• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! „მხიარული ადამიანი ვარ და მგონია, რომ ეს არის ყველაფრის წამალი“ ინტერვიუ მარინა ბერიძესთან

July 2, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

OK! Health and Beauty Book-ის საპატიო სტუმარი მარინა ბერიძეა, რომელიც ყოველთვის მომხიბვლელად გამოიყურება. როგორია მისი ყოველდღიური რუტინა, თავის მოვლის რომელ პროდუქტებს იყენებს, როგორია მისი თვალით დანახული ლამაზი და ჯანმრთელი ადამიანი… ამ და სხვა საინტერესო შეკითხვებზე პასუხებს ინტერვიუში წაიკითხავთ.

ქალბატონო მარინა, გაგვიზიარეთ თქვენი ყოველდღიური რუტინა.

ბუნებით მოწესრიგებული ადამიანი ვარ, აქედან გამომდინარე, დილით ადრე ვდგები, შემდეგ ვიღებ შხაპს, ვუვლი თავს, ვსვამ ყავას… მთელი დღე საქმეში ვარ, სამსახურშიც და შინაც. ღამით გვიან ვიძინებ, ამიტომ ძალიან მიყვარს შუადღისას, დაახლოებით 5 საათისკენ ცოტა ხნით დაძინება, თუნდაც ნახევარი საათით, რითაც ვინაზღაურებ ენერგიას.

როგორია თქვენი კვების რაციონი? არის პროდუქტები, რომლებსაც ცდილობთ ხშირად მიირთვათ?

კვებას რაც შეეხება, არ მივირთმევ ბევრ საკვებს. ეს უკვე ჩვევაში გადამივიდა. მაქვს განსაზღვრული დროები. ძალიან მიყვარს ხაჭო, ასევე ხაჭო და არაჟანი ერთად. რასაკვირველია, ბოსტნეულიც, თუმცა ჩემთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ხორციანი საკვების მიღება, კვირაში სამჯერ მაინც. თავს ვიკავებ ცომეულზე და ტკბილეულზე. შემოვიფარგლები მხოლოდ შავი შოკოლადით.

 

სპორტული აქტივობით ხომ არ ხართ დაკავებული?

ამ ეტაპზე არა, თუმცა მქონია პერიოდი, როდესაც ერთი წლის განმავლობაში აქტიურად დავდიოდი ბოტანიკურ ბაღში და ვვარჯიშობდი. ჩემს ორგანიზმს არაფერს ვაიძულებ. რისი გაკეთებაც მსურს, იმას ვაკეთებ. თუმცა შემოქმედებითად ვარ ძალიან დატვირთული. ეს მშველის და მინაზღაურებს ფიზიკური აქტივობების დანაკლისს.

გვესაუბრეთ თავის მოვლის პროდუქტებზე.

ძალიან აქტიური მომხმარებელი ვარ სოლარიუმის, იმიტომ, რომ მაბედნიერებს და კარგ გუნებაზე მაყენებს. აქედან გამომდინარე, მუდმივად რუჯი მაქვს. თავის მოვლის პროდუქტებს რაც შეეხება, ვიყენებ სახის მარტივ დამატენიანებელ კრემს, ტონალურს ძალიან მცირე რაოდენობით, ხოლო ტუჩსაცხს ტუჩისფერს. ასევე, ძალიან მიყვარს წამწამების ტუში. მხიარული ადამიანი ვარ და მგონია, რომ ეს არის ყველაფრის წამალი.

რამდენად ჩართული ხართ თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებაში?

ჩემს თაობას საკმაოდ რთული პირობების გავლა მოუწია. დაახლოებით ორმოცდაათი წლის ვიყავი, როდესაც ახალი ტექნოლოგიები გამოჩნდა და აზარტულად ჩავერთე ამ პროცესებში. დიდ კომფორტს გვთავაზობს თანამედროვე ტექნოლოგიები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ძალიან ეჩქარება ადამიანს. თუმცა, მაინც მიმაჩნია, რომ არაფერი სჯობს ცოცხალ ურთიერთობებს.

ძალიან მიყვარს თანამედროვე ლიტერატურა, მხატვრობა, მუსიკა და ვცდილობ მუდმივად ვიყო ყველაფრის საქმის კურსში. ყველამ უნდა ვიცოდეთ, რა ხდება ჩვენ გარშემო და ზოგადად, სამყაროში.

თქვენი აზრით, როგორ გამოიყურება ლამაზი და ჯანმრთელი ადამიანი?

ლამაზი ადამიანი არის მოვლილი ადამიანი. დედაჩემი ყოველთვის ამბობდა, რომ არ არსებობენ უშნო ქალები − არსებობენ მოვლილი და მოუვლელი ქალბატონები. ყველა ქალმა 5 წუთი მაინც უნდა იფიქროს შინიდან გასვლამდე − სად მიდის, როგორ უნდა გამოიყურებოდეს და რა უნდა ჩაიცვას, იმიტომ, რომ სხვადასხვა ადგილას წასვლას შესაბამისი ჩაცმულობა ესაჭიროება. პირადად მე, თუნდაც ყოველი ეთერის წინ, არა 5-10 წუთით ადრე, არამედ დიდი ხნით ადრე ვიწყებ ფიქრს, რა უნდა ჩავიცვა და როგორ უნდა გამოვიყურებოდე.

 

ასევე გაეცანი

#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი
ინტერვიუ

#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი

June 26, 2025
#OK! სტეფანე
OK! კულტურა

#OK! სტეფანე

June 22, 2025
#OK! როდესაც დრამი შეხვდა ბასს – ლიკა ევგენიძის და ნიკა კოჩაროვის წყვილი
ინტერვიუ

#OK! როდესაც დრამი შეხვდა ბასს – ლიკა ევგენიძის და ნიკა კოჩაროვის წყვილი

June 22, 2025
#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე
Health & Beauty

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე

June 24, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ბენქსის მისტიკური ლეგენდა – ვინც ხელოვნება თავისუფლებად აქცია

#OK! ბენქსის მისტიკური ლეგენდა – ვინც ხელოვნება თავისუფლებად აქცია

October 20, 2023
#OK! 63 წლის მადონას ახალი ფოტოსესია, რომელიც საზოგადოების კრიტიკის ობიექტი გახდა

#OK! 63 წლის მადონას ახალი ფოტოსესია, რომელიც საზოგადოების კრიტიკის ობიექტი გახდა

December 13, 2021
#OK! სტილის ინსპირაცია ანჯელინა ჯოლისგან – 47 წლის მსახიობი ლოს ანჯელესის ქუჩებში Max Mara-ს სამოსით გამოჩნდა

#OK! სტილის ინსპირაცია ანჯელინა ჯოლისგან – 47 წლის მსახიობი ლოს ანჯელესის ქუჩებში Max Mara-ს სამოსით გამოჩნდა

November 21, 2022
#OK! ბიონსეს და Jay Z-ის გლამურული იმიჯი: ვარსკვლავური წყვილი ლონდონში არსებულ Harry’s Bar-ს ეწვია

#OK! ბიონსეს და Jay Z-ის გლამურული იმიჯი: ვარსკვლავური წყვილი ლონდონში არსებულ Harry’s Bar-ს ეწვია

October 8, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ნამდვილი მიზეზი, თუ რატომ არ ესწრება კეტი პერი ბეზოსების ,,საუკუნის ქორწილს”

#OK! ნამდვილი მიზეზი, თუ რატომ არ ესწრება კეტი პერი ბეზოსების ,,საუკუნის ქორწილს”

June 29, 2025
#OK! ,,ეშმაკს აცვია პრადა 2″ – ის  გადაღებები უკვე დაიწყო

#OK! ,,ეშმაკს აცვია პრადა 2″ – ის გადაღებები უკვე დაიწყო

July 2, 2025
#OK! როგორ ცხოვრობს ბეზოსის ყოფილი ცოლი? – ქალი, რომელსაც ბედნიერებისთვის სიმდიდრე არ სჭირდება

#OK! როგორ ცხოვრობს ბეზოსის ყოფილი ცოლი? – ქალი, რომელსაც ბედნიერებისთვის სიმდიდრე არ სჭირდება

July 1, 2025
#OK!  ვარსკვლავთცვენა ბეზოსების ,,საუკუნის ქორწილში”

#OK! ვარსკვლავთცვენა ბეზოსების ,,საუკუნის ქორწილში”

July 1, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები