• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Gastro

#OK! „ცუმბო პოპსი“ − ჯანსაღი გემოს ფორმულა დაუჯერებელი ემოციებისთვის

April 4, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

მარი ჭუმბურიძე პროფესიით სოციოლოგია, რომელმაც არჩეულ დარგში ცოდნა შვედეთში, ლუნდის უნივერსიტეტში მიიღო. სწავლის პარალელურად, სხვადასხვა სახის სასწავლო კურსსა თუ პროექტში ჩართულობის კვალდაკვალ, მისი ინტერესის სფეროს მრავალფეროვნების დიაპაზონიც სინქრონში იზრდებოდა. ფილოსოფია, მუსიკა, თანამედროვე ხელოვნება, ფოტოგრაფია და სპორტული აქტივობები − ის არასრული ჩამონათვალია, რომელიც მის ამჟამინდელ საქმიანობას ახლავს. თითოეულ მიმართულებაში საკუთარი თავის პოვნა ახალგაზრდა სტარტაპერის ერთ-ერთი მიზანია, უმთავრესი ამოცანა კი მარისთვის „ცუმბო პოპსს“ იმ დროიდან უკავშირდება, რაც გადაწყვიტა პოპსების შექმნის იდეა განეხორციელებინა…

როგორ გაჩნდა „ცუმბო პოპსის“ შექმნის იდეა?

დიდი ხნის განმავლობაში მსურდა პოპსების დამზადება, თუმცა ამ საქმიანობის დაწყების შთაგონების წყაროდ Tbilisi Flea Market-ი იქცა. ყოველთვის ვადევნებდი თვალს მარკეტს და მეც მქონდა სურვილი, გავმხდარიყავი იმ ბედნიერების მონაწილე, რაც დედაენის ბაღში უქმე დღეებზე ხდებოდა. 2017 წელს კი, როცა გავიგე მარკეტის განახლების შესახებ, გადავწყვიტე გადამედგა ნაბიჯი, რომელმაც ჩემი ყოველდღიურობა დაუჯერებელი ისტორიებით აავსო. ასე შეიქმნა პირველი ქართული პოპსების ბრენდი − „ცუმბო პოპსი“.

რა მიზნით გსურდათ ბაზარზე გამოჩენა და როგორ ფიქრობთ, რამ შეგაძლებინათ თავის წარმატებით დამკვიდრება?

როგორც აღვნიშნე, ეს უკავშირდება გულწრფელ სურვილს, ჩემი შექმნილი პროდუქტი ადამიანებისთვის წარმედგინა. საწყის ეტაპზე, ნამდვილად არ ყოფილა რაიმე კონკრეტული გეგმა და რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ჩემი პროფესიის მიუხედავად, არც ბაზრის კვლევა ჩამიტარებია. ხოლო შემდეგ, ყველაფერი თითქოს ძალიან ბუნებრივად განვითარდა. მუდმივად სტარტაპერული სულისკვეთება, ფიქრი იმ ადამიანებზე და მათ სურვილებზე, რომლებიც ჩვენს პროდუქტს ირჩევენ, და მათთან მეგობრული ურთიერთობა არის ის, რამაც აქამდე მოგვიყვანა.

 

 

რასთან გსურთ ასოცირდებოდეს ბრენდი მომხმარებლებისთვის?

ჩემი აზრით, ნებისმიერი ბრენდი უნდა ასოცირდებოდეს თავის კონკრეტულ ისტორიასთან, რომელსაც მუდმივად ქმნის და ავითარებს იმ ერთგულ მეგობრებთან ერთად, რომელთა გარეშე არსებობა წარმოუდგენელია. ჩემს შემთხვევაშიც, ვისურვებდი „ცუმბო“ დაკავშირებული იყოს ფერად, ბედნიერ და ხანდახან დაუჯერებლად სასიამოვნო ემოციასთანაც კი.

გვიამბეთ პროდუქციის შესახებ?

ჩვენი პოპსების არსებობით, კვებით ბაზარზე გაჩნდა ისეთი პროდუქტი, რომელიც არის ჯანსაღი და ნატურალური ინგრედიენტებით დამზადებული. პოპსები არ შეიცავს რაფინირებულ შაქარს, რძეს, გლუტენს, არომატიზატორებსა და ქიმიურ დანამატებს. „ცუმბო პოპსი“ მზადდება ადგილობრივი, სეზონური ხილითა და მცენარეული დანამატებით. სწორედ ეს ნიშან-თვისებებია ის ძირითადი მიზეზი, რომელიც განაპირობებს ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევრების, ვეგანების, დიაბეტით დაავადებული თუ გლუტენის/ლაქტოზის აუტანლობის მქონე ადამიანების, ახალი თაობის წარმომადგენლებისა და ბავშვების ინტერესს.

მომწონს ექპერიმენტები და ვცდილობ, ბევრი ახალი, საინტერესო გემო შევქმნა. ელექტრონული მასალების საშუალებით კი მუდმივად ვეცნობი სიახლეებს ამ მიმართულებით. რაც შეეხება ნედლეულს, როგორც უკვე აღვნიშნე, პოპსების დამზადებისთვის უმთავრეს ინგრედიენტს ხილი წარმოადგენს, ამიტომ საქმიანობის საწყის ეტაპზევე გადავწყვიტე, დავკავშირებოდი ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“. მათი დახმარებით ვიღებ ახალ, ჯანსაღ ხილს ადგილობრივი ფერმერებისგან, რომელთანაც გარდა საქმიანი ურთიერთობისა, უკვე მეგობრობა მაკავშირებს. ვინაიდან პოპსები პირველ ეტაპზე მზადდება სეზონური ხილით, გვაქვს შემდეგი სახის გემოები: ალუბალი, ჟოლო, მარწყვი, მაყვალი ჯინჯერით, ფორთოხალი, კივი, ატამი ბაზილიკით, წითელი მოცხარი, შავი მოცხარი, თუთა, ხურმა, საზამთრო პიტნით და ნესვი. ასევე, ვმუშაობთ ახალი მიმართულების განვითარებაზე, რაც კიდევ უფრო მეტად მრავალფეროვანს გახდის ჩვენს პროდუქტს.

 

 

 

როგორია ბრენდის იდეაფიქსი?

ჩვენი იდეაფიქსია პოპსის კულტურის დანერგვა საქართველოში. ამასთან ერთად, საკუთარი ბიომეურნეობის შექმნა, ადგილობრივი ფერმერების ხელშეწყობა და სხვადასხვა სახის აქტივობით ჯანსაღი გარემოს პოპულარიზაცია.

რა შედის თქვენს სამომავლო გეგმებში?

სამომავლოდ, გვსურს გავზარდოთ გაყიდვების არხები სხვადასხვა მიმართულებით და გავაფართოვოთ მიტანის სერვისი. პარალელურად კი, გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები ექსპორტზე გასასვლელად.

 

 

ტექსტი: ელენე ბერიძე

ასევე გაეცანი

#OK! სურო – ახალი გასტრონომიული აღმოჩენები თვალწარმტაც გარემოში
Gastro

#OK! სურო – ახალი გასტრონომიული აღმოჩენები თვალწარმტაც გარემოში

September 7, 2023
#OK! მექსიკური და ესპანური ხასიათი რესტორან „ბაჩატაში“
Gastro

#OK! მექსიკური და ესპანური ხასიათი რესტორან „ბაჩატაში“

September 7, 2023
#OK! მრავალფეროვანი ინგრედიენტები და არომატები „ლუმიერსისგან“
Gastro

#OK! მრავალფეროვანი ინგრედიენტები და არომატები „ლუმიერსისგან“

September 7, 2023
#OK! გრილ მორი – ამერიკული სტილის რესტორანი თბილისში
Gastro

#OK! გრილ მორი – ამერიკული სტილის რესტორანი თბილისში

September 7, 2023

ახლა კითხულობენ

#OK! როცა ბიზნესი იპყრობს ხელოვნებას

#OK! როცა ბიზნესი იპყრობს ხელოვნებას

February 26, 2021
#OK! 47 წლის ანჯელინა ჯოლი 26 წლის პოლ მესკალს ხვდება

#OK! 47 წლის ანჯელინა ჯოლი 26 წლის პოლ მესკალს ხვდება

January 11, 2023
#OK! მარგო რობი The Suicide Squad-ის პრემიერის წითელ ხალიჩაზე “შანელის” სამოსით გამოჩნდა

#OK! მარგო რობი The Suicide Squad-ის პრემიერის წითელ ხალიჩაზე “შანელის” სამოსით გამოჩნდა

August 3, 2021
#OK! DUE – ინტერიერის დიზაინის ქართული სტუდია

#OK! DUE – ინტერიერის დიზაინის ქართული სტუდია

November 6, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ლეგენდა, სახელად ელდარ შენგელაია

#OK! ლეგენდა, სახელად ელდარ შენგელაია

October 4, 2023
#OK! დღეს მონიკა ბელუჩი 59 წლის გახდა: პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად აღიარებული მსახიობი იუბილარია

#OK! დღეს მონიკა ბელუჩი 59 წლის გახდა: პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად აღიარებული მსახიობი იუბილარია

September 30, 2023
#OK! ყოფილები: ბრედ პიტი და გვინეტ პელტროუ

#OK! ყოფილები: ბრედ პიტი და გვინეტ პელტროუ

September 30, 2023
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ოქტომბრის ნომრისთვის

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ოქტომბრის ნომრისთვის

October 4, 2023
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები