ორიგინალური, დახვეწილი და განსხვავებული დიზაინის ბრენდი SOFIO უკვე ექვსი წელია რაც გამოჩნდა და წარმატებულად ოპერირებს ქართულ ბაზარზე. როგორც ბრენდის დამფუძნებელმა, სოფიო ჩხაიძემ ჟურნალ OK!-ისთან საუბრისას აღნიშნა, მისი გამოცდილება საკმაოდ ბევრ წელს ითვლის და დღემდე არაერთ დიზაინერთან მუშაობის გამოცდილება აქვს. სწორედ აქედან გამომდინარე გაუჩნდა თავისი ბრენდის ჩამოყალიბების იდეაც, რაც მალევე განახორციელა და დღეს უკვე საკუთარი სახელწოდების ბრენდით არის წარმოდგენილი საზოგადოების წინაშე.
ბრენდი მომხმარებლებს სთავაზობს როგორც სპორტული სტილის ტანისამოსს, ასევე კლასიკური და გამოსასვლელი კაბების მრავალფეროვან არჩევანს. SOFIO-ს გამორჩეულს კიდევ ის დეტალები ხდის, რომლებიც სამოსზეა გამოყენებული და ამასაც გუნდი საკუთარი ხელით ქმნის.
ბრენდი ამ ეტაპზე ონლაინრეჟიმში მუშაობს, თუმცა შეკვეთებს აქტიურად იღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ მარტივად შეარჩიოთ სასურველი დიზაინის სამოსი და შეუკვეთოთ შინიდან გაუსვლელად.
SOFIO-ს სამოსი უკვე დიდი ხანია ქვეყნის საზღვრებსაც გასცდა და უცხოელ მომხმარებლებშიც მალევე დაიმკვიდრა ადგილი. რამ განაპირობა ეს ნდობა, თუ არა ხარისხმა? რასაკვირველია, ეს არის ის უპირველესი კრიტერიუმი, რომელსაც ნებისმიერი მომხმარებელი პირველ ადგილზე აყენებს. შესაბამისად, SOFIO საზოგადოებას მხოლოდ და მხოლოდ უმაღლესი ხარისხის, გემოვნებიან სამოსს სთავაზობს. გაგიკვირდებათ, და ფასი ხარისხზე ბევრად დაბალია.
ატელიე ცოტნე დადიანის ქუჩაზე, 34 ნომერში მდებარეობს და მომხმარებელს შეუძლია, შეკვეთიდან უმოკლეს ვადაში მიიღოს სასურველი დიზაინის სამოსი.
FB: SOFIO
Instagram: sofiochkhaidze_
Tel: 593 30 20 93
ცოტნე დადიანის ქ. N34