• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! Language LAB – თქვენი გზამკვლევი ენების სამყაროში

January 29, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

თუ ცხოვრების იმ ეტაპაზე ხართ, რომ გჭირდებათ ახალი ენის შესწავლა და არ იცით რომელ სასწავლო ცენტრს მიმართოთ, ჩვენ Language LAB-ს გირჩევთ. კომპანია 2018 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს საკმაოდ კონკურენტულ ბაზარზე და საზოგადოებას თანამედროვე მეთოდებით ენის სწრაფად და ეფექტურად შესწავლას სთავაზობს. ეს არის სივრცე, სადაც ნებისმიერი მსურველი შეძლებს როგორც ევროპული, ასევე აღმოსავლური ენების შესწავლას, ამასთანავე, მულტიკულტურულ გამოცდილებას მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ Language LAB-ს სულ ახლახან ჰქონდა რებრენდინგი, რომლის მიზანიც ბრენდის მთავარი ღირებულებების: მზრუნველობა, შედეგზე ორიენტირებულობა და პროგრესულობის ხაზგასმა იყო.

 

 

ლელა ჯოყილაძე, „ენების ლაბის“ დამფუძნებელი: ჩვენ კომპანია 2018 წელს უდიდესი ენთუზიაზმითა და მიზანდასახულობით შევქმენით. დავიწყეთ მცირე რესურსით, მაგრამ დიდი მიზნებით. პირველი ნაბიჯებიდანვე ჩვენი ამოცანა იყო, რომ „ენების ლაბი“ ყოფილიყო არა მხოლოდ ცოდნის გადასაცემი სივრცე, არამედ ადგილი, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ნებისმიერი მსურველისთვის თანამედროვე მეთოდებით ენის სწრაფად და ეფექტურად შესწავლა.

ჩვენი გუნდი მუდმივად მუშაობს სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე, მრავალფეროვანი სახელმძღვანელოების შექმნასა და ინოვაციური მიდგომების დანერგვაზე.

 

რას სთავაზობთ საზოაგდოებას?

ელენე ქავთარაძე, „ენების ლაბის“ დამფუძნებელი: ჩვენთან შესაძლებელია როგორც ევროპული, ასევე აღმოსავლური ენების შესწავლა. განსაკუთრებით მოთხოვნადია ქართული ენის კურსი უცხოელებისთვის, რომელიც შემუშავებულია ჩვენი გუნდის მიერ.

აღნიშნული პროგრამები ნებისმიერი ასაკის მსურველზე პერსონალურად არის მორგებული და მოიცავს თითოეული სტუდენტის საჭიროებებზე ორიენტირებულ სასწავლო გეგმას.

 ჩვენი მასწავლებლები პერიოდულად გადიან ტრენინგებს კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით და ესწრებიან საერთაშორისო პლატფორმებზე ჩატარებულ ვორქშოფებს.

გვჯერა, რომ სწავლის პროცესის გამართულობა და სწორი მიდგომები, ასევე, უსაფრთხო, კომფორტული და მეგობრული გარემო საშუალებას მოგვცემს, შედეგი მივიღოთ სწრაფად და დავრჩეთ ბაზარზე რეკომენდებულ სასწავლო სივრცედ.

ხარისხთან ერთად ჩვენთვის მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ ხელმისაწვდომი და კონკურენტუნარიანი ფასი.

 

 

 

რატომ უნდა ავირჩიოთ „ენების ლაბი“?

ელენე: როგორც უკვე აღვნიშნეთ, „ენების ლაბი“ გთავაზობთ გარემოს, სადაც შეგიძლიათ მიიღოთ ცოდნა ინტერაქციული და საინტერესო სწავლების მეთოდების გამოყენებით.

სტანდარტული სასწავლო პროგრამების გარდა, ჩვენს სტუდენტებს საშუალება აქვთ, დაესწრონ შეხვედრებს სხვადასხვა ენის კლუბებში. ამ შეხვედრების ფარგლებში სასაუბრო უნარების გაუმჯობესების გარდა, გაეცნობიან ამ ენის კულტურასა და ტრადიციებს. ვფიქრობთ, რომ ეს კლუბები მულტიკულტურული გამოცდილების მიღების შესანიშნავი შესაძლებლობაა.

 

ახლახან კომპანიამ გაიარა რებრენდინგი…

ლელა: კომპანიის ზრდასთან ერთად, საჭირო გახდა ჩვენს ვიზუალურ მხარეს უფრო მეტად გამოეხატა ის მისია და მთავარი ღირებულებები, რასაც ვატარებთ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი და ჩვენი სტუდენტების მისწრაფებები და სურვილები ემთხვეოდეს ერთმანეთს.

რებრენდინგის ფარგლებში ვეცადეთ უკეთ გამოგვეკვეთა „ენების ლაბის“, როგორც ბრენდის, მთავარი ღირებულებები, როგორიცაა: მზრუნველობა, შედეგზე ორიენტირებულობა, საიმედოობა და პროგრესულობა.

ჩვენი ახალი ლოგო ხაზს უსვამს „ენების ლაბის“ ადამიანზე ორიენტირებულობას, რადგან ჩვენთვის ამოსავალი წერტილი სწორედ ადამიანია.

გამარჯვებული ადამიანის სიმბოლო აღმნიშვნელ ნიშნად გამოვიტანეთ. ამ აბსტრაქტული სიმბოლოების ერთიანობა კი ქმნის ჩვენი ბრენდის სინერგიას, რომელიც არის ინდივიდზე ზრუნვის ფორმა, გამოხატული ცოდნის გაზიარების იდეით. „ენების ლაბის“ ახალ ვიზუალზე ბიძინა პართენიშვილმა იმუშავა.

 

როდის იწყება რეგისტრაცია თქვენს სკოლაში?

ჩვენთან სასწავლო პროცესი არ არის დაყოფილი სემესტრებად. შესაბამისად, რეგისტრაციის მსურველებს სწავლის დაწყება წლის ნებისმიერ პერიოდში შეუძლიათ როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფში.

 

 

სამომავლო გეგმები Language LAB-ში:

ამ ეტაპზე ვმუშაობთ რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებასა და ახალ პროექტზე, რომლებიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს ჩვენს მომსახურებას და ბევრ საინტერესო სიახლეს შესთავაზებს ჩვენთან სწავლის მსურველებს.

მიმდინარე პროექტებიდან განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია გაცვლითი პროგრამები და საზაფხულო ბანაკები, რომელსაც უახლოეს მომავალში შევთავაზებთ ჩვენს სტუდენტებს.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან საკმაოდ ბევრი მსმენელი გვერთვება ონლაინპლატფორმის საშუალებით, გვაქვს ამბიცია, რომ ჩვენი ბრენდი კიდევ უფრო მოთხოვნადი გახდეს საერთაშორისო ბაზარზე.

ვგეგმავთ აქტიურ მონაწილეობას კულტურულ, საგანმანათლებლო და თემატურ ღონისძიებებში, რათა უფრო ფართო აუდიტორიას გავაცნოთ ჩვენი სკოლის ღირებულებები და შესაძლებლობები, და ვიყოთ ლიდერი როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ასევე გაეცანი

#OK! ახალი წლის ტრადიციები საქართველოში
Slider Area

#OK! ახალი წლის ტრადიციები საქართველოში

December 3, 2025
#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში
ინტერვიუ

#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში

November 22, 2025
ფოტოგრაფია – ეს არის მეხსიერება
OK! Business

ფოტოგრაფია – ეს არის მეხსიერება

November 24, 2025
GOGLA’s ახდენილი ოცნება – ნინო თუთბერიძე
OK! Business

GOGLA’s ახდენილი ოცნება – ნინო თუთბერიძე

November 20, 2025

ახლა კითხულობენ

OK! ბევრისთვის უცნობი ფაქტები დემი ლოვატოს შესახებ!

OK! ბევრისთვის უცნობი ფაქტები დემი ლოვატოს შესახებ!

August 20, 2021
#OK! ჯულია რობერტსი და ჯორჯ კლუნი Jimmy Kimmel-ის შოუს ესტუმრნენ

#OK! ჯულია რობერტსი და ჯორჯ კლუნი Jimmy Kimmel-ის შოუს ესტუმრნენ

October 18, 2022
#OK! გიორგი მელიქიშვილი – OK! Travel Book-ის მოწვეული რედაქტორი

#OK! გიორგი მელიქიშვილი – OK! Travel Book-ის მოწვეული რედაქტორი

August 1, 2022
OK! ჯეი ლო და ბენ აფლეკი შორდებიან ?!

OK! ჯეი ლო და ბენ აფლეკი შორდებიან ?!

May 18, 2024

კვირის ჰიტები

#OK! People-მა 2025 წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი დაასახელა

#OK! People-მა 2025 წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი დაასახელა

November 28, 2025
რა ასაკში ქორწინდებიან ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში?

რა ასაკში ქორწინდებიან ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში?

November 30, 2025
#OK! თვითმარქვია კენიელმა ადვოკატმა სასამართლოში 26-დან 26 პროცესი მოიგო

#OK! თვითმარქვია კენიელმა ადვოკატმა სასამართლოში 26-დან 26 პროცესი მოიგო

December 3, 2025
#OK! რატომ არ იკეთებს ტატუს კრიშტიანუ რონალდუ?

#OK! რატომ არ იკეთებს ტატუს კრიშტიანუ რონალდუ?

November 28, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები