• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Fashion

#OK! ლირდე – შექმნილია თქვენი კომფორტისთვის

აპრილი 7, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

კომფორტი, ხარისხი, პრაქტიკულობა − ეს ის სამი მთავარი კომპონენტია, რომელსაც „ლირდეს“ მწარმოებლები საკუთარ პროდუქტში აერთიანებენ. სადა და უნიკალური დიზაინით, უხარვეზო შესრულებითა და მომსახურების მაღალი კულტურით, ბრენდის დამფუძნებლები მომხმარებელთა ნდობის მოპოვებას უზრუნველყოფენ. ახალგაზრდა დიზაინერებს მიაჩნიათ, რომ ვიზუალური ეფექტის გარდა, ნებისმიერ ნივთს ერთი მნიშვნელოვანი თვისება უნდა ჰქონდეს − მფლობელის საჭიროებებს უნდა მოერგოს.

„როდესაც რომელიღაც პროდუქტის დიზაინზე ვმუშაობ, ვფიქრობ, რამდენად პრაქტიკული შეიძლება იყოს ის მომხმარებლისთვის. ვინც ტრენდულად იცვამს და ტრენდულ ნივთებს ყიდულობს, იცის, რომ ხანდახან ძალიან მოდური, ძალიან ლამაზი ნივთი აბსოლუტურად არაპრაქტიკული შეიძლება აღმოჩნდეს. ეს ქმნის სხვა, სარეზერვო ნივთის შეძენის აუცილებლობას. გამომდინარე აქედან, ადამიანი ხშირად ვერ იყენებს იმ პროდუქტს, რომელიც ძალიან მოსწონს, მაგალითად, საკმარისი სიხშირით ვერ იცვამს ტრენდულ ფეხსაცმელს, რადგან ის ფეხს ტკენს და ა.შ. და იძულებულია ატაროს ის, რაც მისთვის ბევრად არასასურველი, მაგრამ უფრო კომფორტულია.

როდესაც ფეხსაცმლის მოდელზე ვმუშაობ, ვფიქრობ, როგორ უნდა გავაერთიანო ტრენდი და კომფორტი, როგორ მივცე ორიგინალური ფორმა ისე, რომ მაქსიმალურად მოსახერხებელი იყოს ნებისმიერ ვითარებაში ჩასაცმელად და ა.შ. პირადად ჩემთვის, კომფორტი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუმცა ამავდროულად, მაქსიმალურ ყურადღებას ვაქცევ ხარისხს. ზოგადად, ნებისმიერი ნივთის შეძენის პროცესში, შეიძლება ითქვას, ზედმეტად პრეტენზიულიც გახლავართ. ამიტომ, როდესაც აღნიშნულ კომპონენტებზე ვამახვილებ აქცენტს, მივდივარ იმ დასკვნამდე, რომ ყველაფერი, რასაც ვქმნი, ან რაც უნდა შევქმნა, საკუთარი თავისთვის უნდა შევქმნა, გამოვცადო საკუთარ თავზე და მხოლოდ ამის შემდეგ შევთავაზო სხვას. ასეთ შემთხვევაში, ვერ გამომივა ხარვეზიანი, რადგან ფიზიკურად ვერ „გავატარებ“ ვერანაირ ნაკლს. და თუ დღევანდელი მდგომარეობით ვიმსჯელებთ და გამოხმაურებებსაც გადავავლებთ თვალს, შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ ამოცანა შესრულებულია… ასევე ვიქცევი ჩანთების, საფულეებისა და სხვა აქსესუარების შექმნის შემთხვევაში. მაგალითად, ვცდილობ, ჩანთა იყოს სადა, საშუალო ზომის და მაქსიმალურად ტევადი; საფულის შემთხვევაში, იყოს ვიზუალურად ლამაზი, მოსახერხებელი ხელით სატარებლად და შეიძლებოდეს მასში აუცილებელი ნივთების, მათ შორის − მობილური ტელეფონის მოთავსებაც“, − აღნიშნა „ლირდეს“ დამფუძნებელმა, დიზაინერმა ნანა აქუბარდიამ.

 

 

ადგილობრივ ბაზარზე ახალმა ქართულმა ბრენდმა მომხმარებელთა ყურადღება მალევე მიიპყრო. გაყიდვების რიცხვმაც მოსალოდნელ შედეგს შთამბეჭდავად გადააჭარბა. დამფუძნებლების ინფორმაციით, პანდემის გამო შემოღებული რეგულაციების მიუხედავად, მოთხოვნა-მიწოდების პროცესი არ შეწყვეტილა, ხოლო კმაყოფილი მომხმარებლების ზრდის პარალელურად, უკმაყოფილო კლიენტების რიცხვს ნულოვანი ნიშნულისთვის არ გადაუჭარბებია.

„ძალიან სასიამოვნო ფაქტია, როდესაც პროდუქტი იყიდება და არცერთი უარყოფითი გამოხმაურება არაა… სასიამოვნო მოსასმენია, როდესაც ადამიანები შეძენილი ნივთისთვის მადლობას გიხდიან, როდესაც კმაყოფილებას და ემოციებს გიზიარებენ. გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ფეხსაცმელი მართლა ძალიან კომფორტულია, ვიზუალურ მხარეს თქვენ ისედაც ხედავთ − ქალურიცაა და პრაქტიკულიც. ორიგინალური ქუსლი აქვს, არც ძალიან მაღალია და არც ძალიან დაბალი. რომ დადიხარ, ვერც კი გრძნობ, რომ ქუსლიან ფეხსაცმელზე დგახარ. სტილსაც ვერ უწოდებ კლასიკურს, თუმცა მასში მისთვის დამახასიათებელი კომპონენტებიცაა… უხდება როგორც სპორტულ, ისე კლასიკურ სამოსს… ასევეა სხვა პროდუქტების შემთხვევაში − ამოსავალი პრაქტიკულობა და ხარისხია! ფერებიც ყველა ფერთან თავსებადია! ტყავი სუფთაა, დიზაინი − უნიკალური, და როგორც ზემოთ აღვნიშნე, შესრულებაა იდეალური!

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: ნივთის ონლაინყიდვის შემთხვევაში, რთულია ზუსტად განსაზღვრო, რამდენად მოირგებ ტანსაცმელს ან ფეხსაცმელს, რამდენად მოიხდენ მას და ა.შ. შეძენილი ნივთის დაბრუნება კი ყოველთვის პრობლემური ხდება. ჩვენ ამ მხრივაც ვიზრუნეთ მომხმარებელზე და აქაც შევქმენით კომფორტი − ჩვენი კურიერი ნივთის მიწოდების შემდეგ ელოდება მომხმარებელს და თუ ის ვერ მოირგებს, მაგალითად, ფეხსაცმელს, ან გადაუცვლის (თუ ექნება თან შესაბამისი ზომა), ან უკან წამოიღებს. ჯერჯერობით, დალოდების უზრუნველყოფა მხოლოდ თბილისის მასშტაბით ხერხდება, მაგრამ, ვფიქრობთ, მომავალში ამ კუთხით რეგიონის მცხოვრებლებზეც ვიზრუნებთ.

ჩვენ ყოველთვის ვართ და ვიქნებით მზად, გავითვალისწინოთ თითოეული ადამიანის შენიშვნა და თხოვნა, მზად ვართ დავამატოთ ყველა ის საჭირო სერვისი, რაც მათ ჩვენთან კომუნიკაციას და სასურველი ნივთის შეძენას გაუადვილებს“, − განაცხადა „ლირდეს“ მარკეტინგის მენეჯერმა, ბრენდის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა სოფო გოგოხიამ.

სულ მალე „ლირდე“ მომხმარებლების წინაშე ახალი მოდელებითა და ამბიციური გეგმებით წარდგება და არსებულ პროდუქტებთან ერთად, განსაკუთრებული დიზაინით შექმნილ ტანსაცმლის ხაზს, სამკაულებს და ორიგინალურ აქსესუარებს შემოგთავაზებთ.

 

ასევე გაეცანი

#OK! საჭირო დროს საჭირო ადგილას – კუნძულზე შექმნილი „ნინოლას სამკაულების“ ისტორია
Fashion

#OK! საჭირო დროს საჭირო ადგილას – კუნძულზე შექმნილი „ნინოლას სამკაულების“ ისტორია

ივლისი 5, 2022
#OK! „შავდია“ − გამოხატე შენი თავი სამოსით
Fashion

#OK! „შავდია“ − გამოხატე შენი თავი სამოსით

ივლისი 4, 2022
#OK! ქართველი მოდელის მორიგი წარმატება – მატილდა გვარლიანი Emporio Armani-ს ახალ კამპანიაში მონაწილეობს
Fashion

#OK! ქართველი მოდელის მორიგი წარმატება – მატილდა გვარლიანი Emporio Armani-ს ახალ კამპანიაში მონაწილეობს

ივნისი 14, 2022
#OK! ქორწილის იდეალური სტუმარი – როგორ ჩავიცვათ ქორწილში
Fashion

#OK! ქორწილის იდეალური სტუმარი – როგორ ჩავიცვათ ქორწილში

ივნისი 9, 2022

ახლა კითხულობენ

#OK! ლია ელიავა სილამაზის ეტალონი

#OK! ლია ელიავა სილამაზის ეტალონი

აპრილი 11, 2021
#OK! “3-ჯერ ჩავიჭერი ბოლო ორი წლის განმავლობაში, მაგრამ მაინც არ დავნებდი” – კიმ კარდაშიანმა იურისტების გამოცდა ჩააბარა

#OK! “3-ჯერ ჩავიჭერი ბოლო ორი წლის განმავლობაში, მაგრამ მაინც არ დავნებდი” – კიმ კარდაშიანმა იურისტების გამოცდა ჩააბარა

დეკემბერი 14, 2021
#OK! ჯენიფერ ლოპესმა და ალექს როდრიგესმა დაშორება გადაიფიქრეს

#OK! ჯენიფერ ლოპესმა და ალექს როდრიგესმა დაშორება გადაიფიქრეს

მარტი 14, 2021
#OK! კენდალ ჯენერი მაიკლ კორსის 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის კამპანიაში

#OK! კენდალ ჯენერი მაიკლ კორსის 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის კამპანიაში

იანვარი 11, 2022

კვირის ჰიტები

#OK! თითოეულ პროექტზე მუშაობისას ვგრძნობ თავისუფლებას

#OK! თითოეულ პროექტზე მუშაობისას ვგრძნობ თავისუფლებას

ივლისი 6, 2022
#OK! www.morebeauty.ge – თმის სწორი მოვლა ზაფხულში

#OK! www.morebeauty.ge – თმის სწორი მოვლა ზაფხულში

ივლისი 2, 2022
#OK! “იყო მსახიობი ნიშნავს შეგეძლოს განსხვავებული როლების მორგება, რათა არ წარმოადგენდე მხოლოდ საკუთარ თავს” – ტომ ჰოლანდი

#OK! “იყო მსახიობი ნიშნავს შეგეძლოს განსხვავებული როლების მორგება, რათა არ წარმოადგენდე მხოლოდ საკუთარ თავს” – ტომ ჰოლანდი

ივლისი 6, 2022
#OK! Louis Vuitton-ის 2023 წლის მამაკაცის ხაზის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია

#OK! Louis Vuitton-ის 2023 წლის მამაკაცის ხაზის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია

ივლისი 1, 2022
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×