• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! ქუთაისი

#OK! ოჯახური ფესვებიდან პროფესიულ ინოვაციამდე – ილია და ბადრი ალფაიძეები

July 4, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს კარგი ქირურგი? მას უნდა ჰქონდეს ფუნდამენტური ცოდნა, ყოველდღიურად იღრმავებდეს ამ ცოდნას, უნდა გააჩნდეს მაღალი ტექნიკური ოსტატობა და სათანადო გამოცდილება.

იყო ქირურგი, ნიშნავს გქონდეს უნარი, დაინახო დეტალებში ის, რასაც სხვები ვერ ამჩნევენ; თითოეული პაციენტისადმი მიდგომა უნდა იყოს ინდივიდუალური და მზადყოფნა, რომ ყოველი სამედიცინო შემთხვევა უნიკალურია.

ქირურგია ხელოვნებაა. ამ ხელოვნებაში კი მთავარი ინსტრუმენტი პროფესიული ოსტატობაა, სიფრთხილე და ის უხილავი შინაგანი განცდით ნაკარნახევი რწმენა, რომელიც კლინიკურ ცოდნასა და ადამიანურ თანაგრძნობას შორის გადის.

 

ახალგაზრდა ქირურგი, ილია ალფაიძე სწორედ ამ პრინციპებით ცხოვრობს და მუშაობს. ილია თანამედროვე სამედიცინო თაობის წარმომადგენელია – ახალი ტექნოლოგიებით, საერთაშორისო მიდგომებითა და ინოვაციური პრაქტიკით, მტკიცე ოჯახური მემკვიდრეობით, საქმისადმი რწმენითა და დიდი პასუხისმგებლობით.

ბადრი ალფაიძე, ილიას მამა, მედიცინის დოქტორი და ქირურგია, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო სივრცეში ერთ-ერთი პირველი, ვინც ლაპაროსკოპიული ოპერაციები წარმატებით დანერგა. ასოცირებული პროფესორი, მრავალი თაობის მასწავლებელი, წარსულში ქუთაისის სამედიცინო უნივერსიტეტის კათედრის ხელმძღვანელი – ადამიანი, რომლის პროფესიული ბიოგრაფია თავად წარმოადგენს ქირურგიის ისტორიის უდიდეს ნაწილს.

 

ილიასთვის ბადრი ალფაიძე არ არის მხოლოდ მამა. იგი ერთდროულად მასწავლებელი, ოპონენტი და ყველაზე კრიტიკული შემფასებელია. მათ დიალოგებს მუდმივად კლინიკური შემთხვევების შინაარსი აქვს – „პირველ რიგში, უნდა იცოდე, რა არ უნდა გააკეთო – დანარჩენს ყოველთვის მოასწრებ“, – ბადრი ალფაიძის მთავარი პროფესიული პრინციპია, რაც თავის მხრივ, ილიას პროფესიულ ეთიკად იქცა.

ილია ალფაიძე არის ზოგადი და ონკოქირურგი, თუმცა მისი პროფესიული სპექტრი გაცილებით ფართოა. იგი წარმატებით აკეთებს ბარიატრიულ, მეტაბოლურ და ენდოკრინულ ოპერაციებს – თანამედროვე ლაპაროსკოპიული მეთოდებით, რაც პაციენტისთვის ნაკლებინვაზიურობას და სწრაფ რეაბილიტაციას უზრუნველყოფს.

მისი პროფესიული განვითარების გზაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი რეზიდენტურაა მეან-გინეკოლოგიაში. ასეთი პროფესიული წინსვლა ილიასთვის ხედვის თვალსაწიერის გაფართოებას წარმოადგენს – როგორც ქირურგიის, ისე ზოგადი მედიცინისადმი.

„ჩვენ ვმკურნალობთ არა დაავადებას, არამედ ადამიანს, რომელსაც აქვს კონკრეტული დაავადება“, – ამბობს ილია. ეს უბრალო ფრაზა მისი სამედიცინო ფილოსოფიის ქვაკუთხედია.

ილია დასავლეთ საქართველოში გახდა პირველი, ვინც განახორციელა:

ლაპაროსკოპიული ტოტალური კოლორექტუმექტომია ოჯახური პოლიპოზისა და მალიგნიზაციის გამო;

რთული რეკონსტრუქციული ჩარევა განვითარებული ბარიატრიული ოპერაციის გართულების შედეგად;

პანკრეატოდუოდენური რეზექცია პანკრეასის ავთვისებიანი სიმსივნისას – კვლავ ლაპაროსკოპიულად;

და რაც ყველაზე გამორჩეულია – ლაპაროსკოპიული ბიპარციალური შუნტირება ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ.

ეს ოპერაციები არ არის მხოლოდ კლინიკური მიღწევები – აღნიშნული პრეცედენტები ადასტურებენ, რომ რეგიონში არსებობს მაღალი დონის საერთაშორისო სტანდარტებზე დამყარებული ქირურგიული სამსახური.

ილიას სამედიცინო პრაქტიკა მხოლოდ საოპერაციო ოთახით არ მთავრდება. მისთვის უმნიშვნელოვანესია პაციენტთან ყოველი შეხება – ეს ყველაფერი პროფესიული კულტურის ნაწილია, რასაც მას მამა, ბადრი ალფაიძე წლების განმავლობაში ასწავლის და რომელსაც დღეს ილია ახალგაზრდებს უზიარებს.

 

 

მისი ოჯახი – დედა, ნინო დოლიძე, გამოცდილი ექიმი-ენდოკრინოლოგი; ტყუპისცალი – რევაზ ალფაიძე – რადიოლოგი; უფროსი ძმა ნოე – თერაპევტი, რომელიც პოლონეთში მოღვაწეობს; და ბადრი – ფინანსისტი. ექიმების პროფესია ოჯახისთვის ტრადიციაა, ექიმები გახლდათ ასევე, დედის მხრიდან ბებია და ბაბუა, მამიდა – მანანა ალფაიძე – ენდოსკოპისტი, დარგის ნოვატორი, განთქმული თავისი პროფესიონალიზმით, მამიდაშვილი ერეკლე ტყაბლაძე – ზოგადი ქირურგი, დეიდა – თინიკო დოლიძე და მისი მეუღლე – გია ჩალათაშვილი ცნობილი ექიმები არიან. მამის, ბადრი ალფაიძის წინამძღოლობით, ექიმთა ეს პლეადა ქმნის ტრადიციას, სადაც განათლება, დისციპლინა და შრომის ეთიკა ამ დიდი ოჯახის მთავარი მემკვიდრეობაა.

2017 წლიდან დღემდე ილია მუშაობს ქუთაისის თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონულ ცენტრში – სივრცეში, რომელიც მისთვის ყოველდღიური გამოწვევების, წარმატების და ადამიანურობის გამოვლენის მთავარი ადგილია. მიუხედავად მრავალი შეთავაზებისა, ილიასთვის მთავარი პროფესიული წარმატება უკავშირდება ქალაქს, სადაც დაიბადა, აღიზარდა; ქალაქს, სადაც უყვართ, ენდობიან, და სადაც მის კლინიკურ გადაწყვეტილებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

ილია ალფაიძე დღეს ქმნის იმ სინთეზს, რაც მომავალ ქართულ მედიცინას სჭირდება – ტექნიკური სიზუსტე, ფართო კლინიკური ხედვა და ღირებულებებზე დაფუძნებული ინოვაციური პრაქტიკა. ის არ კმაყოფილდება მიღწეულით – მუდმივად ახალი შესაძლებლობების ძიებასა და განვითარებშია, რასაც მის პროფესიულ ოსტატობასთან ერთად პრაქტიკაში უამრავი მადლიერი პაციენტი მოწმობს.

ტექსტი:  ნანა კუკულავა

ფოტო: ანუკი კახიძე, ზაზა კერძევაძე

ასევე გაეცანი

#OK! პატარა იდეები საზღვრების გარეშე
OK! ქუთაისი

#OK! პატარა იდეები საზღვრების გარეშე

July 12, 2025
ეს ქალაქი სითბოს, ხასიათს და ისტორიას ისე აერთიანებს, როგორც არავინ არსად – არჩილ ჯალაღონია
OK! ქუთაისი

ეს ქალაქი სითბოს, ხასიათს და ისტორიას ისე აერთიანებს, როგორც არავინ არსად – არჩილ ჯალაღონია

July 12, 2025
„ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი“
OK! ქუთაისი

„ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი“

July 12, 2025
#OK! ბავშვობაში არჩეული პროფესია –  წარმატებული იურისტი და საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი არჩილ ნიჟარაძე
OK! ქუთაისი

#OK! ბავშვობაში არჩეული პროფესია – წარმატებული იურისტი და საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი არჩილ ნიჟარაძე

July 10, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ქუთაისის მოწვეული რედაქტორი თეკლა ბაბუნაშვილი

#OK! ქუთაისის მოწვეული რედაქტორი თეკლა ბაბუნაშვილი

July 4, 2025
#OK! ზოოსტანდარტი  ერთად ვიზრუნოთ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე…

#OK! ზოოსტანდარტი ერთად ვიზრუნოთ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე…

November 8, 2023
#OK! როგორ აარჩიო საშენო სოციალური მედია მარკეტინგის კურსი?

#OK! როგორ აარჩიო საშენო სოციალური მედია მარკეტინგის კურსი?

April 26, 2021

#OK! ნათია შათირიშვილი ცხოვრებისეული გამოწვევებისა და მიღწევების შესახებ

April 24, 2025

კვირის ჰიტები

#OK! “ინტელიგო“-ს ბიზნეს სტარტის კურსი ივლისში ბათუმში ჩატარდება

#OK! “ინტელიგო“-ს ბიზნეს სტარტის კურსი ივლისში ბათუმში ჩატარდება

July 11, 2025
#OK! სატურნის რეტროგრადი ვერძში და თევზებში  გადავიდა –  რა უნდა გავითვალისწინოთ?

#OK! სატურნის რეტროგრადი ვერძში და თევზებში გადავიდა – რა უნდა გავითვალისწინოთ?

July 11, 2025
#OK! „მაისის ეზოს“ მთავარი სიახლე მუდმივი განვითარების სურვილია, არ ვაპირებთ ერთ ადგილზე გაჩერებას

#OK! „მაისის ეზოს“ მთავარი სიახლე მუდმივი განვითარების სურვილია, არ ვაპირებთ ერთ ადგილზე გაჩერებას

July 10, 2025
#OK! როგორ შევარჩიოთ ფიზიკური აქტივობა პიროვნული ნიშნებით? – ახალი კვლევები და საზაფხულო რჩევები

#OK! როგორ შევარჩიოთ ფიზიკური აქტივობა პიროვნული ნიშნებით? – ახალი კვლევები და საზაფხულო რჩევები

July 9, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები