• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Gastro

#OK! „ხეირი ნახე“ − საოჯახო პროდუქტების მიწოდება სახლის კარამდე

March 11, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

„ხეირი ნახე“ − სწორედ ასე ეწოდება კომპანიას, რომელსაც დაფუძნების საწყისი ეტაპების გავლა სწორედ პანდემიის პერიოდში მოუწია, მაგრამ სწორი მენეჯმენტის დამსახურებით, მყარად მოიკიდა ფეხი ქართულ ბაზარზე. კომპანია ორიენტირებულია მომხმარებლის კომფორტსა და კმაყოფილებაზე. როგორ გაჩნდა იდეა, რას სთავაზობს მომხმარებლებს და როგორია კომპანიის მომსახურების პირობები? − ყოველივე ამის შესახებ დამფუძნებელი ეკა ზერაგია გვიამბობს.

რამდენი ხანია, რაც კომპანია „ხეირი ნახე“ ბაზარზე ოპერირებს?

2019 წელს დავაფუძნე კომპანია. საკვები პროდუქტით − ძირითადად, ხილ-ბოსტნეულით ვამარაგებდით კაფე-ბარებს, რესტორნებსა და სასტუმროებს თბილისის მასშტაბით. რამდენიმე თვეში საკმაოდ დიდი მოთხოვნით შევედით ჩვენი პროდუქტით სხვადასხვა ცნობილ ბარ-რესტორანში, მაგრამ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, პანდემიამ იძულებულები გაგვხადა, შეგვეჩერებინა საქმიანობა.

როგორ გაჩნდა იდეა და რა იყო მიზანი?

2020 წელს, როდესაც სრულად გამოცხადდა ლოქდაუნი საქართველოს მასშტაბით და დაიხურა კვების ყველა ობიექტი, იძულებულები გავხდით შეგვეჩერებინა საქმიანობა და დავითხოვეთ თანამშრომლები. 10-დღიანი გამოკეტვის შემდეგ მომივიდა იდეა, გამეკეთებინა იგივე სახის მომარაგება თბილისის მოსახლეობისთვის, ასევე ამას ერთვოდა სოციალურ ქსელში ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უბნის ხილ-ბოსტნეულის მაღაზიების უმრავლესობას პროდუქტის დეფიციტი შეექმნა, რაც ბუნებრივია, მოსახლეობას დამატებით დისკომფორტს უქმნიდა. შევქმენი გვერდი, დასახელებაზე ბევრი არ მიფიქრია, რადგან ბაზარში პროდუქტის შეძენისას ხშირად მესმოდა სამადლობელი − „ხეირი ნახე“, რამაც განაპირობა კომპანიის სახელის წარმოქმნის იდეა.

რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

ვფიქრობ, უპირველესად მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანისთვის კომფორტი, რასაც უპირველეს ყოვლისა ემსახურება ჩვენი კომპანია. გარდა იმისა, რომ ჩვენ ვამარაგებთ მათ ნატურალური და გადარჩეული პროდუქტით, მისაღები ფასებით, ასევე გვაქვს დროული მიწოდების სერვისი სახლის კარამდე. მთლიანად ვართ ორიენტირებული მათ სურვილებზე, და ვცდილობთ მაქსიმალურად გავითვალისწინოთ. ჩვენთვის თითოეული მომხმარებლის აზრი მნიშვნელოვანია, რადგან კმაყოფილი მომხმარებელი წარმატებული კომპანიის საწინდარია.

როგორ შევძლებთ თქვენი მომსახურებით სარგებლობას?

ამ ეტაპზე გვაქვს შექმნილი გვერდი სოციალურ ქსელში (https://www.facebook.com/KHEIRINAXE), სადაც მომხმარებელს შეუძლია მოგვწეროს მოკლე ტექსტური შეტყობინება მისთვის საჭირო პროდუქტების შესახებ. ჩვენგან დასტურის შემდეგ, მის მიერ მოთხოვნილი პროდუქცია მეორე დღესვე მიეწოდება მითითებულ მისამართზე უქმე დღეების ჩათვლით.

 

გვესაუბრეთ პროდუქციის ხარისხზე.

რაც შეეხება პროდუქციის ხარისხს, როგორც ზევით აღვნიშნე, მომხმარებლამდე მიდის უკვე გადარჩეული პროდუქტი. გვაქვს როგორც ქართული ნატურალური, რომელსაც სხვადასხვა რეგიონიდან გვიგზავნიან ჩვენი ძირითადი მომწოდებლები, ასევე იმპორტული ხარისხიანი პროდუქტი, რომელსაც ადგილობრივი მომწოდებლები გვაწვდიან. ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტად ვხვეწთ პროდუქტის ხარისხს, ვიგებთ ინფორმაციას ამა თუ იმ პროდუქტის ხარისხისა და თვისებების შესახებ, რაც გვეხმარება კომპანიის განვითარებაში და მეტი კმაყოფილი მომხმარებლის შეძენაში.

რამდენ ხანში აწვდით მომხმარებელს შეკვეთას?

მომხმარებლისგან პირადი შეტყობინების სახით შეკვეთის მიღების შემდეგ, მიწოდება ხდება მომდევნო დღეს. წუნის შემთხვევაში, პროდუქტს ვიბრუნებთ ან უმალვე ვცვლით. უკმაყოფილო მომხმარებლის პროცენტული მაჩვენებელი მინიმუმამდეა დაყვანილი.

სამომავლო გეგმები.

მოთხოვნიდან გამომდინარე, უახლოეს მომავალში ვაპირებთ ქსელის გაფართოებას. თბილისის რამდენიმე უბანში გავხსნით სასურსათო მაღაზიას და ზაფხულის პერიოდში ვგეგმავთ მოსახლეობის მომარაგებას ქალაქ ბათუმსა და მის შემოგარენში.

ასევე გაეცანი

#OK! სურო – ახალი გასტრონომიული აღმოჩენები თვალწარმტაც გარემოში
Gastro

#OK! სურო – ახალი გასტრონომიული აღმოჩენები თვალწარმტაც გარემოში

September 7, 2023
#OK! მექსიკური და ესპანური ხასიათი რესტორან „ბაჩატაში“
Gastro

#OK! მექსიკური და ესპანური ხასიათი რესტორან „ბაჩატაში“

September 7, 2023
#OK! მრავალფეროვანი ინგრედიენტები და არომატები „ლუმიერსისგან“
Gastro

#OK! მრავალფეროვანი ინგრედიენტები და არომატები „ლუმიერსისგან“

September 7, 2023
#OK! გრილ მორი – ამერიკული სტილის რესტორანი თბილისში
Gastro

#OK! გრილ მორი – ამერიკული სტილის რესტორანი თბილისში

September 7, 2023

ახლა კითხულობენ

#OK! 6 მოდური მომენტი, როდესაც ბელა ჰადიდი წითელ ხალიჩაზე წითელი კაბით გამოჩნდა

#OK! 6 მოდური მომენტი, როდესაც ბელა ჰადიდი წითელ ხალიჩაზე წითელი კაბით გამოჩნდა

March 19, 2021
#OK! ვინ არის მონიკა ბელუჩისთვის მისაბაძი ადამიანი და როგორია 56 მსახიობის თვალით დანახული “იტალიური სილამაზე”

#OK! ვინ არის მონიკა ბელუჩისთვის მისაბაძი ადამიანი და როგორია 56 მსახიობის თვალით დანახული “იტალიური სილამაზე”

September 24, 2021
#OK! დევიდ და ვიქტორია ბექჰემების £40 მილიონიან სახლში მძარცველები მაშინ შეიჭრნენ, როდესაც წყვილი ჯერ კიდევ სახლში იმყოფებოდა

#OK! დევიდ და ვიქტორია ბექჰემების £40 მილიონიან სახლში მძარცველები მაშინ შეიჭრნენ, როდესაც წყვილი ჯერ კიდევ სახლში იმყოფებოდა

April 4, 2022
#OK! ახალი სექსსიმბოლო: რა ვიცით “ევროვიზიის” გამარჯვებულ  დამიანო დავიდზე?

#OK! ახალი სექსსიმბოლო: რა ვიცით “ევროვიზიის” გამარჯვებულ დამიანო დავიდზე?

May 26, 2021

კვირის ჰიტები

#OK! დღეს მარიონ კოტიარი 48 წლის გახდა – ფრანგული კინოს მშვენება და ვარსკვლავის “გზა წარმატებამდე

#OK! დღეს მარიონ კოტიარი 48 წლის გახდა – ფრანგული კინოს მშვენება და ვარსკვლავის “გზა წარმატებამდე

September 29, 2023
#OK! ყოფილები: ბრედ პიტი და გვინეტ პელტროუ

#OK! ყოფილები: ბრედ პიტი და გვინეტ პელტროუ

September 30, 2023
#OK! “დავწერე წიგნი, რომელიც ეხება ჩემი ცხოვრების აქამდე საიდუმლო დეტალებს”- პრიანკა ჩოპრა

#OK! “დავწერე წიგნი, რომელიც ეხება ჩემი ცხოვრების აქამდე საიდუმლო დეტალებს”- პრიანკა ჩოპრა

September 29, 2023
#OK! კიდევ ერთხელ სამოსის ბრენდ ,,თანათას“ შესახებ

#OK! კიდევ ერთხელ სამოსის ბრენდ ,,თანათას“ შესახებ

October 3, 2023
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები