• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ევროპის ჩემპიონატი საქართველოს პირველ არხზე

June 5, 2021
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

11 ივნისიდან 11 ივლისამდე საქართველოს პირველი არხი ევროპის ჩემპიონატის ყველა მატჩს შესთავაზებს მაყურებელს. ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი „კოვიდ“პანდემიის გამო 2021 წელს იმართება. ჩემპიონატის შესახებ გთავაზობთ ინტერვიუს საქართველოს პირველი არხის სპორტის მიმართულების ხელმძღვანელ გიორგი თვალაბეიშვილთან, რომელიც ამავდროულად, სპორტული გადაცემა „ტაიმაუტის“ წამყვანი გახლავთ.

ევროპის ჩემპიონატი ახლოვდება. როგორია თქვენი მოლოდინი? რა ელოდება მაყურებელს?

მოლოდინი განსაკუთრებულია, რადგან ეს ჩემპიონატი პანდემიის გამო ერთი წლით გადაიდო და გულშემატკივარს მოენატრა სანაკრებო დონეზე დიდი ფეხბურთი. მოლოდინი უფრო დიდი იქნებოდა, „ევრო 2020“-ზე საქართველოს ნაკრები რომ გასულიყო. „ტაიმაუტსა“ და პირველ არხს ამ მხრივ ბევრი რამ ჰქონდათ დაგეგმილი.

რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატის გაშუქებას, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ყველა მატჩი გადაიცემა პირველი არხის პირდაპირ ეთერში. ყოველი მატჩის წინ და შემდეგ, იქნება „ტაიმაუტის“ სპეციალური გადაცემები − მატჩის წინა და შემდგომი მიმოხილვებით, მუდმივი ექსპერტებისა და სტუმრების ანალიზით, სოციალური ქსელის მიმოხილვით, გამორჩეულ ფეხბურთელებზე სიუჟეტებით, ისტორიის გახსენებით… გარდა ამისა, მოეწყობა ფანზონა, სადაც გულშემატკივრები პირდაპირ ეთერში უყურებენ მატჩებს და შემდეგ თავიანთი მოსაზრებებით ჩაერთვებიან „ტაიმაუტში“.

როგორია სპორტის ქომაგობა ზოგჯერ ეკრანიდან ეკრანზე (ვგულისხმობ, როცა თავადაც პირდაპირ ეთერში ხართ და აკვირდებით სპორტულ მოვლენებს)? რამდენად გადამდებია ასეთი ცინცხალი ემოცია მაყურებლისთვის?

საერთოდ, კომენტატორი პირდაპირი რეპორტაჟისას ობიექტური და ნეიტრალური უნდა იყოს და არ უნდა შეეტყოს რომელიღაც გუნდის მიმართ სიმპათია. ეს ჩემთვის დაუწერელი კანონია. რა თქმა უნდა, ეს არ ეხება იმ მატჩებს, რომელშიც საქართველოს ნაკრები თამაშობს. ჩვენი გუნდის თამაშისას, აუცილებელია ისეთი ემოციის გამოხატვა, რომელიც გადამდები იქნება გულშემატკივრისთვის.

 

როგორ ფიქრობთ, რას შეუძლია გახადოს მაყურებელი წამყვანის/გადაცემის ერთგული?

მაყურებელი უნდა გრძნობდეს, რომ წამყვანი დიდ შრომას დებს თითოეული გადაცემის მომზადებაში, არ ტოვებს არცერთ დიდ მოვლენას, ერკვევა სპორტის ყველა სახეობაში და, რაც მთავარია, მაქსიმალურად კომპეტენტურია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რაც შეიძლება ხშირად აჩვენო მაყურებელს ის, რაც აქამდე არ უნახავს, ან სხვა კუთხით დაანახვო თემა, რომელიც თავადაც იცის.

გრძნობთ, რას ელიან მაყურებლები თქვენგან? თავად რა სახის მოთხოვნებს უყენებთ საკუთარ პერსონას ამის საპასუხოდ?

უპირველესად, მაყურებელი ელოდება ოპერატიულ ინფორმაციას. იმას, რომ არ ჩამორჩეს სპორტულ ცხოვრებას. ამასთან, ელოდება გართობას, რჩევებს, ნოსტალგიურ ამბებს, რაც ბავშვობის მოვლენებსა და კერპებს გაახსენებს, რომლებიც შესაძლოა მივიწყებული ჰქონდეს. მაყურებელს ყოველთვის განსაკუთრებით აინტერესებს სპორტში ახალი სახეების გაცნობა, რომლებიც პოტენციური ვარსკვლავები არიან.

მოწვეულ სტუმრებს თავად ხშირად კარგად იცნობთ. რამდენად საინტერესო, აზარტული გამოწვევაა მათი ჩვენება მაყურებლისთვის იმ კუთხით, საიდანაც თავად ხედავთ? როგორ აცნობთ ახალ სახეებს ეკრანთან მსხდარ ადამიანებს და მით უმეტეს, როგორ ახერხებთ სულ უფრო საინტერესო კუთხით გვაჩვენოთ კარგად ნაცნობი სახეები?

ეს მართლაც საინტერესო გამოწვევაა, რადგან „ტაიმაუტი“, ძირითადად, გამორჩეულ და კარგად ნაცნობ სტუმრებს იწვევს, რომელთა შესახებ თითქოს ყველამ ყველაფერი იცის. ასეთ დროს, სპონტანურად ჩნდება ისეთი თემა ან შეკითხვა, რომელიც, შესაძლოა, არასოდეს დაუსვამს კონკრეტული სტუმრისთვის. ამის შემდეგ, საუბარი გაცილებით საინტერესო და ემოციური ხდება.

მრავალწლიანი გამოცდილების კვალდაკვალ, რამდენად გაოცებთ სპორტი დღემდე? რამდენად არაპროგნოზირებადი რჩება ის?

სპორტი ყოველთვის გაოცებს და აქ გამოცდილებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. სპორტი არასოდეს ჩერდება და არასოდეს იქნება პროგნოზირებადი. ყოველთვის იარსებებს ახალი რეკორდები, ახალი ფინტები, ახალი და უჩვეულო გოლები; გაჩნდებიან ახალი ვარსკვლავები და ისინი აუცილებლად გაგვაოცებენ. ცნება − „მუდმივი რეკორდი“ არ არსებობს და შესაბამისად, ამ რეკორდების დამხობა გაოცებისა და აღფრთოვანების საბაბი ხდება. და ამის ბევრი მაგალითი არსებობს.

რას გვაძლევს „ტაიმაუტი“ სპორტში? რისი საშუალებაა ის?

ალბათ, „ტაიმაუტის“ საბოლოო მისიაა, მისი მაყურებელი სპორტულად განვითარდეს, მაქსიმალურად ჩაერთოს სპორტულ ცხოვრებაში, შეიყვაროს ჯანსაღი ცხოვრების წესი, გულშემატკივარი დაუბრუნდეს სტადიონებს. უბრალოდ, ქართული სპორტი განვითარდეს.

 

ტექსტი: ელენე ბერიძე

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად
ინტერვიუ

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად

January 13, 2026
#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში
ინტერვიუ

#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში

January 11, 2026
#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი
Décor

#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი

January 11, 2026
#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა
Health & Beauty

#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა

January 9, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ბრიტნი სპირსი დაინიშნა! ნახეთ ვარსკვლავის უზარმაზარი ბრილიანტის ბეჭედი!

#OK! ბრიტნი სპირსი დაინიშნა! ნახეთ ვარსკვლავის უზარმაზარი ბრილიანტის ბეჭედი!

September 13, 2021
#OK! ემილია კლარკის იშვიათი გამოჩენა: 34 წლის მსახიობი ლონდონში შენიშნეს

#OK! ემილია კლარკის იშვიათი გამოჩენა: 34 წლის მსახიობი ლონდონში შენიშნეს

May 7, 2021
#OK! მსოფლიოში 5 ყველაზე მდიდარი ბავშვი

#OK! მსოფლიოში 5 ყველაზე მდიდარი ბავშვი

June 1, 2021
#OK! ტკბილი რეცეპტები

#OK! ტკბილი რეცეპტები

December 12, 2023

კვირის ჰიტები

#OK! ფიგურული სრიალის ისტორიაში ყველაზე ლამაზი ოლიმპიური კოსტიუმები

#OK! ფიგურული სრიალის ისტორიაში ყველაზე ლამაზი ოლიმპიური კოსტიუმები

January 20, 2026
#OK! ნიკა ეგაძე ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონია

#OK! ნიკა ეგაძე ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონია

January 19, 2026
#OK! მსოფლიოს პირველი ჩოგანი არინა საბალენკა Gucci-ს ამბასადორი გახდა

#OK! მსოფლიოს პირველი ჩოგანი არინა საბალენკა Gucci-ს ამბასადორი გახდა

January 23, 2026
#OK! ხუთი ვარსკვლავი, რომელიც ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონიას დედასთან ერთად დაესწრო

#OK! ხუთი ვარსკვლავი, რომელიც ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონიას დედასთან ერთად დაესწრო

January 19, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები