• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Gastro

#OK! საკონდიტრო „ითი“ − უცვლელი გემოების მრავალფეროვანი არჩევანი

March 10, 2021
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი

საკონდიტრო „ითი“ უკვე ოცდამერვე წელია, რაც წარმატებულად ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს საკონდიტრო სფეროში და საზოგადოებას უცვლელ და წარუშლელ გემოებს სთავაზობს. რასაკვირველია, მარტივი არ ყოფილა კომპანიისთვის ამ სახელის მოპოვება და შემდეგ შენარჩუნება, მაგრამ ცხადია, რომ „ითი“-ს დღეს უამრავი ერთგული მომხმარებელი ჰყავს, რომლებიც მის სანდოობასა და ხარისხს კიდევ ერთხელ ადასტურებენ. OK! Gastro Book-ი „ითი“-ს მარკეტინგის მენეჯერ გიორგი ბაგრატიონს და PR-მენეჯერ თამუნა მუსერიძეს ესაუბრა, რომლებიც უფრო დეტალურად გვიამბობენ საკონდიტროს უპირატესობებისა და უცვლელი გემოების შესახებ.

 

გვიამბეთ თქვენი გამოცდილების შესახებ.

(გიორგი):  დაახლოებით რვა წელია, რაც მარკეტინგის სფეროში ვსაქმიანობ. რამდენიმე კომპანია არსებობს, რომელსაც ამ წლების განმავლობაში ვუწევდი მომსახურებას. ვმუშაობ საკონდიტრო „ითი“-ში მარკეტინგის მენეჯერად. განათლებით ვარ ჟურნალისტი და მაგისტრატურა დამთავრებული მაქვს მედიამენეჯმენტის განხრით. ამ ეტაპზე უფრო ღრმად ვსწავლობ მარკეტინგის საფუძვლებს.

(თამუნა):  დაახლოებით 17 წელია PR-ის მიმართულებით ვმუშაობ, თუმცა აქამდე ძირითადად კლუბებსა და რესტორნებს ვუწევდი მომსახურებას. ბევრ სხვადასხვა ადგილას არ მიმუშავია, რადგან, როდესაც ერთ საქმეს ვკიდებ ხელს, ბოლომდე მასზე ვარ ორიენტირებული.

საკონდიტრო სფეროსთან აქამდე შეხება არ მქონია. ვმუშაობდი სხვადასხვა რესტორანსა და კლუბში. მქონდა საკუთარი კარაოკე-ბარიც, რომელიც სამწუხაროდ გარკვეული მიზეზების გამო დაიხურა. ასევე ვმუშაობ ბურგერ-ბარში და ვთანამშრომლობ სხვადასხვა სახის კოსმეტიკურ ბრენდთან, სალონთან. ყველა კომპანიასთან, რომლებთანაც ვთანამშრომლობ, მაქვს სხვადასხვა ტიპის მუშაობის სპეციფიკა − ამას თავად კომპანიის მიმართულება განსაზღვრავს.

 

გვესაუბრეთ საკონდიტრო „ითი“-ს უპირატესობებზე.

(თამუნა):  უპირველესად, გამოირჩევა იმით, რომ უკვე 28 წელია, რაც საკონდიტრო ქართულ ბაზარზე ოპერირებს და გახსნის დღიდან ინარჩუნებს თავდაპირველ გემოებს. დღემდე იგრძნობა ის გემოვნური თვისებები, რომლითაც „ითი“-მ მოიზიდა ერთგული მომხმარებლები. ეს არის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა, რითაც „ითი“ მუდმივად ინარჩუნებს საზოგადოების ნდობას და არასოდეს უცრუებს მათ იმედებს.

ვფიქრობ, კონკურენტები არ გვყავს ამ მიმართულებით, რადგან „ითი“ არის ოჯახურ ტორტებზე და ნამცხვრებზე ორიენტირებული საკონდიტრო. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი პროდუქცია არ საჭიროებს ზედმეტ „გაპრანჭვებს“. შესაბამისად, არ ვცვლით არც ზომას, არც ფორმას და რა თქმა უნდა, არც გემოებს.

(გიორგი):  „ითი“ მრავალი წელია, რაც ბაზარზე გამოჩნდა და მყარად დგას მოწინავე პოზიციაზე საკონდიტრო სფეროში. „ითი“-მ ამ წლების განმავლობაში დიდი გზა გაიარა განვითარებისაკენ, თუმცა მუდამ ინარჩუნებს იმ ძველ გემოებს, რომლითაც თავდაპირველად გაითქვა სახელი და რომლის გამოც ირჩევდა მომხმარებელი სწორედ „ითი“-ს. დღეს ჩვენთან ხშირად მოდიან მომხმარებლები, რომლებიც აღნიშნავენ, რომ მათი ბებიები დადიოდნენ ჩვენი პროდუქტის შესაძენად და ახლა  თავად დადიან, რაც ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო ფაქტია. ამ დროს უფრო ნათელი ხდება, რომ ისევ მყარად ვდგავართ ბაზარზე.

საკონდიტრო „ითი“-ს უპირველეს ყოვლისა, ყველასგან გამოარჩევს გემო. რა თქმა უნდა არ ვამბობ, რომ სხვა საკონდიტროების ნაწარმი გემრიელი არ არის, თუმცა „ითი“-ს გამოარჩევს ოჯახური რეცეპტები, ეს მისი უპირატესობაა და დღემდე ამაყად იყენებს ამ პლუსს. „ითი“ პირველი იყო, რომელმაც ბაზარზე შემოიტანა ე.წ. „მთვრალი ალუბლის“ ტორტი და ბოლო ორი წელია შექმნა „სნიკერსის ტორტი“. „სნიკერსის ნამცხვარი“ ყველა საკონდიტროში მოიპოვება, თუმცა „სნიკერსის ტორტი“ მხოლოდ „ითი“-ში შეგიძლიათ დააგემოვნოთ. ბევრი ნიუანსია, რის გამოც მომხმარებელი გვენდობა და რაც სხვებისგან გამოგვარჩევს.

 

რას სთავაზობს საკონდიტრო „ითი“ მომხმარებლებს?

(გიორგი):  ჩვენთან წარმოდგენილია საკონდიტრო ნაწარმი, ნამცხვრები და ტორტები. რაც შეეხება ინგრედიენტებს, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ყოველთვის ვიყენებთ ნატურალურ პროდუქტებს, რომლებსაც ფერმერებისგან ვიღებთ. მაგალითად: ნიგოზს და თაფლს ვიღებთ რაჭიდან, ხაჭო მოგვაქვს წეროვანიდან.

ჩვენ ასევე ვცდილობთ, პროდუქტი ავიღოთ მცირე ფერმერებისგან და ამით ხელი შევუწყოთ მათ განვითარებას. გემო, რომელიც ასე ძალიან მოსწონს მომხმარებელს, სწორედ ნატურალური პროდუქტისგან არის მიღებული.

აღსანიშნავია, რომ მომხმარებლებს ვთავაზობთ ქეითერინგით მომსახურებას. ვიღებთ ყველანაირ შეკვეთას, რა სირთულისა და დიზაინისაც უნდა იყოს. დაწყებული 10-ნაჭრიანი ტორტებიდან, დამთავრებული 250-ნაჭრიანი ტორტებით. არ არსებობს რაიმე სახის სირთულე ჩვენთვის.

მომხმარებლებს ასევე ვთავაზობთ ცომეულის ფართო არჩევანს, მათ შორის: ხაჭაპურს, ლობიანს და ღვეზელებს.

(თამუნა):  მომხმარებლებს ვთავაზობთ ოჯახური პროდუქციის მრავალფეროვან ასორტიმენტს. უპირველესად, ყურადღებას გავამახვილებ იმაზე, რომ ფასები სხვა საკონდიტროებთან შედარებით არის საკმაოდ დაბალი, რადგან არ გვინდა ჩვენი ერთგული მომხმარებლები გავანაწყენოთ. შესაბამისად, ჩვენთან მოსული ყოველი ახალი სტუმარი გაოცებული რჩება საკონდიტროში წარმოდგენილი ფასებით.

 

გვესაუბრეთ ხარისხზე.

(თამუნა):  ჩვენთან წარმოდგენილი პროდუქცია მზადდება 100%-ით ნატურალური პროდუქტებისგან, რომლებიც სპეციალურად ჩამოგვაქვს სოფლიდან.

(გიორგი):  ხარისხი რომ საკმაოდ სანდო და მაღალია, ამას გასული 28 წელიც მოწმობს. ჩვენი მომხმარებლების რიცხვი დღითი დღე იზრდება. ხარისხი მომხმარებელმა უნდა შეაფასოს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ გამოვიყენოთ ნატურალური პროდუქტი და დავიცვათ ჰიგიენის ნორმები.

სად შეგვიძლია „ითი“-ს საკონდიტრო ნაწარმის შეძენა?

(თამუნა):  გვაქვს ორი ფილიალი − ერთი ვაჟა ფშაველას N39ა-ში, ხოლო მეორე ლეონიძის N10-ში. გარდა ამისა, მომხმარებლებს შეუძლიათ სხვადასხვა აპლიკაციის მეშვეობითაც გამოიწერონ პროდუქცია ან ისარგებლონ ჩვენი საკონდიტროს უფასო მიტანის სერვისით.

როგორია საკონდიტროს სამომავლო გეგმები?

(გიორგი):  ჩვენი სამომავლო გეგმაა ორი ფილიალის გახსნა, რომელიც უკვე ხორციელდება.

 

 

1 of 6
- +

1.

2.

3.

4.

5.

6.

ასევე გაეცანი

#OK! რისი მომზადება შეგიძლია აეროგრილში
Gastro

#OK! რისი მომზადება შეგიძლია აეროგრილში

February 23, 2026
#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე
Gastro

#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე

February 18, 2026
#OK! RTVELISI BRAND SHOP – ახალი სივრცე, ახალი შესაძლებლობები Sheraton-ში
Gastro

#OK! RTVELISI BRAND SHOP – ახალი სივრცე, ახალი შესაძლებლობები Sheraton-ში

February 13, 2026
#OK! ოლივერ რუსტანმა 14 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ Balmain-ი დატოვა
Gastro

#OK! ოლივერ რუსტანმა 14 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ Balmain-ი დატოვა

November 7, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! “მომავლის გეგმა არ მაქვს, წინასწარ არასდროს ვიცი რისი გაკეთება მომინდება” – ზენდეია

#OK! “მომავლის გეგმა არ მაქვს, წინასწარ არასდროს ვიცი რისი გაკეთება მომინდება” – ზენდეია

March 24, 2022
#OK! რატომ არასოდეს ჩაუცვამს ჯინსი მის გამომგონებელს?

#OK! რატომ არასოდეს ჩაუცვამს ჯინსი მის გამომგონებელს?

January 25, 2026
#OK! 58 წლის დემი მური ლოს ანჯელესში Elle-ის მიერ გამართულ ღონისძიებას Schiaparelli-ის კაბით დაესწრო

#OK! 58 წლის დემი მური ლოს ანჯელესში Elle-ის მიერ გამართულ ღონისძიებას Schiaparelli-ის კაბით დაესწრო

October 20, 2021
#OK! ჯასტინ და ჰეილი ბიბერები: წყვილი Drew House-ის სამოსით!

#OK! ჯასტინ და ჰეილი ბიბერები: წყვილი Drew House-ის სამოსით!

July 26, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ცნობილი ადამიანების 10 ყველაზე ძვირადღირებული ნიშნობის ბეჭედი

#OK! ცნობილი ადამიანების 10 ყველაზე ძვირადღირებული ნიშნობის ბეჭედი

February 21, 2026
#OK! მსახიობები, რომლებიც 2026 წელს 60 წლის იუბილეს აღნიშნავენ

#OK! მსახიობები, რომლებიც 2026 წელს 60 წლის იუბილეს აღნიშნავენ

February 18, 2026
#OK „სისხლიანი მთვარე“ 3 მარტს – მთვარის სრული დაბნელება ახლოვდება

#OK „სისხლიანი მთვარე“ 3 მარტს – მთვარის სრული დაბნელება ახლოვდება

February 24, 2026
#OK! Unique Fashion Show New York 2026 – ქართული იდენტობა საერთაშორისო სცენაზე

#OK! Unique Fashion Show New York 2026 – ქართული იდენტობა საერთაშორისო სცენაზე

February 20, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები