ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე Apple TV-ის პოპულარული ბრიტანული სერიალის, Slow Horses-ის მეშვიდე სეზონში გამოჩნდება.
სერიალში მთავარ როლებს ჰოლივუდის ვარსკვლავი გარი ოლდმანი და ჯეკ ლოუდენი ასრულებენ. პროექტში ასევე მონაწილეობს ოლივია კუკი, რომელიც მაყურებელმა HBO-ს სერიალიდან House of the Dragon გაიცნო.

მეშვიდე სეზონში მერაბ ნინიძესთან ერთად ტუპენს მიდლტონს, ვარადა სეთუს, ითან მურჰაუსსა და ჯოშუა მაკგუაირს ვიხილავთ.
აღსანიშნავია, რომ ნინიძე სერიალის მეექვსე სეზონში კაგებეს მაღალჩინოსნის, ვასილი რასნოკოვის პერსონაჟს ახმოვანებდა. თუმცა მისი ამჟამინდელი როლის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა.

Slow Horses ჯაშუშური დრამაა, რომლის სიუჟეტიც ბრიტანეთის დაზვერვის, MI5-ის, თანამშრომლების გარშემო ვითარდება. სერიალის მთავარი გმირები აგენტები არიან, რომლებმაც სამსახურში დაშვებული შეცდომების გამო კარიერული წინსვლის შესაძლებლობა დაკარგეს და Slough House-ის განყოფილებაში აღმოჩნდნენ. ამის მუხედავად, ისინი სახიფათო სადაზვერვო ოპერაციებში მონაწილეობენ და რთული პოლიტიკური ინტრიგების ამოხსნას ცდილობენ.


მეშვიდე სეზონი ბრიტანელი მწერლის, მიკ ჰერონის რომანს, Bad Actors-ს ეფუძნება. სიუჟეტის მიხედვით, მთავარი პერსონაჟები ბრიტანეთის მთავრობაში შეღწეული ჯაშუშის გამოვლენასა და მის შეჩერებას შეეცდებიან.
ასევე დაგაინტერესებთ:
#OK! მერაბ ნინიძე ჰოლივუდის ვარსკვლავებთან ერთად ახალ პოლიტიკურ თრილერში – „მშვიდობის ფასი“
#OK! მერაბ ნინიძე გერმანულ სერიალ Doktor Ballouz-ში მთავარ როლს შეასრულებს











