• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Gastro

#OK! აღმოაჩინეთ ყველაზე არომატული გემოები COCOSWEETBOX-ის ჯადოსნურ ყუთში

May 7, 2021
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი

თუ ხართ ტკბილეულის მოყვარული და თქვენთვის წარმოუდგენელია წარმატებული დღის გემრიელი დესერტის გარეშე დაწყება, მაშინ სწორ ადგილას მოხვდით, რადგან ჟურნალი OK! ყველაზე ტკბილი და არომატული ყუთის – Cocosweetbox-ის შესახებ გიამბობთ. რას აღმოაჩენთ მასში და როგორი გემოები ერთიანდება ამ ჯადოსნურ ყუთში? − ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელი ანა დოლიძე გვიამბობს.

როდიდან დაიწყო კომპანიამ ქართულ ბაზარზე ოპერირება?

თვეც არ გასულა მას შემდეგ, რაც ქართულ ბაზარზე გამოვჩნდით, თუმცა სასიამოვნოდ გაოცებულები ვართ, რადგან მცირე დროში დიდი გამოხმაურება და ნდობა მოვიპოვეთ, რაც ძალიან მახარებს და მოტივაციას მაძლევს, გავაკეთო უფრო მეტი და საზოგადოებას მრავალფეროვანი პროდუქცია შევთავაზოთ.

 

 

როგორ გაჩნდა იდეა?

იდეა − შემექმნა ტკბილეულის ყუთი, გამიჩნდა ესპანეთში სწავლის დროს. ჩემთვის წარმოუდგენელია დღე გემრიელი დესერტის გარეშე. სწორედ ასეთი დამოკიდებულების გამო, იქ ყოფნის პერიოდში ხშირად ვსტუმრობდი ისეთ ადგილებს, სადაც უგემრიელეს ჩუროსს, ვაფლებს და სხვა გემრიელ დესერტს ამზადებდნენ. ამ გემოებმა უდიდესი გავლენა იქონია ჩემზე და დავიწყე ფიქრი იმაზე, თუ როგორ შემეძლო მსგავსი რამ მეც გამეკეთებინა. როდესაც პანდემია დაიწყო, იძულებული გავხდი თბილისში დავბრუნებულიყავი და შანსი მომეცა, ჩემი იდეა რეალობად მექცია.

 

რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

ჩვენს მომხმარებელს ვთავაზობთ უდიდესი სიყვარულით მომზადებულ უმაღლესი ხარისხის ტკბილეულის ორ განსხვავებულ ყუთს: სტანდარტულს და ჯანსაღს. თითოეულ ყუთში ექვსი სხვადასხვა სახეობის დესერტია. სტანდარტულ ყუთში შეგიძლიათ აღმოაჩინოთ მინი-ფანქეიქები, დარიჩინის ფუნთუშები, ორცხობილები, ქინდერისა და კლასიკური ჩიზქეიქი, ჩუროსი და ბელგიური ვაფლები. რაც შეეხება ჯანსაღ ყუთს, ესეც გამოირჩევა მრავალფეროვნებით. კერძოდ: დიეტური ბელგიური ვაფლები, ავოკადოს ორცხობილები, ბრაუნები, სტაფილოს კექსები, ჩიზქეიქები და ჩიას პუდინგები სხვადასხვა ხილით. მათ, ვისაც უყვართ ტკბილეული, მაგრამ ერიდებიან შაქრისა და თეთრი ფქვილისგან დამზადებულ პროდუქტს, „კოკოს“ ჯანსაღი ყუთი საუკეთესო არჩევანია!

 

 

გვესაუბრეთ კომპანიის უპირატესობებსა და ნიშაზე, რომელიც სხვებისგან გამოგარჩევთ.

განსხვავებული დიზაინის შეფუთვა, როგორც დესერტების, ასევე სოუსების, რომლებიც შპრიცებშია განთავსებული, ძალიან მოსახერხებელია.

 

ონლაინსერვისის დახმარებით, შინიდან გაუსვლელად უგემრიელესი დესერტის დაგემოვნება მომხმარებლისთვის კომფორტულია.

 

ჯანსაღი ყუთი, რომელიც დამზადებულია ბიოორგანულ პროდუქტზე, არის უგლუტენო და დაბალკალორიული. ტკბილეულში შაქრის ნაცვლად გამოყენებულია ერითრიტოლი/სტევია, რომელიც არ ზრდის სისხლში შაქარს და ინსულინის გამოყოფას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიაბეტიკებისთვის და კეტოდიეტაზე მყოფი ადამიანებისთვის. პროდუქტებში გამოყენებულია ქოქოსისა და შვრიის ფქვილი, რომელიც იდეალურია მათთვის, ვისაც გლუტენის აუტანლობა აქვთ. ყუთს მოყვება მასში მოთავსებული თითოეული დესერტის კალორიების ცხრილი.

 

როგორია თქვენი მიდგომა და მუშაობის სპეციფიკა?

ეს წამოწყება ძალიან დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს. ჩვენთვის მთავარია მომხმარებელი იყოს კმაყოფილი და მოსწონდეს „კოკოს“ ტკბილეული. შესაბამისად, უპირატესობას ვანიჭებთ უმაღლესი ხარისხის პროდუქტს, რომელიც ყოველდღე ახლად მომზადებულია. მათთვის ხშირად გვაქვს სხვადასხვა აქცია და ფასდაკლებები. შეკვეთის მიღებისთანავე ვიწყებთ გამზადებას და 50 წუთის განმავლობაში სასურველი ყუთის ადგილზე მიტანას. ყოველი შეკვეთის შემდეგ, ვცდილობთ გავიგოთ, რამდენად მოეწონათ და შეგვიძლია თუ არა ცვლილებების შეტანა. ეს დამოკიდებულება ძალიან მნიშვნელოვანია.

 

სამომავლო გეგმები…

მაქსიმალურად ვცდილობთ დავიმკვიდროთ ღირსეული ადგილი უდიდესი კონკურენციის პირობებში. ბრენდის განვითარების თვალსაზრისით, საკმაოდ ბევრი სამომავლო გეგმა გვაქვს. უპირველესად, გვინდა გავხსნათ მაღაზია და პირისპირ შევძლოთ კომუნიკაცია მომხმარებელთან, თუმცა მანამდე ვცდილობთ ყოველდღე ვიმუშაოთ ახალ გემოებზე და გავაფართოოთ ასორტიმენტი, რათა უფრო და უფრო გემრიელი პროდუქტის შემოთავაზება შევძლოთ. მიმაჩნია, რომ ეს ჯერ კიდევ დასაწყისია და ყველაფერი წინ არის. მთავარია მონდომება და საქმისადმი სიყვარული. ასევე, მთელი გულით წარმატებებს ვუსურვებთ მათ, ვინც ამავე საქმიანობით არიან დაკავებულნი.

 

ასევე გაეცანი

#OK! ოლივერ რუსტანმა 14 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ Balmain-ი დატოვა
Gastro

#OK! ოლივერ რუსტანმა 14 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ Balmain-ი დატოვა

November 7, 2025
#OK! HOTELS & PREFERENCE HUALING TBILISI რესტორანი Ensemble – გამორჩეული ჩინური კერძები
Gastro

#OK! HOTELS & PREFERENCE HUALING TBILISI რესტორანი Ensemble – გამორჩეული ჩინური კერძები

October 12, 2025
#OK! წონის კლებამდე მხოლოდ 3 ნაბიჯია – რას გვირჩევენ მეცნიერები?
Gastro

#OK! წონის კლებამდე მხოლოდ 3 ნაბიჯია – რას გვირჩევენ მეცნიერები?

August 12, 2025
#OK! როგორ გამოვაცხოთ შოკოლადის ორცხობილები სახლის პირობებში?
Gastro

#OK! როგორ გამოვაცხოთ შოკოლადის ორცხობილები სახლის პირობებში?

August 7, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! დაუვიწყარი წუთები, ემოციები და გამორჩეული დიზაინი – დაგეგმეთ ღონისძიება „ლილაკი • Love Wedding & more“-თან ერთად

#OK! დაუვიწყარი წუთები, ემოციები და გამორჩეული დიზაინი – დაგეგმეთ ღონისძიება „ლილაკი • Love Wedding & more“-თან ერთად

November 7, 2022
#OK! საქართველოს დროშათა ისტორია

#OK! საქართველოს დროშათა ისტორია

May 27, 2024
#OK! ჯიჯი ჰადიდი H&M-ის ტოპით და Ralph Lauren-ის პერანგით! მოდელის ქუჩის სტილი!

#OK! ჯიჯი ჰადიდი H&M-ის ტოპით და Ralph Lauren-ის პერანგით! მოდელის ქუჩის სტილი!

June 25, 2021
OK! ბიზნეს სელებრითი – ნინო მუსერიძე (ვიდეო)

OK! ბიზნეს სელებრითი – ნინო მუსერიძე (ვიდეო)

December 12, 2023

კვირის ჰიტები

#OK! წლის პირველი ახალმთვარეობა ზოდიაქოს 6 ნიშნის ცხოვრებას შეცვლის

#OK! წლის პირველი ახალმთვარეობა ზოდიაქოს 6 ნიშნის ცხოვრებას შეცვლის

January 16, 2026
ქართული მუსიკალური საღამო რესტორან „გეოგრაფიაში“

ქართული მუსიკალური საღამო რესტორან „გეოგრაფიაში“

January 23, 2026
#OK! გაკვეთილზე მობილური ტელეფონის გამოყენება პედაგოგებსაც აეკრძალებათ

#OK! გაკვეთილზე მობილური ტელეფონის გამოყენება პედაგოგებსაც აეკრძალებათ

January 22, 2026
#OK! ოსკარი 2026 – ნომინანტების სია ცნობილია

#OK! ოსკარი 2026 – ნომინანტების სია ცნობილია

January 22, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები