• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Fashion

#OK! რა ჩავიცვათ მარსზე

April 3, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

თუ მარსზე გაფრენა გაქვთ გეგმაში და არ იცით რა ჩაიცვათ, უპირველესად, თვალი 1960-იანი წლების მოდას უნდა გადაავლოთ. გასული საუკუნის 60-იან წლებში მეცნიერება საოცარი სისწრაფით ვითარდებოდა. ამ დროს დედამიწის ხელოვნური თანამგზავრი პირველად იქნა გაშვებული კოსმოსში. 1969 წლის 20 ივლისს კი ადამიანმა პირველად დადგა ფეხი მთვარეზე. ამ ყველაფერმა უდიდესი გავლენა იქონია მოდის ინდუსტრიაზეც. იფეთქა ახალმა, სრულიად განსხვავებულმა, ფუტურისტულმა მიმდინარეობამ. უეცრად გამოჩნდა ვერცხლისფერი კოსტიუმები, გეომეტრიული ფორმები, კოსმონავტის ჩაფხუტები და პლასტმასისგან დამზადებული სამოსი. ამ პერიოდს კოსმოსურ ეპოქასაც კი უწოდებენ − Space Age, რომელიც ანდრე კურაჟის, პაკო რაბანის, პიერ კარდენისა და კიდევ სხვა ცნობილი დიზაინერების შემოქმედებას მოიცავს.

ფრანგი დიზაინერი ანდრე კურაჟი ცნობილია, როგორც ფუტურისტული მოდის შემქმნელი. ის იყო პირველი დიზაინერი, რომელმაც პლასტმასი გამოიყენა. მისმა 1964 წლის კოლექციამ რადიკალურად განსაზღვრა იმ დროის მოდა ფუტურისტული look-ებით – განსხვავებული ჭრები, მოკლე, A-ს სილუეტის კაბები, ნაქსოვი სვიტრები, მოტკეცილი შარვლები, სათვალეები და ასტრონავტის ჩაფხუტები. მისი სამოსი, უმეტესად, თეთრ ფერშია შექმნილი (თეთრი, როგორც მთვარის ფერი), ასევე გამოყენებულია ფერადი მეტალის მასალები. სანამ კურაჟი თავის ბრენდს დააარსებდა, „ბალენსიაგას“ მოდის სახლის წევრი იყო 10 წლის განმავლობაში.

ლეგენდარულ პაკო რაბანს მიაწერენ ფრაზას, რომელიც ალბათ, საუკეთესოდ ასახავს 1960-იანი წლების განწყობას: „იდეალური გოგონა სხვა პლანეტაზე ცხოვრობს“. დიზაინერი აღფრთოვანებული იყო სივრცის თემით. ამ გატაცების ნაყოფი წარმოუდგენელი სკულპტურული კოსტიუმები და მეტალის ელემენტებისგან დამზადებული კაბები გახლდათ. დღეს რაბანის შემოქმედება ხშირად შედის მსოფლიოს წამყვანი მუზეუმების „კოსმოსურ“ გამოფენებში. სწორედ მან შექმნა ჯეინ ფონდას ცნობილი იმიჯი ფილმიდან „ბარბარელა“. ლეოტარული კაბა კი სამუდამოდ შევიდა მოდის ისტორიაში.

პიერ კარდენის სახელიც მკაფიოდ ასოცირდება კოსმოსური ფუტურიზმის მოდასთან. დიზაინერმა სერიოზულად გამოიკვლია „მომავლის სამოსის“ შექმნის იდეა. მან ექსპერიმენტები ჩაატარა მასალებსა და ტექსტურებზე, შექმნა ახალი ავანგარდული სილუეტები და გააფორმა სამოსი უცნაური აქსესუარებით. მან 1968 წელს წარმოადგინა ვერცხლისფერი ფუტურისტული კოლექცია, რომელიც უნისექსის სტილში იყო შესრულებული. მისი კოლექციები არაორდინარულობით და ამავდროულად, დახვეწილობით გამოირჩეოდა. 1969 წელს დიზაინერმა თავადაც კი მოირგო NASA-ს კოსმოსური კოსტიუმი − Apollo 11.

სამოცდაათიანი წლების შუა პერიოდში პლანეტებისადმი ინტერესი ოდნავ გაქრა, მაგრამ ჯორჯ ლუკასის გამოშვებული ფილმი − „ვარსკვლავური ომები“, კვლავ გახდა დიზაინერებისთვის შთაგონების წყარო. კოსმოსური თემა დაუბრუნდა პოდიუმებს. ტიერი მიუგლერმა დაიწყო სამეცნიერო ფანტასტიკის სტილში სკულპტურული სილუეტების ექსპერიმენტები. კაბების დიზაინში მან კოსმოსური ოდისეას ატმოსფერო პარიზულ მაღალ მოდას შეუთავსა.

ფუტურისტული მოდის ელემენტები დღესაც ხშირად გვხვდება სხვადასხვა დიზაინერთა კოლექციებში, ვარსკვლავები კი თამამად იწონებენ თავს მეტალიკი ვერცხლისფერი look-ებით წითელ ხალიჩებზე.

1960-იან წლებს კიდევ ერთი გამორჩეული დიზაინი − „ბრანიფის კოსმოსური ბუშტი“, ემილიო პუჩის ეკუთვნის. პუჩის სილამაზის, ფერებისა და დიზაინის აღქმის საოცარი უნარი ჰქონდა. მან შექმნა ცნობილი ფსიქოდელიური პრინტი. იტალიელმა დიზაინერმა ავიახაზების ბორტგამცილებლებისთვის ახალი, ფუტურისტული უნიფორმები შეკერა, ფერად კოსტიუმებთან ერთად კი, მინის გამჭვირვალე ჩაფხუტები წარმოადგინა, რომელსაც მოგვიანებით „კოსმოსური ბუშტი“ უწოდეს.

 

 

1 of 18
- +

1.

2.

3.

4.

5.

6.

7.

8.

9.

10.

11.

12.

13.

14.

15.

16.

17.

18.

ასევე გაეცანი

ნიშური პარფიუმერიის სამეფო ბრენდი ROJA Parfums საქართველოშია
Fashion

ნიშური პარფიუმერიის სამეფო ბრენდი ROJA Parfums საქართველოშია

September 12, 2023
#OK! 7 სექტემბერს ქართველი დიზაინერების მონაწილეობით მოდური Pop Up ღონისძიება გაიმართება
Fashion

#OK! 7 სექტემბერს ქართველი დიზაინერების მონაწილეობით მოდური Pop Up ღონისძიება გაიმართება

September 8, 2023
#OK! თათო გოგოლაშვილი – ახალი სახე ქართულ სამოდელო ბიზნესში
Fashion

#OK! თათო გოგოლაშვილი – ახალი სახე ქართულ სამოდელო ბიზნესში

August 29, 2023
#OK! “ჭკვიანი ქალი შეიძლება იყოს სექსუალური, შიშველი, მას შეუძლია იყოს ის, რაც უნდა” – მიუჩია პრადა
Fashion

#OK! “ჭკვიანი ქალი შეიძლება იყოს სექსუალური, შიშველი, მას შეუძლია იყოს ის, რაც უნდა” – მიუჩია პრადა

August 29, 2023

ახლა კითხულობენ

#OK! დღეს აიშვარია რაი 49 წლის გახდა: წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტები პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალის შესახებ

#OK! დღეს აიშვარია რაი 49 წლის გახდა: წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტები პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალის შესახებ

November 1, 2022
#OK! დუა ლიპა Vanity Fair-ის 2021 წლის აგვისტოს ნომრის გარეკანზე

#OK! დუა ლიპა Vanity Fair-ის 2021 წლის აგვისტოს ნომრის გარეკანზე

June 30, 2021
#OK! ჯენიფერ ლოპესის და ბენ აფლეკის რომანტიკული მომენტი The Last Duel-ის პრემიერაზე (ვიდეო)

#OK! ჯენიფერ ლოპესის და ბენ აფლეკის რომანტიკული მომენტი The Last Duel-ის პრემიერაზე (ვიდეო)

October 12, 2021
#OK! ჯიჯი ჰადიდის საუკეთესო და ყველაზე დასამახსოვრებელი მოდის ჩვენებები!

#OK! ჯიჯი ჰადიდის საუკეთესო და ყველაზე დასამახსოვრებელი მოდის ჩვენებები!

April 23, 2023

კვირის ჰიტები

#OK! ქეთევან საბაძე საქართველოდან ლიტვის “ვარსკვალავების სონატის“ გამარჯვებულია

#OK! ქეთევან საბაძე საქართველოდან ლიტვის “ვარსკვალავების სონატის“ გამარჯვებულია

September 28, 2023
#OK! დღეს მონიკა ბელუჩი 59 წლის გახდა: პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად აღიარებული მსახიობი იუბილარია

#OK! დღეს მონიკა ბელუჩი 59 წლის გახდა: პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად აღიარებული მსახიობი იუბილარია

September 30, 2023
#OK! “კაილი ჯენერმა მორიგი პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა?” – რას წერენ სოციალურ მედიაში ვარსკვლავის შესახებ

#OK! “კაილი ჯენერმა მორიგი პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა?” – რას წერენ სოციალურ მედიაში ვარსკვლავის შესახებ

September 29, 2023
#OK! “K2 group” – უმაღლესი ხარისხი და სტარტეგიული ადგილმდებარეობა

#OK! “K2 group” – უმაღლესი ხარისხი და სტარტეგიული ადგილმდებარეობა

September 30, 2023
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები