• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ირაციონალური მუხტი – მაია ნავერიანის ხელოვნების გზამკვლევი

May 6, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

შთაბეჭდილება, საკუთარ თავთან გაურკვეველი ემოციების ტალღა და ამოკითხვის მცდელობა − ის განცდებია, რაც მხატვარ მაია ნავერიანის ნამუშევრების წინაშე მდგარს თავს ბუნებრივად გესხმის. ხელოვანის აქტიური პროფესიული კარიერა ჯერ კიდევ 1999 წლიდან დაიწყო − მას შემდეგ, რაც Vordemberger Gildewart Foundation-ის საერთაშორისო კონკურსის (სადაც Annely Juda Fine Art-მა წარადგინა) ფერწერის პირველი პრიზი აიღო. მას შემდეგ, მაია ნავერიანის ტილოები დასავლეთის სხვადასხვა სამუზეუმო და კომერციულ სივრცეში იდებს ბინას. არტისტი ცხოვრობს და მუშაობს თბილისსა და ლონდონში. მხატვართან საინტერესო ინტერვიუ OK!-ის ეკუთვნის.

როგორ ფიქრობთ, რას განსაზღვრავს მხატვრისთვის დაბადების ადგილი?

პირველ შეცბუნებას და გარე სამყაროს ფენომენებად აღქმის პირველ ნიშნებს.

რა გაძლევთ ახალ შთაბეჭდილებებს?

არასტანდარტული მოვლენები. ყველაფერი, რაც კლიშეებსა და ბანალურ ინფორმაციას არყევს; ბუნება.

 

რთულია მნახველმა მხატვრის ჩანაფიქრი გაიგოს? რა იგულისხმება თქვენი ნამუშევრების მიღმა, რისი თქმა გსურთ საკუთარი შემოქმედებით (რამდენად ხშირად ცვალებადია ეს თემატიკები) და რა ხერხი განიჭებთ ამ პროცესში მთავარ ძალას − იქნება ეს ფერი, სტრუქტურა, ფორმა თუ ტექსტი?

ჩემი აზრით, მნახველი სრულიად თავისუფალი უნდა იყოს კონტექსტის სუბიექტურად ინტერპრეტირებისთვის. რაც უფრო შემაცბუნებელი და დამაინტრიგებელია ნამუშევარი, მით უფრო იზრდება მისი წაკითხვის პარადიგმაც. სათქმელი, ჩემს შემთხვევაში, მუშაობის დროს უფრო ფორმირდება და მას თავად პროცესის დინამიკა და არა რაიმე ნარატივი განსაზღვრავს. ვიზუალური ენა კი მხოლოდ ინტუიციური და ფსიქიკური „რეცეპტორებით“ მუშავდება.

ტექსტი თქვენს ნამუშევრებში ხშირად გვხვდება. რისი საშუალებაა ის თქვენთვის მხატვრობასთან სინთეზში?

ტექსტი ჩემს ნამუშევრებში თითქმის ყოველთვის ძალიან ბანალურ და არაფრით გამორჩეულ ფრაზებს ან ყურმოკრულ უბრალო წინადადებებს იმეორებს. მგონია, რომ ამ ტექსტების ცალკე ნამუშევრად გამოტანა შინაარსის დესტაბილიზაციას იწვევს, ამსუბუქებს მას და ეს დიდაქტიკის შანსს არ ტოვებს.

ხელოვნების რომელ ეპოქას მოარგებდით საკუთარ თავს?

მომავლის… რომელიც მხოლოდ ინტუიციურად შეიძლება შევიგრძნოთ და რომელზეც, პრინციპში, წარმოდგენა ჯერ არ გვაქვს.

როგორია სამყარო დღეს? რა შთაგონებებს გვპირდება?

ძალიან ქაოსური, დრამატული, მაგრამ სწორედ ამ გაურკვევლობაში უცნაური ოპტიმიზმის განცდაც მიჩნდება − თითქოს ამ დაძაბულობაში შესაძლოა ადამიანის ცნობიერების სრული გადახალისება მოხდეს და გამოჩნდეს ან გაჩნდეს ახალი რეალობის შედარებით მსუბუქი და გამჭვირვალე სივრცე.

რა არის მხატვრის წინაშე წარმოდგენილი ყველაზე დიდი სირთულე?

მე მგონი, ყველაზე მთავარია, არასდროს გაქრეს ან არ მობლაგვდეს ეგზისტენციის მგრძნობიარე და ცოცხალი განცდა, მასზე რეფლექსიის და სუბიექტური თვითგამოხატვის დაუძლეველი სურვილი. საშიშროება კი შეუმჩნევლად ეგოცენტრიზმსა და თვითტკბობაში გადასვლაა.

აღიარებთ მუზების არსებობას? რა ხდება თქვენთვის ინსპირაციის ბიძგი?

ყველაზე ხშირად ინსპირაციის ბიძგს გარე თუ შინაგანი კატაკლიზმური მოვლენები მაძლევს, რის შედეგადაც ირაციონალურ მუხტს ბოლომდე ვენდობი და მივყვები. მუზეუმებთან დაკავშირებით, ძალიან სუბიექტური და სენტიმენტალური ასოციაცია მაქვს: ლონდონში ცხოვრების პირველი წელი მე მგონი მთლიანად ბრიტანეთის მუზეუმში და ნაციონალურ გალერეაში გავატარე და იმ დარბაზებმა წარმოუდგენლად დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე, თუ არაფერს ვიტყვი იმაზე, რომ ეს ყოველდღიური „დისციპლინა“ ფსიქოლოგიურადაც ძალიან დამეხმარა თავდაპირველი კულტურული შოკის შემდეგ იქაურობასთან ინტეგრირებაში.

 

დაბოლოს, გვიამბეთ თქვენი ამჟამინდელი გამოფენის შესახებ. რა არის ნამუშევრების თემატიკა? რა აერთიანებთ?

ამჟამად ჩემი ორი გამოფენა, პარალელურად, თბილისში ორ განსხვავებულ სივრცეში − გალერეა „ართბითში“ (Gallery Artbeat) და E. A. Shared Space − ელენე აბაშიძის საზიარო სივრცეშია.

„ართბითში“ ეს ჩემი მესამე სოლოგამოფენაა. ელენეს და მე კი ლონდონიდან მოყოლებული, ხანგრძლივი კოლაბორაცია გვაკავშირებს. ელენეს გალერეისთვის გარე ინსტალაცია, რომელიც მწვანე ნეონით შესრულებული ერთი წინადადებაა, ჩემი ძველი ტექსტი-ნამუშევრიდან ამოვარჩიეთ: What’s The Difference Between Me And You – „რა არის სხვაობა ჩემსა და შენ შორის“. გალერეა კუთხის შენობაშია განთავსებული და ფანჯრები ქუჩაზე სამი მხრიდან გამოდის. თითო სიტყვა თითო ფანჯარაში დავამაგრეთ და სრული წინადადების წასაკითხად მნახველს ამ შენობის გარშემო უწევს სიარული. უშუალოდ წარწერა გალერეის შიდა სივრცეშია ჩამოკიდებული, მაგრამ მიმართულია გარე სივრცისკენ, ანუ ერთმნიშვნელოვნად არც ერთ სივრცეს არ მიეკუთვნება, რაც თავისთავად ხაზს უსვამს დიქოტომიის პირობითობას. გარესა და შიდას შორის ზღვარი არ არის მკაფიო… გალერეა „ართბითის“ გამოფენის სათაურია New Wave Tourist და ჩემი ბოლო წლის ნახატების კომპილაციაა. ეს სათაური ამავე ტექსტის ნახატების სერიიდან ავიღე. ტურისტი, ტიპი, რომელიც მოგზაურობს უცნობ და მისთვის საინტერესო ტერიტორიებზე, ძირითადად ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებისა და თვალიერების მიზნით, სიმბოლურ შრეზე ყოველთვის მაინტერესებდა. „ახალი ტალღა“ კი ალბათ ამ პანდემიის შედეგად გაჩენილი აპოკალიპტური შიშების მიღმა, ახალ მოგზაურობაში, ახალ ცნობიერებაში შებიჯების განცდამ ან შესაძლოა, ამის სურვილმა მოიტანა.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

სამომავლო გეგმებზე ამჯერად მიჭირს ლაპარაკი იმის გამო, რომ ყველაფერი ბევრად დაუგეგმავად და სპონტანურად ვითარდება, ვიდრე ოდესმე, რაც, მართალი რომ ვთქვა, გარკვეული კუთხით საინტერესოც კია.

 

ტექსტი: ელენე ბერიძე

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! Come Travel – მოგზაურობა, როგორც ცხოვრების სტილი
Travel

#OK! Come Travel – მოგზაურობა, როგორც ცხოვრების სტილი

August 8, 2025
#OK! როდესაც ჩოხა ხვდება სარის – ცეკვა, რომელიც საზღვრებს გააქრობს
ინტერვიუ

#OK! როდესაც ჩოხა ხვდება სარის – ცეკვა, რომელიც საზღვრებს გააქრობს

August 8, 2025
#OK! პირველი კადრიდან პროფესიულ სამყარომდე – გვანცა ახალაიას გზა ფოტოგრაფიაში
ინტერვიუ

#OK! პირველი კადრიდან პროფესიულ სამყარომდე – გვანცა ახალაიას გზა ფოტოგრაფიაში

August 8, 2025
#OK! მოთხრობები სკრინინგზე
OK! Doctors

#OK! მოთხრობები სკრინინგზე

August 8, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! „ავერსი“ ჩვენი პატარებითვის

#OK! „ავერსი“ ჩვენი პატარებითვის

June 2, 2023
#OK! ჯიჯი და ბელა ჰადიდები “რალფ ლორენის” უახლესი კოლექციის ჩვენებაზე

#OK! ჯიჯი და ბელა ჰადიდები “რალფ ლორენის” უახლესი კოლექციის ჩვენებაზე

March 23, 2022
#OK! მადონას 24 წლის ქალიშვილის ლურდეს ლეონის დებიუტი ვერსაჩეს ჩვენებაზე

#OK! მადონას 24 წლის ქალიშვილის ლურდეს ლეონის დებიუტი ვერსაჩეს ჩვენებაზე

September 29, 2021
#OK! “ჩვენ გვაქვს ცხოველური ინსტინქტები” – რიკარდო ტიშიმ Burberry-ის უახლესი კოლექცია წარადგინა

#OK! “ჩვენ გვაქვს ცხოველური ინსტინქტები” – რიკარდო ტიშიმ Burberry-ის უახლესი კოლექცია წარადგინა

September 28, 2021

კვირის ჰიტები

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის აგვისტოს ნომრისთვის

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის აგვისტოს ნომრისთვის

August 8, 2025
#OK! ზაფხულში სანახავი 9 ფილმი, რომელიც იტალიაში ვირტუალურად გამოგზაურებთ

#OK! ზაფხულში სანახავი 9 ფილმი, რომელიც იტალიაში ვირტუალურად გამოგზაურებთ

August 6, 2025
#OK! ეზ გაბერის ფოტოობიექტივი

#OK! ეზ გაბერის ფოტოობიექტივი

August 6, 2025
#OK! “სიამაყე და ცრურწმენა” ეკრანებზე ახალი შემადგენლობით ბრუნდება

#OK! “სიამაყე და ცრურწმენა” ეკრანებზე ახალი შემადგენლობით ბრუნდება

August 5, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები