანი „სანავარდო“.

 

ოციანი წლების შემდეგ მხოლოდ ერთხელ დაიბეჭდა დემნა შენგელაიას ოთხტომეულში. ალბათ, ბევრისთვის უცნობი ტექსტია. ჩემი აზრით, ვისაც მე-20 საუკუნის ოციანი წლების ქართული ლიტერატურისადმი აქვს ინტერესი და არამხოლოდ, ყველას ვურჩევ ამ შესანიშნავი რომანის წაკითხვას. თავის დროზე ეს რომანი განიხილებოდა კონსტანტინე გამსახურდიას „დიონისოს ღიმილის“, მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნების“, გრიგოლ რობაქიძის „გველის პერანგის“ თანაბარ ნაწარმოებად.

ჩემი აზრით, „სანავარდო“ უფრო მნიშვნელოვანი ტექსტიც კი არის, ვიდრე ზემოთ ჩამოთვლილი რომანები, თუმცა მე ასეთი შედარებებისა და შეჯიბრების წინააღმდეგი ვარ. ასე რომ, გირჩევთ დემნა შენგელაის უკვე კლასიკურ, თუმცა ფორმითა და შინაარსით ავანგარდისტულ რომან „სანავარდოს“. აქვე, „პალიტრა L“-ს მინდა მივულოცო იუბილე და მადლობა ვუთხრა იმისთვის, რომ ყოველთვის საინტერესო და გამორჩეული გამოცემები აქვს.

 

მაია წიკლაურის საკითხავი

 

 

გახსოვთ თუ არა თქვენი პირველი წაკითხული წიგნი და ის ემოცია, რაც მისი კითხვის დროს დაგეუფლათ?

სახლში ბევრი წიგნი, დიდი ბიბლიოთეკა გვქონდა. ჯერ მიკითხავდა ხოლმე ჩემი ნინო ბებო, მახსოვს, როგორ ვტიროდი „შვილის ნუკრის ნაამბობზე“, მერე მახსოვს „თინას ლეკური“ და მძაფრი განცდები. ბევრს ვიცინოდით „მოლა ნასრედინის ოხუნჯობანი“-ზე. მაშინ ყველა ბავშვი ვკითხულობდით ამ წიგნს რატომღაც. მაგრამ ბავშვებს ხომ წიგნებისგან მიღებულ პირველ ემოციებს უქმნით ნახატები. ტექსტამდე არის ილუსტრაციები. ჩემი პირადი ბიბლიოთეკიდან მახსოვს შალვა ცხადაძის დახატული „დათუნია-დრუნჩა“. მაყვალა მრევლიშვილის „ვისია ზიზია?“ გრიშაშვილის „ბაბაჯანას ქოშები“, შარლ პეროს ზღაპრები ულამაზესი ილუსტრაციებით. ემოციურად მახსოვს რადიოთი გადმოცემული „ძილისპირულის“ ზღაპრები. რადიოდან მოსმენილი განუმეორებელი ბგერითი მისტიკის შეგრძნება…

 

 

მაიკო წერეთელი, ჟურნალ OK!-ის რედაქტორი:

 


მომწონს ის, რომ წიგნი, რეალური განცდები და შთაბეჭდილებები ვერ ჩანაცვლდება, ეს აქსიომაა და სწორედ ამიტომ, ზაფხულის დასაწყისში გთავაზობთ „საზაფხულო საკითხავს“ – რეალური ადამიანების მიერ ნაფიქრ, ნაგრძნობ და გადმოცემულ ტექსტებს.

მადლობა გამომცემლობა „პალიტრა L“-ს იმისთვის, რომ უკვე ოცი წელია უზარმაზარ არჩევანს გვთავაზობს.

გახსოვდეთ მარტივი ჭეშმარიტება: ინტერნეტი ხელსაწყოა, არა მიზანი – ინტერნეტი უზარმაზარი რესურსია, მაგრამ ის არ ანაცვლებს პირად გამოცდილებას, ურთიერთობებს, ემოციებსა და რეალურ ცხოვრებას. ცოდნას გუგლით ვერ შეიძენ – ინტერნეტი იძლევა მხოლოდ სწრაფ პასუხებს, მაგრამ ეს არ არის აზროვნება. ადამიანური ურთიერთობები რეალურ ცხოვრებაში ყალიბდება – მეგობრობა, სიყვარული, თანაგრძნობა – ეს ყველაფერი შთაბეჭდილებების, ემოციებისა და პირადი კონტაქტის გარეშე არ ვითარდება.

 

 

რედაქტორის არჩევანი:

 

 

ფრედრიკ ბაკმანი –  „და ყოველ დილით სულ უფრო და უფრო გრძელდება გზა შინისკენ“

 

 

ტეილორ ჯენკინს რეიდი – „დეიზი ჯოუნსი და ექვსეული“

 

 

კაზუო იშიგურო – „არასოდეს გამიშვა“

 

 

ელიზაბეტ სტრაუტი – „ოჰ, უილიამ!“

 

 

 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

 

 

#OK! საზაფხულო საკითხავი

ასევე გაეცანი

#OK! 2025 წლის ივლისში დედამიწა ბრუნვის რეკორდულ სიჩქარეს მიაღწევს
OK! News

#OK! 2025 წლის ივლისში დედამიწა ბრუნვის რეკორდულ სიჩქარეს მიაღწევს

June 24, 2025
#OK! ტურისტულად ყველაზე დატვირთული ადგილები ზაფხულში
OK! News

#OK! ტურისტულად ყველაზე დატვირთული ადგილები ზაფხულში

June 24, 2025
#OK! 2025 წლის ზაფხულის ასტრო გზამკვლევი ზოდიაქოს 12  ნიშნისთვის
Slider Area

#OK! 2025 წლის ზაფხულის ასტრო გზამკვლევი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის

June 24, 2025
#OK! ქართველი ფეხბურთელები და მათი რჩეულები
OK! Sport

#OK! ქართველი ფეხბურთელები და მათი რჩეულები

June 24, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ბიზნეს სელებრითი – მარიამ კაპანაძე (ვიდეო)

#OK! ბიზნეს სელებრითი – მარიამ კაპანაძე (ვიდეო)

November 18, 2023
#OK! სელენა გომეზი შეცვლილი იმიჯით პაპარაცების ობიექტივში პირველად მოხვდა! მომღერალი Nobu-ში მიმავალი შენიშნეს!

#OK! სელენა გომეზი შეცვლილი იმიჯით პაპარაცების ობიექტივში პირველად მოხვდა! მომღერალი Nobu-ში მიმავალი შენიშნეს!

April 26, 2021
მუსიკა განცდებითა და ემოციებით იქმნება …

მუსიკა განცდებითა და ემოციებით იქმნება …

June 2, 2022
#OK! სიმწვანეში ჩაფლული სილამაზე – სასტუმრო „ანდამატი“ ზღვის სეზონისთვის ემზადება

#OK! სიმწვანეში ჩაფლული სილამაზე – სასტუმრო „ანდამატი“ ზღვის სეზონისთვის ემზადება

May 14, 2024

კვირის ჰიტები

#OK! რა ხდება გონებაში ,,სქროლვის” დროს?

#OK! რა ხდება გონებაში ,,სქროლვის” დროს?

June 23, 2025
#OK! საზაფხულო საკითხავი

#OK! საზაფხულო საკითხავი

June 25, 2025
#OK! რატომ არ იბანს დილით პირს სალმა ჰაიეკი? – მექსიკელი მსახიობის სილამაზის საიდუმლო

#OK! რატომ არ იბანს დილით პირს სალმა ჰაიეკი? – მექსიკელი მსახიობის სილამაზის საიდუმლო

June 20, 2025
#OK! მერაბ დვალიშვილის და ნინა დრამას ქართული არდადეგები

#OK! მერაბ დვალიშვილის და ნინა დრამას ქართული არდადეგები

June 20, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები