რეკლამა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
რეკლამა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
რეკლამა
მთავარი Gastro

#OK! დალის „შუ“

March 5, 2021
საკითხავი დრო: 1 min read
რეკლამა

დალის „შუს“ კრემი შედგება შემდეგი ინგრედიენტებისგან:

ლიტრი რძე

3 კვერცხი

5 ს/კ ფქვილი

300 გრ შაქარი

ვანილი

მარილი

ლიმონის ცედრა

კრემის მომზადების წესი:

ავადუღოთ ლიტრი რძე და შევურიოთ ჭიქა შაქარი. ამასობაში, ავთქვიფოთ სამი კვერცხის გული და ნახევარი ჭიქა შაქარი გათეთრებამდე. ამის შემდეგ ნახევარი ლიტრი თბილი რძე დავასხათ ათქვეფილ კვერცხს და შაქარს, და დავუმატოთ 5 ს/კ ფქვილი, ავურიოთ ერთმანეთში და ჩავასხათ დარჩენილ ნახევარ ლიტრ თბილ რძეში. დავდგათ ნელ ცეცხლზე და გავაგრძელოთ მიქსერით თქვეფა, სანამ კრემი არ დაიწყებს დუღილს. გადმოვდგათ და გავაციოთ კარგად, მანამდე კი ავთქვიფოთ 200 გრ კარაქი გათეთრებამდე, დავუმატოთ 15 გრ ვანილი, ერთი ლიმონის ცედრა და შევურიოთ გაციებულ მოხარშულ კრემს. ეს ყველაფერი კვლავ ავთქვიფოთ 10 წუთის განმავლობაში და შევდგათ მაცივარში მინიმუმ 2 საათის განმავლობაში.

„შუს“ ცომი შედგება შემდეგი ინგრედიენტებისგან:

200 გრ კარაქი

400 მლ წყალი

15 გრ ვანილი

მწიკვი მარილი

400 გრ ფქვილი

7 კვერცხი

ცომის მომზადების წესი:

200 გრ კარაქი, 400 მლ წყალი, 15 გრ ვანილი და მწიკვი მარილი გავადნოთ ნელ ცეცხლზე. როდესაც დუღილს დაიწყებს, დავაყაროთ 400 გრ ფქვილი, კარგად მოვურიოთ და გადავდგათ გასაციებლად. კარგად რომ გაცივდება, დავუმატოთ 7 კვერცხი და კარგად გავთქვიფოთ მიქსერით. ცომი ისე უნდა გასქელდეს, რომ მიქსერს უჭირდეს დატრიალება.

შემდეგ გავახუროთ ღუმელი 180 გრადუსზე, ცივ საცხობ მაყალს მოვაყაროთ ცოტა ფქვილი და სუფრის კოვზით ამოვიღოთ მცირე ზომის ცომი, რომელსაც თითით მივცემთ ფორმებს. დავდოთ მაყალზე და გამოვაცხოთ 25-30 წუთის განმავლობაში.

როგორც კი ცომი ოქროსფერი გახდება, გადმოვდგათ, გავჭრათ შუაზე, გამოვიღოთ გაციებული კრემი და მოვათავსოთ შუაში, ხოლო ზემოდან მოვაყაროთ შაქრის პურდა.

გაზაფხულზე კრემში თითო მარწყვს ვათავსებ ხოლმე, მაგრამ დალის „შუს“ საიდუმლო კიდევ იმაში მდგომარეობს, რომ „შუს“ ცომი უნდა იყოს ახლად გამომცხვარი. მეორე დღეს ისეთი გემო აღარ აქვს, როგორიც თავდაპირველად. ამიტომ კრემს თუ წინა დღეს ვაკეთებ, ვინახავ მაცივარში, ხოლო სტუმრები რომ მოდიან და დესერტის დრო ახლოვდება, სწორედ მაშინ ვაცხობ შუს. ასე ბევრად ფაფუკია, ხოლო გაციებული კრემი კიდევ უფრო დიდ შარმს სძენს მას.

ეს პორცია შეიცავს დაახლოებით 30 ცალ შუს.

 

დალის „შუს“ მომზადების ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ Youtube-არხზე: Dali − დალის „შუ“

რეკლამა
რეკლამა

ასევე გაეცანი

#OK! ღვინის შექმნის უძველესი ხელოვნება – „ტყუპების საღვინე სახლი“ ნაფარეულში
Gastro

#OK! ღვინის შექმნის უძველესი ხელოვნება – „ტყუპების საღვინე სახლი“ ნაფარეულში

February 6, 2023
OK! Luca Polare რაც ყველაზე ძალიან მიყვარს… – ვრცლად ქართული ბრენდის სიახლეების შესახებ
Gastro

OK! Luca Polare რაც ყველაზე ძალიან მიყვარს… – ვრცლად ქართული ბრენდის სიახლეების შესახებ

February 1, 2023
#OK! 2023 წლის ასტროლოგიური პროგნოზი – ინტერვიუ მიხეილ ცაგარელთან
Décor

#OK! როგორ გავაწყოთ 2023 წლის საახალწლო სუფრა

January 4, 2023
#ok! „ტყუპების საღვინე სახლი ნაფარეულში“ 25 წლისაა
Gastro

#ok! „ტყუპების საღვინე სახლი ნაფარეულში“ 25 წლისაა

December 8, 2022
რეკლამა

ახლა კითხულობენ

#OK! ვინ არის ქართველი გოგონა, რომელიც ვალენტინოსა და სინდი კროუფორდის საღამოებზე საპატიო სტუმარია?!

#OK! ვინ არის ქართველი გოგონა, რომელიც ვალენტინოსა და სინდი კროუფორდის საღამოებზე საპატიო სტუმარია?!

June 18, 2021
#OK! აბრეშუმის ისტორია

#OK! აბრეშუმის ისტორია

May 7, 2021
#OK! ტენდენციები და გასტრონომია

#OK! ტენდენციები და გასტრონომია

February 26, 2021
#OK! ემბერ ჰერდის თქმით ჯონი დეპი მას თვალებში ვერ ჩახედავს, რადგან იცის, რომ დამნაშავეა

#OK! ემბერ ჰერდის თქმით ჯონი დეპი მას თვალებში ვერ ჩახედავს, რადგან იცის, რომ დამნაშავეა

May 18, 2022
რეკლამა

კვირის ჰიტები

#OK! ინსტაგრამის ყველაზე მოდური წყვილები

#OK! ინსტაგრამის ყველაზე მოდური წყვილები

February 3, 2023
#OK! კურორტი საირმე – აქ ყველაფერია სრულყოფილი დასვენებისთვის

#OK! კურორტი საირმე – აქ ყველაფერია სრულყოფილი დასვენებისთვის

February 3, 2023
#OK! როგორ დავგეგმოთ ბავშვებთან ერთად მოგზაურობა

#OK! მოაგროვეთ დაუვიწყარი მოგონებები ART TRAVEL-თან ერთად

February 6, 2023
#OK! “მადონა პლასტიკური ქირურგიის მსხვერპლია” – 64 წლის მომღერლის გამოჩენა “გრემის” რიგით 65-ე დაჯილდოებაზე

#OK! “მადონა პლასტიკური ქირურგიის მსხვერპლია” – 64 წლის მომღერლის გამოჩენა “გრემის” რიგით 65-ე დაჯილდოებაზე

February 6, 2023
რეკლამა
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×