• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Slider Area

#OK! მეთოჯინე მასწავლებლის ზღაპრული სამყარო

May 28, 2024
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

მხატვარ-მეთოჯინე ნანა მეყანწიშვილი  თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში გაიზარდა, სადაც არაერთი ხელოვანი ადამიანი ცხოვრობდა. როგორც ის იხსენებს, მთელი ბავშვობა ოცნებობდა შეექმნა რაიმე ახალი და საინტერესო. თავდაპირველად ქარგვა დაიწყო, შემდეგ კი გაჩნდა პირველი თოჯინის შექმნის იდეა, მას მოყვა მეორე, მესამე და ესე დაუსრულებლად. დღეს უკვე თავისი თოჯინების ზღაპრული სამყარო აქვს, თითოეულ თოჯინას კი საკუთარი ამბავი.

 

 

გვიამბეთ თქვენს შესახებ…

პროფესიით პედაგოგი ვარ, ვასწავლი სახვით და გამოყენებით ხელოვნებას სმენა დაზიანებულ და სმენის არ მქონე ბავშვთა  – N203 საჯარო სკოლაში. ამავდროულად ვარ მხატვარ-მეთოჯინე.

 

როდის და რატომ შექმენით პირველი თოჯინა?

გავიზარდე თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში, თბილისურ ეზოში, სადაც ბევრი საინტერესო ადამიანი ცხოვრობდა, მათ შორის მხატვარი, მოქანდაკე – ზურა მიქელაძე, რომელსაც ვადევნებდი თვალს, როგორ ძერწავდა. ვოცნებობდი, რომ მსგავსი რაღაცეები მეკეთებინა, თუ ხმამაღალი ნათქვამი არ იქნება, ძალიან კარგად ვქარგავდი.

თოჯინის გაკეთების სურვილი კი გამიჩნდა, მაშინ, როცა  ცისფერ გალერეაში ერთ-ერთ გამოფენაზე – ერთი ქალბატონის, სამწუხაროდ გვარი არ მახსოვს, რადგან ეს დიდი ხნის უკან იყო,  შექმნილი თოჯინები – პიერო და ქვრივი ქალბატონი დავინახე. იმ დღიდან დავიწყე ფიქრი ამ თემაზე. პირველი თოჯინა ოთხმოცდაათიან წლებში შევქმენი, დავიწყე დაგრუნტული ქსოვილის თოჯინებით, ჩემი ტექნიკა მქონდა.  შემდეგ კი გადავედი ძერწვაზე, რაც ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს დღემდე.

 

 

რას ნიშნავს თქვენთვის თოჯინას შექმნა?

თოჯინის შექმნის პროცესი არის ჩემი კომფორტის ზონა, რომელშიც ყველაზე ბედნიერად ვგრძნობს თავს. ეს პროცესი მაბრუნებს ბავშვობაში, ვწყდები ირგვლივ არსებულ რეალობას და ვქმნი ზღაპრულ სამყაროს, სადაც ჩემი შექმნილი თოჯინები არიან მთავარი გმირები.  უმეტეს შემთხვევაში, არ ვიცი ვის გავაკეთებ, თავდაპირველად ვიწყებ სახის ძერწვას და როცა უკვე დავინახავ, როგორი ტიპაჟი გამოდის, მერე უკვე ვიწყებ ფიქრს რა ჩავაცვა და ვინ იქნება ის.

 

 

რისგან იღებთ შთაგონებას?

მიყვარს ზღაპრის პერზსონაჟების გაკეთება, ჩემს მიერ შექმნილი თოჯინა „პაპა კარლო და ბურატინო“ დაცულია თბილისის თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმში, ამასთანავე შესულია 2017 წლის მუზეუმის მიერ გამოცემულ კატალოგში. ასევე, ჩემი ბევრი თოჯინა უცხოეთში კერძო კოლექციებშია დაცული, რაც ძალიან მახარებს,  განსაკუთრებით კი, როცა მეუბნებიან, რომ კარგად მოუვლიან.

 

 

თქვენი შექმნილი თოჯინები, თითოეული მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებულია,მაგრამ არის ის საერთო, რაც ყველას გასდევს ხასიათის შტრიხად?

გეთანხმებით, ჩემი თოჯინები განსხვავებულები არიან და ერთმანეთს არ გვანან, ყველაში იგრძნობა ინდივიდუალური ხასიათი, თუმცა მათ ერთი საერთო აქვთ – კეთილი გამოხედვა. ცოცხზე შემომჯდარ ჯადოქარსაც კი კეთილი გამოხედვა აქვს და ამას ხშირად აღნიშნავენ სხვებიც.

სამომავლო გეგმები

ძალიან მინდა რომ მომავალ თაობას შევაყვარო ჩემი საქმიანობა და გადავცე ჩემი ცოდნა და შესაძლებლობა.

ასევე გაეცანი

#OK! აჩი და შოთი არველაძეები
OK! Sport

#OK! აჩი და შოთი არველაძეები

February 22, 2026
#OK! ,,სიყვარულის ისტორია’’ – ფილმი ჯონ კენედისა და კაროლინ ბესეტის ისტორიაზე
OK! News

#OK! ,,სიყვარულის ისტორია’’ – ფილმი ჯონ კენედისა და კაროლინ ბესეტის ისტორიაზე

February 19, 2026
#OK! მზე თევზებში, რეტროგრადული მერკური და მთვარის დაბნელება – რა გველის 20 მარტამდე?
OK! News

#OK! მზე თევზებში, რეტროგრადული მერკური და მთვარის დაბნელება – რა გველის 20 მარტამდე?

February 19, 2026
#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა
OK! News

#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა

February 18, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ულამაზესი ლიკა ევგენიძე დათუნა სულიკაშვილის კაბაში!

#OK! ულამაზესი ლიკა ევგენიძე დათუნა სულიკაშვილის კაბაში!

November 17, 2023
#OK! ინტერვიუ ბრენდ RENEW-ს დამფუძნებელ თეკლე ხახუბიასთან

#OK! ინტერვიუ ბრენდ RENEW-ს დამფუძნებელ თეკლე ხახუბიასთან

October 1, 2021
#ОК! თითოეული წამი განუმეორებელია

#ОК! თითოეული წამი განუმეორებელია

October 5, 2022
#OK! კირა ნაითლიმ შვილებს სოციალური მედიის გამოყენება აუკრძალა

#OK! კირა ნაითლიმ შვილებს სოციალური მედიის გამოყენება აუკრძალა

October 28, 2025

კვირის ჰიტები

#OK! კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

#OK! კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

February 23, 2026
#OK! „The Drama“ – ახალი რომანტიკული დრამა ზენდაიას და რობერტ პატინსონის მონაწილეობით

#OK! „The Drama“ – ახალი რომანტიკული დრამა ზენდაიას და რობერტ პატინსონის მონაწილეობით

February 19, 2026
#OK! „სასწაული ყინულზე“ – აშშ-ის ჰოკეის გუნდის ისტორიული გამარჯვება ზუსტად 46 წლის შემდეგ

#OK! „სასწაული ყინულზე“ – აშშ-ის ჰოკეის გუნდის ისტორიული გამარჯვება ზუსტად 46 წლის შემდეგ

February 23, 2026
#OK! Unique Fashion Show New York 2026 – ქართული იდენტობა საერთაშორისო სცენაზე

#OK! Unique Fashion Show New York 2026 – ქართული იდენტობა საერთაშორისო სცენაზე

February 20, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები