• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი რედაქტორისგან

#OK! ნინჩო ჯიბლაძის სარედაქტორო სვეტი OK!-ის მაისის ნომრისთვის

May 5, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

ერთი პატარა ამბავი მახსენდება მაისზე: მეოთხე ან მეხუთე კლასში ვიქნებოდი. სკოლაში მივდიოდი, თეთრი გეტრებით და ბებიას დაუთოებული თეთრი პერანგით. რუსთაველზე მივაბიჯებ. უცებ ვიგრძენი, ცივი წყალი გადამესხა თავზე. დავდექი და არ მივდივარ, ვტირი, ვიკლავ თავს. მეორე სართულიდან ორი თავი იჭვრიტება, იცინიან და თან იმალებიან. დავუმიზნე თვალით და ავირბინე სადარბაზოს კიბე, ვაკაკუნე ყველა კარზე. ბოლოს გამიღო კარგმა ქალმა კარი, მთლიანად სველი ვდგავარ, ვკანკალებ და თან ბავშვებს ვეძებ, ვინც გაიმეტა ვედრო წყალი ჩემს თავზე გადასასხმელად. მეზობლის ქალმა თეთრი პერანგი გამომართვა, ფენით გააშრო და დააუთოვა. ჩემი თმაც შეშრა ამასობაში. კარში გამოსვლისას მითხრა, ზაფხულია უკვე, ბავშვებმა გახუმრებაც ამიტომ გადაწყვიტეს, ცხელაო. უცებ კარი გაიღო და იქიდან ორმა თავმა გამოიჭყიტა. ბოდიშის მოსახდელად გამობოდიალდა გოგო-ბიჭი − ზაფხულია და მაგიტომ გაგწუწეთო. მადლობა ვუთხარი მათ დედას და წამოვედი. მაინც გაწიწმატებული ვიყავი, ბრაზი არ მივლიდა. გარეთ გამოსულმა მეტი სითბო ვიგრძენი, სკოლაში დამაგვიანდა, მაგრამ ერთი კარგი შხაპი კი მივიღე.

 

დამამახსოვრდა ეს ერთი ჩვეულებრივი დღეც, ის სითბოც, გამწვანებული ჭადრებიც მახსოვს, იმ გოგო-ბიჭის სახეც და დედის ზრუნვაც. რატომღაც ეს დღე ჩემთვის მაისთან ასოცირდება და არ მავიწყდება. არსებობს ჩვეულებრივი დღეები და არსებობს მომენტები, რომლებიც ასეთ დღეებს დაუვიწყარს ხდის.

დღეს პირველი მაისია და უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ წუწაობის სეზონი არაოფიციალურად გახსნილია. ბევრი უნდა იყოს ისეთი დღე, რომელიც ჩაგვებეჭდება თავში და იქიდან არსად გაქრება. ამ დღეებს კი ხან მოულოდნელობები ქმნის და ხან თავად ჩვენ. შეგვეძლოს წუთიერი ბედნიერების განცდა, წუთის დაჭერა − ცალკე ხელოვნებაა ალბათ. ყოველთვის მომწონდა და მომწონს ადამიანები, ვისაც ცხოვრება უყვარს, ვინც აფასებს ასეთ მომენტებს და ქმნის მათ.

წელს მაისი აღდგომის თვეა, ვარდობის თვეა, იმედის თვეა, სიყვარულისა და სიკეთის თვეა. მე ასე მინდა მჯეროდეს. ირგვლივ ყველაფერი ყვავის, და აყვავებული ბუნება, გამწვანებული ქუჩები და მთები, ვგონებ საკმარისი მიზეზია სიცოცხლის სიყვარულისთვის. რამდენჯერ მიფიქრია, დამიწერია, შემიგულიანებია სხვა თუ ჩემი თავი, ავმდგარვარ წაქცეული, გავმთბარვარ გაყინული, დამიჯერებია დაუჯერებლის. და ეს ყოველთვის ყოფილა არჩევანი − არჩევანი უკეთესისკენ, მაშინაც კი, როდესაც ეს თითქმის შეუძლებლად მიგვაჩნია. ჩემთვის სუპერგმირები არიან ასეთი ადამიანები − ნამდვილი გმირები, რომლებმაც არჩევანი სიცოცხლისკენ, სიკეთისკენ და სიყვარულისკენ გააკეთეს. ჩვენ ეს უნდა შევძლოთ, ყოველთვის ვიპოვოთ ძალა ჩვენს თავში, ვიზეიმოთ სიცოცხლე, ვიზეიმოთ ჰაერი, მზე და ცის ლურჯი ფერი, ვიხაროთ აყვავილებული ხეებით, ბედნიერები ვიყოთ ერთი ჩახუტებით ან კოცნით. თავად ვიყოთ მიზეზი სიხარულისა და ღიმილის, ბედნიერების.

მთელი გულით გისურვებთ ამას.

ნინო ჯიბლაძე

ჟურნალ OK!-ის მთავარი რედაქტორი

ასევე გაეცანი

#OK! ანანო თავხელიძე OK!-ის სპეციალური გამოშვების მოწვეული რედაქტორი
რედაქტორისგან

#OK! ანანო თავხელიძე OK!-ის სპეციალური გამოშვების მოწვეული რედაქტორი

June 5, 2023
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ივნისის ნომრისთვის
რედაქტორისგან

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ივნისის ნომრისთვის

June 1, 2023
#OK! ქუთაისი პასუხისმგებლობაა  სალომე ბაკურაძე მშობლიურ ქალაქსა და კარიერაზე
ინტერვიუ

#OK! ქუთაისი პასუხისმგებლობაა სალომე ბაკურაძე მშობლიურ ქალაქსა და კარიერაზე

June 7, 2023
#OK! ერეკლე დეისაძის თავისუფლება
Slider Area

#OK! ერეკლე დეისაძის თავისუფლება

June 7, 2023

ახლა კითხულობენ

#OK! ბელა ჰადიდის და მარკ კალმანის რომანტიკული კადრები St Barts-ის სანაპიროდან

#OK! ბელა ჰადიდის და მარკ კალმანის რომანტიკული კადრები St Barts-ის სანაპიროდან

May 31, 2022
#OK! Go Tour – დაუვიწყარი მოგონებები და ახალი თავგადასავლები

#OK! Go Tour – დაუვიწყარი მოგონებები და ახალი თავგადასავლები

December 1, 2022
#OK! Sorvella Perfume Georgia – მომხმარებლის გემოვნებას მორგებული პარფიუმერია

#OK! Sorvella Perfume Georgia – მომხმარებლის გემოვნებას მორგებული პარფიუმერია

March 5, 2021
#OK! ანუკი არეშიძის პირველი პოსტი კახი კალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაჟღერების შემდეგ

#OK! ანუკი არეშიძის პირველი პოსტი კახი კალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაჟღერების შემდეგ

March 27, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ბედნიერებაა, როდესაც პაციენტი კმაყოფილია და ამას გულწრფელად გამოხატავს  ინტერვიუ ექიმ-კოსმეტოლოგებთან

#OK! ბედნიერებაა, როდესაც პაციენტი კმაყოფილია და ამას გულწრფელად გამოხატავს ინტერვიუ ექიმ-კოსმეტოლოგებთან

June 5, 2023
#OK! თეატრის  ტექნიკური აღჭურვილობა, განათება და აპარატურა

#OK! თეატრის ტექნიკური აღჭურვილობა, განათება და აპარატურა

June 5, 2023
#OK! ინტერვიუ ინტერიერის დიზაინერ გვანცა გვაზავასთან

#OK! ინტერვიუ ინტერიერის დიზაინერ გვანცა გვაზავასთან

June 6, 2023
#OK! PANORAMA – რესტორანი ჩიტების გადაფრენის სიმაღლეზე ადგილი, რომელსაც უნდა ესტუმროთ

#OK! PANORAMA – რესტორანი ჩიტების გადაფრენის სიმაღლეზე ადგილი, რომელსაც უნდა ესტუმროთ

June 4, 2023
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×