რეკლამა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
რეკლამა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
რეკლამა
მთავარი Hollywood News

#OK! გზა მსახიობობიდან კომიკოსობამდე – როგორ გახდა ჯიმი ფელონი ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ტელეწამყვანი

December 26, 2022
საკითხავი დრო: 3 mins read
რეკლამა

ჯიმი ფელონი ღამის შოუს გადაცემის წამყვანი 2009 წელს გახდა, როდესაც მან კონან ო’ბრაიენი Late Night შოუში ჩაანაცვლა. ფელონს მსგავსი გამოცდილება მიღებული არ ჰქონდა, ასე რომ ის მისი ცხოვრების რადიკალურად განსხვავებული ეტაპისთვის ემზადებოდა. ახალბედა წამყვანმა რჩევა გამოცდილ შოუმენს სთხოვა.

„რაიმე რჩევა ხომ არ გაქვს?“ – ჰკითხა ო’ბრაიენს ფელონმა.

„ამ საქმისთვის კონკრეტული რჩევა არ არსებობს, მე ვერ დაგეხმარები, უბრალოდ გონება გიკარნახებს რა უნდა ქნა“. – უპასუხა ო’ბრაიენმა.

„საშინლად არ მომეწონა ეს რჩევა, ვიფიქრე, ეს ხომ არაფერში დამეხმარება. მაგრამ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ გავაანალიზე, რომ კონანს ჰყავდა ჩამოყალიბებული საკუთარი პერსონაჟი, ის იყო რადიკალურად განსხვავებული ადამიანი ჩემგან. მე უნდა შემექმნა ახალი წამყვანი, განსხვავებული ხასიათით, საუბრის მანერითა და იუმორის გრძნობით“. – ამბობდა ჯიმი ფელონი გადაცემაზე მუშაობის დროს.

ახალბედა წამყვანს თავში ბევრი განსხვავებული აზრი უტრიალებდა. დაახლოებით იცოდა, რომ მისი შოუ კითხვა-პასუხის რეჟიმში იქნებოდა, ადამიანები მის გადაცემაში ისაუბრებდნენ პირად ცხოვრებაზე, კარიერაზე, საკუთარ გამოცდილებაზე,მოყვებოდნენ სახალისო ისტორიებს, პარალელურად ითამაშებდნენ სახალისო თამაშებს და დაგეგმავდნენ სხვადასხვა აქტივობებს, თუმცა, ჯიმი ვერ ხვდებოდა იმასთუ მაყურებლისთვის თავი როგორ შეეყვარებინა. უნდოდა საკუთარი სახელი, როგორც ბრენდი ისე ჩამოეყალიბებინა, თუმცა მაინც ვერ სცემდა პასუხს კითხვაზე: „თუ ვინ იყო ჯიმი ფელონი და რას წარმოადგენდა ის ფართო საზოგადოებისთვის?“.

ადრეულ ასაკში ჯიმის ოჯახს ეკონომიკურად ძალიან უჭირდა, ფელონის მამა ორ სამსახურში მუშაობდა, თუმცა მათ საკმარისი შემოსავალი მაინც არ ჰქონდათ. შესაბამისად, ჯიმიმ მუშაობა ადგილობრივ სუპერმარკეტში დაიწყო.

ცოტა ხნის შემდეგ ფელონმა კომედიააღმოაჩინა. მან მიატოვა სწავლა. 1997 წელსჯიმი SNL-ის ქასთინგზე გავიდა, თუმცა უშედეგოდ, ერთი წლის შემდეგ იმავე გასაუბრება ფელონისთვის წარმატებით დასრულდა. ამ დროს ფელონი 23 წლის იყო. რამდენიმე წელიწადში მან SNL დატოვა, შემდეგ კი სამსახიობო კარიერას დაუთმო ყურადღება. მან მიიღო ისეთ ფილმებში მონაწილეობა როგორებიცაა კომედია Taxi (2004) და რომანტიკული კომედია Fever Pitch (2005). ჯიმი ფელონი 2009 წლიდან 2014 წლამდე Late Night with Jimmy Fallon-ის წამყვანი იყო. 2014 წლიდან მოყოლებული დღემდე კი ჯიმი The Tonight Show Starring Jimmy Fallon-ის წამყვანი გახლავთ.

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ჯიმის მიზანი რომანტიკულ კომედიებში მონაწილეობის მიღება იყო, განსხვავებით სხვა დამწყები მსახიობებისა, ჯიმის ჰქონდა შანსი, რომ წარმატებული და ძალიან მოთხოვნადი მსახიობი გამხდარიყო, თუმცა გადაწყვეტილება შეიცვალა და დრო გადაცემებზე მუშაობას დაუთმო. ხშირად უსვამდნენ ვარსკვლავს კითხვას, რატომ მიიღო მსგავსი გადაწყვეტილება, თუმცა მისი პასუხისულ მარტივი გახლდათ.

რეკლამა

„რატომაც არა. ეს უბრალოდ იყო ჩემი გზა, რომელსაც მივყევი და ამით ბედნიერი ვარ“.

„მას შემდეგ, რაც ფილმებში მივიღე მონაწილეობა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, როლები აღარ მქონდა, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ უნდა მემუშავა, რაღაც უნდა გამეკეთებინა. ვიცოდი, რომ ტალანტი მქონდა, თავიდან ვფიქრობდი კომედიური სიმღერები ჩამეწერა, თუმცა ნელნელა მივხვდი რა უნდა გამეკეთებინა და ვფიქრობ, რომ სწორადაც მივიღე გადაწყვეტილება“.

მისი ახალი საქმე ღამის შოუს წაყვანის დროს არ იყო ისეთი გლამურული, როგორიც კინოვარსკვლავობა, მაგრამ იყო რაღაცები, რაც ჯიმის ძალიან აბედნიერებდა. მას ჰქონდა ამ საქმისადმი ვნება და შეეძლო ადამიანებისთვის სიამოვნება ბუნებრივად მიენიჭებინა, კარგ ხასიათზე დაეყენებინა და მათთვის გამორჩეული წუთები ეჩუქებინა.

„იმ პერიოდში ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, რომ ეს გამეანალიზებინა, თუმცა უბრალოდ მინდოდა, რომ ადამიანები გამებედნიერებინა“.

ბავშვობაში ჯიმი ფელონი ძალიან იყო მოხიბლული The Tonight Show-თი, მაგრამ ვერასდროს წარმოედგინა, რომ ოდესმე ამ შოუს წამყვანი გახდებოდა.

„ბავშვობაში ძალიან მომწონდა სამსახურები, რომლებში სიარულის დროსაც საჭირო იყო ჩაგეცვა კლასიკურად და გყოლოდა მანქანა. ძალიან მომწონდა მამაჩემის იმიჯი, როდესაც სამსახურში პიჯაკით და ჰალსტუხით მიდიოდა. მეგონა, რომ ყველა ადამიანი ასე უნდა ყოფილიყო სამუშაოზე, როდესაც ასაკი მოემატებოდათ“.

„The Tonight Show ჩემთვის რეალურ სამსახურს არასდროს გავდა. ერთადერთი, რაც მახსოვს ჯონი კარსონის ყურების დროს, იყო ის, რომ ვერც კი წარმომედგინა, რომ ოდესმე პენსიაზე გავიდოდა, მეგონა სამუდამოდ იცოცხლებდა. ოცნებადაც კი არ მქონდა იქ მუშაობა, თითქოს მის გადაცემაში სხვისი ადგილი არ იყო“.

„მახსოვს, საღამოობით როგორ ვეხვეწებოდი დედას, რომ ადრე არ დამეძინა და ჯონი კარსონისთვის მეყურებინა, ეს ბიჭი წამოიზარდა და ახლა საკუთარი გადაცემა აქვს. არ დაივიწყოთ, რომ ახლა, სადღაც, შესაძლებელია პატარა ბიჭი დედამისს ეხვეწებოდეს ჯიმი ფელონის გადაცემის ყურებას. ეს ბავშვი შეიძლება ამჟამად სკოლაში თანატოლებს თავის მოგონილ ხუმრობებს უყვება, მომავალში კი დიდი კომიკოსი ან წამყვანი გაიზრდება“.

გაიგე მეტი: ჯიმი ფელონი
რეკლამა

ასევე გაეცანი

#OK! “ისე უცებ მოხდა ეს ყველაფერი, უზომოდ ბედნიერები ვართ” – კიტ ჰარინგტონი და როუზ ლესლი მეორე შვილს ელოდებიან
Hollywood News

#OK! “ისე უცებ მოხდა ეს ყველაფერი, უზომოდ ბედნიერები ვართ” – კიტ ჰარინგტონი და როუზ ლესლი მეორე შვილს ელოდებიან

February 8, 2023
#OK! შეზღუდვები ბავშვებს – რას უკრძალავენ ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი შვილებს
Hollywood News

#OK! შეზღუდვები ბავშვებს – რას უკრძალავენ ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი შვილებს

February 8, 2023
#OK! “უბერებელი სიყვარული” – კეტრინ-ზეტა ჯონსის და მაიკლ დუგლასის გამოჩენა შვილთან ერთად
Hollywood News

#OK! “უბერებელი სიყვარული” – კეტრინ-ზეტა ჯონსის და მაიკლ დუგლასის გამოჩენა შვილთან ერთად

February 8, 2023
#OK! ვარსკვლავები, რომლებიც იმაზე მაღლები არიან, ვიდრე წარმოგედგინათ
Fashion News

#OK! ვარსკვლავები, რომლებიც იმაზე მაღლები არიან, ვიდრე წარმოგედგინათ

February 7, 2023
რეკლამა

ახლა კითხულობენ

#OK! 16 წლის ქართველი მოდელის დებიუტი Dolce & Gabbana-ს 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე!

#OK! 16 წლის ქართველი მოდელის დებიუტი Dolce & Gabbana-ს 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე!

October 2, 2021
#OK! კეტი პერი ქართველი დიზაინერის ალექსანდრე ახალკაციშვილის სამოსით გამოჩნდა

#OK! კეტი პერი ქართველი დიზაინერის ალექსანდრე ახალკაციშვილის სამოსით გამოჩნდა

June 2, 2022
#OK! მოდის ინდუსტრიის რეაქცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე

#OK! მოდის ინდუსტრიის რეაქცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე

April 12, 2022
#OK! ჯენიფერ ლოპესის კვალდაკვალ: ალექს როდრიგესს ახალი მეგობარი ქალბატონი ჰყავს

#OK! ჯენიფერ ლოპესის კვალდაკვალ: ალექს როდრიგესს ახალი მეგობარი ქალბატონი ჰყავს

August 3, 2021
რეკლამა

კვირის ჰიტები

#OK! “ჯასტინთან ურთიერთობამ ცხოვრება გაუმწარა, დრიუსთან კი უბედნიერესია” – რას იუწყებიან უცხოური გამოცემები სელენა გომესისა და დრიუ თაგარტის ურთიერთობაზე

#OK! “ჯასტინთან ურთიერთობამ ცხოვრება გაუმწარა, დრიუსთან კი უბედნიერესია” – რას იუწყებიან უცხოური გამოცემები სელენა გომესისა და დრიუ თაგარტის ურთიერთობაზე

February 2, 2023
#OK! Just like home… როგორც სახლში …

#OK! Just like home… როგორც სახლში …

February 8, 2023
#OK! ალეკ ბოლდვინს ბრალი მკვლელობისთვის ოფიციალურად წაუყენეს

#OK! ალეკ ბოლდვინს ბრალი მკვლელობისთვის ოფიციალურად წაუყენეს

February 2, 2023
#OK! „პრესტიჟ ლუქსი-აკადემია“ სწავლების პროგრამას იწყებს – ინტერვიუ ირინა სააკაშვილთან

#OK! „პრესტიჟ ლუქსი-აკადემია“ სწავლების პროგრამას იწყებს – ინტერვიუ ირინა სააკაშვილთან

February 7, 2023
რეკლამა
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×