• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! ბათუმი

მინდა უკვე ნიშნავს, რომ მე ეს მექნება! სოფიკო აჟიბას წარმატების ფორმულა

December 21, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

ყოველი წარმატებული ქალის უკან გადაწყვეტილება დგას: „მე ამას შევძლებ“!.. ყველა ქალს აქვს უნარი და ძალა მიაღწიოს დასახულ მიზანს. დღევანდელი ჩვენი რესპონდენტი – სოფიკო აჟიბა, ამის ნათელი მაგალითია. მიზანდასახული, მაქსიმალისტი და საკუთარ საქმეზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი, რომლის განვლილი გზა კიდევ ერთელ დაგარწმუნებთ, რომ შეუძლებელი არაფერია.

ეს ინტერვიუ არის არა მხოლოდ ბიზნესის შექმნაზე, ეს არის ქალზე, რომელმაც საკუთარი ძალა, ხედვა და სიყვარული საქმედ აქცია. არ შეუშინდა არც რისკს, არც პასუხისმგებლობას და დღეს აკეთებს საქმეს, სადაც სითბო, ხარისხი და ადამიანური დამოკიდებულება ერთიანდება.

 

 

სოფიკო, თქვენ ბათუმელი ხართ, რას ნიშნავს ეს თქვენთვის? რასთან ასოცირდება თქვენთვის ბათუმი?

ჩემთვის ბათუმი მხოლოდ დაბადების  ადგილი არ არის. ბათუმელი იდენტობაა, რომელსაც ბავშვობიდან ვატარებ და ეს ქალაქი დღემდე ჩემი შინაგანი სამყაროს  ფორმირებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ბათუმი ასოცირდება ადამიანურ სითბოსთან, აქ ყველა ერთმანეთს იცნობს… ქალაქის რიტმი თითქოს ყველას აერთიანებს.

ასევე, თავისუფლებასთან ასოცირდება. ვფიქრობ, ზღვასთან ახლოს გაზრდილ ადამიანს საოცარი შეგრძნება აქვს  – თითქოს ჰორიზონტი მუდმივად გიწვევს მიმართულების შესაცვლელად და ახალი ნაბიჯების გადასადგმელად. სწორედ ამ გარემომ მასწავლა, რომ ცვლილება და მოძრაობა ბუნებრივი პროცესებია და მათ არ უნდა შევუშინდეთ. სადაც არ უნდა ვიყო, ბათუმთან დაკავშირებული ენერგია ყოველთვის თან დამაქვს. ის ჩემთვის ერთდროულად არის ბავშვობის მოგონებები, მშვიდი საღამოები, ხმაურიანი ზაფხული, მოტივაცია და შინ ყოფნის განცდა. ბათუმი ჩემი საწყისია და ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინსპირაციის წყაროც.

 

 

როდის გახსენით თქვენი სალონი? რა იყო მისი შექმნის მიზანი?

სალონი Beauty art club Sophie 2014 წლის 22 მაისს გავხსენი, ეს დღე, ჩემთვის ახალი გზის დასაწყისი იყო. ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ბიზნესის შექმნის სურვილით არ მიმიღია, სხვა მოტივაცია მქონდა. ძალიან მნიშვნელოვანია სერვისის ხარისხი, პროფესიონალიზმი და ადამიანებთან განსაკუთრებული დამოკიდებულება. სწორედ ამიტომ, მინდოდა მქონოდა ადგილი, სადაც ყველა ამ ღირებულებას გავაერთიანებდი.

მიხარია, რომ Beauty art club Sophie-ში მოსული ადამიანი თავს კომფორტულად და, რაც მთავარია, განსაკუთრებულად  გრძნობს. ეს არის ადგილი, სადაც მხოლოდ გარეგნობაზე არ იღებ ავთენტურ გარდაქმნას, არამედ თავდაჯერებულობაც გემატება.

ამდენი წლის განმავლობაში ჩემი მთავარი პრინციპია ადამიანებს შევთავაზო ისეთი სერვისი და გარემო, სადაც ყოველთვის სიამოვნებით ბრუნდებიან, რადგან იციან, რომ აქ მხოლოდ მომსახურებას კი არა, გულითად დახვედრას და ყურადღებას მიიღებენ.

გარდა ამისა, ამ წლებმა დამანახვა, რომ სახელი და ნდობა ერთ დღეში არ მოდის. ეს არის მუდმივი პროცესი, ყოველდღიური შრომის შედეგი. ჩემს საქმიანობაში ყველაზე წარმატებულად სწორედ ის მიმაჩნია, რომ შევინარჩუნე სტაბილური ხარისხი, ლოიალური მომხმარებლები და მუდმივი წინსვლის სურვილი.

დღეს თავდაჯერებული იმით ვარ, რომ სალონი უკვე აღიქმება როგორც ადგილი, სადაც ზრუნვა რეალურია და არა ფორმალური; სერვისი სტანდარტულია, მაგრამ მიდგომა – ინდივიდუალური; ხარისხი არ იცვლება, თუმცა ტექნიკა ყოველთვის ვითარდება.

მომხმარებლები მოდიან არა მხოლოდ სერვისისთვის, არამედ იმ დადებითი ურთიერთობისთვის, რომელიც წლების განმავლობაში შევქმენით.

 

სიახლე გაქვთ, გახსენით კვების ობიექტი – 20 კვადრატი, ამაზე რომ გვიამბოთ..

დიახ, სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ გასული წლის სექტემბერში, ქალაქ რუსთავში, გავხსენი კვების ობიექტი. ეს არ იყო უბრალოდ ახალი ბიზნესის გახსნა, ეს იყო გამოწვევების, ექსპერიმენტებისა და სრულიად ახალი მიმართულების დაწყება ჩემს ცხოვრებაში.

სივრცე, რომელიც შევქმენი, სულ რაღაც 20 კვადრატული მეტრია, მაგრამ ამ პატარა ფართში იმდენად დიდი ენერგია და სითბო ჩავდე, რომ დღეს ის ბევრისთვის ერთ-ერთი საყვარელი და კომფორტული ადგილი გახდა. ჩემთვის ეს 20 კვადრატი იყო შანსი, დამემტკიცებინა, რომ შემოქმედება, გემო, სისუფთავე და ხარისხი ფართობის ზომაზე არ არის დამოკიდებული, მთავარია სურვილი, ხედვა და გულით გაკეთებული საქმე.

რუსთავში ობიექტის გახსნა გარკვეულ რისკებთან იყო დაკავშირებული, რადგან თბილისთან და დიდ ქალაქებთან შედარებით, იქ სხვა დინამიკა, სხვა მოთხოვნები და სხვა გარემოა, მაგრამ ზუსტად ეს განსხვავებულობა გახდა ჩემი მოტივაციაც. მინდოდა შემექმნა სივრცე, სადაც ადამიანებს შეეძლებოდათ არა მხოლოდ გემრიელი კერძის დაგემოვნება, არამედ პატარა, ოჯახის მსგავს გარემოში ყოფნა – თბილ, მყუდრო და მისაღებ სივრცეში.

ჩვენი ობიექტი აღჭურვილია ყველაფრით, რაც საჭიროა ხარისხიანი კვებისთვის, ხოლო მენიუ შედგენილია ისე, რომ ადამიანებმა ნებისმიერ დროს შეძლონ გემრიელი, სუფთა და ახლად მომზადებული კერძების მიღება. ჩემთვის მთავარი ღირებულება არის სისუფთავე, პროდუქტების ხარისხი, თავიდან ბოლომდე, ყველაფერის კონტროლი და პასუხისმგებლობა. ამ სივრცის გახსნა იმის დასტურია, რომ თუ საქმე გულით კეთდება, სივრცის ზომას მნიშვნელობა არ აქვს – წარმატება თავად მოდის.

 

 

მაქსიმალისტი ხართ?

თუ ერთი სიტყვით უნდა გიპასუხოთ – კი, ნამდვილად მაქსიმალისტი ვარ. ეს თვისება ზოგისთვის შეიძლება ზედმეტ მოთხოვნადაც აღიქმებოდეს, მაგრამ ჩემთვის მაქსიმალიზმი ნიშნავს პასუხისმგებლობას, ხარისხზე ზედმიწევნით ზრუნვას და იმ სტანდარტის მუდმივ დაცვას, რომელსაც თავადვე ვქმნი.

რაც საქმესაც არ უნდა შევეჭიდო, იქნება ეს სილამაზის სფერო, კვების ობიექტის მართვა თუ ნებისმიერი სხვა მიმართულება, ყოველთვის ვცდილობ, შედეგი იყოს ისეთი, რომ თავადაც მივიღო სიამოვნება და არც ერთი დეტალი არ დამრჩეს ყურადღების გარეშე. ვერაფერს ვაკეთებ „როგორცაა, ისე იყოს“. ან სრულად უნდა იყოს გაკეთებული, ან საერთოდ არ უნდა შევეჭიდო.

ამ თვისებამ მომცა ის, რომ უკვე წლებია სტაბილურად ვიმყოფები ბაზარზე, შევინარჩუნე ხარისხი და მომხმარებლების ნდობა. მაქსიმალიზმი მაძლევს ძალას მუდმივად განვვითარდე, არ დავგეგმო ნახევრად და არ ჩავატარო მომსახურება, რომელიც 100%-ით არ არის ის, რასაც ადამიანი იმსახურებს.

მოთხოვნა, პირველ რიგში, საკუთარ თავთან მაქვს, და დარწმუნებული ვარ: თუ შენ თვითონ ხარ მაქსიმალისტი, მაშინ შედეგიც ყოველთვის სათანადო გექნება.

 

რა გაძლევთ მოტივაციას, რომ არ გაჩერდეთ და სულ განვითარდეთ?

ჩემი მთავარი მოტივატორი ჩემი შვილები და ოჯახია – მინდა ვაჩვენო მათ, რომ მუდმივი განვითარება და წინსვლა ყოველთვის მნიშვნელოვანია. ეს მაძლევს ენერგიას, მუდმივად ვსწავლობ, ვიღებ ახალ გამოწვევებს და ვეძებ გზებს, როგორ ვიყო უკეთესი, როგორც პროფესიულად, ასევე პიროვნულად. ასე ვქმნი ბალანსს, რომელიც ჩემი კარიერის განვითარებას და ოჯახისთვის უკეთესი მომავლის შექმნას აერთიანებს.

 

 

თავისუფალ დროს რისი კეთება გიყვართ?

ჩემი თავისუფალი დრო საკმაოდ შეზღუდულია, რადგან ოჯახი, კარიერა და ყოველდღიური ვალდებულებები ბევრ ენერგიას მოითხოვს. თუმცა, როცა მცირე შანსი მაქვს, ვცდილობ ხარისხიანად გამოვიყენო – დროს ოჯახთან ვატარებ, ვკითხულობ, ვსწავლობ ახალ რაღაცებს ან, უბრალოდ, ვისვენებ. ეს მცირე მომენტები მაძლევენ ენერგიას და საშუალებას, ყოველდღიურ სამუშაოსა და პროფესიულ განვითარებაში კიდევ უფრო სრულად ჩავერთო.

 

რა გაბედნიერებთ?

მაბედნიერებს ადამიანები და ურთიერთობები. როგორც ექსტრავერტი, ვცდილობ მაქსიმალურად ვიყო მათთან კომუნიკაციაში – მიყვარს ჩახუტება, მხარდაჭერისა და პოზიტიური ენერგიის გაცვლა. სწორედ ეს მომენტები მაძლევს ენერგიას, სიხარულს და მოტივაციას ყოველდღიურობაში აქტიური და პროდუქტიული ვიყო. პატარა ყოველდღიური ურთიერთობები, ღიმილი ან გულწრფელი საუბარი ჩემთვის ყველაზე დიდი ენერგიის წყაროა და ცხოვრების სიმძაფრეს მმატებს.

 

 

რას მოაქვს წარმატება?

მუდმივ განვითარებას, მიზანდასახულობას და სწორი ადამიანების მხარდაჭერას. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი კარგად იცნობდეს საკუთარ ძლიერ და სუსტ მხარეებს, ისწავლოს შეცდომებზე და მუდმივად ეცადოს უნარების დახვეწას. ადამიანებთან კარგი ურთიერთობისას დიდ მნიშვნელობას იძენს – გუნდის მხარდაჭერა, თანამშრომლობა და დადებითი ემოცია, ინტელექტი. წარმატება არ შემოიფარგლება მხოლოდ ინდივიდუალური მიღწევებით, მნიშვნელოვანია როგორ ახერხებ გარემოსა და ადამიანებზე პოზიტიური გავლენის მოხდენას.

 

რჩევა ქალებს, რომლებიც ახალა იწყებენ ბიზნესს…

იყავით გამბედავები და თავდაჯერებულები – დაიჯერეთ საკუთარი  შესაძლებლობები და ნუ შეგეშინდებათ გამოწვევების. მუდმივად ისწავლეთ: გაეცანით ბაზარს, მოუსმინეთ კლიენტებს, დახვეწეთ თქვენი უნარები. და ბოლოს, შექმენით ძლიერი მხარდაჭერის ქსელი – იპოვეთ მენტორები, შემოიკრიბეთ გუნდი, რომელსაც ენდობით. მოთმინება, თანმიმდევრული ნაბიჯები და სწორი მიდგომა აუცილებლად მოგიტანთ შედეგს.

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: გვანცა ზარქუა

ასევე გაეცანი

ქალი, რომელმაც შთაგონება მთებში იპოვა – ზალინა დუმბაძე და AKUTSA COTTAGES
OK! ბათუმი

ქალი, რომელმაც შთაგონება მთებში იპოვა – ზალინა დუმბაძე და AKUTSA COTTAGES

December 21, 2025
ლალი ოყუჯავა – ძალა გუნდში და განვითარებაშია!
OK! ბათუმი

ლალი ოყუჯავა – ძალა გუნდში და განვითარებაშია!

December 21, 2025
ქალების ხმა დღეს ბევრად უფრო მკაფიოა – გურანდა გოგიტიძე
OK! ბათუმი

ქალების ხმა დღეს ბევრად უფრო მკაფიოა – გურანდა გოგიტიძე

December 21, 2025
ნატალია ვაშაკიძე, ძლიერი ემიგრანტი ქალი, რომლის თითოეული მიზანი საქართველოს უკავშირდება
OK! ბათუმი

ნატალია ვაშაკიძე, ძლიერი ემიგრანტი ქალი, რომლის თითოეული მიზანი საქართველოს უკავშირდება

December 21, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ღირსეული თამაში

#OK! ღირსეული თამაში

June 12, 2025
#OK! შავ-თეთრი პორტრეტების ფერადი ემოციები

#OK! შავ-თეთრი პორტრეტების ფერადი ემოციები

June 4, 2021
#OK! ტესტი: რამდენად კარგად იცი ბიბლიური ამბები?

#OK! ტესტი: რამდენად კარგად იცი ბიბლიური ამბები?

May 6, 2025
#OK! გაზაფხულის დღესასწაული L’OCCITANE -ში

#OK! გაზაფხულის დღესასწაული L’OCCITANE -ში

March 14, 2023

კვირის ჰიტები

ნატალია ვაშაკიძე, ძლიერი ემიგრანტი ქალი, რომლის თითოეული მიზანი საქართველოს უკავშირდება

ნატალია ვაშაკიძე, ძლიერი ემიგრანტი ქალი, რომლის თითოეული მიზანი საქართველოს უკავშირდება

December 21, 2025
#OK!  რატომ ირჩევენ ტანდაბალი მამაკაცები მაღალ ქალებს

#OK! რატომ ირჩევენ ტანდაბალი მამაკაცები მაღალ ქალებს

December 16, 2025
ქალი, რომელმაც შთაგონება მთებში იპოვა – ზალინა დუმბაძე და AKUTSA COTTAGES

ქალი, რომელმაც შთაგონება მთებში იპოვა – ზალინა დუმბაძე და AKUTSA COTTAGES

December 21, 2025
#OK! სანამ ხე სათამაშოდ იქცევა – ახალგაზრდა ხელოვანის ისტორია, რომელმაც ხეს ახალი სიცოცხლე აჩუქა

#OK! სანამ ხე სათამაშოდ იქცევა – ახალგაზრდა ხელოვანის ისტორია, რომელმაც ხეს ახალი სიცოცხლე აჩუქა

December 15, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები