• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Gastro

#OK! „ქართული კულინარია ახალ სიტყვას იტყვის მსოფლიო ბაზარზე“ ინტერვიუ კონსტანტინე თედელურთან

March 3, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

მინდა წარმოგიდგინოთ Gastro Book-ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რესპონდენტი − შეფი კონსტანტინე თედელური, რომელსაც OK!-ის მკითხველი ჩვენი ჟურნალის გვერდებზე პირველად არ იხილავს. როგორია მისი ხედვა და მოლოდინი სარესტორნო სფეროს განვითარებასთან დაკავშირებით და რა მდგომარეობაა დღეს კულინარიის მიმართულებით საქართველოში? − ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით, კონსტანტინე თედელური თავად გვიამბობს.

რა გავლენას მოახდენს დღევანდელი სიტუაცია სარესტორნო სფეროზე, და თქვენი აზრით, როდიდან გამოსწორდება პანდემიით გამოწვეული მდგომარეობა?

ეს ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როდის დაიხევს უკან ვირუსი და როდის შემცირდება ინფიცირების შემთხვევები. დღეისათვის ვიცი, რომ მსოფლიო მასშტაბით ვირუსის გავრცელებამ 17%-ით იკლო. ეს კლება, ჯერ მხოლოდ ვიმედოვნებ, რომ დასაწყისია.

ვაქცინებით, რომლებიც ჯერ საკმარისად არც გვაქვს, რეგულაციების გათვალისწინებით, ჩვენი შეგნებითა და შესაძლებლობებით, შევძლებთ მივაღწიოთ ისეთ შედეგებს, რომ ახლო მომავალში შეგვეძლოს ვმართოთ ჩვენი რესტორნები, თუმცა დაკეტვის შემთხვევაში, ბიზნესი კიდევ სამჯერ და ათჯერ უკან დაიხევს, შემდეგ კი შესაძლოა რაღაცებიც გაქრეს. მაგრამ ეს ალბათ ბოლო წერტილია იმ ნეგატივისა, რომელზეც არც მინდა ვიფიქრო.

15 თებერვლიდან რესტორნების ნაწილი გაიხსნა, რომელთაც აქვთ შესაძლებლობა გარე სივრცეებში მოემსახურონ მომხმარებელს, თუმცა, ვინაიდან მე გარე სივრცე რესტორანში არ მაქვს, გახსნას ვერ ვახერხებ. იმედს ვიტოვებ, რომ სექტემბერში ყველაფერი უფრო დალაგებულად იქნება და სრულფასოვნად შევძლებთ მუშაობის გაგრძელებას. მდგომარეობის გამოსწორებაც, ხალხის სამუშაო ადგილზე დაბრუნებასთანაა პროპორციული. ეს წელიც, ასე ვთქვათ, „ფართხალში“ ვიქნებით.

რა მდგომარეობაა დღეს კულინარიის მიმართულებით საქართველოში?

დაახლოებით ხუთი-ექვსი წელია, ეს სფერო განვითარების საკმაოდ კარგ და მყარ საფეხურზეა. პანდემია ამისთვის ხელსაყრელი დრო და გასაღები აღმოჩნდა − გემოები განარჩიეს და შეიგრძნეს, გამოხატეს და გამოფინეს „შედევრებიც“. შესაბამისად, ყველამ ისევ ხელახლა დაიწყო სწავლა, ხელახლა განვითარდა და მიმართულებებიც გაიჩინა.

როგორია „მასტერშეფის“ როლი ქართულ კულინარიაში?

ქართული კულინარია ოჯახებში იქმნებოდა. ვფიქრობ, ძალიან ბევრ ოჯახის დიასახლისს გაუღვიძა შემოქმედებითი გრძნობა კერძებისადმი, შეიცვალა ყოველდღიური მენიუ, შეიცვალა გაფორმება, თამამები გახდნენ დიასახლისები და მზარეულებიც, რომლებიც ჩაკეტილები იყვნენ ჩარჩოებში და ვერც ქვეყნიდან გადიოდნენ და ვერც ახლის შესწავლას ცდილობდნენ, რადგან ეშინოდათ. არადა, მზარეულისთვის მოგზაურობა და სხვა ქვეყნების კულინარიის შეცნობა, ძალიან მნიშვნელოვანია, ჰაერია! ეს ხელს უწყობს ბევრი ახალი გემოს წარმოქმნას და მზარეულს უფრო არტისტის სახეს გძენს. რა თქმა უნდა, ინტერნეტიც გაძლევს ბევრი საკითხის შესწავლის საშუალებას, თუმცა რეალურად, ყველაფრის ხილვა, შეგრძნება და შეცნობა, ბევრად ორგანულია.

ვფიქრობ, ძალიან კარგი, სწორი და ჩამოყალიბებული მესიჯები მიდის ჩვენგან მომხმარებლამდე. მიმაჩნია, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, ქართული კულინარია ახალ სიტყვას იტყვის მსოფლიო ბაზარზე.

რომელია თქვენთვის ყველაზე სასიამოვნო ქათინაური?

„ჩემი პირი ზეიმობს…“

ყველაზე მეტად ვისთვის გიყვართ კერძების მომზადება?

აბსოლუტურად ყველა კერძს, რომელსაც ვამზადებ, ვქმნი ჩემთვის და იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს ესმის.

რომელი კერძი გიყვართ ყველაზე მეტად?

ყველაზე მეტად მიყვარს შემწვარი კარტოფილი. ყველა ინტერვიუში ამას ვამბობ, რომ ყოველდღე შემიძლია მივირთვა შემწვარი კარტოფილი, მივირთვა შემწვარი კარტოფილი და კიდევ შემწვარი კარტოფილი, და არ მომბეზრდეს. სხვა კერძებს, ყოველდღე, ერთსა და იმავეს, ვერ გეახლებით.

ასევე გაეცანი

#OK! სურო – ახალი გასტრონომიული აღმოჩენები თვალწარმტაც გარემოში
Gastro

#OK! სურო – ახალი გასტრონომიული აღმოჩენები თვალწარმტაც გარემოში

September 7, 2023
#OK! მექსიკური და ესპანური ხასიათი რესტორან „ბაჩატაში“
Gastro

#OK! მექსიკური და ესპანური ხასიათი რესტორან „ბაჩატაში“

September 7, 2023
#OK! მრავალფეროვანი ინგრედიენტები და არომატები „ლუმიერსისგან“
Gastro

#OK! მრავალფეროვანი ინგრედიენტები და არომატები „ლუმიერსისგან“

September 7, 2023
#OK! გრილ მორი – ამერიკული სტილის რესტორანი თბილისში
Gastro

#OK! გრილ მორი – ამერიკული სტილის რესტორანი თბილისში

September 7, 2023

ახლა კითხულობენ

#OK! თანამედროვე ტექნოლოგიების ახალი ხაზი Beyond „ბეკოსგან“

#OK! თანამედროვე ტექნოლოგიების ახალი ხაზი Beyond „ბეკოსგან“

November 30, 2022
#OK! Rihanna-ს ქუჩის სტილი! მომღერალმა სამოსს 750 ფუნტის ღირებულების მოსაცმელი შეუხამა!

#OK! Rihanna-ს ქუჩის სტილი! მომღერალმა სამოსს 750 ფუნტის ღირებულების მოსაცმელი შეუხამა!

March 13, 2021
#OK! ანჯელინა ჯოლი, სალმა ჰეიეკი და სხვა ვარსკვლავები The Eternals-ის გადაღებებიდან

#OK! ანჯელინა ჯოლი, სალმა ჰეიეკი და სხვა ვარსკვლავები The Eternals-ის გადაღებებიდან

May 5, 2021
#OK! ელსა ჰოსკის იშვიათი გამოჩენა 2 თვის ქალიშვილთან ტულიკისთან ერთად

#OK! ელსა ჰოსკის იშვიათი გამოჩენა 2 თვის ქალიშვილთან ტულიკისთან ერთად

May 7, 2021

კვირის ჰიტები

#OK! გაიცანით 92 წლის უხუცესი ხელოვანი ლია ტაბიძე!

#OK! გაიცანით 92 წლის უხუცესი ხელოვანი ლია ტაბიძე!

September 27, 2023
#OK სამეფო ბრენდის, Roja Parfums-ის პრეზენტაცია გაიმართა

#OK სამეფო ბრენდის, Roja Parfums-ის პრეზენტაცია გაიმართა

September 21, 2023
#OK! ELCHI.GE – პირველი ქართული საინფორმაციო პლატფორმა ემიგრანტებისთვის

#OK! ELCHI.GE – პირველი ქართული საინფორმაციო პლატფორმა ემიგრანტებისთვის

September 23, 2023
#OK! 10 ცნობილი ადამიანი რომელიც სასწორის ნიშნის ქვეშ არიან დაბადებულნი!

#OK! 10 ცნობილი ადამიანი რომელიც სასწორის ნიშნის ქვეშ არიან დაბადებულნი!

September 23, 2023
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები