• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Gastro

#OK! კულინარიის განვითარების ეტაპები საქართველოში ინტერვიუ ნუცა სურგულაძესთან

March 4, 2021
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

კულინარია რომ დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი პროფესიაა, ამაზე ყველა ვთანხმდებით. მიუხედავად პანდემიით გამოწვეული სირთულეებისა, მაინც დავრწმუნდით იმაში, რომ ეს სფერო წინ მიიწევს და მუდმივი განვითარების პროცესშია. ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით, OK! Gastro Book-ი „მასტრშეფის“ გამარჯვებულს, ნუცა სურგულაძეს ესაუბრა.

ნუცა, თქვენი აზრით, რა გავლენა იქონია პანდემიამ კულინარიაზე?

ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ გაიზარდა ამ სფეროს მიმართ დაინტერესება საზოგადოების მხრიდან. ბევრმა თუნდაც შინ დაიწყო კერძების მზადება, ხოლო შემდეგ დახვეწა და განავითარა. ძალიან ბევრმაც გადაწყვიტა, ამ სფეროს გაჰყვეს და პროფესიად აქციოს, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიამ საკმაოდ ცუდად იმოქმედა ამ სფეროს განვითარებაზე არა მარტო საქართველოში, არამედ ზოგადად, მსოფლიოში. დაიკეტა ძალიან ბევრი რესტორანი, საზოგადოება გადავიდა „ფასთ ფუდზე“, შეიცვალა პრიორიტეტები. რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, ეს არის ჩვენი დღევანდელი რეალობა და მოთმინებით უნდა დაველოდოთ სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლას და ყველაფრის ამოქმედებას.

 

ბოლო პერიოდში, სანამ პანდემია დაიწყებოდა, მსოფლიოში განსაკუთრებულად სწრაფად დაიწყო ამ სფერომ განვითარება. როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა ეს ფაქტორი?

ბოლო წლებში მართლაც განსაკუთრებული ტემპით დაიწყო ამ სფერომ განვითარება და წინსვლა. პირადად მე, როდესაც დავიწყე კულინარიის შესწავლა, ჯერ კიდევ არ იყო ამხელა დაინტერესება საზოგადოების მხრიდან. ახლა უკვე აქტიურად ჩაერთნენ როგორც ზრდასრული ადამიანები, ასევე ახალგაზრდა თაობა, რაც ძალიან სასიხარულოა.

როგორ ფიქრობთ, რა გავლენა მოახდინა „მასტერშეფმა“ ამ პროცესში?

„მასტერშეფმა“ მართლაც რომ ფურორი მოახდინა და დიდი გავლენა იქონია მთლიანად საქართველოს მოსახლეობაზე. ბავშვებიდან დაწყებული, უფროსი თაობით დასრულებული, ყველა აქტიურად არის ჩართული ამ გადაცემის მსვლელობაში.

პირადად თქვენ შემთხვევაში, რა შეცვალა „მასტერშეფის“ გამარჯვებულის სტატუსმა?

ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მინდოდა ამ პროექტში მონაწილეობის მიღება. გამარჯვებულის სტატუსმა შემმატა თავდაჯერებულობა, მაგრამ ვიგრძენი მეტი პასუხისმგებლობა როგორც ჩემი თავის, ასევე გარშემომყოფების მიმართ.

რა ასაკიდან დაინტერესდით ამ პროფესიით?

ბავშვობიდან დაინტერესებული ვიყავი, მაგრამ 16 წლის ასაკში გადავწყვიტე პროფესიულად დავუფლებოდი ამ საქმეს.

ვისთვის გიყვართ ყველაზე მეტად კერძების მომზადება?

ალბათ აუდიტორიისთვის. ყველაზე დიდ სიამოვნებას ვიღებ კერძების მომზადებით და შემდეგ შთაბეჭდილებების გაზიარებით.

რას ურჩევდით დამწყებ კულინარებს?

ვურჩევდი, იქონიონ ძალიან დიდი ნებისყოფა და გამძლეობა, რადგან საკმაოდ რთული პროფესიაა და დიდი ძალაა ამისთვის საჭირო. არასოდეს უთხრათ საკუთარ თავს, რომ რაიმეს ვერ შეძლებთ. არასოდეს შეწყვიტოთ სწავლა და განვითარება.

 

ასევე გაეცანი

საჩუქრები, რომლებსაც ბავშვები გულით ელიან
Uncategorized

საჩუქრები, რომლებსაც ბავშვები გულით ელიან

January 5, 2026
#OK! ფოტოგრაფია არ არის მხოლოდ პროფესია – ეს არის ჩემი ურთიერთობა სამყაროსთან – ლაურა ზოიძე
Uncategorized

#OK! ფოტოგრაფია არ არის მხოლოდ პროფესია – ეს არის ჩემი ურთიერთობა სამყაროსთან – ლაურა ზოიძე

December 15, 2025
#OK! ფოტოგრაფია – ეს არის მეხსიერება
OK! Business

#OK! ფოტოგრაფია – ეს არის მეხსიერება

January 13, 2026
#OK! ოლივერ რუსტანმა 14 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ Balmain-ი დატოვა
Gastro

#OK! ოლივერ რუსტანმა 14 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ Balmain-ი დატოვა

November 7, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! Beyonce ბრენდ Oséree-ის 825 ფუნტის ღირებულების ორეულით! მომღერალი საკუთარ იახტაზე პოზირებს!

#OK! Beyonce ბრენდ Oséree-ის 825 ფუნტის ღირებულების ორეულით! მომღერალი საკუთარ იახტაზე პოზირებს!

April 20, 2021
#OK! 24 წლის შონ მენდესი 51 წლის შეყვარებულთან ჯოსელინ მირანდასთან ერთად

#OK! 24 წლის შონ მენდესი 51 წლის შეყვარებულთან ჯოსელინ მირანდასთან ერთად

April 13, 2023
#OK! კამილა კაბელოს პირველი გამოჩენა შონ მენდესთან დაშორების შემდეგ

#OK! კამილა კაბელოს პირველი გამოჩენა შონ მენდესთან დაშორების შემდეგ

November 25, 2021
#OK! მეგან მარკლს სამეფო ოჯახის სამკაულის ტარება აუკრძალეს

#OK! მეგან მარკლს სამეფო ოჯახის სამკაულის ტარება აუკრძალეს

May 3, 2021

კვირის ჰიტები

#OK! სენ-ტროპეში ბრიჯიტ ბარდოს დაკრძალვა გაიმართა

#OK! სენ-ტროპეში ბრიჯიტ ბარდოს დაკრძალვა გაიმართა

January 8, 2026
#OK! რატომ არ არის იაპონიაში ნაგვის ურნები და სად ყრიან იაპონელები ნაგავს?

#OK! რატომ არ არის იაპონიაში ნაგვის ურნები და სად ყრიან იაპონელები ნაგავს?

January 8, 2026
#OK! მოდური ჰოროსკოპი – რომელ სამოსზე უნდა თქვას უარი ზოდიაქოს თითოეულმა ნიშანმა

#OK! მოდური ჰოროსკოპი – რომელ სამოსზე უნდა თქვას უარი ზოდიაქოს თითოეულმა ნიშანმა

January 13, 2026
#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი

#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი

January 11, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები